ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი საქართველოს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ულოცავს.
მილოცვის ტექსტი აპატურაიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. "გილოცავთ საქართველო! საერთო შეფასებით, ეუთოს ჩათვლით, თქვენ ჩაატარეთ სამართლიანი, ნამდვილი დემოკრატიის ღირსი, კარგად ორგანიზებული არჩევნები. ყოჩაღ!", - აღნიშნავს ჯეიმს აპატურაი.