პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქმე N: გირგვლიანი 2 - "უამრავი მოწმეა, რომლებმაც მოდულიდან გამოსული ნაცემი ბიჭები ნახეს"
საქმე N: გირგვლიანი 2 - "უამრავი მოწმეა, რომლებმაც მოდულიდან გამოსული ნაცემი ბიჭები ნახეს"

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში კუდ-ის ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს, ოლეგ მელ­ნი­კოვს ასა­მარ­თლე­ბენ. პრო­კუ­რა­ტუ­რამ მას ორი სხვა­დას­ხვა ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნა - სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში მელ­ნი­კო­ვის ბრა­ლე­უ­ლო­ბაც გა­მო­იკ­ვე­თა და ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თა­ში დახ­მა­რე­ბაც ედე­ბა ბრა­ლად. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე საქ­მეს, რომ­ლის გან­ხილ­ვაც მიმ­დი­ნა­რე­ობს, 2005 წლის 5 იან­ვარს თბი­ლის­ში მოხ­და. მო­დულ­ში, დათა ახა­ლა­ი­ას კა­ბი­ნეტ­ში, პო­ლი­ცი­ის ორ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს სას­ტი­კად სცე­მეს. და­ნა­შა­უ­ლი წლე­ბის შემ­დეგ გა­იხ­სნა და ამა­ში ლო­მის წილი გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას" უძევს. 2012 წლის ბო­ლოს ჩემ­მა კო­ლე­გამ თა­ვის სტა­ტი­ა­ში გა­ახ­მა­უ­რა, თუ რო­გორ სცე­მეს მალ­ხაზ აზა­რაშ­ვილს და საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

გა­მო­იკ­ვეთ­ნენ სხვა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბიც. მალ­ხაზ აზა­რაშ­ვი­ლი­სა და ზაზა მეს­ხის ცე­მის­თვის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ეც­ნენ ოლეგ მელ­ნი­კო­ვი, დათა ახა­ლა­ია, გია ალა­ნია და სოსო თო­ფუ­რი­ძე. მათ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა­ში ედე­ბათ ბრა­ლი. დათო კურ­ცხა­ლია, რო­მე­ლიც ასე­ვე პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი იყო, ცე­მას გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო გა­და­ურ­ჩა. ამ საქ­მეს "გირ­გვლი­ა­ნი 2" უწო­დეს. ალ­ბათ, იკი­თხავთ, რა შუ­ა­შია გირ­გვლი­ა­ნი ამ და­ნა­შა­ულ­თა­ნო? ორი­ვე და­ნა­შა­უ­ლის ხელ­წე­რა, მას­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი ერთი და იგი­ვე­ნი არი­ან და რაც მთა­ვა­რია, ორი­ვე საქ­მე­ში ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, თაკო სა­ლა­ყა­ია ფი­გუ­რი­რებს.

რად­გან დათა ახა­ლა­ია და კუდ-ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი იძებ­ნე­ბი­ან, მათ და­უს­წრებ­ლად ასა­მარ­თლე­ბენ. გან­სას­ჯე­ლის სკამ­ზე მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნი­დან ექ­სტრა­დი­რე­ბუ­ლი ოლეგ მელ­ნი­კო­ვი ზის. იგი თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს. უკ­რა­ი­ნის ცი­ხე­ში მელ­ნი­კო­ვი თით­ქმის წე­ლი­წა­დი იჯდა. "პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა 25-გრა­დუ­სი­ან ყინ­ვა­ში 12 სა­ა­თი მამ­ყო­ფეს. დი­ლის 11 სა­ათ­ზე და­მა­კა­ვეს და სა­ღა­მოს 11 სა­ათ­ზე მი­მიყ­ვა­ნეს კა-პე-ზეში... იქ სულ სხვა­ნა­ი­რი ცი­ხეა. ფან­ჯა­რას შუშა არ ჰქონ­და. არც სკა­მი იყო, არც მა­გი­და, მთე­ლი დღე წყალს კე­ტავ­დნენ. დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის სა­კან­ში შე­მიყ­ვა­ნეს... ერთხელ ვი­ღაც შე­მო­ვი­და და გა­მაფრ­თხი­ლა, ჭკვი­ა­ნად იყა­ვიო. ჩემი ცო­ლი­სა და შვი­ლის სუ­რა­თი მაჩ­ვე­ნა, რომ­ლე­ბიც გზა­ზე გა­დას­ვლის დროს იყო გა­და­ღე­ბუ­ლი. ვუ­თხა­რი, კი ბა­ტო­ნო, ჭკვი­ა­ნად ვიქ­ნე­ბი-მეთ­ქი... მერე ჩა­მო­ვიდ­ნენ ქარ­თვე­ლი პრო­კუ­რო­რე­ბი, დამ­კი­თხეს და მი­თხრეს, დე­დას­თან რა­მეს ხომ არ დაგ­ვა­ბა­რებ­თო. ახლა გა­ვი­გე, თურ­მე ჩემს 75 წლის დე­დის­თვის უთ­ქვამთ, თუ ჭკვი­ა­ნად არ იქ­ნე­ბა შენი შვი­ლი, დიდი "სრო­კი" ელო­დე­ბაო. ჩემს მე­უღ­ლეს­თან კი ქურ­დე­ბი მი­ვიდ­ნენ, ქარ­თვე­ლი ქურ­დე­ბი ვარ­თო და შე­ა­ში­ნეს", - გა­ნა­ცხა­და პრო­ცეს­ზე მელ­ნი­კოვ­მა და მო­სა­მარ­თლეს მე­უღ­ლი­სა და დე­დის და­კი­თხვა სთხო­ვა.

ოლეგ მელ­ნი­კო­ვის ად­ვო­კატ მალ­ხაზ ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლის თქმით, მისი და­სა­ცა­ვი პირი უდა­ნა­შა­უ­ლოა: - "ეს უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბაა. გარ­და აზა­რაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბი­სა, საქ­მე­ში არ მო­ი­პო­ვე­ბა არა­ნა­ი­რი სამ­ხი­ლი. ისიც არ მი­უ­თი­თებს, რომ მას მელ­ნი­კო­ვი სცემ­და".

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ით ყვე­ლა­ფე­რი 2005 წლის 2 იან­ვარს ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში და­ი­წყო. ერთ მა­გი­დას­თან მთაწ­მინ­და-კრწა­ნი­სის პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი მე­უღ­ლე­ებ­თან ერ­თად ქე­ი­ფობ­დნენ, ხოლო მე­ო­რე სუფ­რას­თან სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი პი­რე­ბი, მათ შო­რის თაკო სა­ლა­ყა­ია, ის­ხდნენ. თურ­მე ქალ­ბა­ტო­ნი თაკო ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რობ­და, შე­ზარ­ხო­შე­ბუ­ლი სცე­ნა­ზეც კი ავი­და და იმ­ღე­რა. ცოტა ხან­ში გვერ­დით სუფ­რა­ზე მყო­ფე­ბის ქცე­ვა არ მო­ე­წო­ნა, აი­ხი­რა, შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­მა­ყე­ნე­სო და ტე­ლე­ფონ­ზე და­ი­წყო რეკ­ვა. ამ­ბო­ბენ, რეს­ტო­რან­ში ამ ამ­ბავს გაგ­რძე­ლე­ბა არ მოჰ­ყო­ლი­აო, სა­ლა­ყა­ია მალე წა­სუ­ლა. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, შს მი­ნის­ტრის მე­უღ­ლემ ამ ბი­ჭე­ბის­თვის ჭკუ­ის სწავ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტა და ეს ამ­ბა­ვი დათა ახა­ლა­ი­ას აც­ნო­ბა. თაკო აღ­წერ­და სუფ­რა­ზე მყო­ფე­ბის გა­რეგ­ნო­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბით ერთ მე­ლოტ პო­ლი­ცი­ელ­ზე იყო გაბ­რა­ზე­ბუ­ლი. მე­ზო­ბელ სუფ­რას­თან მსხდო­მებ­ზე მხო­ლოდ ის იცო­და, რომ მთაწ­მინ­და-კრწა­ნი­სის პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი იყ­ვნენ. დათა ახა­ლა­ი­ამ იმის გარ­კვე­ვა და­ი­წყო, ვინ "შე­ხე­და უდი­ე­რად" მი­ნის­ტრის ცოლს.

ეჭვი მე­ლოტ პო­ლი­ცი­ელ­ზე, მალ­ხაზ აზა­რაშ­ვილ­ზე მი­ი­ტა­ნეს და 5 იან­ვარს მო­დულ­ში კუდ-ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, დათა ახა­ლა­ი­ას კა­ბი­ნეტ­ში და­ი­ბა­რეს. აზა­რაშ­ვი­ლი მათ არ­წმუ­ნებ­და, რომ რეს­ტო­რან­ში იმ დღეს არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ არ და­უ­ჯე­რეს. გა­მო­ძი­ე­ბის მტკი­ცე­ბით, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბით სი­სას­ტი­კით ცე­მა­ში დათა ახა­ლა­ია, გია ალა­ნია, ოლეგ მელ­ნი­კო­ვი და სოსო თო­ფუ­რი­ძე მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

ლე­ვან ბა­ჩი­აშ­ვი­ლი, პრო­კუ­რო­რი: "მ.ა.-ს მა­შინ მთაწ­მინ­და-კრწა­ნი­სის პო­ლი­ცი­ა­ში მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა ჰქონ­და, 4-მა ბრალ­დე­ბულ­მა და მათ­თან ერ­თად მყოფ­მა ჯერ­ჯე­რო­ბით და­უდ­გე­ნელ­მა პი­რებ­მა ის სას­ტი­კად სცე­მეს. 6-7 კაცი გა­მე­ტე­ბით ურტყამ­და წიხ­ლებს. სთხოვ­დნენ დე­ტა­ლე­ბის გახ­სე­ნე­ბას. ის კი უარ­ყოფ­და. მი­იჩ­ნი­ეს, რომ ტყუ­ო­და და უფრო გა­მე­ტე­ბით სცე­მეს. ბო­ლოს გა­არ­კვი­ეს, რომ არა­ფერ შუ­ა­ში იყო და უბ­რა­ლოდ ჰგავ­და მთაწ­მინ­და-კრწა­ნი­სის გან­ყო­ფი­ლე­ბის მე­ლოტ უფ­როსს, რო­მე­ლიც იმ სუფ­რა­ზე მარ­თლაც ყო­ფი­ლა. საათ-ნა­ხევ­რის შემ­დეგ მო­დულ­ში დ.კ. და­ი­ბა­რეს. იგი შს სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის ახ­ლო­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. როცა ახა­ლა­ი­ას კა­ბი­ნეტ­ში შეჰ­ყავ­დათ, ახა­ლა­ი­ას ეს ინ­ფორ­მა­ცი­აც მი­ა­წო­დეს და ამი­ტომ დ.კ. ცე­მას გა­და­ურ­ჩა, მაგ­რამ სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლა­ზე გან­ცხა­დე­ბა და­ა­წე­რი­ნეს. მის­გან გან­სხვა­ვე­ბით სას­ტი­კად სცე­მეს და უწყე­ბი­დან გა­აგ­დეს პო­ლი­ცი­ე­ლი ზ.მ. - სკამ­ზე მი­ა­ბეს, ხელ-ფეხი შე­უკ­რეს და სცე­მეს. რაც შე­ე­ხე­ბა შეც­დო­მით ნა­ცემ პო­ლი­ცი­ელს, დუ­მი­ლის სა­ნაც­ვლოდ და­წი­ნა­უ­რე­ბას დაჰ­პირ­დნენ. თუმ­ცა შე­უ­რა­ცხყო­ფილ­მა და­ტო­ვა სის­ტე­მა.

რეს­ტო­რან­ში კა­მა­თი არ ყო­ფი­ლა, სა­ლა­ყა­ია იმან გა­ა­ნა­წყე­ნა, რომ მას ტაში არ და­უკ­რეს და მო­ეჩ­ვე­ნა, შე­უ­რა­ცხყო­ფაც მი­ა­ყე­ნეს. მოწ­მე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ანერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი სა­ლა­ყა­ია ის­ტე­რი­უ­ლად რე­კავ­და ვი­ღა­ცებ­თან.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად Kvirispalitra.ge-ზე

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

საქმე N: გირგვლიანი 2 - "უამრავი მოწმეა, რომლებმაც მოდულიდან გამოსული ნაცემი ბიჭები ნახეს"

საქმე N: გირგვლიანი 2 - "უამრავი მოწმეა, რომლებმაც მოდულიდან გამოსული ნაცემი ბიჭები ნახეს"

თბილისის საქალაქო სასამართლოში კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს, ოლეგ მელნიკოვს ასამართლებენ. პროკურატურამ მას ორი სხვადასხვა ბრალდება წაუყენა - სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მელნიკოვის ბრალეულობაც გამოიკვეთა და ადამიანის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში დახმარებაც ედება ბრალად. რაც შეეხება მეორე საქმეს, რომლის განხილვაც მიმდინარეობს, 2005 წლის 5 იანვარს თბილისში მოხდა. მოდულში, დათა ახალაიას კაბინეტში, პოლიციის ორ მაღალჩინოსანს სასტიკად სცემეს. დანაშაული წლების შემდეგ გაიხსნა და ამაში ლომის წილი გაზეთ "კვირის პალიტრას" უძევს. 2012 წლის ბოლოს ჩემმა კოლეგამ თავის სტატიაში გაახმაურა, თუ როგორ სცემეს მალხაზ აზარაშვილს და საქმის გამოძიება დაიწყო.

გამოიკვეთნენ სხვა დაზარალებულებიც. მალხაზ აზარაშვილისა და ზაზა მესხის ცემისთვის პასუხისგებაში მიეცნენ ოლეგ მელნიკოვი, დათა ახალაია, გია ალანია და სოსო თოფურიძე. მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედებათ ბრალი. დათო კურცხალია, რომელიც ასევე პოლიციის მაღალჩინოსანი იყო, ცემას გარკვეული მიზეზების გამო გადაურჩა. ამ საქმეს "გირგვლიანი 2" უწოდეს. ალბათ, იკითხავთ, რა შუაშია გირგვლიანი ამ დანაშაულთანო? ორივე დანაშაულის ხელწერა, მასში მონაწილე პირები ერთი და იგივენი არიან და რაც მთავარია, ორივე საქმეში ვანო მერაბიშვილის მეუღლე, თაკო სალაყაია ფიგურირებს.

რადგან დათა ახალაია და კუდ-ის მაღალჩინოსნები იძებნებიან, მათ დაუსწრებლად ასამართლებენ. განსასჯელის სკამზე მხოლოდ უკრაინიდან ექსტრადირებული ოლეგ მელნიკოვი ზის. იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს. უკრაინის ციხეში მელნიკოვი თითქმის წელიწადი იჯდა. "პოლიციელებმა 25-გრადუსიან ყინვაში 12 საათი მამყოფეს. დილის 11 საათზე დამაკავეს და საღამოს 11 საათზე მიმიყვანეს კა-პე-ზეში... იქ სულ სხვანაირი ციხეა. ფანჯარას შუშა არ ჰქონდა. არც სკამი იყო, არც მაგიდა, მთელი დღე წყალს კეტავდნენ. დამნაშავეების საკანში შემიყვანეს... ერთხელ ვიღაც შემოვიდა და გამაფრთხილა, ჭკვიანად იყავიო. ჩემი ცოლისა და შვილის სურათი მაჩვენა, რომლებიც გზაზე გადასვლის დროს იყო გადაღებული. ვუთხარი, კი ბატონო, ჭკვიანად ვიქნები-მეთქი... მერე ჩამოვიდნენ ქართველი პროკურორები, დამკითხეს და მითხრეს, დედასთან რამეს ხომ არ დაგვაბარებთო. ახლა გავიგე, თურმე ჩემს 75 წლის დედისთვის უთქვამთ, თუ ჭკვიანად არ იქნება შენი შვილი, დიდი "სროკი" ელოდებაო. ჩემს მეუღლესთან კი ქურდები მივიდნენ, ქართველი ქურდები ვართო და შეაშინეს", - განაცხადა პროცესზე მელნიკოვმა და მოსამართლეს მეუღლისა და დედის დაკითხვა სთხოვა.

ოლეგ მელნიკოვის ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, მისი დასაცავი პირი უდანაშაულოა: - "ეს უსაფუძვლო ბრალდებაა. გარდა აზარაშვილის ჩვენებისა, საქმეში არ მოიპოვება არანაირი სამხილი. ისიც არ მიუთითებს, რომ მას მელნიკოვი სცემდა".

გავრცელებული ვერსიით ყველაფერი 2005 წლის 2 იანვარს ერთ-ერთ რესტორანში დაიწყო. ერთ მაგიდასთან მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის მაღალჩინოსნები მეუღლეებთან ერთად ქეიფობდნენ, ხოლო მეორე სუფრასთან საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, მათ შორის თაკო სალაყაია, ისხდნენ. თურმე ქალბატონი თაკო ძალიან აქტიურობდა, შეზარხოშებული სცენაზეც კი ავიდა და იმღერა. ცოტა ხანში გვერდით სუფრაზე მყოფების ქცევა არ მოეწონა, აიხირა, შეურაცხყოფა მომაყენესო და ტელეფონზე დაიწყო რეკვა. ამბობენ, რესტორანში ამ ამბავს გაგრძელება არ მოჰყოლიაო, სალაყაია მალე წასულა. თუმცა, როგორც ჩანს, შს მინისტრის მეუღლემ ამ ბიჭებისთვის ჭკუის სწავლება გადაწყვიტა და ეს ამბავი დათა ახალაიას აცნობა. თაკო აღწერდა სუფრაზე მყოფების გარეგნობას. განსაკუთრებით ერთ მელოტ პოლიციელზე იყო გაბრაზებული. მეზობელ სუფრასთან მსხდომებზე მხოლოდ ის იცოდა, რომ მთაწმინდა-კრწანისის პოლიციელები იყვნენ. დათა ახალაიამ იმის გარკვევა დაიწყო, ვინ "შეხედა უდიერად" მინისტრის ცოლს.

ეჭვი მელოტ პოლიციელზე, მალხაზ აზარაშვილზე მიიტანეს და 5 იანვარს მოდულში კუდ-ის ხელმძღვანელის, დათა ახალაიას კაბინეტში დაიბარეს. აზარაშვილი მათ არწმუნებდა, რომ რესტორანში იმ დღეს არ ყოფილა, მაგრამ არ დაუჯერეს. გამოძიების მტკიცებით, პოლიციელების განსაკუთრებით სისასტიკით ცემაში დათა ახალაია, გია ალანია, ოლეგ მელნიკოვი და სოსო თოფურიძე მონაწილეობდნენ.

ლევან ბაჩიაშვილი, პროკურორი: "მ.ა.-ს მაშინ მთაწმინდა-კრწანისის პოლიციაში მაღალი თანამდებობა ჰქონდა, 4-მა ბრალდებულმა და მათთან ერთად მყოფმა ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ის სასტიკად სცემეს. 6-7 კაცი გამეტებით ურტყამდა წიხლებს. სთხოვდნენ დეტალების გახსენებას. ის კი უარყოფდა. მიიჩნიეს, რომ ტყუოდა და უფრო გამეტებით სცემეს. ბოლოს გაარკვიეს, რომ არაფერ შუაში იყო და უბრალოდ ჰგავდა მთაწმინდა-კრწანისის განყოფილების მელოტ უფროსს, რომელიც იმ სუფრაზე მართლაც ყოფილა. საათ-ნახევრის შემდეგ მოდულში დ.კ. დაიბარეს. იგი შს სამინისტროს მაღალჩინოსნის ახლობელი აღმოჩნდა. როცა ახალაიას კაბინეტში შეჰყავდათ, ახალაიას ეს ინფორმაციაც მიაწოდეს და ამიტომ დ.კ. ცემას გადაურჩა, მაგრამ სამსახურიდან წასვლაზე განცხადება დააწერინეს. მისგან განსხვავებით სასტიკად სცემეს და უწყებიდან გააგდეს პოლიციელი ზ.მ. - სკამზე მიაბეს, ხელ-ფეხი შეუკრეს და სცემეს. რაც შეეხება შეცდომით ნაცემ პოლიციელს, დუმილის სანაცვლოდ დაწინაურებას დაჰპირდნენ. თუმცა შეურაცხყოფილმა დატოვა სისტემა.

რესტორანში კამათი არ ყოფილა, სალაყაია იმან გაანაწყენა, რომ მას ტაში არ დაუკრეს და მოეჩვენა, შეურაცხყოფაც მიაყენეს. მოწმეები ამბობენ, რომ ანერვიულებული სალაყაია ისტერიულად რეკავდა ვიღაცებთან.

იხილეთ სტატია სრულად Kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ