პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Financial Times - სააკაშვილის დაპატიმრება საქართველოს რუსეთის ორბიტისკენ უბიძგებს
Financial Times - სააკაშვილის დაპატიმრება საქართველოს რუსეთის ორბიტისკენ უბიძგებს

სა­ა­კაშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სე­თის ორ­ბი­ტის­კენ უბიძ­გებს, - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Financial Times ნილ ბაკ­ლის სტა­ტი­ას სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ. რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ი­დან" 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლო თით­ქმის ვერ­შემ­დგა­რი სა­ხელ­მწი­ფო­დან მზარდ, ახალ­გაზ­რდა, დე­მოკ­რა­ტი­ის ქვეყ­ნად ტრანსფორ­მირ­და.

2008 წელს, რუ­სეთ­თან ომის შემ­დე­გაც კი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა ცდი­ლობ­და ძა­ლა­უფ­ლე­ბის მო­ნო­პო­ლი­ზე­ბას, გა­სულ წელს კი ძა­ლა­უფ­ლე­ბა მი­ლი­არ­დერ პრე­მი­ერს მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­და­ა­ბა­რა. ასე რომ, ქვეყ­ნის ტრანსფორ­მი­რე­ბა არ­სე­ბი­თად არ შეც­ვლი­ლა.

"მაგ­რამ ახლა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ტენ­ცი­უ­რი და­პა­ტიმ­რე­ბით ამის რის­კი იკ­ვე­თე­ბა. მისი ათო­ბით მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი კო­რუფ­ცი­უ­ლი ბრალ­დე­ბით იხ­დის სას­ჯელს, თუმ­ცა თა­ვად აცხა­დე­ბენ, რომ ეს სას­ჯე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია", - წერს ნილ ბაკ­ლი.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გან­სახ­ვა­ვე­ბულ გზავ­ნი­ლებს იძ­ლე­ვა და აცხა­დებს, რომ ემიჯ­ნე­ბა მი­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტის პო­ტენ­ცი­უ­რი და­კა­ვე­ბას, თუმ­ცა ამავდრო­უ­ლად არა­ერ­თხელ იმე­ო­რებს, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­მო­ძი­ე­ბა წა­რი­მარ­თე­ბა.

ავ­ტო­რის აზ­რით, ეს ნიშ­ნავს - ან იმას, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბა, სა­სა­მარ­თლო, ცი­ხე­ში ჩას­მა უკვე გა­და­წყვე­ტი­ლია ან ეს არის მცდე­ლო­ბა, რომ აი­ძუ­ლონ იგი, და­ტო­ვოს ქვე­ყა­ნა. თა­ვად სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­გობ­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ის ფიქ­რობს, გარ­კვე­უ­ლი დრო გა­ა­ტა­როს აშშ-ში, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით წას­ვლის­გან თავს იკა­ვებს. სა­ა­კაშ­ვი­ლი აღი­ა­რებს პო­ლი­ტი­კურ შეც­დო­მებს, თუმ­ცა მისი და­ჭე­რა იქ­ნე­ბა დარ­ტყმა არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, არა­მედ ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სივ­რცე­ში დე­მოკ­რა­ტი­ის იმე­დის­თვის.

ამას­თა­ნა­ვე, ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს - თით­ქმის და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ასე­თი რე­ა­ლო­ბა შე­ა­ფერ­ხებს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­თან გრძელ­ვა­დი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­ვაჭ­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბის გეგ­მას, რო­მე­ლიც სა­ცი­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გა­საგ­რძე­ლებ­ლად. თბი­ლი­სი, ისე­ვე რო­გორც ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის რამ­დე­ნი­მე სა­ხელ­მწი­ფო, იმე­დოვ­ნებს მო­მა­ვა­ლი თვის სა­მიტ­ზე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პა­რა­ფი­რე­ბას – ბოლო ნა­ბიჯს ხელ­მო­წე­რამ­დე.

მა­სა­ლის ავ­ტო­რი მი­იჩ­ნევს, რომ "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" ლი­დე­რის და­კა­ვე­ბა იქ­ნე­ბა მსგავ­სი სა­ქარ­თვე­ლოს მიერ შთა­გო­ნე­ბუ­ლი, უკ­რა­ი­ნის 2004 წლის "ნარ­ჯინ­ჯის­ფე­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის" ერთ-ერთი ლი­დე­რის, იუ­ლია ტი­მო­შენ­კოს და­პა­ტიმ­რე­ბის. მას შემ­დეგ, რაც ევ­რო­პელ­მა ლი­დე­რებ­მა ევ­რო­კავ­ში­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბის მთა­ვარ პი­რო­ბად უკ­რა­ი­ნას ტი­მო­შენ­კოს გა­თა­ვი­სუ­ფე­ბა წა­უ­ყე­ნეს, სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვა­შიც მსგავ­სი ქცე­ვაა სა­ვა­რა­უ­დო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკ­რა­ი­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი უკუს­ვლა 2010 წელს, ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­დეგ გა­ცი­ლე­ბით ძლი­ე­რი იყო.

"ევ­რო­კავ­ში­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­რე­შე, სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის აღარ დარ­ჩე­ბა გზა, გარ­და იმი­სა, რომ რუ­სეთ­თან კავ­ში­რე­ბის აღ­სად­გე­ნად გა­ა­კე­თოს კი­დევ უფრო მეტი, ვიდ­რე ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა აქამ­დე. ეს შე­საძ­ლოა, ნიშ­ნავ­დეს სა­ბა­ჟო კავ­შირ­ში შეს­ვლა­საც, რო­მე­ლიც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა "ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რის" გა­საღ­რმა­ვებ­ლად შექ­მნა ყო­ფილ საბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­თან ბე­ლო­რუს­თან და ყა­ზა­ხეთ­თან",-ნათ­ქვა­მია უცხო­უ­რი გა­მო­ცე­მის სტა­ტი­ა­ში.

ამას­თან, სტა­ტი­ის მი­ხედ­ვით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ქარ­თვე­ლი ანა­ლი­ტი­კო­სი ალექ­სან­დრე რონ­დე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ უკ­რა­ი­ნა­სა და ეგ­ვიპ­ტე­ში არე­უ­ლო­ბის შემ­დეგ, აშშ სა­სო­წარ­კვე­თი­ლად ცდი­ლობს, თავი აა­რი­დოს კი­დევ ერთ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას მის მიერ დე­მოკ­რა­ტი­ის გავ­რცე­ლე­ბის მცდე­ლო­ბებ­ში. "ჩვენ ვართ სა­უ­კე­თე­სო იმე­დი, რო­მე­ლიც დარ­ჩა", –აღ­ნიშ­ნავს რონ­დე­ლი. ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტო­ლო­გის აზ­რით. სა­ა­კაშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბა იქ­ნე­ბა გზავ­ნი­ლი ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ლი­დე­რე­ბის მი­მართ: "არ ჩა­ა­ტა­როთ თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, რად­გან თქვენ შე­იძ­ლე­ბა ჩაჯ­დეთ ცი­ხე­ში".

თუმ­ცა, რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის ერ­თმა წე­ლი­წად­მა მო­ი­ტა­ნა პო­ზი­ტი­ვიც. გაჩ­ნდა პო­ლი­ტი­კუ­რი და მე­დია პლუ­რა­ლიზ­მი, დე­ბა­ტე­ბი პარ­ლა­მენ­ტში. "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", მი­უ­ხე­და­ვად მის ლი­დე­რებ­ზე ზე­წო­ლი­სა, მა­ინც იკა­ვებს თა­ვის ად­გილს, რო­გორც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ოპო­ზი­ცია.

"კვი­რას ჩა­ტა­რე­ბუ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მე­ლიც ივა­ნიშ­ვი­ლის მო­კავ­ში­რის, თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის და­მა­ჯე­რე­ბე­ლი გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და, იყო ყვე­ლა­ზე მშვი­დი და თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში. თუმ­ცა, უარ­ყო­ფი­თი მხა­რე ის არის, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", ისე­ვე რო­გორც თა­ვის დრო­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", ცდი­ლობს, დო­მი­ნი­რებ­დეს პო­ლი­ტი­კურ სცე­ნა­ზე. არის ასე­ვე ალ­ბა­თო­ბა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი შე­ეც­დე­ბა, მარ­თოს მოვ­ლე­ნე­ბი კუ­ლი­სე­ბი­დან. ორი­ვე – მარ­გვე­ლაშ­ვი­ლიც და მო­მა­ვა­ლი პრე­მი­ე­რიც, რო­მე­ლიც კონ­სტი­ტუ­ა­ცი­ა­ში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად, იქ­ნე­ბა უფრო ძლი­ე­რი, ვიდ­რე პრე­ზი­დენ­ტი, უნდა უმად­ლო­დენ თა­ვი­ანთ პო­ზი­ცი­ას მი­ლი­არ­დერს",-ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

ამას­თან, ავ­ტო­რი წერს, რომ ყვე­ლა­ზე შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი არის ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და რე­ლი­გი­უ­რი კონ­სერ­ვა­ტიზ­მის აღორ­ძი­ნე­ბა, რა­მაც თავი იჩი­ნა მუს­ლი­მებ­ზე, ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბებ­სა და გეი ადა­მი­ა­ნებ­ზე თავ­დას­ხმებ­ში.

მა­სა­ლის ავ­ტო­რის თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­ტკი­ცებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პუ­ლი სტი­ლის დე­მოკ­რა­ტი­ის გზას ად­გას, თუმ­ცა მის მიღ­წე­ვას შე­საძ­ლოა, ოცი წელი დას­ჭირ­დეს.

"შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე მდი­დარ ადა­მი­ან­ზე გახ­დეს და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მის მიერ აწყო­ბი­ლი ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი გახ­დე­ბა დაბ­რკო­ლე­ბა, თუ დახ­მა­რე­ბა ქვეყ­ნის­თვის, გაჰ­ყვეს ამ გზას",-ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

Financial Times

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

Financial Times - სააკაშვილის დაპატიმრება საქართველოს რუსეთის ორბიტისკენ უბიძგებს

Financial Times - სააკაშვილის დაპატიმრება საქართველოს რუსეთის ორბიტისკენ უბიძგებს

სააკაშვილის დაპატიმრება საქართველოს რუსეთის ორბიტისკენ უბიძგებს, - ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული გამოცემა Financial Times ნილ ბაკლის სტატიას საქართველოს შესახებ. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, "ვარდების რევოლუციიდან" 10 წლის განმავლობაში, საქართველო თითქმის ვერშემდგარი სახელმწიფოდან მზარდ, ახალგაზრდა, დემოკრატიის ქვეყნად ტრანსფორმირდა.

2008 წელს, რუსეთთან ომის შემდეგაც კი მიხეილ სააკაშვილის მთავრობა ცდილობდა ძალაუფლების მონოპოლიზებას, გასულ წელს კი ძალაუფლება მილიარდერ პრემიერს მშვიდობიანად გადააბარა. ასე რომ, ქვეყნის ტრანსფორმირება არსებითად არ შეცვლილა.

"მაგრამ ახლა, მიხეილ სააკაშვილის პოტენციური დაპატიმრებით ამის რისკი იკვეთება. მისი ათობით მაღალჩინოსანი კორუფციული ბრალდებით იხდის სასჯელს, თუმცა თავად აცხადებენ, რომ ეს სასჯელი პოლიტიკურად მოტივირებულია", - წერს ნილ ბაკლი.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი განსახვავებულ გზავნილებს იძლევა და აცხადებს, რომ ემიჯნება მიმავალი პრეზიდენტის პოტენციური დაკავებას, თუმცა ამავდროულად არაერთხელ იმეორებს, რომ სავარაუდოდ, გამოძიება წარიმართება.

ავტორის აზრით, ეს ნიშნავს - ან იმას, რომ სააკაშვილის დაკავება, სასამართლო, ციხეში ჩასმა უკვე გადაწყვეტილია ან ეს არის მცდელობა, რომ აიძულონ იგი, დატოვოს ქვეყანა. თავად სააკაშვილის მეგობრები აცხადებენ, რომ ის ფიქრობს, გარკვეული დრო გაატაროს აშშ-ში, თუმცა ჯერჯერობით წასვლისგან თავს იკავებს. სააკაშვილი აღიარებს პოლიტიკურ შეცდომებს, თუმცა მისი დაჭერა იქნება დარტყმა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში დემოკრატიის იმედისთვის.

ამასთანავე, ავტორი აღნიშნავს - თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ასეთი რეალობა შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირთან გრძელვადიანი პოლიტიკური და სავაჭრო ხელშეკრულების დადების გეგმას, რომელიც საციცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიული განვითარების გასაგრძელებლად. თბილისი, ისევე როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე სახელმწიფო, იმედოვნებს მომავალი თვის სამიტზე ხელშეკრულების პარაფირებას – ბოლო ნაბიჯს ხელმოწერამდე.

მასალის ავტორი მიიჩნევს, რომ "ვარდების რევოლუციის" ლიდერის დაკავება იქნება მსგავსი საქართველოს მიერ შთაგონებული, უკრაინის 2004 წლის "ნარჯინჯისფერი რევოლუციის" ერთ-ერთი ლიდერის, იულია ტიმოშენკოს დაპატიმრების. მას შემდეგ, რაც ევროპელმა ლიდერებმა ევროკავშირის ხელშეკრულების დადების მთავარ პირობად უკრაინას ტიმოშენკოს გათავისუფება წაუყენეს, საქართველოს შემთხვევაშიც მსგავსი ქცევაა სავარაუდო, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის დემოკრატიული უკუსვლა 2010 წელს, ვიქტორ იანუკოვიჩის გაპრეზიდენტების შემდეგ გაცილებით ძლიერი იყო.

"ევროკავშირის ხელშეკრულების გარეშე, საქართველოს თითქმის აღარ დარჩება გზა, გარდა იმისა, რომ რუსეთთან კავშირების აღსადგენად გააკეთოს კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ივანიშვილმა გააკეთა აქამდე. ეს შესაძლოა, ნიშნავდეს საბაჟო კავშირში შესვლასაც, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა "ევრაზიული კავშირის" გასაღრმავებლად შექმნა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან ბელორუსთან და ყაზახეთთან",-ნათქვამია უცხოური გამოცემის სტატიაში.

ამასთან, სტატიის მიხედვით, საერთაშორისო ურთიერთობების ქართველი ანალიტიკოსი ალექსანდრე რონდელი მიიჩნევს, რომ უკრაინასა და ეგვიპტეში არეულობის შემდეგ, აშშ სასოწარკვეთილად ცდილობს, თავი აარიდოს კიდევ ერთ წარუმატებლობას მის მიერ დემოკრატიის გავრცელების მცდელობებში. "ჩვენ ვართ საუკეთესო იმედი, რომელიც დარჩა", –აღნიშნავს რონდელი. ქართველი პოლიტოლოგის აზრით. სააკაშვილის დაპატიმრება იქნება გზავნილი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოების ლიდერების მიმართ: "არ ჩაატაროთ თავისუფალი არჩევნები, რადგან თქვენ შეიძლება ჩაჯდეთ ციხეში".

თუმცა, როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის ერთმა წელიწადმა მოიტანა პოზიტივიც. გაჩნდა პოლიტიკური და მედია პლურალიზმი, დებატები პარლამენტში. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მიუხედავად მის ლიდერებზე ზეწოლისა, მაინც იკავებს თავის ადგილს, როგორც პასუხისმგებლობის მატარებელი ოპოზიცია.

"კვირას ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც ივანიშვილის მოკავშირის, თავშეკავებული გიორგი მარგველაშვილის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა, იყო ყველაზე მშვიდი და თავისუფალი საქართველოში. თუმცა, უარყოფითი მხარე ის არის, რომ "ქართული ოცნება", ისევე როგორც თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობა", ცდილობს, დომინირებდეს პოლიტიკურ სცენაზე. არის ასევე ალბათობა, რომ ივანიშვილი შეეცდება, მართოს მოვლენები კულისებიდან. ორივე – მარგველაშვილიც და მომავალი პრემიერიც, რომელიც კონსტიტუაციაში შესული ცვლილებების შედეგად, იქნება უფრო ძლიერი, ვიდრე პრეზიდენტი, უნდა უმადლოდენ თავიანთ პოზიციას მილიარდერს",-ნათქვამია სტატიაში.

ამასთან, ავტორი წერს, რომ ყველაზე შემაშფოთებელი არის ნაციონალიზმისა და რელიგიური კონსერვატიზმის აღორძინება, რამაც თავი იჩინა მუსლიმებზე, ეთნიკურ უმცირესობებსა და გეი ადამიანებზე თავდასხმებში.

მასალის ავტორის თქმით, სააკაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველო ევროპული სტილის დემოკრატიის გზას ადგას, თუმცა მის მიღწევას შესაძლოა, ოცი წელი დასჭირდეს.

"შესაძლოა, საქართველოს ყველაზე მდიდარ ადამიანზე გახდეს დამოკიდებული, მის მიერ აწყობილი ძალოვანი სტრუქტურები გახდება დაბრკოლება, თუ დახმარება ქვეყნისთვის, გაჰყვეს ამ გზას",-ნათქვამია სტატიაში.

Financial Times

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა