"ნაციონალური მოძრაობის" აქტიური წევრის, ყოფილი გუბერნატორისა და ყოფილი მინისტრის ლადო ვარძელაშვილის მეუღლე ირინა ონაშვილი არჩევნებთან დაკავშირებით ახალი იდეით გამოდის. ირინა ონაშვილს მიაჩნია, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ განათლებულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ.
"მე ახალი იდეა მაქვს, ხომ შეიძლება, რომ ამ ბრბოს არ ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი და სპეციალურად შექმნილმა განათლებული ადამიანების საზოგადოებამ ან რა ვიცი... რამე კიდე...", - წერს ონაშვილი.
ყოფილი მინისტრის მეუღლესთვის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგი წინასწარ იყო ცნობილი.
"შედეგებს ლოდინი არ სჭირდება, ვიცით უკვე ვინც გაიმარჯვებს, სამწუხაროდ:(((", - წერდა 27 ოქტომბერს ონაშვილი.