პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაია დარსმელიძე პირად ცხოვრებასა და დათო ფორჩხიძესთან დაპირისპირებაზე
მაია დარსმელიძე პირად ცხოვრებასა და დათო ფორჩხიძესთან დაპირისპირებაზე

"შე­მოქ­მე­დის­თვის მთა­ვა­რია აკე­თო ის, რაც გუ­ლით გიყ­ვარს და არა ის, რაც სხვას უყ­ვარს. რო­დე­საც აკე­თებ იმას, რაც გუ­ლით გინ­და, მხო­ლოდ მა­შინ გა­მო­დის შენი ნაშ­რო­მი ნამ­დვი­ლი და მას სხვე­ბიც იყ­ვა­რე­ბენ", - ამ­ბობს მუ­სი­კო­სი მაია დარსმე­ლი­ძე, რო­მე­ლიც პო­პუ­ლა­რულ პრო­ექ­ტში "ახა­ლი ხმა" მო­ნა­წი­ლე­ობს და რო­გორც მწვრთნე­ლი, შო­უს­თვის ენერ­გი­ას არ ზო­გავს, მაგ­რამ მა­ინც, მა­ი­ას მი­სა­მარ­თით ხში­რად კრი­ტი­კაც ის­მის. ვი­ნა­ი­დან ის კო­მერ­ცი­უ­ლი მუ­სი­კო­სი არ არის და რო­გორც მომ­ღე­რა­ლი, ეკ­რან­ზეც ხში­რად არ ჩანს, ამ­ბო­ბენ, კვა­ლი­ფი­კა­ცია აკ­ლი­აო. თუმ­ცა, ვინც მის შე­მოქ­მე­დე­ბას იც­ნობს, სრუ­ლი­ად სხვაგ­ვა­რი მო­საზ­რე­ბა აქვს...

- სიმ­ღე­რა 6 წლის ასა­კი­დან და­ვი­წყე. ბავ­შვის­თვის შე­სა­ფე­რის სიმ­ღე­რებს ვმღე­რო­დი. სხვა­თა შო­რის, ჩემს 5 წლის შვილს გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი მუ­სი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბა აქვს, ვიდ­რე მის ასაკ­ში მე მქონ­და (იღი­მის). ჩემს შვილს მოს­წონს დორ­სის, ჯო­ლი­ნის, ბითლზის რე­პერ­ტუ­ა­რი და, რა თქმა უნდა, ქარ­თუ­ლი "იავ­ნა­ნა".

- რა მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა გაქვს?

- ტრა­დი­ცი­უ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მაქვს: მუ­სი­კა­ლუ­რი შვიდ­წლე­დი და­ვამ­თავ­რე, შემ­დეგ მე­ო­რე სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლე­ბელ­ში, ჯა­ზის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ზე ვსწავ­ლობ­დი.

- ად­რე­ულ წლებ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დი...

- მარ­თა­ლი ხარ, მაგ­რამ პირ­ვე­ლი და ჩემი აზ­რით, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ინც რუს­თა­ვის რო­კ­ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გახ­ლდათ...

- რო­გორ გგო­ნია, რო­მე­ლი სიმ­ღე­რით გა­გიც­ნო ხალ­ხმა?

- ის ნა­მუ­შე­ვა­რი, რი­თიც ხალ­ხმა გა­მიც­ნო, იმ­დე­ნად არ მომ­წონს, რომ ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კიც არ მინ­და. თავს მხო­ლოდ იმით ვიმ­შვი­დებ, რომ ალა­ნის მო­რი­სეტ­საც აქვს ერთი-ორი მსგავ­სი მუ­სი­კა­ლუ­რი "ცოდ­ვა" (იღი­მის). კი­დევ კარ­გი, მალე ჩემი პრო­ექ­ტის DVD გა­მო­ვა და მსმე­ნე­ლი ჩემს სათ­ქმელს მიხ­ვდე­ბა...

- ის, რა­საც მღე­რი, არ არის "მა­სობ­რი­ვი". შენს ად­გი­ლას, პო­პუ­ლა­რო­ბის გამო, ბევ­რი გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბო­და, სხვა ჟანრ­ში და­ი­წყებ­და მუ­შა­ო­ბას.

- სხვა ქვე­ყა­ნა­ში რომ მე­ცხოვ­რა, სა­დაც მუ­სი­კა­ლუ­რი ბა­ზა­რი დი­დია და ყვე­ლა მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას თა­ვი­სი მსმე­ნე­ლი ჰყავს, ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი ჩემი რე­პერ­ტუ­ა­რი­თაც ვიქ­ნე­ბო­დი. სა­ქარ­თვე­ლო­ში "მა­სობ­რი­ვი" მომ­ღე­რა­ლი რომ იყო, ისე­თი მუ­სი­კა უნდა "აკე­თო", რო­მელ­საც არა­სო­დეს შე­ვას­რუ­ლებ. ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლად სხვა პრო­ფე­სი­ას, მა­გა­ლი­თად, ოფი­ცი­ან­ტო­ბას უფრო დავ­თან­ხმდე­ბი, ვიდ­რე კო­მერ­ცი­უ­ლი მუ­სი­კის "კე­თე­ბას"... მი­ხა­რია, რომ პრო­ექ­ტის - "ახა­ლი ხმა" მწვრთნე­ლი ვარ. ეს ერ­თგვა­რი ტრი­ბუ­ნაა, სა­ი­და­ნაც ერთი ჟან­რის მუ­სი­კას მიჩ­ვე­ულ მსმე­ნელს რა­ღაც გან­სხვა­ვე­ბულ­სა და ხა­რის­ხი­ანს ვთა­ვა­ზობ. მსი­ა­მოვ­ნებს, რომ ჩემი მუ­სი­კა­ლუ­რი ხედ­ვის გა­ზი­ა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მეძ­ლე­ვა და ვი­საც მოვ­წონ­ვარ, ბო­ლომ­დე მომ­ყვე­ბა, მენ­დო­ბა. მარ­ტივ მა­გა­ლითს მო­ვიყ­ვან: სას­ტი­კად არ მო­ე­წო­ნათ, რო­დე­საც ჩემი ფა­ვო­რი­ტი კონ­კურ­სან­ტის - მაგ­და ვა­სა­ძის ("ახა­ლი ხმის" I სე­ზო­ნის მო­ნა­წი­ლის) რე­პერ­ტუ­არ­ში ჯილ სკო­ტის კომ­პო­ზი­ცია გაჟ­ღერ­და. ამ­ბობ­დნენ: არ არის ჰიტი და რა­ტომ ამ­ღე­რაო? არა­და, ამ ამ­ბის შემ­დეგ, ხალ­ხმა ეს ნა­მუ­შე­ვა­რი თან­და­თან შე­იყ­ვა­რა, დამ­წყებ­მა შემ­სრუ­ლებ­ლებ­მა სი­ა­მოვ­ნე­ბით აი­ტა­ცეს და თა­ვი­ანთ რე­პერ­ტუ­არ­შიც შე­ი­ტა­ნეს. მოკ­ლედ, სულ სხვა სუ­რა­თი გა­მო­იკ­ვე­თა: ხალ­ხი იღებს და გა­და­სა­რე­ვად იგებს კარგ მუ­სი­კას, ანუ ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მსმე­ნელს რას შევ­თა­ვა­ზებთ. აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ რო­დე­საც ჰი­უს­ტო­ნის რე­პერ­ტუ­არ­ზე ვლა­პა­რა­კობ, იმას არ ვგუ­ლის­ხმობ, რომ ჰი­უს­ტო­ნი არ ვარ­გა (თავ­ხე­დი უნდა ვიყო, ეს რომ ვთქვა), უბ­რა­ლოდ, 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთი და იგი­ვე, კარ­გად და­ზე­პი­რე­ბუ­ლი რე­პერ­ტუ­ა­რი აღარ უნდა გვინ­დო­დეს. დროს უნდა ავ­ყვეთ და ბო­ლოს და ბო­ლოს "შე­ვიმ­ჩნი­ოთ", რომ უამ­რა­ვი სხვა სე­რი­ო­ზუ­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, მუ­სი­კო­სი არ­სე­ბობს და ამის ჩვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას "ახა­ლი ხმა" მაძ­ლევს. მი­მაჩ­ნია, რომ სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო ად­გი­ლას აღ­მოვ­ჩნდი!

- შენი მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმუ­ლი ასე­თი კრი­ტი­კაც მსმე­ნია: "ვის რა უნდა ურ­ჩი­ოს, მა­გის ნორ­მა­ლუ­რად ნამ­ღე­რი არ მო­მის­მე­ნია"... რო­გორ ფიქ­რობ, შენი მი­სა­მარ­თით რა­ტომ ჩნდე­ბა ასე­თი მო­საზ­რე­ბა?

- მგო­ნია, რომ ასეთ რა­ღა­ცებს "კონ­კუ­რენ­ტე­ბი" ამ­ბო­ბენ ანუ ისი­ნი, ვინც ჩემი მუ­სი­კის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, უბ­რა­ლოდ შე­იძ­ლე­ბა, უმუ­შევ­რე­ბი დარ­ჩნენ. ვი­საც ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცია არ შე­უძ­ლია და მუ­სი­კით ვერ გე­ჯიბ­რე­ბა, იძუ­ლე­ბუ­ლია, გაგ­ლან­ძღოს. მა­თიც მეს­მის - უმუ­შევ­რო­ბა ძნე­ლია...

- რამ გა­მო­იწ­ვია შენ­სა და დათო ფორჩხი­ძეს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბა?

- ჯერ­ჯე­რო­ბით, კო­მენ­ტა­რის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ. ძა­ლი­ან ცუ­დად მე­თა­მა­შე­ბი­ან და შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღა­ცას სე­რი­ო­ზუ­ლად და არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად ვა­ნა­ნო ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ წა­მო­წყე­ბუ­ლი ეს "შავი კამ­პა­ნია" და უკვე გი­ნე­ბით კი არ დავ­წერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რა­ღა­ცებს, არა­მედ - ფაქ­ტე­ბით (იღი­მის). ჩემი "უზ­რდე­ლო­ბით" გა­ოგ­ნე­ბულ ადა­მი­ა­ნებს მინ­და ვკი­თხო: ნუთუ არა­ვის გა­უჩ­ნდა შე­კი­თხვა, რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც მე აღ­მოვ­ჩნდი ასეთ ამ­ბებ­ში გახ­ვე­უ­ლი? რა­ტომ არა­ვინ იკი­თხა, რას შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვეყ­ვა­ნე წო­ნას­წო­რო­ბი­დან ისე, რომ ასე­თი მძაფ­რი სი­ტყვით "გა­მო­ვე­დი"? თუ ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ მო­მარ­თუ­ლი ეს თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი გაგ­რძელ­და, მეც მივ­ცემ ერთ ვრცელ ინ­ტერ­ვი­უს, ოღონდ - ამ ყვე­ლა­ფერს პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის სა­ხეს მივ­ცემ.

- ცოტა ხნის წინ ორ­კესტრთან ერ­თად, სე­რი­ო­ზულ პრო­ექ­ტში მი­ი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

- პრო­ექ­ტი MaoBand & Georgia Phil-harmonic, Find Me, Here I Am, - ეს ჩემი ახ­დე­ნი­ლი ოც­ნე­ბაა! ამ პრო­ექ­ტის იდეა ჩემს უსაყ­ვარ­ლეს მე­გო­ბარ­სა და უნი­ჭი­ე­რეს ადა­მი­ანს, ნი­კო­ლოზ რაჭ­ველს ეკუთ­ვნის. ნი­კას მოს­მე­ნი­ლი ჰქონ­და ჩემი და­წე­რი­ლი კომ­პო­ზი­ცე­ბი, თან - იმ პე­რი­ოდ­ში მყავ­და ელექტრო­ნუ­ლი "ლაივ" ბენ­დი (MaoBand) და ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, ჩემ­თან სტუმ­რო­ბი­სას, მან სპონ­ტა­ნუ­რად შე­მომ­თა­ვა­ზა მთე­ლი ჩემი შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის ოც­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­თლაც პირ­ვე­ლად გაჟ­ღერ­და ელექტრო­ნუ­ლი და სიმ­ფო­ნი­უ­რი მუ­სი­კის სინ­თე­ზი; ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად, სცე­ნა­ზე იდგა ყურ­სას­მე­ნი­ა­ნი დი­ჯეი-დი­რი­ჟო­რი. ამ პრო­ექ­ტის პრო­დი­უ­სე­რო­ბა სტე­ფა­ნემ ითა­ვა. აქვე მინ­და ვთქვა, რომ მან პრო­ექ­ტის პრო­დი­უ­სე­რო­ბით ზო­გა­დად, პრო­დი­უ­სინ­გის უმაღ­ლე­სი დო­ნის მას­ტერკლა­სი ჩა­ა­ტა­რა. კონ­ცერტს დიდი წარ­მა­ტე­ბა ჰქონ­და. სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ პრო­ექ­ტის­თვის ლონ­დო­ნი­დან ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ ხმის რე­ჟი­სო­რი, ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი - ჟერ­არ ალბო. ჩემ­თვის უდი­დე­სი პა­ტი­ვია, რომ ვი­თა­ნამ­შრომ­ლე ადა­მი­ან­თან, რო­მე­ლიც მუ­შა­ობ­და ემი უა­ი­ნ­ჰა­უს­თან, რო­ი­შინ მერ­ფის­თან და კი­დევ სხვა მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­სკვლა­ვებ­თან. ასე­ვე არ შე­მიძ­ლია, არ და­გი­სა­ხე­ლოთ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მუ­სი­კო­სე­ბი: ლე­ვან აბ­ში­ლა­ვა, შაკო ღე­ლეყ­ვა და ამი­რან დი­ა­სა­მი­ძე, რომ­ლებ­თა­ნაც მუ­შა­ო­ბა უდი­დე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რი კომ­ფორ­ტია. ეს კონ­ცერ­ტი იმი­ტომ გა­მო­ვი­და ასე­თი ნამ­დვი­ლი, რომ დიდი სა­მე­გობ­რო გა­ვერ­თი­ან­დით და ამ ნაშ­რომ­ში ყვე­ლამ თა­ვი­სი წილი სიყ­ვა­რუ­ლი ჩადო. ბო­რო­ტებ­მა წე­რონ და იკი­თხონ, თუ რა გა­ა­კე­თა დარსმე­ლი­ძემ, მე კი ზუს­ტად ვიცი, რა გა­ვა­კე­თე და ვი­საც აინ­ტე­რე­სებს - ძი­ე­ბა­ში მხო­ლოდ ერთი სი­ტყვა MaoBand ჩა­წე­როს, "იუ­თუ­ბი­ზე".

- ახლა რას საქ­მი­ა­ნობ და რისი გა­კე­თე­ბის სურ­ვი­ლი გაქვს?

- ისევ ახალ პრო­ექ­ტზე ვმუ­შა­ობ. რა ვქნა, ვერ ვჩერ­დე­ბი, მიყ­ვარს სა­კუ­თარ თავ­თან შე­ჯიბ­რე­ბა (იღი­მის).

- რო­გორ გგო­ნია, რა გან­სა­ზღვრავს მომ­ღერ­ლის პო­პუ­ლა­რო­ბის ხა­რისხს?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რთუ­ლია ამა­ზე ლა­პა­რა­კი, რად­გან შემ­სრუ­ლებ­ლის მხრი­დან გე­მოვ­ნე­ბი­სა და რე­პერ­ტუ­ა­რის სე­რი­ო­ზუ­ლი კრი­ზი­სია (სა­ბედ­ნი­ე­როდ, არ­სე­ბო­ბენ გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც). მსმე­ნე­ლის მხრი­დან კი ეს სა­კი­თხი პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლია მისი ინ­ტე­ლექ­ტის. სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ მენ­ტა­ლუ­რი ხარ­ვე­ზე­ბიც გვაქვს. ხან­და­ხან საკ­მა­რი­სია, ტან­საც­მე­ლი გა­ი­ხა­დო და უკვე პო­პუ­ლა­რუ­ლი ხარ. პი­რა­დად მე მინ­და, მის­მენ­დნენ და არა - მი­ყუ­რებ­დნენ. ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის ეპა­ტა­ჟუ­რო­ბა კი არა, მისი შე­მოქ­მე­დე­ბა უნდა გან­სა­ზღვრავ­დეს პო­პუ­ლა­რო­ბის ხა­რისხს.

- კლი­პი, ალ­ბო­მი, კონ­ცერ­ტი, გას­ტრო­ლი - ეს ყვე­ლა­ფე­რი ხომ სჭირ­დე­ბა მომ­ღე­რალს? რო­გორც ვიცი, ამის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დი.

- ძა­ლი­ან ბევ­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მაქვს, მაგ­რამ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, უა­რის თქმა მი­წევს. მაქვს პრე­ტენ­ზია, რომ ვა­კე­თებ ხა­რის­ხი­ან მუ­სი­კას და შე­სა­ბა­მი­სად, კონ­ცერ­ტი, რომ­ლის ჩა­ტა­რე­ბა­საც მთა­ვა­ზო­ბენ, ტექ­ნი­კუ­რად უნდა იყოს გა­მარ­თუ­ლი. ბო­ლოს და ბო­ლოს, ყვე­ლა­ფე­რი სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ თუ არ გახ­მო­ვან­და, შრო­მა წყალ­ში ჩა­იყ­რე­ბა. კლი­პის გა­და­ღე­ბა­ზე უკვე ვფიქ­რობ, ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა ალ­ბომს - ძა­ლი­ან მალე გა­მო­ვა ჩემი კონ­ცერ­ტის DVD.

- გული ხომ არ გწყდე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბა­დე?

- მხო­ლოდ იმი­ტომ მწყდე­ბა გული, რომ აქ კარგ მო­ნა­ცე­მებს შე­ნი­ვე სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ადა­მი­ა­ნე­ბი არ გპა­ტი­ო­ბენ და ცდი­ლო­ბენ, ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­გი­შა­ლონ ხელი. ერ­თმა­ნე­თის წარ­მა­ტე­ბით "დაგ­რუზ­ვის" მაჩ­ვე­ნებ­ლით გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგნ­ში შე­სა­ტა­ნი ერი ვართ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სი­კე­თეც არ­სე­ბობს და არის მი­ზე­ზე­ბი, რა­ტო­მაც მი­ხა­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვი­ბა­დე. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის­გან ვგრძნობ სიყ­ვა­რულს და მხარ­და­ჭე­რას. მე არა მარ­ტო ვმღე­რი, არა­მედ "ვა­კე­თებ" მუ­სი­კას, და­წე­რი­ლი მაქვს კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი, ასე­ვე, "ვმიქ­სავ" ან ვა­კე­თებ არან­ჟი­რე­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა მსმე­ნე­ლის რა­ო­დე­ნო­ბას, ზუს­ტად იმ­დე­ნი მსმე­ნე­ლი მყავს, რამ­დე­ნიც სა­ჭი­როა და ამით ბედ­ნი­ე­რი ვარ.

- ამას წი­ნათ სტე­ფა­ნემ "ფე­ის­ბუ­კის" სა­კუ­თარ გვერ­დზე დადო ფოტო, სა­დაც თქვე­ნი შვი­ლი - სტე­ფა­ნია იყო აღ­ბეჭ­დი­ლი. ფო­ტოს ასე­თი კო­მენ­ტა­რი ჰქონ­და: "ორი სა­ა­თი დედ-მა­მას ელო­დე­ბო­და, ხმა არ ამო­უ­ღია, ვმუ­შა­ობ­დით და..." ფო­ტო­ზე ჩანს, რომ ბავ­შვიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! მარ­თლაც, "ახა­ლი ხმის" კუ­ლი­სებ­ში იდგა და დედ-მა­მას მოთ­მი­ნე­ბით ელო­დე­ბო­და...

- სტე­ფა­ნია მა­მის პა­ტივ­სა­ცე­მად და­ვარ­ქვი. ძა­ლი­ან მა­გა­რი შვი­ლი მყავს, 4 წლის იყო, უკვე წერა-კი­თხვა რომ ის­წავ­ლა. უყ­ვარს სიმ­ღე­რა, ცეკ­ვა, ხატ­ვა. აქვს ძა­ლი­ან მა­გა­რი იუ­მო­რის გრძნო­ბა და სა­ოც­რად თბი­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე ბავ­შვია. ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა ბავ­შვიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო!, სტე­ფა­ნი­აც ამა­ყობს თა­ვი­სი დედ-მა­მით.

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები

მაია დარსმელიძე პირად ცხოვრებასა და დათო ფორჩხიძესთან დაპირისპირებაზე

მაია დარსმელიძე პირად ცხოვრებასა და დათო ფორჩხიძესთან დაპირისპირებაზე

"შემოქმედისთვის მთავარია აკეთო ის, რაც გულით გიყვარს და არა ის, რაც სხვას უყვარს. როდესაც აკეთებ იმას, რაც გულით გინდა, მხოლოდ მაშინ გამოდის შენი ნაშრომი ნამდვილი და მას სხვებიც იყვარებენ", - ამბობს მუსიკოსი მაია დარსმელიძე, რომელიც პოპულარულ პროექტში "ახალი ხმა" მონაწილეობს და როგორც მწვრთნელი, შოუსთვის ენერგიას არ ზოგავს, მაგრამ მაინც, მაიას მისამართით ხშირად კრიტიკაც ისმის. ვინაიდან ის კომერციული მუსიკოსი არ არის და როგორც მომღერალი, ეკრანზეც ხშირად არ ჩანს, ამბობენ, კვალიფიკაცია აკლიაო. თუმცა, ვინც მის შემოქმედებას იცნობს, სრულიად სხვაგვარი მოსაზრება აქვს...

- სიმღერა 6 წლის ასაკიდან დავიწყე. ბავშვისთვის შესაფერის სიმღერებს ვმღეროდი. სხვათა შორის, ჩემს 5 წლის შვილს გაცილებით უკეთესი მუსიკალური გემოვნება აქვს, ვიდრე მის ასაკში მე მქონდა (იღიმის). ჩემს შვილს მოსწონს დორსის, ჯოლინის, ბითლზის რეპერტუარი და, რა თქმა უნდა, ქართული "იავნანა".

- რა მუსიკალური განათლება გაქვს?

- ტრადიციული მუსიკალური განათლება მაქვს: მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე, შემდეგ მეორე სამუსიკო სასწავლებელში, ჯაზის განყოფილებაზე ვსწავლობდი.

- ადრეულ წლებში საერთაშორისო კონკურსებშიც მონაწილეობდი...

- მართალი ხარ, მაგრამ პირველი და ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც რუსთავის როკფესტივალში მონაწილეობა გახლდათ...

- როგორ გგონია, რომელი სიმღერით გაგიცნო ხალხმა?

- ის ნამუშევარი, რითიც ხალხმა გამიცნო, იმდენად არ მომწონს, რომ ამ თემაზე ლაპარაკიც არ მინდა. თავს მხოლოდ იმით ვიმშვიდებ, რომ ალანის მორისეტსაც აქვს ერთი-ორი მსგავსი მუსიკალური "ცოდვა" (იღიმის). კიდევ კარგი, მალე ჩემი პროექტის DVD გამოვა და მსმენელი ჩემს სათქმელს მიხვდება...

- ის, რასაც მღერი, არ არის "მასობრივი". შენს ადგილას, პოპულარობის გამო, ბევრი გადაკვალიფიცირდებოდა, სხვა ჟანრში დაიწყებდა მუშაობას.

- სხვა ქვეყანაში რომ მეცხოვრა, სადაც მუსიკალური ბაზარი დიდია და ყველა მიმდინარეობას თავისი მსმენელი ჰყავს, ძალიან პოპულარული ჩემი რეპერტუარითაც ვიქნებოდი. საქართველოში "მასობრივი" მომღერალი რომ იყო, ისეთი მუსიკა უნდა "აკეთო", რომელსაც არასოდეს შევასრულებ. ფულის საშოვნელად სხვა პროფესიას, მაგალითად, ოფიციანტობას უფრო დავთანხმდები, ვიდრე კომერციული მუსიკის "კეთებას"... მიხარია, რომ პროექტის - "ახალი ხმა" მწვრთნელი ვარ. ეს ერთგვარი ტრიბუნაა, საიდანაც ერთი ჟანრის მუსიკას მიჩვეულ მსმენელს რაღაც განსხვავებულსა და ხარისხიანს ვთავაზობ. მსიამოვნებს, რომ ჩემი მუსიკალური ხედვის გაზიარების საშუალება მეძლევა და ვისაც მოვწონვარ, ბოლომდე მომყვება, მენდობა. მარტივ მაგალითს მოვიყვან: სასტიკად არ მოეწონათ, როდესაც ჩემი ფავორიტი კონკურსანტის - მაგდა ვასაძის ("ახალი ხმის" I სეზონის მონაწილის) რეპერტუარში ჯილ სკოტის კომპოზიცია გაჟღერდა. ამბობდნენ: არ არის ჰიტი და რატომ ამღერაო? არადა, ამ ამბის შემდეგ, ხალხმა ეს ნამუშევარი თანდათან შეიყვარა, დამწყებმა შემსრულებლებმა სიამოვნებით აიტაცეს და თავიანთ რეპერტუარშიც შეიტანეს. მოკლედ, სულ სხვა სურათი გამოიკვეთა: ხალხი იღებს და გადასარევად იგებს კარგ მუსიკას, ანუ ჩვენზეა დამოკიდებული, მსმენელს რას შევთავაზებთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ჰიუსტონის რეპერტუარზე ვლაპარაკობ, იმას არ ვგულისხმობ, რომ ჰიუსტონი არ ვარგა (თავხედი უნდა ვიყო, ეს რომ ვთქვა), უბრალოდ, 20 წლის განმავლობაში ერთი და იგივე, კარგად დაზეპირებული რეპერტუარი აღარ უნდა გვინდოდეს. დროს უნდა ავყვეთ და ბოლოს და ბოლოს "შევიმჩნიოთ", რომ უამრავი სხვა სერიოზული შემსრულებელი, მუსიკოსი არსებობს და ამის ჩვენების საშუალებას "ახალი ხმა" მაძლევს. მიმაჩნია, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი!

- შენი მისამართით გამოთქმული ასეთი კრიტიკაც მსმენია: "ვის რა უნდა ურჩიოს, მაგის ნორმალურად ნამღერი არ მომისმენია"... როგორ ფიქრობ, შენი მისამართით რატომ ჩნდება ასეთი მოსაზრება?

- მგონია, რომ ასეთ რაღაცებს "კონკურენტები" ამბობენ ანუ ისინი, ვინც ჩემი მუსიკის პოპულარიზაციის შემთხვევაში, უბრალოდ შეიძლება, უმუშევრები დარჩნენ. ვისაც ჯანსაღი კონკურენცია არ შეუძლია და მუსიკით ვერ გეჯიბრება, იძულებულია, გაგლანძღოს. მათიც მესმის - უმუშევრობა ძნელია...

- რამ გამოიწვია შენსა და დათო ფორჩხიძეს შორის დაძაბულობა?

- ჯერჯერობით, კომენტარისგან თავს შევიკავებ. ძალიან ცუდად მეთამაშებიან და შეიძლება, ვიღაცას სერიოზულად და არგუმენტირებულად ვანანო ჩემს წინააღმდეგ წამოწყებული ეს "შავი კამპანია" და უკვე გინებით კი არ დავწერ სოციალურ ქსელში რაღაცებს, არამედ - ფაქტებით (იღიმის). ჩემი "უზრდელობით" გაოგნებულ ადამიანებს მინდა ვკითხო: ნუთუ არავის გაუჩნდა შეკითხვა, რატომ მაინცდამაინც მე აღმოვჩნდი ასეთ ამბებში გახვეული? რატომ არავინ იკითხა, რას შეიძლება გამოვეყვანე წონასწორობიდან ისე, რომ ასეთი მძაფრი სიტყვით "გამოვედი"? თუ ჩემს წინააღმდეგ მომართული ეს თითქმის ყოველდღიური ინტერვიუები გაგრძელდა, მეც მივცემ ერთ ვრცელ ინტერვიუს, ოღონდ - ამ ყველაფერს პრესკონფერენციის სახეს მივცემ.

- ცოტა ხნის წინ ორკესტრთან ერთად, სერიოზულ პროექტში მიიღე მონაწილეობა.

- პროექტი MaoBand & Georgia Phil-harmonic, Find Me, Here I Am, - ეს ჩემი ახდენილი ოცნებაა! ამ პროექტის იდეა ჩემს უსაყვარლეს მეგობარსა და უნიჭიერეს ადამიანს, ნიკოლოზ რაჭველს ეკუთვნის. ნიკას მოსმენილი ჰქონდა ჩემი დაწერილი კომპოზიცები, თან - იმ პერიოდში მყავდა ელექტრონული "ლაივ" ბენდი (MaoBand) და ერთ მშვენიერ დღეს, ჩემთან სტუმრობისას, მან სპონტანურად შემომთავაზა მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების ოცნების განხორციელება და საქართველოში მართლაც პირველად გაჟღერდა ელექტრონული და სიმფონიური მუსიკის სინთეზი; ასევე საქართველოში პირველად, სცენაზე იდგა ყურსასმენიანი დიჯეი-დირიჟორი. ამ პროექტის პროდიუსერობა სტეფანემ ითავა. აქვე მინდა ვთქვა, რომ მან პროექტის პროდიუსერობით ზოგადად, პროდიუსინგის უმაღლესი დონის მასტერკლასი ჩაატარა. კონცერტს დიდი წარმატება ჰქონდა. სპეციალურად ამ პროექტისთვის ლონდონიდან ჩამოვიყვანეთ ხმის რეჟისორი, ჩვენი მეგობარი - ჟერარ ალბო. ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ ვითანამშრომლე ადამიანთან, რომელიც მუშაობდა ემი უაინჰაუსთან, როიშინ მერფისთან და კიდევ სხვა მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან. ასევე არ შემიძლია, არ დაგისახელოთ არაჩვეულებრივი მუსიკოსები: ლევან აბშილავა, შაკო ღელეყვა და ამირან დიასამიძე, რომლებთანაც მუშაობა უდიდესი სიამოვნება და მაქსიმალური კომფორტია. ეს კონცერტი იმიტომ გამოვიდა ასეთი ნამდვილი, რომ დიდი სამეგობრო გავერთიანდით და ამ ნაშრომში ყველამ თავისი წილი სიყვარული ჩადო. ბოროტებმა წერონ და იკითხონ, თუ რა გააკეთა დარსმელიძემ, მე კი ზუსტად ვიცი, რა გავაკეთე და ვისაც აინტერესებს - ძიებაში მხოლოდ ერთი სიტყვა MaoBand ჩაწეროს, "იუთუბიზე".

- ახლა რას საქმიანობ და რისი გაკეთების სურვილი გაქვს?

- ისევ ახალ პროექტზე ვმუშაობ. რა ვქნა, ვერ ვჩერდები, მიყვარს საკუთარ თავთან შეჯიბრება (იღიმის).

- როგორ გგონია, რა განსაზღვრავს მომღერლის პოპულარობის ხარისხს?

- საქართველოში რთულია ამაზე ლაპარაკი, რადგან შემსრულებლის მხრიდან გემოვნებისა და რეპერტუარის სერიოზული კრიზისია (საბედნიეროდ, არსებობენ გამონაკლისებიც). მსმენელის მხრიდან კი ეს საკითხი პირდაპირპროპორციულია მისი ინტელექტის. სამწუხაროა, მაგრამ მენტალური ხარვეზებიც გვაქვს. ხანდახან საკმარისია, ტანსაცმელი გაიხადო და უკვე პოპულარული ხარ. პირადად მე მინდა, მისმენდნენ და არა - მიყურებდნენ. ხელოვანი ადამიანის ეპატაჟურობა კი არა, მისი შემოქმედება უნდა განსაზღვრავდეს პოპულარობის ხარისხს.

- კლიპი, ალბომი, კონცერტი, გასტროლი - ეს ყველაფერი ხომ სჭირდება მომღერალს? როგორც ვიცი, ამის ნაკლებობას განიცდი.

- ძალიან ბევრი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მაქვს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, უარის თქმა მიწევს. მაქვს პრეტენზია, რომ ვაკეთებ ხარისხიან მუსიკას და შესაბამისად, კონცერტი, რომლის ჩატარებასაც მთავაზობენ, ტექნიკურად უნდა იყოს გამართული. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი საჭიროებისამებრ თუ არ გახმოვანდა, შრომა წყალში ჩაიყრება. კლიპის გადაღებაზე უკვე ვფიქრობ, ხოლო რაც შეეხება ალბომს - ძალიან მალე გამოვა ჩემი კონცერტის DVD.

- გული ხომ არ გწყდება, რომ საქართველოში დაიბადე?

- მხოლოდ იმიტომ მწყდება გული, რომ აქ კარგ მონაცემებს შენივე სფეროში მოღვაწე ადამიანები არ გპატიობენ და ცდილობენ, ყველანაირად შეგიშალონ ხელი. ერთმანეთის წარმატებით "დაგრუზვის" მაჩვენებლით გინესის რეკორდების წიგნში შესატანი ერი ვართ. საბედნიეროდ, სიკეთეც არსებობს და არის მიზეზები, რატომაც მიხარია, რომ საქართველოში დავიბადე. უამრავი ადამიანისგან ვგრძნობ სიყვარულს და მხარდაჭერას. მე არა მარტო ვმღერი, არამედ "ვაკეთებ" მუსიკას, დაწერილი მაქვს კომპოზიციები, ასევე, "ვმიქსავ" ან ვაკეთებ არანჟირებას. რაც შეეხება მსმენელის რაოდენობას, ზუსტად იმდენი მსმენელი მყავს, რამდენიც საჭიროა და ამით ბედნიერი ვარ.

- ამას წინათ სტეფანემ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დადო ფოტო, სადაც თქვენი შვილი - სტეფანია იყო აღბეჭდილი. ფოტოს ასეთი კომენტარი ჰქონდა: "ორი საათი დედ-მამას ელოდებოდა, ხმა არ ამოუღია, ვმუშაობდით და..." ფოტოზე ჩანს, რომ ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! მართლაც, "ახალი ხმის" კულისებში იდგა და დედ-მამას მოთმინებით ელოდებოდა...

- სტეფანია მამის პატივსაცემად დავარქვი. ძალიან მაგარი შვილი მყავს, 4 წლის იყო, უკვე წერა-კითხვა რომ ისწავლა. უყვარს სიმღერა, ცეკვა, ხატვა. აქვს ძალიან მაგარი იუმორის გრძნობა და საოცრად თბილი, მოსიყვარულე ბავშვია. ისევე, როგორც ყველა ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო!, სტეფანიაც ამაყობს თავისი დედ-მამით.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება