მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უფლებები ექნება მარგველაშვილს ახალი კონსტიტუციით
რა უფლებები ექნება მარგველაშვილს ახალი კონსტიტუციით

პრე­ზი­დენტს ოფი­ცი­ა­ლუ­რად პრე­მი­ე­რის გა­რე­შე მხო­ლოდ უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნი­სა და სა­კუ­თა­რი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და­ნიშ­ვნა შე­უძ­ლია. სხვა ყვე­ლა დარ­ჩე­ნი­ლი უფ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას კი მთავ­რო­ბის ან პრე­მი­ე­რის თან­ხმო­ბა სჭირ­დე­ბა, მათ შო­რის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის წარ­მარ­თვი­სას.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის და­პი­რე­ბას გას­ცემ­დნენ, არც ერთ მათ­განს არ გახ­სე­ნე­ბია, პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის შემ­დეგ რა ნორ­მე­ბი შე­დის ძა­ლა­ში. მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე დღეს­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ გუ­ბერ­ნა­ტო­რებს ის არ ნიშ­ნავს და ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტარს ტყუ­ი­ლად ეკი­თხე­ბი­ან, რაც სრუ­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა.

ერ­თა­დერ­თი, რა სა­კად­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც შე­იძ­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ი­ღოს, არის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის და­ნიშ­ვნა და ასე­ვე პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის აპა­რა­ტის და­კომ­პლექ­ტე­ბა, რაც რე­ა­ლუ­რად უკვე და­ი­წყო კი­დეც. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბი რჩე­ბა უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის ვი­ნა­ო­ბა (გუ­შინ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ამ პოსტზე ირი­ნა იმერ­ლიშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა გა­ნი­ხი­ლე­ბა).

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენ­ტის სხვა უფ­ლე­ბებს, რო­მე­ლიც ინა­უ­გუ­რა­ცი­ის, ანუ 17 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ შევა ძა­ლა­ში, რო­გორც უკვე ცნო­ბი­ლია, საკ­მა­ოდ შემ­ცი­რე­ბუ­ლია.

დღეს მოქ­მე­დი რე­დაქ­ცი­ით, პრე­ზი­დენ­ტი არის სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რი, წარ­მარ­თავს და ახორ­ცი­ე­ლებს სა­ხელ­მწი­ფოს სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას, უზ­რუნ­ველ­ყოფს ქვეყ­ნის ერ­თი­ა­ნო­ბას და მთლი­ა­ნო­ბას, ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­თა საქ­მი­ა­ნო­ბას კონ­სტი­ტუ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, ამას გარ­და, პრე­ზი­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში.

ინა­უ­გუ­რა­ცი­ის შემ­დეგ კი პრე­ზი­დენ­ტი იქ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რი, ქვეყ­ნის ერ­თი­ა­ნო­ბი­სა და ეროვ­ნუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­რან­ტი, რო­მე­ლიც კონ­სტი­ტუ­ცი­ით მის­თვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­თა ფუნ­ქცი­ო­ბას. ამას­თან, პრე­ზი­დენ­ტი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­და­ლი და წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში.

ანუ, პრე­ზი­დენ­ტი აღარ იქ­ნე­ბა სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის აღარც წარმ­მარ­თვე­ლი და აღარც გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი. ის ხდე­ბა უბ­რა­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. ამას­თან, კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში სი­ტყვა "უმაღ­ლე­სიც~ კი აღარ არის დარ­ჩე­ნი­ლი. სა­ში­ნაო საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვის უფ­ლე­ბა კი პრაქ­ტი­კუ­ლად აღარ გა­აჩ­ნია.

თუმ­ცა, ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით, პრე­ზი­დენ­ტის რე­ა­ლუ­რი უფ­ლე­ბაა ქვეყ­ნის მთა­ვარ­სარ­დლო­ბა. მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბა შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა იმით, რომ ხდე­ბა "ქვეყ­ნის ერ­თი­ა­ნო­ბი­სა და ეროვ­ნუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­რან­ტი".

პრე­ზი­დენტს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უფ­ლე­ბე­ბი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში რჩე­ბა, მაგ­რამ ეს უფ­ლე­ბე­ბიც საკ­მა­ოდ შე­ზღუ­დუ­ლია იმ დო­ნე­ზე, რომ სხვა ქვეყ­ნე­ბის ელ­ჩე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მი­ღე­ბის­თვი­საც კი მთავ­რო­ბის, ანუ პრე­მი­ე­რის თან­ხმო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა.

დღეს მოქ­მე­დი ნორ­მის თა­ნახ­მად, პრე­ზი­დენ­ტი დებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­სა და შე­თან­ხმე­ბებს, მარ­თავს მო­ლა­პა­რა­კე­ბას უცხო­ე­თის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან; პარ­ლა­მენ­ტის თან­ხმო­ბით ნიშ­ნავს სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩებ­სა და სხვა დიპ­ლო­მა­ტი­ურ წარ­მო­მად­გენ­ლებს; იღებს უცხო­ე­თის სა­ხელ­მწი­ფო­თა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­თა ელ­ჩე­ბი­სა და სხვა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ას.

ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით კი, მას სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის და­დე­ბი­სა და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბა, ანუ პრე­მი­ერ­თან შე­თან­ხმე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ელ­ჩე­ბის და­ნიშ­ვნას, პრე­ზი­დენ­ტი იყო ამ სა­კი­თხის გა­დამ­წყვე­ტი და ის არ­ჩევ­და და ნიშ­ნავ­და პარ­ლა­მენ­ტის თან­ხმო­ბით. ახლა კი მთავ­რო­ბის წარ­დგი­ნე­ბით და­ნიშ­ნავს და სხვა ქვეყ­ნე­ბის ელ­ჩე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მი­ღე­ბის­თვი­საც კი მთავ­რო­ბის, ანუ პრე­მი­ე­რის თან­ხმო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა.

სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კა კი მხო­ლოდ მთა­ვარ­სარ­დლის ფუნ­ქცია რჩე­ბა.

ასე­ვე უც­ვლე­ლად რჩე­ბა პრე­ზი­დენ­ტის ანუ მთა­ვარ­სარ­დლის უფ­ლე­ბე­ბი ომის დროს.

პრე­ზი­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის შემ­თხვე­ვა­ში აცხა­დებს სა­ო­მარ მდგო­მა­რე­ო­ბას, სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბის არ­სე­ბო­ბი­სას დებს ზავს და არა­უგ­ვი­ა­ნეს 48 სა­ა­თი­სა შე­აქვს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი პარ­ლა­მენ­ტში და­სამ­ტკი­ცებ­ლად. ასე­ვე, ომი­ა­ნო­ბის თუ მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბის, ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის ხელ­ყო­ფის, სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბი­სა და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ამ­ბო­ხე­ბის, ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფე­ბის და ეპი­დე­მი­ე­ბის დროს, ან სხვა შემ­თხვე­ვებ­ში, როცა სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნო­ე­ბი მოკ­ლე­ბულ­ნი არი­ან კონ­სტი­ტუ­ცი­ურ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­თა ნორ­მა­ლუ­რი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, აცხა­დებს სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბას ქვეყ­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ან მის რო­მე­ლი­მე ნა­წილ­ში და ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არა­უგ­ვი­ა­ნეს 48 სა­ა­თი­სა შე­აქვს პარ­ლა­მენ­ტშ­ში და­სამ­ტკი­ცებ­ლად. სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის დროს გა­მოს­ცემს კა­ნო­ნის ძა­ლის მქო­ნე დეკ­რე­ტებს, რომ­ლე­ბიც მოქ­მე­დებს სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­თავ­რე­ბამ­დე, ახორ­ცი­ე­ლებს სა­გან­გე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბებს. დეკ­რე­ტე­ბი წა­რედ­გი­ნე­ბა პარ­ლა­მენტს, როცა იგი შე­იკ­რი­ბე­ბა.

ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო კი ის არის, რომ ქვეყ­ნის მთა­ვარ­სარ­დლად დარ­ჩე­ნის მი­უ­ხე­და­ვად, გენშტა­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად ფორ­მი­რე­ბის უფ­ლე­ბაც კი აღარ რჩე­ბა. მას გენშტა­ბის და­კომ­პლექ­ტე­ბი­სა და მხე­დარ­თმთავ­რე­ბის და­ნიშ­ვნის­თვის მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბა სჭირ­დე­ბა.

აქამ­დე პრე­ზი­დენ­ტის სრუ­ლი დის­კრე­ცია იყო რე­გი­ო­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბის და­ნიშ­ვნა-მოხ­სნის ჩათ­ვლით. ახლა კი ეს უფ­ლე­ბა მთავ­რო­ბის უფ­ლე­ბა ხდე­ბა.

გარ­და ამი­სა, პრე­ზი­დენტს მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბა დას­ჭირ­დე­ბა ცეს­კოს და მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის კან­დი­და­ტე­ბის პარ­ლა­მენ­ტის­თვის წარ­სად­გე­ნად.

დღეს მოქ­მე­დი კონ­სტი­ტუ­ცი­ით, პრე­ზი­დენ­ტი ნიშ­ნავს პარ­ლა­მენ­ტი­სა და წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ორ­გა­ნო­ე­ბის არ­ჩევ­ნებს. უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია, შე­ა­ჩე­როს ან გა­ა­უქ­მოს მთავ­რო­ბი­სა და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­თა აქ­ტე­ბი, თუ ისი­ნი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან კონ­სტი­ტუ­ცი­ას, სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­სა და შე­თან­ხმე­ბებს, კა­ნო­ნებ­სა და პრე­ზი­დენ­ტის ნორ­მა­ტი­ულ აქ­ტებს.

ამას­თან, პრე­ზი­დენ­ტი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია, მი­მარ­თოს ხალ­ხს და პარ­ლა­მენტს. წე­ლი­წად­ში ერთხელ იგი პარ­ლა­მენტს წა­რუდ­გენს მოხ­სე­ნე­ბას ქვეყ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სა­კი­თხებ­ზე. გა­მოს­ცემს ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბებ­სა და გან­კარ­გუ­ლე­ბებს; ხელს აწერს კა­ნო­ნებს; წყვეტს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის, თავ­შე­საფ­რის მი­ცე­მის სა­კი­თხებს; ანი­ჭებს სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო­ებს, უმაღ­ლეს სამ­ხედ­რო, სპე­ცი­ა­ლურ და სა­პა­ტიო წო­დე­ბებს, უმაღ­ლეს დიპ­ლო­მა­ტი­ურ რან­გებს; შე­ი­წყა­ლებს მსჯავ­რდე­ბუ­ლებს. ნიშ­ნავს არ­ჩევ­ნე­ბის დღეს.

ამ უფ­ლე­ბე­ბი­დან თით­ქმის ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა რჩე­ბა, მაგ­რამ პრე­ზი­დენტს აღარ ექ­ნე­ბა მთავ­რო­ბის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი აქ­ტე­ბის შე­ჩე­რე­ბის უფ­ლე­ბა.

რაც მთა­ვა­რია, ახალ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცალ­კე მუხ­ლია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრე­ზი­დენ­ტის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი რო­მე­ლი აქ­ტე­ბი სა­ჭი­რო­ებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კონ­ტრა­სიგ­ნა­ცი­ას (თან­ხმო­ბას). იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი თუ რო­მე­ლი­მე არ სა­ჭი­რო­ებს, რჩე­ბა დათ­ქმა, რომ, ერთი მხრივ, კონ­სტი­ტუ­ცი­ით გან­სა­ზღვრულ შემ­თხვე­ვა­ში მა­ინც დას­ჭირ­დე­ბა პრე­მი­ე­რის და­მოწ­მე­ბა და ესე­ნი ძი­რი­თა­დად ეხე­ბა ჯილ­დო­ე­ბის მი­ნი­ჭე­ბას, არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნას, შე­წყა­ლე­ბას, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­მარ­თვას და მე­ო­რე, არ დას­ჭი­დე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კონ­ტრა­სიგ­ნა­ცია, თუკი ეს წი­ნას­წარ არის შე­თან­ხმე­ბუ­ლი პრე­მი­ერ­თან.

სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ პრე­ზი­დენტს რჩე­ბა რე­ფე­რენ­დუ­მის და პლე­ბის­ცი­ტის და­ნიშ­ვნის უფ­ლე­ბა, რაც პრე­ზი­დენ­ტის ხელ­ში, შე­საძ­ლოა, გარ­კვე­ულ ბერ­კეტს წარ­მო­ად­გენ­დეს. მაგ­რამ დღეს მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, რე­ფე­რენ­დუ­მი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნამ­დე ვერ ჩა­ტარ­დე­ბა. პლე­ბის­ცი­ტის შე­დე­გე­ბი კი შე­სას­რუ­ლებ­ლად სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ არის და ყო­ველ­თვის რჩე­ბა იმის ბერ­კე­ტი, რომ მთავ­რო­ბამ ეს შე­დე­გე­ბი სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით გა­მო­ი­ყე­ნოს.

რუ­სი­კო მა­ჩა­ი­ძე

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რა უფლებები ექნება მარგველაშვილს ახალი კონსტიტუციით

რა უფლებები ექნება მარგველაშვილს ახალი კონსტიტუციით

პრეზიდენტს ოფიციალურად პრემიერის გარეშე მხოლოდ უშიშროების საბჭოს მდივნისა და საკუთარი ადმინისტრაციის თანამშრომლების დანიშვნა შეუძლია. სხვა ყველა დარჩენილი უფლების განხორციელებისას კი მთავრობის ან პრემიერის თანხმობა სჭირდება, მათ შორის საგარეო პოლიტიკის წარმართვისას.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატები წინასაარჩევნო პერიოდში ნებისმიერი სახის დაპირებას გასცემდნენ, არც ერთ მათგანს არ გახსენებია, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ რა ნორმები შედის ძალაში. მარგველაშვილმა არჩევნების მეორე დღესვე განაცხადა, რომ გუბერნატორებს ის არ ნიშნავს და ამ თემაზე კომენტარს ტყუილად ეკითხებიან, რაც სრული ჭეშმარიტებაა.

ერთადერთი, რა საკადრო გადაწყვეტილებაც შეიძლება პრეზიდენტმა მიიღოს, არის უშიშროების საბჭოს მდივნის დანიშვნა და ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატის დაკომპლექტება, რაც რეალურად უკვე დაიწყო კიდეც. ჯერჯერობით უცნობი რჩება უშიშროების საბჭოს მდივნის ვინაობა (გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ამ პოსტზე ირინა იმერლიშვილის კანდიდატურა განიხილება).

რაც შეეხება პრეზიდენტის სხვა უფლებებს, რომელიც ინაუგურაციის, ანუ 17 ნოემბრის შემდეგ შევა ძალაში, როგორც უკვე ცნობილია, საკმაოდ შემცირებულია.

დღეს მოქმედი რედაქციით, პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, წარმართავს და ახორციელებს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას, უზრუნველყოფს ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას, ასევე სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობას კონსტიტუციის შესაბამისად, ამას გარდა, პრეზიდენტი საქართველოს უმაღლესი წარმომადგენელია საგარეო ურთიერთობებში.

ინაუგურაციის შემდეგ კი პრეზიდენტი იქნება სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, რომელიც კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციობას. ამასთან, პრეზიდენტი იქნება საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.

ანუ, პრეზიდენტი აღარ იქნება საშინაო და საგარეო პოლიტიკის აღარც წარმმართველი და აღარც განმახორციელებელი. ის ხდება უბრალოდ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში. ამასთან, კონსტიტუციაში სიტყვა `უმაღლესიც~ კი აღარ არის დარჩენილი. საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება კი პრაქტიკულად აღარ გააჩნია.

თუმცა, ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტის რეალური უფლებაა ქვეყნის მთავარსარდლობა. მისი პრეზიდენტობა შემოიფარგლება იმით, რომ ხდება "ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი".

პრეზიდენტს ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებები საგარეო პოლიტიკაში რჩება, მაგრამ ეს უფლებებიც საკმაოდ შეზღუდულია იმ დონეზე, რომ სხვა ქვეყნების ელჩების აკრედიტაციის მიღებისთვისაც კი მთავრობის, ანუ პრემიერის თანხმობა ესაჭიროება.

დღეს მოქმედი ნორმის თანახმად, პრეზიდენტი დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, მართავს მოლაპარაკებას უცხოეთის სახელმწიფოებთან; პარლამენტის თანხმობით ნიშნავს საქართველოს ელჩებსა და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებს; იღებს უცხოეთის სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას.

ახალი კონსტიტუციით კი, მას საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებისა და მოლაპარაკებებისთვის მთავრობის თანხმობა, ანუ პრემიერთან შეთანხმება ესაჭიროება. რაც შეეხება ელჩების დანიშვნას, პრეზიდენტი იყო ამ საკითხის გადამწყვეტი და ის არჩევდა და ნიშნავდა პარლამენტის თანხმობით. ახლა კი მთავრობის წარდგინებით დანიშნავს და სხვა ქვეყნების ელჩების აკრედიტაციის მიღებისთვისაც კი მთავრობის, ანუ პრემიერის თანხმობა ესაჭიროება.

საშინაო პოლიტიკა კი მხოლოდ მთავარსარდლის ფუნქცია რჩება.

ასევე უცვლელად რჩება პრეზიდენტის ანუ მთავარსარდლის უფლებები ომის დროს.

პრეზიდენტი საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში აცხადებს საომარ მდგომარეობას, სათანადო პირობების არსებობისას დებს ზავს და არაუგვიანეს 48 საათისა შეაქვს ეს გადაწყვეტილებები პარლამენტში დასამტკიცებლად. ასევე, ომიანობის თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა და შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფების და ეპიდემიების დროს, ან სხვა შემთხვევებში, როცა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში და ეს გადაწყვეტილება არაუგვიანეს 48 საათისა შეაქვს პარლამენტშში დასამტკიცებლად. საგანგებო მდგომარეობის დროს გამოსცემს კანონის ძალის მქონე დეკრეტებს, რომლებიც მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის დამთავრებამდე, ახორციელებს საგანგებო ღონისძიებებს. დეკრეტები წარედგინება პარლამენტს, როცა იგი შეიკრიბება.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ქვეყნის მთავარსარდლად დარჩენის მიუხედავად, გენშტაბის დამოუკიდებლად ფორმირების უფლებაც კი აღარ რჩება. მას გენშტაბის დაკომპლექტებისა და მხედართმთავრების დანიშვნისთვის მთავრობის თანხმობა სჭირდება.

აქამდე პრეზიდენტის სრული დისკრეცია იყო რეგიონებთან ურთიერთობა, გუბერნატორების დანიშვნა-მოხსნის ჩათვლით. ახლა კი ეს უფლება მთავრობის უფლება ხდება.

გარდა ამისა, პრეზიდენტს მთავრობის თანხმობა დასჭირდება ცესკოს და მარეგულირებელი კომისიის კანდიდატების პარლამენტისთვის წარსადგენად.

დღეს მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტი ნიშნავს პარლამენტისა და წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებს. უფლებამოსილია, შეაჩეროს ან გააუქმოს მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა აქტები, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, კანონებსა და პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს.

ამასთან, პრეზიდენტი უფლებამოსილია, მიმართოს ხალხს და პარლამენტს. წელიწადში ერთხელ იგი პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. გამოსცემს ბრძანებულებებსა და განკარგულებებს; ხელს აწერს კანონებს; წყვეტს მოქალაქეობის, თავშესაფრის მიცემის საკითხებს; ანიჭებს სახელმწიფო ჯილდოებს, უმაღლეს სამხედრო, სპეციალურ და საპატიო წოდებებს, უმაღლეს დიპლომატიურ რანგებს; შეიწყალებს მსჯავრდებულებს. ნიშნავს არჩევნების დღეს.

ამ უფლებებიდან თითქმის ყველაფრის უფლება რჩება, მაგრამ პრეზიდენტს აღარ ექნება მთავრობის მიერ გამოცემული აქტების შეჩერების უფლება.

რაც მთავარია, ახალ კონსტიტუციაში ცალკე მუხლია იმასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მიერ გამოცემული რომელი აქტები საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას (თანხმობას). იმ შემთხვევაშიც კი თუ რომელიმე არ საჭიროებს, რჩება დათქმა, რომ, ერთი მხრივ, კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევაში მაინც დასჭირდება პრემიერის დამოწმება და ესენი ძირითადად ეხება ჯილდოების მინიჭებას, არჩევნების დანიშვნას, შეწყალებას, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას და მეორე, არ დასჭიდება პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია, თუკი ეს წინასწარ არის შეთანხმებული პრემიერთან.

საინტერესოა ისიც, რომ პრეზიდენტს რჩება რეფერენდუმის და პლებისციტის დანიშვნის უფლება, რაც პრეზიდენტის ხელში, შესაძლოა, გარკვეულ ბერკეტს წარმოადგენდეს. მაგრამ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, რეფერენდუმი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ვერ ჩატარდება. პლებისციტის შედეგები კი შესასრულებლად სავალდებულო არ არის და ყოველთვის რჩება იმის ბერკეტი, რომ მთავრობამ ეს შედეგები საკუთარი სურვილის მიხედვით გამოიყენოს.

რუსიკო მაჩაიძე

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა