სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რობერტს სტურუა - "ბელადები არ გვჭირდება და არც ვითომ ქარიზმატიული ფლიდები!"
რობერტს სტურუა - "ბელადები არ გვჭირდება და არც ვითომ ქარიზმატიული ფლიდები!"

რე­ჟი­სო­რი რო­მერტ სტუ­რუა "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვედ­ზე ბო­ლოდ­რო­ინ­დელ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არაკს აქ­ვეყ­ნებს.

"ბა­ყა­ყე­ბი და მწვერ­ვა­ლი (არა­კი)

ბა­ყა­ყებ­მა მწვერ­ვალ­ზე ას­ვლა გა­და­წყვი­ტეს. უმფრო­სი ბა­ყა­ყე­ბი, ხვლი­კე­ბი, მინ­დვ­რის წრუ­წუ­ნე­ბი, თევ­ზე­ბიც კი დას­ცი­ნოდ­ნენ "მთასმსვლელ"კვა­ჭი­ჭებს - ვერ ახ­ვალ­თო, ეს რა მო­გი­ვი­დათ თავ­შიო?! და­ნიშ­ნეს დღე, შე­იკ­რი­ბა ცხო­ველ­თა სამ­ყა­რო და სი­ცილ-კის­კი­სით შეს­ცქე­როდ­ნენ, რო­გორ ამა­ოდ ცდი­ლობ­დნენ ჩვე­ნი გმი­რე­ბი მწვერ­ვალ­ზე აცოც­ვას. მა­ყუ­რებ­ლი სი­ცი­ლით ეგე­ბე­ბო­და მთი­დან ჩა­მოც­ვე­ნილ სა­ცო­დავ ბა­ყა­ყებს: აკი გე­უბ­ნე­ბო­დით, ვერ ახ­ვალ­თო, რა უნდა ბა­ყაყს ასეთ ლა­მაზ მწვერ­ვალ­ზეო. მო­უ­ლოდ­ნე­ლად ერ­თმა ბა­ყაყ­მა მა­ინც შეს­ძლო ას­ვლა. გა­ყუჩ­და ხალ­ხი, გა­ო­ცე­ბას ვერ მა­ლავ­და. რო­გორ შეს­ძე­ლი ას­ვლაო, - ჰკი­თეს მხე­ცებ­მა. გმი­რი-ბა­ყა­ყი ჩუ­მად იყო - ყრუ აღ­მოჩ­ნდა, ყურ­ში არა­ფე­რი ეს­მო­და.

[რთულ პრომ­ლე­ბებს თუ შე­ე­ჯა­ხე - გირ­ჩევ­ნია დაყ­რუვ­დე, თო­რემ სხვი­სი აზრი შე­გიშ­ლის და შე­საძ­ლოა მი­წა­საც კი და­ე­ნარ­ცხო!]", - წერს რო­ბერტ სტუ­რუა.

რე­ჟი­სო­რი ქარ­თველ ხალ­ხს იდე­ა­ლიზ­მის გამო აკ­რი­ტი­კებს და მო­მა­ვალს იმე­დით შე­ს­ქ­ცე­რის.

"იქ­ნებ გვეშ­ვე­ლოს... ჩაგ­ვძი­რეს, მი­წას­თან გაგ­ვას­წო­რეს, ლაფ­ში ამოს­ვა­რეს ქარ­თვე­ლის სა­ხე­ლი, სული დაგ­ვი­კო­დეს, ცხოვ­რე­ბა შეგ­ვა­ძუ­ლეს, ნა­ხე­ვარ­მა სა­ქარ­თვე­ლომ ალ­ბათ პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში სამ­შობ­ლო და­ტო­ვა - ნა­ხე­ვარ­მა სა­ქარ­თვე­ლომ! უი­მე­დო­ბა, სი­დუ­ხ­ჭი­რე, უწიგ­ნუ­რო­ბა, უზ­ნე­ო­ბა - აი რა მო­უ­ტა­ნეს არა­კა­ცებ­მა ბედკ­რულ ქვე­ყა­ნას... გვეშ­ვე­ლე­ბა, გვეშ­ვე­ლე­ბა, რო­გორც გშვე­ლო­და სა­ო­ცა­რი, ამო­უ­კი­თხა­ვი, ალ­ბათ ღმერ­თის მიერ ნა­ბო­ძე­ბი ჟინი სი­ცო­ცხლი­სა. პა­ტი­ოს­ნე­ბის გე­ნე­ბი კვლავ მაგრდე­ბი­ან! ოღონდ საღი გო­ნე­ბა შე­ვაშ­ვე­ლოთ ჩვენ გაბ­რუ­ე­ბულ იდე­ა­ლიზმს, ოღონდ ფა­ნა­ტიზმს სა­მუ­და­მოდ და­ვემ­შვი­დო­ბოთ - ჩვენ ვე­ლუ­რი ტომი არ გახ­ლა­ვართ - ბე­ლა­დე­ბი არ გვჭირ­დე­ბა და არც ვი­თომ ქა­რიზ­მა­ტი­უ­ლი ფლი­დე­ბი! ადა­მი­ა­ნი გვჭირ­დე­ბა, ადა­მი­ა­ნი, თა­ვი­სუ­ფა­ლი, ლაღი, თა­მა­მი, კაც­თმოყ­ვა­რე, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი... გვეშ­ვე­ლე­ბა", - წერს სტუ­რუა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

რობერტს სტურუა - "ბელადები არ გვჭირდება და არც ვითომ ქარიზმატიული ფლიდები!"

რობერტს სტურუა - "ბელადები არ გვჭირდება და არც ვითომ ქარიზმატიული ფლიდები!"

რეჟისორი რომერტ სტურუა "ფეისბუქის" საკუთარ გვედზე ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით არაკს აქვეყნებს.

"ბაყაყები და მწვერვალი (არაკი)

ბაყაყებმა მწვერვალზე ასვლა გადაწყვიტეს. უმფროსი ბაყაყები, ხვლიკები, მინდვრის წრუწუნები, თევზებიც კი დასცინოდნენ "მთასმსვლელ"კვაჭიჭებს - ვერ ახვალთო, ეს რა მოგივიდათ თავშიო?! დანიშნეს დღე, შეიკრიბა ცხოველთა სამყარო და სიცილ-კისკისით შესცქეროდნენ, როგორ ამაოდ ცდილობდნენ ჩვენი გმირები მწვერვალზე აცოცვას. მაყურებლი სიცილით ეგებებოდა მთიდან ჩამოცვენილ საცოდავ ბაყაყებს: აკი გეუბნებოდით, ვერ ახვალთო, რა უნდა ბაყაყს ასეთ ლამაზ მწვერვალზეო. მოულოდნელად ერთმა ბაყაყმა მაინც შესძლო ასვლა. გაყუჩდა ხალხი, გაოცებას ვერ მალავდა. როგორ შესძელი ასვლაო, - ჰკითეს მხეცებმა. გმირი-ბაყაყი ჩუმად იყო - ყრუ აღმოჩნდა, ყურში არაფერი ესმოდა.

[რთულ პრომლებებს თუ შეეჯახე - გირჩევნია დაყრუვდე, თორემ სხვისი აზრი შეგიშლის და შესაძლოა მიწასაც კი დაენარცხო!]", - წერს რობერტ სტურუა.

რეჟისორი ქართველ ხალხს იდეალიზმის გამო აკრიტიკებს და მომავალს იმედით შესქცერის.

"იქნებ გვეშველოს... ჩაგვძირეს, მიწასთან გაგვასწორეს, ლაფში ამოსვარეს ქართველის სახელი, სული დაგვიკოდეს, ცხოვრება შეგვაძულეს, ნახევარმა საქართველომ ალბათ პირველად ისტორიაში სამშობლო დატოვა - ნახევარმა საქართველომ! უიმედობა, სიდუხჭირე, უწიგნურობა, უზნეობა - აი რა მოუტანეს არაკაცებმა ბედკრულ ქვეყანას... გვეშველება, გვეშველება, როგორც გშველოდა საოცარი, ამოუკითხავი, ალბათ ღმერთის მიერ ნაბოძები ჟინი სიცოცხლისა. პატიოსნების გენები კვლავ მაგრდებიან! ოღონდ საღი გონება შევაშველოთ ჩვენ გაბრუებულ იდეალიზმს, ოღონდ ფანატიზმს სამუდამოდ დავემშვიდობოთ - ჩვენ ველური ტომი არ გახლავართ - ბელადები არ გვჭირდება და არც ვითომ ქარიზმატიული ფლიდები! ადამიანი გვჭირდება, ადამიანი, თავისუფალი, ლაღი, თამამი, კაცთმოყვარე, განათლებული და ბედნიერი... გვეშველება", - წერს სტურუა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს