პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალი უფროსი გიორგი მარგველაშვილის მეორე ცოლის ძმაა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალი უფროსი გიორგი მარგველაშვილის მეორე ცოლის ძმაა

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მო­მა­ვა­ლი უფ­რო­სი ლაშა აბა­ში­ძე გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მე­ო­რე ცო­ლის ძმაა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა "ამ­ბე­ბი.გე"-მ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის პრეს­სამ­სა­ხურ­ში სცა­და, თუმ­ცა მათ ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი არ ისურ­ვეს.

რო­გორც მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის პიარ კამ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, შალ­ვა რა­მიშ­ვილ­მა "ამ­ბე­ბი.გე"-ს გა­ნუ­ცხა­და, ლაშა აბა­ში­ძე ძა­ლი­ან მალე მე­დი­ის­თვის პრე­კონ­ფე­რენ­ცი­ის გა­მარ­თვას გეგ­მავს.

"ლაშა აბა­ში­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტარს მე არ ვა­კე­თებ. ძა­ლი­ან მალე თვი­თონ გა­მო­ვა და გა­ა­კე­თებს გან­ცხა­დე­ბას და ყვე­ლა ჟურ­ნა­ლისტს ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, და­უს­ვას კი­თხვა, მათ შო­რის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზეც", - გა­ნა­ცხა­და რა­მიშ­ვილ­მა.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის პრეს­სამ­სა­ხურ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მო­მა­ვა­ლი უფ­რო­სის, ლაშა აბა­ში­ძის შე­სა­ხებ დღეს მხო­ლოდ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა.

ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, 2010-2012 წლებ­ში ლაშა აბა­ში­ძე ლონ­დო­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სურ ინ­სტი­ტუ­ტში მუ­შა­ობ­და. ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის პრო­ფი­ლი საკ­რე­დი­ტო და სა­ინ­ვეს­ტი­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვაა. ლაშა აბა­ში­ძე იყო ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის უფ­რო­სი/აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას უწევ­და კომ­პა­ნი­ის ძი­რი­თად სა­ფი­ნან­სო-სა­ო­პე­რა­ციო საქ­მი­ა­ნო­ბას; ზე­დამ­ხედ­ვე­ლობ­და კომ­პა­ნი­ის სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­უ­ლებს, იუ­რი­დი­ულ, სა­კად­რო, რის­კე­ბი­სა და ფი­ნან­სურ დე­პარ­ტა­მენ­ტებს, ან­გა­რი­შე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, აკონ­ტრო­ებ­და ბი­უ­ჯეტს და უზ­რუნ­ველ­ყოფ­და მისი პა­რა­მეტ­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბას.

2007-2010 წლებ­ში ლაშა აბა­ში­ძე იყო "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის" ოპე­რა­ცი­ა­თა მარ­თვის და შეს­ყიდ­ვე­ბის სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სი.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­ნათ­ლე­ბას, ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, 2004-2005 წლებ­ში ლაშა აბა­ში­ძე სწავ­ლობ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა ინ­სტი­ტუ­ტში (GIPA) და მი­ი­ღო სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლო­ბის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი; 2004 წელს და­ამ­თავ­რა ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის იუ­რის­ტის სპე­ცი­ა­ლო­ბით, ხოლო 2011 წელს დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­ი­ა­რა ფი­ნან­სუ­რი მარ­თვი­სა და აღ­რი­ცხვის სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი პროგ­რა­მა.

იყო გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს შიდა აუ­დი­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი, კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სა­არ­ჩევ­ნო ფონ­დის მმარ­თვე­ლი, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ცეს­კო­ში.

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მო­მა­ვა­ლი უფ­რო­სი ფლობს ქარ­თულ, ინ­გლი­სურ და რუ­სულ ენებს.

თეა ბი­თა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალი უფროსი გიორგი მარგველაშვილის მეორე ცოლის ძმაა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალი უფროსი გიორგი მარგველაშვილის მეორე ცოლის ძმაა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალი უფროსი ლაშა აბაშიძე გიორგი მარგველაშვილის მეორე ცოლის ძმაა.

გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება "ამბები.გე"-მ მარგველაშვილის პრესსამსახურში სცადა, თუმცა მათ ამ თემაზე საუბარი არ ისურვეს.

როგორც მარგველაშვილის პიარ კამპანიის ხელმძღვანელმა, შალვა რამიშვილმა "ამბები.გე"-ს განუცხადა, ლაშა აბაშიძე ძალიან მალე მედიისთვის პრეკონფერენციის გამართვას გეგმავს.

"ლაშა აბაშიძესთან დაკავშირებით კომენტარს მე არ ვაკეთებ. ძალიან მალე თვითონ გამოვა და გააკეთებს განცხადებას და ყველა ჟურნალისტს ექნება საშუალება, დაუსვას კითხვა, მათ შორის პირად ცხოვრებაზეც", - განაცხადა რამიშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალი უფროსის, ლაშა აბაშიძის შესახებ დღეს მხოლოდ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.

ბიოგრაფიული მონაცემების თანახმად, 2010-2012 წლებში ლაშა აბაშიძე ლონდონის საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობდა. ფინანსური ინსტიტუტის პროფილი საკრედიტო და საინვესტიციო მომსახურების გაწევაა. ლაშა აბაშიძე იყო ბიზნესის განვითარების უფროსი/აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და ზედამხედველობას უწევდა კომპანიის ძირითად საფინანსო-საოპერაციო საქმიანობას; ზედამხედველობდა კომპანიის სტრუქტურულ ერთეულებს, იურიდიულ, საკადრო, რისკებისა და ფინანსურ დეპარტამენტებს, ანგარიშების შესრულებას, აკონტროებდა ბიუჯეტს და უზრუნველყოფდა მისი პარამეტრების შესრულებას.

2007-2010 წლებში ლაშა აბაშიძე იყო "საქართველოს რკინიგზის" ოპერაციათა მართვის და შესყიდვების სააგენტოს უფროსი.

რაც შეეხება განათლებას, ბიოგრაფიული მონაცემების თანახმად, 2004-2005 წლებში ლაშა აბაშიძე სწავლობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) და მიიღო სახელმწიფო მმართველობის მაგისტრის ხარისხი; 2004 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის იურისტის სპეციალობით, ხოლო 2011 წელს დიდ ბრიტანეთში გაიარა ფინანსური მართვისა და აღრიცხვის სპეციალიზებული პროგრამა.

იყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო ფონდის მმართველი, მარგველაშვილის წარმომადგენელი ცესკოში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალი უფროსი ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

თეა ბითაძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია