მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
BBC: 10 რამ, რის გამოც ქართველებს მიხეილ სააკაშვილი ახსოვთ
BBC: 10 რამ, რის გამოც ქართველებს მიხეილ სააკაშვილი ახსოვთ

"10 რამ, რის გა­მოც ქარ­თვე­ლებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ახ­სოვთ" - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას "ბი ბი სი"-ს რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი წერს, 20013 წლის 27 ოქ­ტომ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტარ­და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, რომ­ლი­თაც დას­რულ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, იგი­ვე მი­შას (რო­გორც მას ბევ­რი მო­იხ­სე­ნი­ებს) მმარ­თვე­ლო­ბის ეპო­ქა. ავ­ტო­რი აკე­თებს ჩა­მო­ნათ­ვალს, რით და­ა­მახ­სოვ­რდა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას სა­ა­კაშ­ვი­ლი.

1. ვარ­დი და ჩაი - 2003 წლის ნო­ემ­ბერ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ­ში მიმ­დი­ნა­რე ხან­გრძლი­ვი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის შემ­დეგ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად შე­იჭ­რა პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში. ამ დროს იქ სი­ტყვით მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე გა­მო­დი­ო­და. დაც­ვამ შე­ვარ­დნა­ძე სას­წრა­ფოდ გა­ა­რი­და სი­ტუ­ა­ცი­ას, ხოლო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ავი­და ტრი­ბუ­ნა­ზე და ის ჩაი და­ლია, რო­მე­ლიც ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს ტრი­ბუ­ნა­ზე დარ­ჩა.

2. "არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი რე­ვო­ლუ­ცია" - "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" მთავ­რო­ბა ყო­ველ­თვის ამა­ყობ­და ახა­ლი გზე­ბით და შე­ნო­ბე­ბით. რო­გორც წესი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ყვე­ლა­ზე გრან­დი­ო­ზუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გახ­სნა უყ­ვარ­და. ამას­თან, პრე­ზი­დენ­ტი ითხოვ­და, მშე­ნებ­ლო­ბე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრაფ ტემპში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო. სა­ა­კაშ­ვილს არა მხო­ლოდ უყ­ვარ­და "ლენ­ტის გაჭ­რა", არა­მედ თვი­თო­ნაც იყო ინი­ცი­ა­ტო­რი არა­ერ­თი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ნა­გე­ბო­ბის. ბა­თუმ­ში, თბი­ლის­ში და სხვა ქა­ლა­ქებ­ში აშე­ნე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბი არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა კრი­ტი­კის მი­ზე­ზი.

3. "ფა­სა­დუ­რი დე­მოკ­რა­ტია" - ქუ­თა­ის­ში პარ­ლა­მენ­ტის ახა­ლი შე­ნო­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ა­მა­ყე იყო. სწო­რედ ამ ქა­ლაქ­ში გა­და­წყვი­ტა სა­ა­კაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. პრე­ზი­დენ­ტი ამ­ბობ­და, რომ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა იყო სა­ქარ­თვე­ლოს გამჭვირ­ვა­ლო­ბის სიმ­ბო­ლო. ბევ­რი კი თვლის, რომ პოს­ტრე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტია და გამჭვირ­ვა­ლო­ბა არ გას­ცდე­ნია ახა­ლი შე­ნო­ბე­ბის ფა­სა­დებს.

4. ქარ­თუ­ლი ტუ­რიზ­მი - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს არა­ერ­თხელ გა­უ­კე­თე­ბია დე­მონ­სტრი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის. ქვეყ­ნის მე­თა­უ­რი სხვა­დას­ხვა კუ­თხის მწვერ­ვა­ლებს იპყრობ­და.

5. სა­ა­კაშ­ვი­ლი მეღ­ვი­ნე - სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტა არა მხო­ლოდ ტუ­რიზ­მის, არა­მედ მეღ­ვი­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბაც. წელს მას სა­კუ­თარ მა­მულ­ში, ყვა­რელ­ში ყუ­რძნის და­წურ­ვა­ში უკ­რა­ი­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი და სა­ა­კაშ­ვი­ლის უმ­ცრო­სი შვი­ლის, ნი­კო­ლო­ზის ნათ­ლია ვლა­დი­მერ იუ­შენ­კო ეხ­მა­რე­ბო­და.

6. "მენ­ტა­ლუ­რი რე­ვო­ლუ­ცია" - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მომ­ხრე­ე­ბი და პრე­ზი­დენ­ტი­სად­მი სიმ­პა­თი­ე­ბით გან­წყო­ბი­ლი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის დროს სა­ქარ­თვე­ლო სხვა­ნა­ი­რი ქვე­ყა­ნა არა მხო­ლოდ ახა­ლი გზე­ბის და გა­ნა­თე­ბუ­ლი ქუ­ჩე­ბის გამო გახ­და. ისი­ნი ამ­ბობ­დნენ, რომ მთა­ვა­რი ბრძო­ლა, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნ­დმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, ეს იყო ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის" და კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა. თუმ­ცა, სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ კრი­მი­ნა­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი "ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტო­ბის" შე­დე­გად მოხ­და ის, რომ ცი­ხე­ე­ბი პა­ტიმ­რე­ბით გა­და­იტ­ვირ­თა. სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი მთავ­რო­ბა კი ადა­მი­ა­ნის უფე­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს.

7. ჰალ­სტუ­ხის და­ღეჭ­ვა - "ბი ბი სი"-ის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რი, სა­დაც 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დროს სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­კუ­თარ ჰალ­სტუხს ღე­ჭავს, სწრა­ფად აი­ტა­ცა რუ­სულ­მა მე­დი­ამ. ეს კად­რი ხუმ­რო­ბის სა­გა­ნი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო არა მხო­ლოდ რუ­სეთ­ში, არა­მედ თა­ვად სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

8. "მე­ქალ­თა­ნე" - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა გან­ხილ­ვის სა­გა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ცე­ცხლზე ნავთს ას­ხამ­და ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც სა­ა­კაშ­ვი­ლი აღ­ბეჭ­დი­ლი იყო გა­მომ­წვე­ვად ჩაც­მუ­ლი რუსი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის, ასე­ვე ცნო­ბი­ლი გერ­მა­ნე­ლი მა­სა­ჟის­ტის გა­რე­მოც­ვა­ში. ად­გი­ლობ­რი­ვი პრე­სა არა­ერ­თხელ აღ­ნიშ­ნავ­და, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უყ­ვარს ლა­მა­ზი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ყოფ­ნა არა მხო­ლოდ ვი­ზი­ტე­ბის დროს, არა­მედ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის და­კომ­პლექ­ტე­ბის დრო­საც.

9. ფული და ბო­ტოქ­სი - იმ დროს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ერთი ნა­წი­ლი მისი ქვეყ­ნის ქა­რიზ­მა­ტუ­რი ლი­დე­რის უცხო­ეთ­ში გა­მოს­ვლებს სი­ა­მა­ყით ადვ­ნებ­და თვალს, მე­ო­რე ნა­წი­ლი მას სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბის გაფ­ლან­გვა­ში სდებ­და ბრალს. ქარ­თულ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა 2009 და 2011 წლებ­ში, 11 ათას ევ­რო­ზე მეტი ბო­ტოქ­სის ინექ­ცი­ე­ბის­თვის და­ხარ­ჯა. თუმ­ცა ეს ბრალ­დე­ბე­ბი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა უარ­ყო.

10. სა­ა­კაშ­ვი­ლი - უყ­ვართ, ან სძულთ - რო­გორ შევა ის ის­ტო­რი­ა­ში, ამას დროს აჩ­ვე­ნებს. სა­ერ­თო ჯამ­ში, თით­ქმის 10 წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ძნე­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მისი მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­ფა­სე­ბი­სას მხრებს აი­ჩე­ჩავს - ის ან უყ­ვართ, ან სძულთ. სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ერთი ნა­წი­ლის­თვის ის რჩე­ბა ქვეყ­ნის კო­რუფ­ცი­ის­გან და კრი­მი­ნა­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიმ­ბო­ლოდ. თუმ­ცა დიდი ნა­წი­ლის­თვის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წას­ვლა ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის ეპო­ქის, პო­ლი­ცი­უ­რი სა­ხელ­მწი­ფოს დას­რუ­ლე­ბაა.

ნანა ხი­დე­შე­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

BBC: 10 რამ, რის გამოც ქართველებს მიხეილ სააკაშვილი ახსოვთ

BBC: 10 რამ, რის გამოც ქართველებს მიხეილ სააკაშვილი ახსოვთ

"10 რამ, რის გამოც ქართველებს მიხეილ სააკაშვილი ახსოვთ" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას "ბი ბი სი"-ს რუსული გამოცემა.

როგორც ჟურნალისტი წერს, 20013 წლის 27 ოქტომბერს, საქართველოში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომლითაც დასრულდა მიხეილ სააკაშვილის, იგივე მიშას (როგორც მას ბევრი მოიხსენიებს) მმართველობის ეპოქა. ავტორი აკეთებს ჩამონათვალს, რით დაამახსოვრდა საქართველოს მოსახლეობას სააკაშვილი.

1. ვარდი და ჩაი - 2003 წლის ნოემბერში, საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე ხანგრძლივი საპროტესტო აქციების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი თანამოაზრეებთან ერთად შეიჭრა პარლამენტის შენობაში. ამ დროს იქ სიტყვით მაშინდელი პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე გამოდიოდა. დაცვამ შევარდნაძე სასწრაფოდ გაარიდა სიტუაციას, ხოლო მიხეილ სააკაშვილი ავიდა ტრიბუნაზე და ის ჩაი დალია, რომელიც ედუარდ შევარდნაძეს ტრიბუნაზე დარჩა.

2. "არქიტექტურული რევოლუცია" - "ვარდების რევოლუციის" მთავრობა ყოველთვის ამაყობდა ახალი გზებით და შენობებით. როგორც წესი, მიხეილ სააკაშვილს ყველაზე გრანდიოზული პროექტების გახსნა უყვარდა. ამასთან, პრეზიდენტი ითხოვდა, მშენებლობები მაქსიმალურად სწრაფ ტემპში განხორციელებულიყო. სააკაშვილს არა მხოლოდ უყვარდა "ლენტის გაჭრა", არამედ თვითონაც იყო ინიციატორი არაერთი არქიტექტურული ნაგებობის. ბათუმში, თბილისში და სხვა ქალაქებში აშენებული შენობები არაერთხელ გამხდარა კრიტიკის მიზეზი.

3. "ფასადური დემოკრატია" - ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობა სააკაშვილის განსაკუთრებული სიამაყე იყო. სწორედ ამ ქალაქში გადაწყვიტა სააკაშვილმა პარლამენტის სხდომების ჩატარება. პრეზიდენტი ამბობდა, რომ პარლამენტის შენობა იყო საქართველოს გამჭვირვალობის სიმბოლო. ბევრი კი თვლის, რომ პოსტრევოლუციური საქართველოს დემოკრატია და გამჭვირვალობა არ გასცდენია ახალი შენობების ფასადებს.

4. ქართული ტურიზმი - მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ გაუკეთებია დემონსტრირება საქართველოს ტურისტული პოტენციალის. ქვეყნის მეთაური სხვადასხვა კუთხის მწვერვალებს იპყრობდა.

5. სააკაშვილი მეღვინე - სააკაშვილმა გადაწყვიტა არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ მეღვინეობის განვითარებაც. წელს მას საკუთარ მამულში, ყვარელში ყურძნის დაწურვაში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი და სააკაშვილის უმცროსი შვილის, ნიკოლოზის ნათლია ვლადიმერ იუშენკო ეხმარებოდა.

6. "მენტალური რევოლუცია" - მიხეილ სააკაშვილის მომხრეები და პრეზიდენტისადმი სიმპათიებით განწყობილი ანალიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველო სხვანაირი ქვეყანა არა მხოლოდ ახალი გზების და განათებული ქუჩების გამო გახდა. ისინი ამბობდნენ, რომ მთავარი ბრძოლა, რომელიც სააკაშვილის გუნდმა განახორციელა, ეს იყო ე.წ. კანონიერი ქურდების" და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. თუმცა, სააკაშვილის მიერ კრიმინალის წინააღმდეგ გამოცხადებული "ნულოვანი ტოლერანტობის" შედეგად მოხდა ის, რომ ციხეები პატიმრებით გადაიტვირთა. სააკაშვილი და მისი მთავრობა კი ადამიანის უფელებების დარღვევაში დაადანაშაულეს.

7. ჰალსტუხის დაღეჭვა - "ბი ბი სი"-ის მიერ გადაღებული კადრი, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სააკაშვილი საკუთარ ჰალსტუხს ღეჭავს, სწრაფად აიტაცა რუსულმა მედიამ. ეს კადრი ხუმრობის საგანი დიდი ხნის განმავლობაში იყო არა მხოლოდ რუსეთში, არამედ თავად საქართველოშიც.

8. "მექალთანე" - მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრებაც არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი საქართველოში. ცეცხლზე ნავთს ასხამდა ფოტოები, სადაც სააკაშვილი აღბეჭდილი იყო გამომწვევად ჩაცმული რუსი ჟურნალისტების, ასევე ცნობილი გერმანელი მასაჟისტის გარემოცვაში. ადგილობრივი პრესა არაერთხელ აღნიშნავდა, რომ მიხეილ სააკაშვილს უყვარს ლამაზი ქალბატონების გარემოცვაში ყოფნა არა მხოლოდ ვიზიტების დროს, არამედ მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტების დროსაც.

9. ფული და ბოტოქსი - იმ დროს, როდესაც საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილი მისი ქვეყნის ქარიზმატური ლიდერის უცხოეთში გამოსვლებს სიამაყით ადვნებდა თვალს, მეორე ნაწილი მას საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში სდებდა ბრალს. ქართულ მედიაში გავრცელდა დოკუმენტები, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილმა 2009 და 2011 წლებში, 11 ათას ევროზე მეტი ბოტოქსის ინექციებისთვის დახარჯა. თუმცა ეს ბრალდებები მიხეილ სააკაშვილმა უარყო.

10. სააკაშვილი - უყვართ, ან სძულთ - როგორ შევა ის ისტორიაში, ამას დროს აჩვენებს. საერთო ჯამში, თითქმის 10 წლიანი მმართველობის შემდეგ, საქართველოში ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელიც მისი მოღვაწეობის შეფასებისას მხრებს აიჩეჩავს - ის ან უყვართ, ან სძულთ. საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილისთვის ის რჩება ქვეყნის კორუფციისგან და კრიმინალისგან გათავისუფლების სიმბოლოდ. თუმცა დიდი ნაწილისთვის მიხეილ სააკაშვილის წასვლა ავტორიტარული მმართველობის ეპოქის, პოლიციური სახელმწიფოს დასრულებაა.

ნანა ხიდეშელი

"ხვალიდან, 3 ღამე ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში იმოძრავებს" - კახა კალაძე

LIVE - Newsroom-ის სტუმარია "ძალა ერთობაშიას" წევრი მურმან დუმბაძე

"საღამოს ნიუსრუმი" ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ეთერში!