მედვედევი ქალის მზის სათვალეს ატარებს

მედვედევი ქალის მზის სათვალეს ატარებს

რუსეთის პრემიერ-მინისტრს რუსი ბლოგერები დასცინიან. პოლიტიკოსი შორეულ აღმოსავლეთში ქალის ძვირფასი სათვალით ჩავიდა.

ამ დღეებში დიმიტრი მედვედევი შორეულ აღმოსავლეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც აგვისტოსა და სექტემბერში ძლიერი წყალდიდობა მოხდა.

მაგრამ ბლოგერების ყურადღება არა პრემიერ-მინისტრის შეხვედრებმა, არამედ მისმა აქსესუარმა მიიპყრო. საქმე მის ღირებულებაშიც არაა - ცნობილი ფრანგული კომპანია Cartier-ის სათვალე 900 დოლარი ღირს.

ბლოგერმა abram_gertman-მა ინტერნეტში Cartier-ის კატალოგი იპოვა, სადაც განყოფილება - "ქალის სათვალეებში" პრემიერ მინისტრის ანალოგიური აქსესუარი Panthère de Cartier აღმოაჩინა.

კატალოგში სათვალის მამაკაცის ვერსიაც არის, მაგრამ მისი ლინზები უფრო კუთხოვანია.

ადრე, ასეთივე სათვალეს მომღერალი ელტონ ჯონი ატარებდა, რომელიც არატრადიციული ორიენტაციით არის ცნობილი.

მომზადებულია topnovosti.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს