ქართველი მილიონერი, რომელსაც ქართული საზოგადოება არა სახელითა და გვარით, არამედ მისი "ლამბორგინით" იცნობს, სხვადასხვა ქვეყნებში პარკირების დარღვევის ერთგვარ სერიალს გვთავაზობს.
ქართული სანომრე ნიშნიანი "ლამბორგინ ავენტადორი" ჰოლანდიაში, პარკინგის უხეში დარღვევის გამო, უკვე მოხვდა ჰოლანდიური ინტერნეტგამოცემის მთავარ გვერდზე.
ამჯერად "ამბები.ge"-ს მკითხველი პარიზში გადაღებულ ფოტოებს უგზავნის. როგორც ჩანს, ქართველ მილიონერს, რომლის "ლამბორგინი" 460.000 ევროდ ფასობს, პარკინგის წესები სულ "ცალ პედალზე ჰკიდია" და ის დემონსტრაციულად არღვევს პარკირების წესებს.
იხილეთ ფოტოგალერეა