Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო ბანკი: 2014-ში საქართველოს ეკონომიკა 6%-იან ზრდას დაუბრუნდება
მსოფლიო ბანკი: 2014-ში საქართველოს ეკონომიკა 6%-იან ზრდას დაუბრუნდება

კო­ა­ბი­ტა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის პირ­ვე­ლი პროგ­ნო­ზი უკვე კეთ­დე­ბა. მსოფ­ლიო ბან­კის მიერ სპე­ცი­ა­ლუ­რად "რე­ზო­ნან­სის­თვის" მო­წო­დე­ბუ­ლი პროგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით, გა­ი­სად ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა 5-6%-იან მაჩ­ვე­ნე­ბელს და­უბ­რუნ­დე­ბა. ასე­ვე, სა­ი­მე­დო გათ­ვლე­ბი კეთ­დე­ბა უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შემ­დი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"მსოფ­ლიო ბან­კი უერ­თდე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ლოც­ვებს სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. გვსურს, მი­ვუ­ლო­ცოთ არ­ჩე­ულ პრე­ზი­დენტს, ბა­ტონ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს. ჩვე­ნი აზ­რით, ძა­ლა­უფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­და­ცე­მა ერთ-ერთი არ­სე­ბი­თი წი­ნა­პი­რო­ბაა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის მო­სა­ზი­დად. მით უმე­ტეს მა­შინ, როცა 2013 წლის 29 ოქ­ტომ­ბერს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მსოფ­ლიო ბან­კის ჯგუ­ფის კვლე­ვა "ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბა 2014: მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბა" აღ­ნიშ­ნავს, რომ ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბის სი­მარ­ტი­ვის მხრივ სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლი­ო­ში მე-8 ად­გილ­ზეა", - გა­ნუ­ცხა­და "რე­ზო­ნანსს" მსოფ­ლიო ბან­კის რე­გი­ო­ნულ­მა დი­რექ­ტორ­მა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ჰენ­რი კე­რა­ლიმ.

მისი აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გია, რო­მე­ლიც მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­შია, ხელს შე­უ­წყობს გრძელ­ვა­დი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­მო­დი­ნე­ბას.

"მთავ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ას ამ­ზა­დებს, რო­მელ­შიც ქვეყ­ნის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ხედ­ვა იქ­ნე­ბა ასა­ხუ­ლი. ამან ხელი უნდა შე­უ­წყოს უფრო მეტი გრძელ­ვა­დი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ის შე­მო­დი­ნე­ბას, რომ­ლე­ბიც მოხ­მარ­დე­ბა ეკო­ნო­მი­კის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ას, ინო­ვა­ცი­უ­რი სერ­ვი­სე­ბი­სა და პრო­დუქ­ტე­ბის გა­ჩე­ნას, მეტ ძა­ლის­ხმე­ვას კვლე­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის დარ­გში, ასე­ვე სა­მუ­შაო ძა­ლის უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას", - ამ­ბობს ჰენ­რი კე­რა­ლი და დას­ძენს, რომ აღ­ნიშ­ნულ­მა სტრა­ტე­გი­ამ ასე­ვე ხელი უნდა შე­უ­წყოს კერ­ძო მე­წარ­მე­ო­ბის მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბას, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას, რად­გან ისი­ნი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს როლს ას­რუ­ლე­ბენ სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნა­ში.

მსოფ­ლიო ბან­კის პროგ­ნო­ზით, სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში, ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით, თან­და­თა­ნო­ბით შემ­ცირ­დე­ბა გა­ურ­კვევ­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა და ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ისევ 5-6 პრო­ცენ­ტი­ან ნიშ­ნულს და­უბ­რუნ­დე­ბა.

"მსოფ­ლიო ბან­კი მზად­ყოფ­ნას გა­მოთ­ქვამს, დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ოს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და ჰენ­რი კე­რა­ლიმ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2013 წელს მთავ­რო­ბამ ეკო­ნო­მი­კის 6%-იანი ზრდა და­გეგ­მა, თუმ­ცა ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პროგ­ნო­ზით, 3%-მდე შემ­ცირ­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით კი, ორ კვარ­ტალ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა 1,9%-ია.

ამ მო­ნა­ცე­მე­ბის შემ­დეგ, მთავ­რო­ბა­ში იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი სტაგ­ნა­ცია ეღი­ა­რე­ბი­ნათ, რო­მე­ლიც ე.წ. ორ­ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბას დაბ­რალ­და. "ჩვენ ზრდას ვე­ლო­დე­ბით ბოლო კვარ­ტალ­შიც. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობთ, რომ წლის ბო­ლოს­თვის 2,5-3%-მდე ზრდაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. არ ვამ­ბობ, რომ ეს ძა­ლი­ან კარ­გი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, ჯობ­და 6%-იანი მო­ლო­დი­ნი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა ეს მა­ინც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია", - გა­ნა­ცხა­და ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო კორ­პო­რა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ 2014 წელს კვლავ აქ­ტი­უ­რად გა­აგ­რძე­ლე­ბენ ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ბიზ­ნე­სის დახ­მა­რე­ბი­სა და და­საქ­მე­ბის გაზ­რდის მი­მარ­თუ­ლე­ბით. "ვა­პი­რებთ, გა­ვა­აქ­ტი­უ­როთ ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ექ­ტე­ბი, რაც ხელს შე­უ­წყობს ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბას და და­საქ­მე­ბის გაზ­რდას", - გა­ნა­ცხა­და "რე­ზო­ნანსთან" სა­უ­ბარ­ში კორ­პო­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

2-მი­ლი­არ­დი­ა­ნი სა­ინ­ვეს­ტი­ციო გეგ­მის ჩა­ვარ­დნის შემ­დეგ, მთავ­რო­ბა მთელ იმედს 2014 წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ზე ამ­ყა­რებს. ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბი 70-მდე პრო­ექტს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ.

ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ქეთი ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი უკვე აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია და ინ­ვეს­ტო­რე­ბი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მო­მა­ვა­ლი წლი­დან და­ი­წყე­ბენ. მი­ნის­ტრი აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი ინ­ტე­რესს არა მარ­ტო რუსი, არა­მედ სხვა ქვეყ­ნე­ბის ბიზ­ნეს­მე­ნე­ბიც გა­მო­ხა­ტა­ვენ.

"ჩვენ სის­ტე­მა­ტუ­რად ვე­სა­უბ­რე­ბით ინ­ვეს­ტო­რებს, ინ­ტე­რე­სი სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ მა­ღა­ლია და ჩვენ მი­მართ პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ. მე არ გა­მოვ­ყოფ­დი მხო­ლოდ რუს ინ­ვეს­ტო­რებს", - აცხა­დებს ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი.

ჯერ­ჯე­რო­ბით 2014 წლის სა­ინ­ვეს­ტი­ციო პროგ­ნოზ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რე­ბი არ გა­კე­თე­ბუ­ლა. წელს კი უკვე ცხა­დი გახ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 900 მლნ დო­ლა­რამ­დე პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი კა­პი­ტა­ლი შე­მო­ვა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ახ­ლოს მსოფ­ლიო ბან­კის პროგ­ნოზ­თან დგას - 800 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი.

მაკა ხა­რა­ზიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მსოფლიო ბანკი: 2014-ში საქართველოს ეკონომიკა 6%-იან ზრდას დაუბრუნდება

მსოფლიო ბანკი: 2014-ში საქართველოს ეკონომიკა 6%-იან ზრდას დაუბრუნდება

კოაბიტაციის დასრულების შემდეგ ეკონომიკური ზრდის პირველი პროგნოზი უკვე კეთდება. მსოფლიო ბანკის მიერ სპეციალურად "რეზონანსისთვის" მოწოდებული პროგნოზის მიხედვით, გაისად ეკონომიკური ზრდა 5-6%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება. ასევე, საიმედო გათვლები კეთდება უცხოური ინვესტიციების შემდინებასთან დაკავშირებით.

"მსოფლიო ბანკი უერთდება საერთაშორისო საზოგადოების მილოცვებს საქართველოში დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნების წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით. გვსურს, მივულოცოთ არჩეულ პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს. ჩვენი აზრით, ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა ერთ-ერთი არსებითი წინაპირობაა პასუხისმგებლობით აღჭურვილი ინვესტორების მოსაზიდად. მით უმეტეს მაშინ, როცა 2013 წლის 29 ოქტომბერს გამოქვეყნებული მსოფლიო ბანკის ჯგუფის კვლევა "ბიზნესის წარმოება 2014: მცირე და საშუალო საწარმოების რეგულირება" აღნიშნავს, რომ ბიზნესის წარმოების სიმარტივის მხრივ საქართველო მსოფლიოში მე-8 ადგილზეა", - განუცხადა "რეზონანსს" მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ.

მისი აზრით, საქართველოს ეროვნული განვითარების სტრატეგია, რომელიც მომზადების პროცესშია, ხელს შეუწყობს გრძელვადიანი ინვესტიციების შემოდინებას.

"მთავრობა საქართველოს ეროვნული განვითარების სტრატეგიას ამზადებს, რომელშიც ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების ხედვა იქნება ასახული. ამან ხელი უნდა შეუწყოს უფრო მეტი გრძელვადიანი ინვესტიციის შემოდინებას, რომლებიც მოხმარდება ეკონომიკის მოდერნიზაციას, ინოვაციური სერვისებისა და პროდუქტების გაჩენას, მეტ ძალისხმევას კვლევისა და განვითარების დარგში, ასევე სამუშაო ძალის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას", - ამბობს ჰენრი კერალი და დასძენს, რომ აღნიშნულმა სტრატეგიამ ასევე ხელი უნდა შეუწყოს კერძო მეწარმეობის მეტად განვითარებას, მცირე და საშუალო საწარმოების გაფართოებას, რადგან ისინი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ სამუშაო ადგილების შექმნაში.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საშუალოვადიან პერსპექტივაში, ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებების თვალსაზრისით, თანდათანობით შემცირდება გაურკვევლობის შეგრძნება და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ისევ 5-6 პროცენტიან ნიშნულს დაუბრუნდება.

"მსოფლიო ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს, დახმარება გაუწიოს საქართველოს მთავრობას ახალი ეროვნული განვითარების სტრატეგიის განხორციელებაში", - განაცხადა ჰენრი კერალიმ.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს მთავრობამ ეკონომიკის 6%-იანი ზრდა დაგეგმა, თუმცა ეს მაჩვენებელი, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზით, 3%-მდე შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით კი, ორ კვარტალში ეკონომიკური ზრდა 1,9%-ია.

ამ მონაცემების შემდეგ, მთავრობაში იძულებული გახდნენ, რომ ეკონომიკური სტაგნაცია ეღიარებინათ, რომელიც ე.წ. ორხელისუფლებიანობას დაბრალდა. "ჩვენ ზრდას ველოდებით ბოლო კვარტალშიც. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოსთვის 2,5-3%-მდე ზრდაა მოსალოდნელი. არ ვამბობ, რომ ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია, ჯობდა 6%-იანი მოლოდინი შესრულებულიყო, თუმცა ეს მაინც მნიშვნელოვანია", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში აცხადებენ, რომ 2014 წელს კვლავ აქტიურად გააგრძელებენ ეკონომიკური პროექტების განხორციელებას ბიზნესის დახმარებისა და დასაქმების გაზრდის მიმართულებით. "ვაპირებთ, გავააქტიუროთ ეკონომიკური პროექტები, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას და დასაქმების გაზრდას", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბარში კორპორაციის წარმომადგენელმა.

2-მილიარდიანი საინვესტიციო გეგმის ჩავარდნის შემდეგ, მთავრობა მთელ იმედს 2014 წლის მეორე ნახევარზე ამყარებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში უცხოელი ინვესტორები 70-მდე პროექტს განახორციელებენ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ქეთი ბოჭორიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტები უკვე აქტიურ ფაზაშია და ინვესტორები პროექტების განხორციელებას მომავალი წლიდან დაიწყებენ. მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოსადმი ინტერესს არა მარტო რუსი, არამედ სხვა ქვეყნების ბიზნესმენებიც გამოხატავენ.

"ჩვენ სისტემატურად ვესაუბრებით ინვესტორებს, ინტერესი საქართველოს მიმართ მაღალია და ჩვენ მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ. მე არ გამოვყოფდი მხოლოდ რუს ინვესტორებს", - აცხადებს ბოჭორიშვილი.

ჯერჯერობით 2014 წლის საინვესტიციო პროგნოზთან დაკავშირებით კომენტარები არ გაკეთებულა. წელს კი უკვე ცხადი გახდა, რომ საქართველოში 900 მლნ დოლარამდე პირდაპირი უცხოური კაპიტალი შემოვა, რომელიც ყველაზე ახლოს მსოფლიო ბანკის პროგნოზთან დგას - 800 მილიონი დოლარი.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ