მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დახურავს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი ”წითელ ზონას”
დახურავს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი ”წითელ ზონას”

სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა გოგი გვა­ხა­რი­ას სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა "წი­თე­ლი ზონა" და­ხუ­რა. გა­და­ცე­მის "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პირ­ვე­ლი დე­კემ­ბრი­დან "წი­თე­ლი ზონა"იხუ­რე­ბა. თუმ­ცა, გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი ამ­ბობს, რომ რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას" აქამ­დე არ მი­უ­ღია ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე.

გა­და­ცე­მის და­ხურ­ვის სა­კითხს გოგი გვა­ხა­რია სა­კუ­თა­რი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

"ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა მხარ­და­ჭე­რის­თვის. არა მგო­ნია პრო­ტესტს აზრი ჰქონ­დეს, სა­ნამ არ ამოქ­მედ­დე­ბა ახა­ლი კა­ნო­ნი საზ­მა­უ­წყებ­ლის შე­სა­ხებ და სა­ნამ საზ­მა­უ­წყებ­ლის მე­ნე­ჯმენ­ტი არ შე­იც­ვლე­ბა. ამ მე­ნე­ჯმენ­ტმა ისიც კი ვერ მო­ა­ხერ­ხა, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­ე­ტყო­ბი­ნე­ბი­ნათ ჩვენ­თვის გა­და­ცე­მის და­ხურ­ვის შე­სა­ხებ. უფრო მე­ტიც, "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას" აქამ­დე არ მი­უ­ღია ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე",- და­წე­რა გვა­ხა­რი­ამ.

არ­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­და­ცე­მის მხარ­და­სა­ჭე­რი აქ­ცია უკვე და­ი­გეგ­მა. აქ­ცია სა­ხელ­წო­დე­ბით "პრო­ტეს­ტი "წი­თე­ლი ზო­ნის" და­ხურ­ვის გამო" დღეს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან გა­ი­მარ­თე­ბა.

"სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყებლმა და­ხუ­რა გა­და­ცე­მა "წი­თე­ლი ზონა". მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვიკ­რი­ბე­ბით ტე­ლე­ვი­ზი­ის შე­ნო­ბას­თან 18 სა­ათ­ზე! წი­თე­ლი ბა­რა­თი ტე­ლე­ვი­ზი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას!!!" - ნათ­ქვა­მია საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის ანონსში.

გა­და­ცე­მის და­ხურ­ვის მი­ზე­ზად არ­ხის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი თა­მაზ ტყე­მა­ლა­ძე ფი­ნან­სურ პრობ­ლე­მებს ასა­ხე­ლებს. ტყე­მა­ლა­ძეს სურს არ­ხის­თვის შე­და­რე­ბით ია­ფ­ფა­სი­ა­ნი გა­და­ცე­მა მომ­ზად­დეს.

აღ­მოჩ­ნდა, რომ რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა" და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ერ­თობ­ლივ­მა პრო­ექ­ტმა, შე­საძ­ლოა იგი­ვე ბედი გა­ი­ზი­ა­როს, რაც გა­და­ცე­მებ­მა - "აქ­ცენ­ტე­ბი" და დი­ა­ლო­გი". ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის - ეკა კვე­სი­ტა­ძის და და­ვით პა­ი­ჭა­ძის გა­და­ცე­მე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა სექ­ტემ­ბერ­ში და­ხუ­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის შემ­დეგ, "წი­თე­ლი ზო­ნის" და­ხურ­ვა-არ­და­ხურ­ვის შე­სა­ხებ კი­თხვე­ბი გა­და­ცე­მის ერ­თგულ მა­ყუ­რე­ბელ­ში მა­შინ­ვე გაჩ­ნდა. თუმ­ცა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას მა­შინ "წი­თე­ლი ზონა" არ უხ­სე­ნე­ბია.

წელს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­მა გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით შემ­ცი­რე­ბუ­ლი ბი­უ­ჯე­ტი მი­ი­ღო. ცნო­ბი­ლია ისიც, რომ არხს ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი აქვს. მაგ­რამ ეს კრი­ზი­სი მა­უ­წყე­ბელ­ში არც "წი­თე­ლი ზო­ნით" და­წყე­ბუ­ლა და სა­ვა­რა­უ­დოდ, არც მისი და­ხურ­ვით დამ­თავ­რდე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ მა­უ­წყე­ბე­ლი ეკო­ნო­მი­ას ხა­რის­ხის ხარ­ჯზე აკე­თებს.

თა­მაზ ტყე­მა­ლა­ძე მა­უ­წყებ­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლად სა­მე­უ­რე­ვო საბ­ჭომ 2013 წლის 6 სექ­ტემ­ბერს მას შემ­დეგ და­ამ­ტკი­ცა, რაც დი­რექ­ტორ გი­ორ­გი ბა­რა­თაშ­ვილს უნ­დობ­ლო­ბა გა­მო­უ­ცხა­და.

ცნო­ბი­ლია, რომ გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" და­ფი­ნან­სე­ბა წელს 17 მლნ 800 ათა­სი ლა­რით შემ­ცირ­და და მისი ბი­უ­ჯე­ტი 31 მლნ 100 ათა­სი ლა­რია.

დახურავს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი ”წითელ ზონას”

დახურავს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი ”წითელ ზონას”

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გოგი გვახარიას საავტორო გადაცემა "წითელი ზონა" დახურა. გადაცემის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან "წითელი ზონა"იხურება. თუმცა, გადაცემის წამყვანი ამბობს, რომ  რადიო თავისუფლებას" აქამდე არ მიუღია ოფიციალური წერილი ხელშეკრულების დარღვევაზე.

გადაცემის დახურვის საკითხს გოგი გვახარია საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე გამოეხმაურა:

”ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. არა მგონია პროტესტს აზრი ჰქონდეს, სანამ არ ამოქმედდება ახალი კანონი საზმაუწყებლის შესახებ და სანამ საზმაუწყებლის მენეჯმენტი არ შეიცვლება. ამ მენეჯმენტმა ისიც კი ვერ მოახერხა, რომ ოფიციალურად შეეტყობინებინათ ჩვენთვის გადაცემის დახურვის შესახებ. უფრო მეტიც, "რადიო თავისუფლებას" აქამდე არ მიუღია ოფიციალური წერილი ხელშეკრულების დარღვევაზე”,- დაწერა გვახარიამ.

არხის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად სოციალური ქსელით გადაცემის მხარდასაჭერი აქცია უკვე დაიგეგმა. აქცია სახელწოდებით "პროტესტი  "წითელი ზონის" დახურვის გამო" დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან გაიმართება.

"საზოგადოებრივმა მაუწყებლმა დახურა გადაცემა "წითელი ზონა". მოქალაქეები ვიკრიბებით ტელევიზიის შენობასთან 18 საათზე! წითელი ბარათი ტელევიზიის ადმინისტრაციას!!!" - ნათქვამია საპროტესტო აქციის ანონსში.

გადაცემის დახურვის მიზეზად არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ტყემალაძე ფინანსურ პრობლემებს ასახელებს. ტყემალაძეს სურს  არხისთვის შედარებით იაფფასიანი გადაცემა მომზადდეს.

აღმოჩნდა, რომ  რადიო "თავისუფლებისა" და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივმა პროექტმა, შესაძლოა იგივე ბედი გაიზიაროს, რაც  გადაცემებმა - "აქცენტები" და დიალოგი". ჟურნალისტების - ეკა კვესიტაძის და დავით პაიჭაძის გადაცემები  საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სექტემბერში დახურა.  აღნიშნული ფაქტის შემდეგ,  "წითელი ზონის" დახურვა-არდახურვის შესახებ კითხვები  გადაცემის ერთგულ მაყურებელში მაშინვე გაჩნდა. თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას მაშინ "წითელი ზონა" არ უხსენებია.

წელს საზოგადოებრივ მაუწყებელმა გასულ წელთან შედარებით შემცირებული ბიუჯეტი მიიღო.  ცნობილია ისიც, რომ არხს ფინანსური კრიზისი აქვს.  მაგრამ ეს კრიზისი მაუწყებელში არც "წითელი ზონით" დაწყებულა და სავარაუდოდ, არც მისი დახურვით დამთავრდება. საზოგადოების ნაწილს რჩება შთაბეჭდილება, რომ მაუწყებელი ეკონომიას ხარისხის ხარჯზე აკეთებს.

თამაზ ტყემალაძე მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად სამეურევო საბჭომ 2013 წლის 6 სექტემბერს მას შემდეგ დაამტკიცა, რაც დირექტორ გიორგი ბარათაშვილს უნდობლობა გამოუცხადა.

ცნობილია, რომ გასულ წელთან შედარებით ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” დაფინანსება წელს 17 მლნ 800 ათასი ლარით შემცირდა და  მისი ბიუჯეტი 31 მლნ 100 ათასი ლარია.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები