საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სოდომური ცოდვები განსაკუთრებით მძიმე და შეურიგებელია უფლისთვის"
"სოდომური ცოდვები განსაკუთრებით მძიმე და შეურიგებელია უფლისთვის"

მკი­თხველ­თა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ­ჯე­რად, სო­დო­მად წო­დე­ბუ­ლი ცოდ­ვის შე­სა­ხებ ვი­სა­უბ­რებთ. სო­დო­მუ­რი მოვ­ლე­ნა, სო­დომ-გო­მო­რუ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი და მტკივ­ნე­უ­ლი თე­მაა...

- მა­მაო, მკი­თხვე­ლე­ბი ხში­რად გვე­კი­თხე­ბი­ან, სა­ი­დან და­ე­დო სა­თა­ვე ადა­მი­ან­თა არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის­კენ, ე.წ. სო­დო­მუ­რი ცოდ­ვე­ბის­კენ მიდ­რეკ­ლე­ბას?

დე­კა­ნო­ზი პეტ­რე გი­ორ­გა­ძე:

- ადა­მი­ან­თა ამ­გვარ უკი­დუ­რეს უს­ჯუ­ლო­ე­ბას ჯერ კი­დევ ძვე­ლი აღ­თქმის პე­რი­ო­დი­დან და­ე­დო სა­თა­ვე. სო­დო­მუ­რი ცოდ­ვე­ბი: ერ­თსქე­სი­ან­თა კავ­ში­რი - მა­მათ­მავ­ლო­ბა, ლეს­ბო­სე­ლო­ბა; სის­ხლის აღ­რე­ვა, პი­რუ­ტყვთან და­ცე­მა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო სო­დო­მი­სა და გო­მო­რის მხა­რის მცხოვ­რებ­თა შო­რის და ამი­ტო­მაც იწო­დე­ბა არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი სო­დო­მურ ცოდ­ვე­ბად. წმინ­და წე­რი­ლი­დან ცნო­ბი­ლია, რომ უფალ­მა მკაც­რად და­სა­ჯა სო­დო­მი­სა და გო­მო­რის მცხოვ­რებ­ნი მათ შო­რის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი უკი­დუ­რე­სი უს­ჯუ­ლო­ე­ბის, ზნე­და­ცე­მუ­ლო­ბის გამო... იმ დროს, რო­დე­საც მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბა კერ­პთმსა­ხუ­რე­ბის წყვდი­ად­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მხო­ლოდ მარ­თა­ლი აბ­რა­ა­მი და ლოტი ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ ჭეშ­მა­რიტ ღმერ­თს, სწო­რედ სო­დო­მი­სა და გო­მო­რის მცხოვ­რებ­თა შო­რის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცოდ­ვე­ბი იქცა ღვთის­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სას­ჯე­ლის აღ­სრუ­ლე­ბის სა­ბა­ბად. აქე­და­ნაც ჩანს, რა­ო­დენ სა­ძა­გე­ლი და სა­ში­ნე­ლი იყო მათი საქ­მე­ე­ბი, მათი უს­ჯუ­ლო­ე­ბა ღვთის წი­ნა­შე.

- სო­დომ-გო­მო­რის მხა­რეს სას­ჯე­ლის აღ­სრუ­ლე­ბამ­დე, მამ­რეს მუხ­რან­ში სამი მგზავ­რის სა­ხით გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი უფა­ლი ჯერ აბ­რა­ამს, შემ­დეგ კი სო­დომ­ში შე­სუ­ლი ორი ან­გე­ლო­ზის პი­რით, ლოტ­საც გა­ნუ­ცხა­დებს, რომ უკე­თუ­რი და უკი­დუ­რე­სად გარ­ყვნი­ლი საქ­მე­ე­ბის გამო, სო­დომ-გო­მო­რი­სა და მთე­ლი იმ მხა­რის მცხოვ­რებ­ნი მო­ის­პო­ბოდ­ნენ, ეს მხა­რე ერ­თი­ა­ნად გა­ნად­გურ­დე­ბო­და: "გა­ვა­ნად­გუ­რებთ ჩვენ ამ ად­გილს, რა­მე­თუ ამაღ­ლდა ღა­ღა­დე­ბაი მათი წი­ნა­შე უფ­ლი­სა და მო­მავ­ლინ­ნა ჩუენ უფალ­მან აღხო­ცად მის­სა", ეუბ­ნე­ბი­ან უფ­ლის ან­გე­ლო­ზე­ბი ლოტს, მას­თან სტუმ­რო­ბი­სას... (სო­დო­მი­სა და გო­მო­რის დას­ჯის შე­სა­ხებ მო­თხრო­ბი­ლია ბიბ­ლი­ა­ში, "და­ბა­დე­ბის" წიგ­ნის მე-18 და მე-19 თა­ვებ­ში) რით იყო მათი ცოდ­ვე­ბი, უს­ჯუ­ლო­ე­ბა იმ­დე­ნად მძი­მე, რომ ზე­ცას შეჰ­ღა­ღა­დებ­დნენ შუ­რის­გე­ბის­თვის?

- ვი­ცით, ერ­თმა ცოდ­ვამ რო­გორ შეც­ვა­ლა ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­და სამ­ყა­როც და ადა­მი­ა­ნიც. ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბა მიდ­რე­კი­ლი გახ­და მი­წი­ე­რი სი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი­სა და ცოდ­ვის­კენ. რაც დრო გა­დი­ო­და, მით უფრო ეცე­მო­და, მით უფრო მი­ე­ქა­ნე­ბო­და კა­ცობ­რი­ო­ბა ცოდ­ვის­კენ. ადა­მის შე­ცო­დე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც პირ­ვე­ლი უმ­ძი­მე­სი ცოდ­ვა, პირ­ვე­ლი მკვლე­ლო­ბა მოხ­და, იქვე უთხრა უფალ­მა კა­ენს - შენი ძმის სის­ხლი შემ­ღა­ღა­დებს მეო. შემ­დგომ­ში სხვა­დას­ხა­ვა ერი­სა თუ ცალ­კე­ულ პი­როვ­ნე­ბას შო­რის ახალ­ა­ხა­ლი, მძი­მე ცოდ­ვე­ბი იჩენ­და თავს და უფა­ლიც ყო­ველ­თვის მი­უ­თი­თებ­და მათ ამ ცოდ­ვე­ბის სიმ­ძი­მის­კენ. სო­დომ-გო­მო­რის მცხოვ­რებ­თა შო­რის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცოდ­ვე­ბი - მა­მათ­მავ­ლო­ბა, ერ­თსქე­სი­ან­თა აღ­რე­ვა რომ გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და სა­ძა­გე­ლია უფ­ლი­სათ­ვის, ჩვენ ვი­გებთ წმინ­და წე­რი­ლი­დან, რო­დე­საც უფა­ლი სამი მგზავ­რის სა­ხით სტუმ­რო­ბი­სას ეუბ­ნე­ბა აბ­რა­ამს, - უდი­დე­სია ცოდ­ვე­ბი ამ ქა­ლა­ქე­ბი­სა და სას­ჯე­ლიც უმ­ძი­მე­სი აღეს­რუ­ლე­ბა მათ­ზეო. ერთ-ერთი საზ­ვე­რეც არის სწო­რედ სო­დომ-გო­მო­რუ­ლი ცოდ­ვე­ბი­სა. უფა­ლი ამით კი­დევ ერთხელ გვაჩ­ვე­ნებს, რო­გო­რი სა­ში­ნე­ლი, შე­უ­რი­გე­ბე­ლია ღვთის წი­ნა­შე ეს ცოდ­ვე­ბი და მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლია სუ­ლის­თვის. ბო­რო­ტი ყო­ველ­თვის შე­ეც­დე­ბა, ჩვენს სულ­ში უკე­თუ­რო­ბის ღვარ­ძლი და­თე­სოს, მაგ­რამ ღვთის­გან სწო­რედ იმი­ტომ გვაქვს მო­ცე­მუ­ლი გო­ნე­ბა, რომ შე­ვიგ­რძნოთ მისი უკე­თუ­რე­ბა, უცხო თესლზე რე­ა­გი­რე­ბა მო­ვახ­დი­ნოთ და გო­ნე­ბა­ში­ვე, ჩა­ნა­სახ­ში­ვე აღ­მოვ­ფხვრათ და მოვ­კვე­თოთ. თუ ადა­მი­ა­ნი ნე­ტა­რე­ბას მი­ე­ცე­მა, არა­ერთ ნა­ყოფს გა­მო­ი­ღებს სხვა­დას­ხვა უკე­თუ­რე­ბის სა­ხით.

- სო­დომ-გო­მო­რის მკვიდრთა ერ­თი­ა­ნად გა­ნად­გუ­რე­ბა, ამ მხა­რე­ზე აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი უმ­კაც­რე­სი სას­ჯე­ლი, ალ­ბათ სა­მა­გა­ლი­თოც უნდა ყო­ფი­ლი­ყო კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის. თუ ადა­მი­ანს სი­ნა­ნუ­ლის გრძნო­ბა არ ექ­ნე­ბა, ყვე­ლა ცოდ­ვა შე­სა­ბა­მის სას­ჯელს იმ­სა­ხუ­რებს, მაგ­რამ ცოდ­ვა­თა გამო, ღვთის­გან კა­ცობ­რი­ო­ბის ან თუნ­დაც, გარ­კვე­უ­ლი ად­გი­ლე­ბის, ცალ­კე­უ­ლი ხალ­ხე­ბის მას­შტა­ბუ­რად, ერ­თი­ა­ნად დას­ჯის შემ­თხვე­ვე­ბი რამ­დე­ნი­მე­ჯერ მოხ­და კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში...

- გულ­წრფე­ლი სი­ნა­ნუ­ლის შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ანს ღვთის­გან ყვე­ლა ცოდ­ვა მი­ე­ტე­ვე­ბა, ამის მა­გა­ლი­თე­ბი ბიბ­ლი­ა­შიც მრავ­ლად გვხვდე­ბა. ალ­ბათ ვი­კი­თხავთ - რა­ტომ არ მი­ე­ცათ ღვთის­გან შან­სი სო­დომ-გო­მო­რის მცხოვ­რებთ? - თუ ადა­მი­ან­ში ჯერ კი­დევ დარ­ჩე­ნი­ლია სი­კე­თის პა­ტა­რა მარ­ცვა­ლი და მთლი­ა­ნად არ გამ­ქრა­ლა ღვთის მად­ლი მას­ში, რო­გორც კი შე­ე­ხე­ბა სიწ­მინ­დე­ებს, ღვთი­ურ ძა­ლას, მის სულ­ში აუ­ცი­ლებ­ლად სით­ბო და სი­ნათ­ლე შევა. გა­ვიხ­სე­ნოთ, რო­გორ იქ­ცე­ვი­ან სო­დომ-გო­მო­რის დას­ჯამ­დე ღვთის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი - აბ­რა­ა­მი და ლოტი და რო­გორ იქ­ცე­ვი­ან სო­დომ-გო­მო­რე­ლე­ბი. აბ­რა­ა­მი შე­ამ­ჩნევს თუ არა უცხო მგზავ­რებს, რო­მელ­თა სა­ხი­თაც გა­ნე­ცხა­და წმინ­და სა­მე­ბა, მი­დის, თაყ­ვანს სცემს, სი­ხა­რუ­ლით მი­იწ­ვევს თა­ვის კა­რავ­ში და უმას­პინ­ძლდე­ბა. მის მსგავ­სად იქ­ცე­ვა ლო­ტიც, რო­დე­საც ორი ან­გე­ლო­ზი მგზავ­რის სა­ხით მი­დის მას­თან. მის­მა სულ­მა იგ­რძნო მათი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა, თაყ­ვა­ნი სცა და შე­ი­პა­ტი­ჟა სახ­ლში ღა­მის გა­სა­თე­ვად. მაგ­რამ რო­გორ იქ­ცე­ვი­ან სო­დო­მე­ლე­ბი? - რო­დე­საც ან­გე­ლო­ზე­ბი და­ი­ნა­ხეს, მათ­ში უფრო მე­ტად აღიძ­რა ბი­წი­ე­რე­ბა. მთე­ლი ქა­ლა­ქის მცხოვ­რებ­ნი - ჭა­ბუ­კი­დან და­წყე­ბუ­ლი, მო­ხუ­ცით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ლო­ტის სახ­ლთან მი­დი­ან და ეუბ­ნე­ბი­ან: "სად არი­ან კაც­ნი, მო­სულ­ნი შენ­და ღა­მით? გა­მო­ი­ყუ­ა­ნენ იგი­ნი ჩუ­ენ­და, რათა თანა-ვე­ყუ­ნეთ მათო". ხოლო, როცა ლო­ტის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მის სახ­ლში შეჭ­რას და ლო­ტის და მისი სტუმ­რე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფას ლა­მო­ბენ, ღვთის ნე­ბით, უფ­ლის ან­გე­ლო­ზე­ბი, დი­დი­დან პა­ტა­რამ­დე, ყვე­ლას, დაბრმა­ვე­ბით სჯი­ან. სო­დომ-გო­მორ­ში ან­გე­ლოზ­თა მის­ვლა, მათ­ზე სას­ჯე­ლის მი­გე­ბა, რო­დე­საც ან­გე­ლოზ­თა წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრუ­ლე­ბი ბრმავ­დე­ბი­ან, ერთი მხრივ, ამ მხა­რის მცხოვ­რებ­თათ­ვის ღვთის­გან მი­ცე­მუ­ლი შან­სი იყო, რათა და­ფიქ­რე­ბუ­ლიყ­ვნენ და სი­ნა­ნულს მის­ცე­მოდ­ნენ; მე­ო­რე მხრივ, უფა­ლი გვა­ნახ­ვებს, სო­დომ-გო­მო­რუ­ლი ცოდ­ვა რო­გორ კლავს ადა­მი­ან­ში ღვთის ყვე­ლა­ნა­ირ მადლს. ისი­ნი სუ­ლი­ე­რად მკვდა­რი იყ­ვნენ, მათი გა­მოს­წო­რე­ბის და ღვთის­კენ მიბ­რუ­ნე­ბის შან­სი აღარ არ­სე­ბობ­და. ამა­ზე მე­ტყვე­ლებს უფ­ლის ან­გე­ლო­ზის მის­ვლა, რა­საც მათ­ში სინ­დი­სი არ გა­უღ­ვი­ვე­ბია. ვი­ცით, რომ იმ პე­რი­ო­დის კა­ცობ­რი­ო­ბა კერ­პთაყ­ვა­ნის­მცემ­ლო­ბის წყვდი­ად­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. კერ­პთაყ­ვა­ნის­მცემ­ლო­ბა არის სუ­ლის კეთ­რი, სუ­ლი­სათ­ვის მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი. ასე­ვეა სო­დო­მუ­რი ცოდ­ვე­ბიც - ავ­ხორ­ცო­ბა, მა­მათ­მავ­ლო­ბა და სხვა. თუმ­ცა, სო­დო­მუ­რი ცოდ­ვე­ბი გა­ცი­ლე­ბით სა­ძა­გე­ლია უფ­ლის წი­ნა­შე, ამი­ტო­მაც აღეს­რუ­ლა ღვთის სას­ჯე­ლი სო­დომ-გო­მორ­ზე უფრო მას­შტა­ბუ­რი და უმ­კაც­რე­სი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბით. რა თქმა უნდა, ეს იყო მა­გა­ლი­თი მთე­ლი ქვეყ­ნი­ე­რე­ბის და­სა­ნა­ხა­ვად.

სო­დომ-გო­მო­რის მოვ­ლე­ნა იმ პე­რი­ოდ­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ჩა­ი­ბეჭ­და. შემ­დგომ პე­რი­ოდ­შიც და დღე­საც, სო­დომ-გო­მო­რი უკი­დუ­რე­სი უს­ჯუ­ლო­ე­ბის, სა­ში­ნე­ლე­ბის სი­ნო­ნი­მია და სა­ში­ნე­ლე­ბის გან­ცდას იწ­ვევს რო­გორც ცოდ­ვის, ასე­ვე სას­ჯე­ლის წარ­მოდ­გე­ნის მხრივ. უფა­ლი სას­ჯე­ლებს უშ­ვებს იმის გამო, რომ გა­მოს­წო­რე­ბა­დი იყოს მოვ­ლე­ნა, შემ­თხვე­ვა და არა - გან­მე­ო­რე­ბა­დი, ვი­ცო­დეთ, რა არის სა­ძა­გე­ლი უფ­ლის წი­ნა­შე, რა მი­ამ­სგავ­სებს ამ სამ­ყა­როს ჯო­ჯო­ხეთს და რა მი­ამ­სგავ­სებს ადა­მი­ანს ღვთის ხა­ტე­ბას. რა თქმა უნდა, ეს სას­ჯე­ლიც ამის გამო და­უშ­ვა უფალ­მა, თა­ნაც ასე­თი მას­შტა­ბუ­რი სა­ხით, რომ ადა­მი­ან­თა მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი­ყო და მსგავ­სი საქ­ცი­ე­ლე­ბი მო­ე­ძუ­ლე­ბი­ნათ.

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

"სოდომური ცოდვები განსაკუთრებით მძიმე და შეურიგებელია უფლისთვის"

"სოდომური ცოდვები განსაკუთრებით მძიმე და შეურიგებელია უფლისთვის"

მკითხველთა განსაკუთრებული ინტერესიდან გამომდინარე, ამჯერად, სოდომად წოდებული ცოდვის შესახებ ვისაუბრებთ. სოდომური მოვლენა, სოდომ-გომორული გამოვლინებები, თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მტკივნეული თემაა...

- მამაო, მკითხველები ხშირად გვეკითხებიან, საიდან დაედო სათავე ადამიანთა არატრადიციული ორიენტაციისკენ, ე.წ. სოდომური ცოდვებისკენ მიდრეკლებას?

დეკანოზი პეტრე გიორგაძე:

- ადამიანთა ამგვარ უკიდურეს უსჯულოებას ჯერ კიდევ ძველი აღთქმის პერიოდიდან დაედო სათავე. სოდომური ცოდვები: ერთსქესიანთა კავშირი - მამათმავლობა, ლესბოსელობა; სისხლის აღრევა, პირუტყვთან დაცემა გავრცელებული იყო სოდომისა და გომორის მხარის მცხოვრებთა შორის და ამიტომაც იწოდება არატრადიციული ორიენტაციის გამოვლინებები სოდომურ ცოდვებად. წმინდა წერილიდან ცნობილია, რომ უფალმა მკაცრად დასაჯა სოდომისა და გომორის მცხოვრებნი მათ შორის გავრცელებული უკიდურესი უსჯულოების, ზნედაცემულობის გამო... იმ დროს, როდესაც მთელი კაცობრიობა კერპთმსახურების წყვდიადში იმყოფებოდა, მხოლოდ მართალი აბრაამი და ლოტი ემსახურებოდნენ ჭეშმარიტ ღმერთს, სწორედ სოდომისა და გომორის მცხოვრებთა შორის გავრცელებული ცოდვები იქცა ღვთისგან განსაკუთრებული სასჯელის აღსრულების საბაბად. აქედანაც ჩანს, რაოდენ საძაგელი და საშინელი იყო მათი საქმეები, მათი უსჯულოება ღვთის წინაშე.

- სოდომ-გომორის მხარეს სასჯელის აღსრულებამდე, მამრეს მუხრანში სამი მგზავრის სახით გამოცხადებული უფალი ჯერ აბრაამს, შემდეგ კი სოდომში შესული ორი ანგელოზის პირით, ლოტსაც განუცხადებს, რომ უკეთური და უკიდურესად გარყვნილი საქმეების გამო, სოდომ-გომორისა და მთელი იმ მხარის მცხოვრებნი მოისპობოდნენ, ეს მხარე ერთიანად განადგურდებოდა: "გავანადგურებთ ჩვენ ამ ადგილს, რამეთუ ამაღლდა ღაღადებაი მათი წინაშე უფლისა და მომავლინნა ჩუენ უფალმან აღხოცად მისსა", ეუბნებიან უფლის ანგელოზები ლოტს, მასთან სტუმრობისას... (სოდომისა და გომორის დასჯის შესახებ მოთხრობილია ბიბლიაში, "დაბადების" წიგნის მე-18 და მე-19 თავებში) რით იყო მათი ცოდვები, უსჯულოება იმდენად მძიმე, რომ ზეცას შეჰღაღადებდნენ შურისგებისთვის?

- ვიცით, ერთმა ცოდვამ როგორ შეცვალა ყველაფერი, როგორ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა სამყაროც და ადამიანიც. ადამიანის ბუნება მიდრეკილი გახდა მიწიერი სიამოვნებებისა და ცოდვისკენ. რაც დრო გადიოდა, მით უფრო ეცემოდა, მით უფრო მიექანებოდა კაცობრიობა ცოდვისკენ. ადამის შეცოდების შემდეგ, როდესაც პირველი უმძიმესი ცოდვა, პირველი მკვლელობა მოხდა, იქვე უთხრა უფალმა კაენს - შენი ძმის სისხლი შემღაღადებს მეო. შემდგომში სხვადასხავა ერისა თუ ცალკეულ პიროვნებას შორის ახალახალი, მძიმე ცოდვები იჩენდა თავს და უფალიც ყოველთვის მიუთითებდა მათ ამ ცოდვების სიმძიმისკენ. სოდომ-გომორის მცხოვრებთა შორის გავრცელებული ცოდვები - მამათმავლობა, ერთსქესიანთა აღრევა რომ განსაკუთრებით მძიმე და საძაგელია უფლისათვის, ჩვენ ვიგებთ წმინდა წერილიდან, როდესაც უფალი სამი მგზავრის სახით სტუმრობისას ეუბნება აბრაამს, - უდიდესია ცოდვები ამ ქალაქებისა და სასჯელიც უმძიმესი აღესრულება მათზეო. ერთ-ერთი საზვერეც არის სწორედ სოდომ-გომორული ცოდვებისა. უფალი ამით კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, როგორი საშინელი, შეურიგებელია ღვთის წინაშე ეს ცოდვები და მომაკვდინებელია სულისთვის. ბოროტი ყოველთვის შეეცდება, ჩვენს სულში უკეთურობის ღვარძლი დათესოს, მაგრამ ღვთისგან სწორედ იმიტომ გვაქვს მოცემული გონება, რომ შევიგრძნოთ მისი უკეთურება, უცხო თესლზე რეაგირება მოვახდინოთ და გონებაშივე, ჩანასახშივე აღმოვფხვრათ და მოვკვეთოთ. თუ ადამიანი ნეტარებას მიეცემა, არაერთ ნაყოფს გამოიღებს სხვადასხვა უკეთურების სახით.

- სოდომ-გომორის მკვიდრთა ერთიანად განადგურება, ამ მხარეზე აღსრულებული უმკაცრესი სასჯელი, ალბათ სამაგალითოც უნდა ყოფილიყო კაცობრიობისთვის. თუ ადამიანს სინანულის გრძნობა არ ექნება, ყველა ცოდვა შესაბამის სასჯელს იმსახურებს, მაგრამ ცოდვათა გამო, ღვთისგან კაცობრიობის ან თუნდაც, გარკვეული ადგილების, ცალკეული ხალხების მასშტაბურად, ერთიანად დასჯის შემთხვევები რამდენიმეჯერ მოხდა კაცობრიობის ისტორიაში...

- გულწრფელი სინანულის შემთხვევაში ადამიანს ღვთისგან ყველა ცოდვა მიეტევება, ამის მაგალითები ბიბლიაშიც მრავლად გვხვდება. ალბათ ვიკითხავთ - რატომ არ მიეცათ ღვთისგან შანსი სოდომ-გომორის მცხოვრებთ? - თუ ადამიანში ჯერ კიდევ დარჩენილია სიკეთის პატარა მარცვალი და მთლიანად არ გამქრალა ღვთის მადლი მასში, როგორც კი შეეხება სიწმინდეებს, ღვთიურ ძალას, მის სულში აუცილებლად სითბო და სინათლე შევა. გავიხსენოთ, როგორ იქცევიან სოდომ-გომორის დასჯამდე ღვთისმიერი ადამიანები - აბრაამი და ლოტი და როგორ იქცევიან სოდომ-გომორელები. აბრაამი შეამჩნევს თუ არა უცხო მგზავრებს, რომელთა სახითაც განეცხადა წმინდა სამება, მიდის, თაყვანს სცემს, სიხარულით მიიწვევს თავის კარავში და უმასპინძლდება. მის მსგავსად იქცევა ლოტიც, როდესაც ორი ანგელოზი მგზავრის სახით მიდის მასთან. მისმა სულმა იგრძნო მათი განსაკუთრებულობა, თაყვანი სცა და შეიპატიჟა სახლში ღამის გასათევად. მაგრამ როგორ იქცევიან სოდომელები? - როდესაც ანგელოზები დაინახეს, მათში უფრო მეტად აღიძრა ბიწიერება. მთელი ქალაქის მცხოვრებნი - ჭაბუკიდან დაწყებული, მოხუცით დამთავრებული, ლოტის სახლთან მიდიან და ეუბნებიან: "სად არიან კაცნი, მოსულნი შენდა ღამით? გამოიყუანენ იგინი ჩუენდა, რათა თანა-ვეყუნეთ მათო". ხოლო, როცა ლოტის წინააღმდეგობის მიუხედავად, მის სახლში შეჭრას და ლოტის და მისი სტუმრების შეურაცხყოფას ლამობენ, ღვთის ნებით, უფლის ანგელოზები, დიდიდან პატარამდე, ყველას, დაბრმავებით სჯიან. სოდომ-გომორში ანგელოზთა მისვლა, მათზე სასჯელის მიგება, როდესაც ანგელოზთა წინააღმდეგ აღძრულები ბრმავდებიან, ერთი მხრივ, ამ მხარის მცხოვრებთათვის ღვთისგან მიცემული შანსი იყო, რათა დაფიქრებულიყვნენ და სინანულს მისცემოდნენ; მეორე მხრივ, უფალი გვანახვებს, სოდომ-გომორული ცოდვა როგორ კლავს ადამიანში ღვთის ყველანაირ მადლს. ისინი სულიერად მკვდარი იყვნენ, მათი გამოსწორების და ღვთისკენ მიბრუნების შანსი აღარ არსებობდა. ამაზე მეტყველებს უფლის ანგელოზის მისვლა, რასაც მათში სინდისი არ გაუღვივებია. ვიცით, რომ იმ პერიოდის კაცობრიობა კერპთაყვანისმცემლობის წყვდიადში იმყოფებოდა. კერპთაყვანისმცემლობა არის სულის კეთრი, სულისათვის მომაკვდინებელი. ასევეა სოდომური ცოდვებიც - ავხორცობა, მამათმავლობა და სხვა. თუმცა, სოდომური ცოდვები გაცილებით საძაგელია უფლის წინაშე, ამიტომაც აღესრულა ღვთის სასჯელი სოდომ-გომორზე უფრო მასშტაბური და უმკაცრესი მართლმსაჯულებით. რა თქმა უნდა, ეს იყო მაგალითი მთელი ქვეყნიერების დასანახავად.

სოდომ-გომორის მოვლენა იმ პერიოდში ბევრი ადამიანის მეხსიერებაში ჩაიბეჭდა. შემდგომ პერიოდშიც და დღესაც, სოდომ-გომორი უკიდურესი უსჯულოების, საშინელების სინონიმია და საშინელების განცდას იწვევს როგორც ცოდვის, ასევე სასჯელის წარმოდგენის მხრივ. უფალი სასჯელებს უშვებს იმის გამო, რომ გამოსწორებადი იყოს მოვლენა, შემთხვევა და არა - განმეორებადი, ვიცოდეთ, რა არის საძაგელი უფლის წინაშე, რა მიამსგავსებს ამ სამყაროს ჯოჯოხეთს და რა მიამსგავსებს ადამიანს ღვთის ხატებას. რა თქმა უნდა, ეს სასჯელიც ამის გამო დაუშვა უფალმა, თანაც ასეთი მასშტაბური სახით, რომ ადამიანთა მეხსიერებაში ჩარჩენილიყო და მსგავსი საქციელები მოეძულებინათ.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია