მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რით იწყნარებდა ნერვებს ლეილა მესხი
რით იწყნარებდა ნერვებს ლეილა მესხი

თბი­ლის­ში ლე­ი­ლა მეს­ხის ჩოგ­ბურ­თის აკა­დე­მია 1996 წლი­დან ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და მას და­მა­არ­სე­ბე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობს. დი­ლი­დან კორ­ტებ­ზე ვარ­ჯი­შე­ბია. ახა­ლი თა­ო­ბის რამ­დე­ნი­მე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი თა­ვი­ან­თი სა­ჩოგ­ბურ­თო კა­რი­ე­რი­სათ­ვის მზა­დე­ბას გა­დის. ის­მის ბურ­თის ჩო­გან­ზე დარ­ტყმის რიტ­მუ­ლი ხმე­ბი. ამ დროს ლე­ი­ლა მეს­ხი თა­ვის კა­ბი­ნეტ­ში ზის. ჩოგ­ბურ­თელს თა­ვი­სი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რის და­სა­წყის­სა და დღე­ვან­დე­ლო­ბა­ზე სა­სა­უბ­როდ შევ­ხვდით...

მი­ზა­ნი

- დედა ექი­მი გახ­ლავთ, მამა - ინ­ჟი­ნე­რი. ჩემი და ჩემ­ზე ოთხი წლით უფ­რო­სია. მამა ამ­ბობ­და, მე­ო­რე ბიჭი თუ გაჩ­ნდე­ბა, ფეხ­ბურთზე უნდა მი­ვიყ­ვა­ნოთ, თუ გო­გო­ნა იქ­ნე­ბა - ჩოგ­ბურთზეო. მას სპორ­ტის ეს ორი­ვე სა­ხე­ო­ბა ძა­ლი­ან მოს­წონ­და და ასე ჰქონ­და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი.

- მი­ხე­ილ მესხთან ნა­თე­სა­ო­ბა ხომ არ გა­კავ­ში­რებთ?

- არა. სხვა­თა შო­რის, მეს­ხე­ბი ცო­ტა­ნი არ არი­ან, მაგ­რამ ეს გვა­რი უფრო გა­ფან­ტუ­ლია და დიდი სა­ნა­თე­სა­ვო წრე­ე­ბი არ არ­სე­ბობს. ჩვენც ძა­ლი­ან ცოტა ნა­თე­სა­ვი გვყავს. რაც შე­ე­ხე­ბა დე­დას, ის უკ­რა­ი­ნე­ლია და მისი ნა­თე­სა­ვე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რო­ბენ... 7 წლის რომ გავ­ხდი, მა­მამ მე და ჩემი და კორ­ტებ­ზე მოგ­ვიყ­ვა­ნა, სა­დაც ახლა ვიმ­ყო­ფე­ბით. ჩემ­მა პირ­ველ­მა მწვრთნელ­მა გუ­რამ თო­ხა­ძემ გამ­სინ­ჯა და თქვა, ნი­ჭი­ე­რი გო­გო­ნაა და კარ­გია, რომ მო­იყ­ვა­ნე­თო. ჩემ­მა დამ ჩოგ­ბურთზე ცოტა ხანს იარა, დი­დად არ მო­ე­წო­ნა და დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად თქვა უარი ვარ­ჯიშ­ზე. მე კი თით­ქოს არც მქონ­და ამის უფ­ლე­ბა, მამა იმ­დე­ნად იყო მონ­დო­მე­ბუ­ლი და ჩემი სჯე­რო­და.

- თქვენ არ გქონ­დათ სურ­ვი­ლი, ვთქვათ, ცეკ­ვა­ზე გევ­ლოთ, ან სპორ­ტის რო­მე­ლი­მე სხვა სა­ხე­ო­ბა­ზე?

- ცეკ­ვა­ზე ცოტა ხანს დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ მა­მას იმ­დე­ნად დიდი სურ­ვი­ლი ჰქონ­და, ჩოგ­ბურთს გავ­ყო­ლო­დი, ეს მეც ჩა­მი­ნერ­გა და სა­კუ­თარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში და­მარ­წმუ­ნა. დღეს ამ თე­მას რომ ვა­ფა­სებ, ვფიქ­რობ, რომ მშობ­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და რწმე­ნა ნე­ბის­მი­ე­რი ბავ­შვის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. 5-6 წლის ასაკ­ში ბავ­შვმა არ იცის, რა უნდა და რა არ­ჩე­ვა­ნი უნდა გა­ა­კე­თოს, ეს უკვე მოგ­ვი­ა­ნე­ბით "მო­დის~. ასაკ­თან ერ­თად ხვდე­ბი, რა მოგ­წონს და რა არა, მაგ­რამ პა­ტა­რა­ო­ბა­ში ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი და არა­რე­ა­ლუ­რია, რომ შენს სურ­ვი­ლებ­ში ერ­კვე­ო­დე. ვფიქ­რობ, ყვე­ლა ბავ­შვის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რა­ღა­ცა­ზე იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი...

კორ­ტი შინ და გა­რეთ

... 37-ე, რუ­სუ­ლი სკო­ლა და­ვამ­თავ­რე. ეს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ო­დი იყო, მოს­კოვ­ში ხში­რად ვრჩე­ბო­დი 6-6 თვით და იქ ვვარ­ჯი­შობ­დი. სვა­ნე­თის უბან­ში გა­ვი­ზარ­დე, სა­დაც ჩემს მშობ­ლებს სა­კუ­თა­რი სახ­ლი და ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ეზო ჰქონ­დათ. დედა ხე­ხილს, ყვა­ვი­ლებს უვ­ლი­და. სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ შინ რომ ბრუნ­დე­ბო­და, უყ­ვარ­და მათი მოვ­ლა. ერთ დღეს მა­მამ ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ჩე­ხა, ეზო­ში ას­ფალ­ტი და­ა­გო და გა­მი­კე­თა ნა­ხე­ვა­რი მო­ე­და­ნი. ეს ფაქ­ტი ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს. დედა ამის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო და ის­ტე­რი­კა ჰქონ­და, მაგ­რამ ვე­რა­ფერს გახ­და. მას შემ­დეგ დი­ლით და სა­ღა­მოს - კორ­ტებ­ზე, ხოლო შუ­ა­დღეს შინ ვვარ­ჯი­შობ­დი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ 24 სა­ათს ვვარ­ჯი­შობ­დი.

- ბე­ბია-ბა­ბუ­ებს მო­ეს­წა­რით?

- მა­მას მშობ­ლე­ბი ადრე და­ე­ღუ­პა, დე­დის მშობ­ლებ­თან კი უკ­რა­ი­ნა­ში დავ­დი­ო­დით. ბე­ბია-ბა­ბუ­ას 8 წლამ­დე ვსტუმ­რობ­დი, რად­გან შემ­დეგ­ში, აქ­ტი­უ­რი სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბა რომ და­მე­წყო, მათ ისე ხში­რად ვე­ღარ ვნა­ხუ­ლობ­დი. თან, ასაკ­შიც იყ­ვნენ და გარ­და­იც­ვალ­ნენ. სამ­წუ­ხა­როდ, ის სიყ­ვა­რუ­ლი, რა­საც დღეს ჩემი შვი­ლე­ბი გა­ნიც­დი­ან ბე­ბია-ბა­ბუ­ის მი­მართ, მე არ მქო­ნია...

წარ­მა­ტე­ბა

... ჩემი გზა, ჩოგ­ბურთს ვგუ­ლის­ხმობ, იმ­დე­ნად სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბო­და და თან შე­დეგ­საც ვხე­დავ­დი, რომ ამით სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ­დი. ცუ­დად არ მინ­და გა­მო­ვი­დეს, მაგ­რამ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ბავ­შვო­ბა არ მქო­ნია. როცა სხვე­ბი ეზო­ში თა­მა­შობ­დნენ, მე ვარ­ჯიშ­ზე ვი­ყა­ვი, ბავ­შვე­ბი და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე მი­დი­ოდ­ნენ, მე შინ ვრჩე­ბო­დი, რად­გან 9 სა­ათ­ზე ვი­ძი­ნებ­დი და დი­ლით 6-ზე ვდგე­ბო­დი. თუმ­ცა დღეს ამას არ ვნა­ნობ, როცა თუნ­დაც წვა­ლე­ბის­გან შე­დეგს იღებ, სა­ნა­ნებ­ლად აღარ გრჩე­ბა. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჩემ­პი­ო­ნი რომ გავ­ხდი, ეს იყო ის შე­დე­გი, რომ­ლის­კე­ნაც მი­ვის­წრა­ფო­დი. სა­ქარ­თვე­ლო­შიც ჩემ­ზე 3-4 წლით უფ­რო­სებ­ში ვლი­დე­რობ­დი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ამ კუ­თხით ბავ­შვო­ბი­დან ლი­დე­რი ვი­ყა­ვი რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე მთელ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში.

- ამ­დე­ნი ვარ­ჯი­შის გამო პრო­ტეს­ტის შეგ­რძნე­ბა არა­სო­დეს გქო­ნი­ათ?

- ბუ­ნებ­რი­ვია, პრო­ტეს­ტის მცი­რე გან­ცდა მქონ­და, მაგ­რამ ისე­თი არა, რომ მა­მას­თან მე­ჩხუ­ბა, ან მეთ­ქვა, რომ ჩოგ­ბურთს თავს ვა­ნე­ბებ­დი. პრო­ტეს­ტი შე­იძ­ლე­ბა მქო­ნო­და სა­კუ­თა­რი თა­ვი­სად­მი ამა თუ იმ თა­მაშ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ვწუხ­დი, როცა რამე არ გა­მომ­დი­ო­და, მაგ­რამ კა­ტე­გო­რი­უ­ლად არა­სო­დეს მით­ქვამს, რომ ჩემი საქ­მე არ მომ­წონ­და.

- არ­და­დე­გებს სად ატა­რებ­დით?

- არ­და­დე­გებს ვა­ტა­რებ­დი გაგ­რა­ში, რად­გან ნაკ­რე­ბის ცნო­ბი­ლი მწვრთნე­ლი სერ­გეი ან­დრე­ე­ვი იქ ის­ვე­ნებ­და და მას­თან ჩა­სუ­ლი ვვარ­ჯი­შობ­დი ხოლ­მე. გარ­და ამი­სა, იმ პე­რი­ოდ­ში წე­ლი­წად­ში 10 დღე მქონ­და, როცა ნამ­დვი­ლად ვის­ვე­ნებ­დი, რად­გან ბუ­ნებ­რი­ვია, ამ­გვა­რი გან­ტვირ­თვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

1990-1991 წლი­დან, როცა უკვე სპორ­ტსმე­ნებს გაგ­ვი­მარ­თლა და ყვე­ლამ ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ხე­ლით და­ვი­წყეთ თა­მა­ში და არა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კონ­ტრაქ­ტე­ბი და­ი­წყო. თუმ­ცა, მა­ნამ­დე ჩემი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რის დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სპორ­ტის კო­მი­ტეტს ვუხ­დი­დით დიდ თან­ხებს. შემ­დეგ უკვე და­ვი­წყეთ ჩვე­ნი მო­გე­ბუ­ლი თან­ხის თა­ვად­ვე აღე­ბა. ეს ეტა­პიც რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სპორ­ტკო­მი­ტეტს რომ გა­მო­ვე­ყა­ვით, პირ­ვე­ლად ამე­რი­კა­ში მე და დე­და­ჩე­მი გავფრინ­დით. ან­გა­რიშ­ზე სულ 18 ათა­სი დო­ლა­რი მქონ­და. იქი­დან ბი­ლე­თე­ბის შე­სა­ძე­ნად, სას­ტუმ­რო­ში 9 ათა­სი დო­ლა­რი დავ­ხარ­ჯეთ. მა­შინ ვამ­ბობ­დი, ახლა რომ არ გა­ვი­მარ­ჯვო, რო­გორ უნდა ვი­ა­რო და თან­ხა სა­ი­დან უნდა ვი­შო­ვო-მეთ­ქი. მაგ­რამ ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, ეტყო­ბა, ვგრძნობ­დი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად კარ­გად უნდა მე­თა­მა­შა, თო­რემ სა­მო­მავ­ლოდ ვე­ღა­რა­ფერს გა­ვა­კე­თებ­დი. ამე­რი­კა­ში საკ­მა­ოდ დიდი ტურ­ნი­რი მო­ვი­გე, რო­მე­ლიც ჩემს კა­რი­ე­რა­ში ერთ-ერთი მიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და და­ვა­მარ­ცხე ისე­თი ჩოგ­ბურ­თე­ლე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან ჯე­ნი­ფერ კაპ­რი­ა­ტი, ნა­ტა­შა ზვე­რე­ვა და მარ­ტი­ნა ნავ­რა­ტი­ლო­ვა. 1991 წელს ეს იყო ყვე­ლა­ზე დიდი მო­გე­ბა და ყვე­ლა­ზე დიდი ჰო­ნო­რა­რი, რო­მე­ლიც იქ ავი­ღე. მა­შინ ამო­ვი­სუნ­თქე და ვთქვი, ახლა შე­მიძ­ლია, ისე ვი­თა­მა­შო, რომ ფულ­ზე არ ვი­ფიქ­რო-მეთ­ქი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

რით იწყნარებდა ნერვებს ლეილა მესხი

რით იწყნარებდა ნერვებს ლეილა მესხი

თბილისში ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემია 1996 წლიდან ფუნქციონირებს და მას დამაარსებელი ხელმძღვანელობს. დილიდან კორტებზე ვარჯიშებია. ახალი თაობის რამდენიმე წარმომადგენელი თავიანთი საჩოგბურთო კარიერისათვის მზადებას გადის. ისმის ბურთის ჩოგანზე დარტყმის რიტმული ხმები. ამ დროს ლეილა მესხი თავის კაბინეტში ზის. ჩოგბურთელს თავისი სპორტული კარიერის დასაწყისსა და დღევანდელობაზე სასაუბროდ შევხვდით...

მიზანი

- დედა ექიმი გახლავთ, მამა - ინჟინერი. ჩემი და ჩემზე ოთხი წლით უფროსია. მამა ამბობდა, მეორე ბიჭი თუ გაჩნდება, ფეხბურთზე უნდა მივიყვანოთ, თუ გოგონა იქნება - ჩოგბურთზეო. მას სპორტის ეს ორივე სახეობა ძალიან მოსწონდა და ასე ჰქონდა ჩაფიქრებული.

- მიხეილ მესხთან ნათესაობა ხომ არ გაკავშირებთ?

- არა. სხვათა შორის, მესხები ცოტანი არ არიან, მაგრამ ეს გვარი უფრო გაფანტულია და დიდი სანათესავო წრეები არ არსებობს. ჩვენც ძალიან ცოტა ნათესავი გვყავს. რაც შეეხება დედას, ის უკრაინელია და მისი ნათესავები უკრაინაში ცხოვრობენ... 7 წლის რომ გავხდი, მამამ მე და ჩემი და კორტებზე მოგვიყვანა, სადაც ახლა ვიმყოფებით. ჩემმა პირველმა მწვრთნელმა გურამ თოხაძემ გამსინჯა და თქვა, ნიჭიერი გოგონაა და კარგია, რომ მოიყვანეთო. ჩემმა დამ ჩოგბურთზე ცოტა ხანს იარა, დიდად არ მოეწონა და დემონსტრაციულად თქვა უარი ვარჯიშზე. მე კი თითქოს არც მქონდა ამის უფლება, მამა იმდენად იყო მონდომებული და ჩემი სჯეროდა.

- თქვენ არ გქონდათ სურვილი, ვთქვათ, ცეკვაზე გევლოთ, ან სპორტის რომელიმე სხვა სახეობაზე?

- ცეკვაზე ცოტა ხანს დავდიოდი, მაგრამ მამას იმდენად დიდი სურვილი ჰქონდა, ჩოგბურთს გავყოლოდი, ეს მეც ჩამინერგა და საკუთარ გადაწყვეტილებაში დამარწმუნა. დღეს ამ თემას რომ ვაფასებ, ვფიქრობ, რომ მშობლის დამოკიდებულება და რწმენა ნებისმიერი ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 5-6 წლის ასაკში ბავშვმა არ იცის, რა უნდა და რა არჩევანი უნდა გააკეთოს, ეს უკვე მოგვიანებით `მოდის~. ასაკთან ერთად ხვდები, რა მოგწონს და რა არა, მაგრამ პატარაობაში ძალიან იშვიათი და არარეალურია, რომ შენს სურვილებში ერკვეოდე. ვფიქრობ, ყველა ბავშვისთვის აუცილებელია, რაღაცაზე იყოს ორიენტირებული...

კორტი შინ და გარეთ

... 37-ე, რუსული სკოლა დავამთავრე. ეს საბჭოთა კავშირის პერიოდი იყო, მოსკოვში ხშირად ვრჩებოდი 6-6 თვით და იქ ვვარჯიშობდი. სვანეთის უბანში გავიზარდე, სადაც ჩემს მშობლებს საკუთარი სახლი და ძალიან ლამაზი ეზო ჰქონდათ. დედა ხეხილს, ყვავილებს უვლიდა. სამსახურის შემდეგ შინ რომ ბრუნდებოდა, უყვარდა მათი მოვლა. ერთ დღეს მამამ ყველაფერი გადაჩეხა, ეზოში ასფალტი დააგო და გამიკეთა ნახევარი მოედანი. ეს ფაქტი ძალიან კარგად მახსოვს. დედა ამის წინააღმდეგი იყო და ისტერიკა ჰქონდა, მაგრამ ვერაფერს გახდა. მას შემდეგ დილით და საღამოს - კორტებზე, ხოლო შუადღეს შინ ვვარჯიშობდი. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ 24 საათს ვვარჯიშობდი.

- ბებია-ბაბუებს მოესწარით?

- მამას მშობლები ადრე დაეღუპა, დედის მშობლებთან კი უკრაინაში დავდიოდით. ბებია-ბაბუას 8 წლამდე ვსტუმრობდი, რადგან შემდეგში, აქტიური სპორტული ცხოვრება რომ დამეწყო, მათ ისე ხშირად ვეღარ ვნახულობდი. თან, ასაკშიც იყვნენ და გარდაიცვალნენ. სამწუხაროდ, ის სიყვარული, რასაც დღეს ჩემი შვილები განიცდიან ბებია-ბაბუის მიმართ, მე არ მქონია...

წარმატება

... ჩემი გზა, ჩოგბურთს ვგულისხმობ, იმდენად სწრაფად ვითარდებოდა და თან შედეგსაც ვხედავდი, რომ ამით სიამოვნებას ვიღებდი. ცუდად არ მინდა გამოვიდეს, მაგრამ, ფაქტობრივად, ბავშვობა არ მქონია. როცა სხვები ეზოში თამაშობდნენ, მე ვარჯიშზე ვიყავი, ბავშვები დაბადების დღეებზე მიდიოდნენ, მე შინ ვრჩებოდი, რადგან 9 საათზე ვიძინებდი და დილით 6-ზე ვდგებოდი. თუმცა დღეს ამას არ ვნანობ, როცა თუნდაც წვალებისგან შედეგს იღებ, სანანებლად აღარ გრჩება. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი რომ გავხდი, ეს იყო ის შედეგი, რომლისკენაც მივისწრაფოდი. საქართველოშიც ჩემზე 3-4 წლით უფროსებში ვლიდერობდი. შეიძლება ითქვას, ამ კუთხით ბავშვობიდან ლიდერი ვიყავი როგორც საქართველოში, ისე მთელ საბჭოთა კავშირში.

- ამდენი ვარჯიშის გამო პროტესტის შეგრძნება არასოდეს გქონიათ?

- ბუნებრივია, პროტესტის მცირე განცდა მქონდა, მაგრამ ისეთი არა, რომ მამასთან მეჩხუბა, ან მეთქვა, რომ ჩოგბურთს თავს ვანებებდი. პროტესტი შეიძლება მქონოდა საკუთარი თავისადმი ამა თუ იმ თამაშთან დაკავშირებით. ვწუხდი, როცა რამე არ გამომდიოდა, მაგრამ კატეგორიულად არასოდეს მითქვამს, რომ ჩემი საქმე არ მომწონდა.

- არდადეგებს სად ატარებდით?

- არდადეგებს ვატარებდი გაგრაში, რადგან ნაკრების ცნობილი მწვრთნელი სერგეი ანდრეევი იქ ისვენებდა და მასთან ჩასული ვვარჯიშობდი ხოლმე. გარდა ამისა, იმ პერიოდში წელიწადში 10 დღე მქონდა, როცა ნამდვილად ვისვენებდი, რადგან ბუნებრივია, ამგვარი განტვირთვა აუცილებელია.

1990-1991 წლიდან, როცა უკვე სპორტსმენებს გაგვიმართლა და ყველამ ჩვენი ქვეყნის სახელით დავიწყეთ თამაში და არა საბჭოთა კავშირის, ინდივიდუალური კონტრაქტები დაიწყო. თუმცა, მანამდე ჩემი სპორტული კარიერის დიდი ხნის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის სპორტის კომიტეტს ვუხდიდით დიდ თანხებს. შემდეგ უკვე დავიწყეთ ჩვენი მოგებული თანხის თავადვე აღება. ეს ეტაპიც რთული აღმოჩნდა. საბჭოთა კავშირის სპორტკომიტეტს რომ გამოვეყავით, პირველად ამერიკაში მე და დედაჩემი გავფრინდით. ანგარიშზე სულ 18 ათასი დოლარი მქონდა. იქიდან ბილეთების შესაძენად, სასტუმროში 9 ათასი დოლარი დავხარჯეთ. მაშინ ვამბობდი, ახლა რომ არ გავიმარჯვო, როგორ უნდა ვიარო და თანხა საიდან უნდა ვიშოვო-მეთქი. მაგრამ ძალიან გამიმართლა, ეტყობა, ვგრძნობდი, რომ აუცილებლად კარგად უნდა მეთამაშა, თორემ სამომავლოდ ვეღარაფერს გავაკეთებდი. ამერიკაში საკმაოდ დიდი ტურნირი მოვიგე, რომელიც ჩემს კარიერაში ერთ-ერთი მიშვნელოვანია და დავამარცხე ისეთი ჩოგბურთელები, როგორებიც არიან ჯენიფერ კაპრიატი, ნატაშა ზვერევა და მარტინა ნავრატილოვა. 1991 წელს ეს იყო ყველაზე დიდი მოგება და ყველაზე დიდი ჰონორარი, რომელიც იქ ავიღე. მაშინ ამოვისუნთქე და ვთქვი, ახლა შემიძლია, ისე ვითამაშო, რომ ფულზე არ ვიფიქრო-მეთქი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია