პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას პრეზიდენტის სასახლიდან უკანასკნელად მიმართა
 მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას პრეზიდენტის სასახლიდან უკანასკნელად მიმართა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლი­დან უკა­ნას­კნე­ლად მი­მარ­თა.

"ჩემი პრე­ზი­დენ­ტო­ბის მე­ო­რე ვადა და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა. გუ­შინ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გი ჩვენ­თვის უკვე ცნო­ბი­ლია და, შე­სა­ბა­მი­სად, საპ­რე­ზი­დენ­ტო სა­სახ­ლი­დან ეს ჩემი ბოლო მი­მარ­თვაა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სად­მი.

მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო თი­თო­ე­ულ თქვენ­განს, ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს იმის­თვის, რომ ორ­ჯერ მო­მე­ცით შე­საძ­ლებ­ლო­ბა მემ­სა­ხუ­რა ჩემი ქვეყ­ნის­თვის პრე­ზი­დენ­ტის რან­გში.

პა­ტივ­თა შო­რის, არა­ფე­რია იმა­ზე დიდი, ვიდ­რე ემ­სა­ხუ­რო სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას. შე­საძ­ლებ­ლო­ბა­თა შო­რის, არა­ფე­რია იმა­ზე დიდი, ვიდ­რე გქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა და­ეხ­მა­რო სამ­შობ­ლოს წინსვლა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

მინ­და მად­ლო­ბა გი­თხრათ და თქვენ­თან ერ­თად გა­ვიხ­სე­ნო, თუ რას მი­ვაღ­წი­ეთ ერ­თად და რა არის ჯერ კი­დევ მი­საღ­წე­ვი; მინ­და გა­ვიხ­სე­ნო გზა, რო­მე­ლიც ჩვენ და­ვას­რუ­ლეთ და გზა, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ გა­სავ­ლე­ლი გვაქვს; ის დაბ­რკო­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თად დავძლი­ეთ და პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენს ქვე­ყა­ნას კვლა­ვაც გა­და­საჭ­რე­ლი აქვს.

მინ­და მოგ­მარ­თოთ თქვენ­და­მი სრუ­ლი ნდო­ბით, თავ­მდაბ­ლად გა­გან­დოთ ჩემი აზ­რე­ბი და გა­გი­ზი­ა­როთ ღრმა ემო­ცი­ე­ბი, გა­და­გი­შა­ლოთ გული და ჩა­გა­ხე­დოთ ჩემს სულ­ში.

მო­დით, ცოტა ხნით ყვე­ლა მოვ­წყდეთ ჩვენს პო­ლი­ტი­კურ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას; მო­დით, რამ­დე­ნი­მე წუ­თით და­ვი­ვი­წყოთ ჩვე­ნი კა­მა­თი, და­პი­რის­პი­რე­ბა, პო­ლე­მი­კა და ერ­თად დავ­ფიქ­რდეთ რა შეც­ვა­ლა ბოლო ათმა წე­ლი­წად­მა, რას ნიშ­ნავ­და ის ჩვენ­თვის, რა უძღო­და მათ წინ და რა უნდა მოჰ­ყვეს შემ­დგომ­ში.

მო­დით, რამ­დე­ნი­მე წუ­თით და­ვი­ვი­წყოთ, პარ­ტი­უ­ლი, რე­ლი­გი­უ­რი, ეთ­ნი­კუ­რი გან­სხვა­ვე­ბე­ბი და დავ­ფიქ­რდეთ იმა­ზე, თუ რას ნიშ­ნავს იყო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე - რას ნიშ­ნავ­და ეს ათი წლის წი­ნათ, რას ნიშ­ნავს ეს დღეს და რას უნდა ნიშ­ნავ­დეს მო­მა­ვალ­ში", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, ყვე­ლა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს შვი­ლე­ბი ვართ, გვიყ­ვარს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და გა­სა­ყო­ფი არა­ფე­რი გვაქვს.

"თუმ­ცა საკ­მა­რი­სი არ არის სუფ­რას­თან სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბის წარ­მოთ­ქმა. ჩვენ უნდა ვკი­თხოთ სა­კუ­თარ თავს, რას ნიშ­ნავს იყო ქარ­თვე­ლი და რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბას გვა­კის­რებს სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი.

მას შემ­დეგ, რაც ზრდას­რულ ასაკს მი­ვაღ­წიე, და­ვი­წყე ქარ­თვე­ლო­ბის ჩე­მე­უ­ლი ცნე­ბის ძი­ე­ბა, რას ნიშ­ნავს ეკუთ­ვნო­დე ამ ერს; მინ­დო­და მო­მე­ძებ­ნა ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტუ­რო­ბის ისე­თი გან­მარ­ტე­ბა, რო­მე­ლიც, ერთი მხრივ, ერთ მუშ­ტად შეკ­რავ­და ჩვენს ასე ხში­რად დაქ­საქ­სულ და ასე და­ქუც­მა­ცე­ბულ ერს, ხოლო, მე­ო­რე მხრივ, იქ­ნე­ბო­და იმ­დე­ნად პროგ­რე­სუ­ლი, რომ გარ­და­უ­ვა­ლი გახ­დე­ბო­და ჩვენს ოჯახ­ში - თა­ვი­სუ­ფა­ლი ერე­ბის ევ­რო­პულ ოჯახ­ში დაბ­რუ­ნე­ბა",-გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ცნო­ბი­ლია, რომ ამ მი­მარ­თვის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ვი­ზი­ტით ბრი­უ­სელ­ში გა­ემ­გზავ­რა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი აე­რო­პორ­ტში ტე­ლე­ვი­ზი­ით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მისი მი­მარ­თვის შემ­დეგ მი­ვი­და.

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვი­ზი­ტის დე­ტა­ლებ­ზე ისი­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ას ხვალ დი­ლით გა­ავ­რცე­ლე­ბენ. რო­გორც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნეს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ევ­რო­პა­ში მა­ღა­ლი დო­ნის შეხ­ვედ­რებს გა­მარ­თავს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თად ევ­რო­პა­ში დე­და­ქა­ლა­ქის მერი, გიგი უგუ­ლა­ვაც გა­ემ­გზავ­რა. თბი­ლი­სის მე­რი­ის პრეს­სამ­სა­ხურ­ში აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯერ­ჯე­რო­ბით კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას პრეზიდენტის სასახლიდან უკანასკნელად მიმართა

 მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას პრეზიდენტის სასახლიდან უკანასკნელად მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას პრეზიდენტის სასახლიდან უკანასკნელად მიმართა.

"ჩემი პრეზიდენტობის მეორე ვადა დასასრულს უახლოვდება. გუშინდელი არჩევნების შედეგი ჩვენთვის უკვე ცნობილია და, შესაბამისად, საპრეზიდენტო სასახლიდან ეს ჩემი ბოლო მიმართვაა საქართველოს საზოგადოებისადმი.

მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს, ჩვენი საყვარელი საქართველოს მოქალაქეებს იმისთვის, რომ ორჯერ მომეცით შესაძლებლობა მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის პრეზიდენტის რანგში.

პატივთა შორის, არაფერია იმაზე დიდი, ვიდრე ემსახურო საკუთარ ქვეყანას. შესაძლებლობათა შორის, არაფერია იმაზე დიდი, ვიდრე გქონდეს შესაძლებლობა დაეხმარო სამშობლოს წინსვლასა და განვითარებაში.

მინდა მადლობა გითხრათ და თქვენთან ერთად გავიხსენო, თუ რას მივაღწიეთ ერთად და რა არის ჯერ კიდევ მისაღწევი; მინდა გავიხსენო გზა, რომელიც ჩვენ დავასრულეთ და გზა, რომელიც ჯერ კიდევ გასავლელი გვაქვს; ის დაბრკოლებები, რომლებიც ერთად დავძლიეთ და პრობლემები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას კვლავაც გადასაჭრელი აქვს.

მინდა მოგმართოთ თქვენდამი სრული ნდობით, თავმდაბლად გაგანდოთ ჩემი აზრები და გაგიზიაროთ ღრმა ემოციები, გადაგიშალოთ გული და ჩაგახედოთ ჩემს სულში.

მოდით, ცოტა ხნით ყველა მოვწყდეთ ჩვენს პოლიტიკურ ყოველდღიურობას; მოდით, რამდენიმე წუთით დავივიწყოთ ჩვენი კამათი, დაპირისპირება, პოლემიკა და ერთად დავფიქრდეთ რა შეცვალა ბოლო ათმა წელიწადმა, რას ნიშნავდა ის ჩვენთვის, რა უძღოდა მათ წინ და რა უნდა მოჰყვეს შემდგომში.

მოდით, რამდენიმე წუთით დავივიწყოთ, პარტიული, რელიგიური, ეთნიკური განსხვავებები და დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო საქართველოს მოქალაქე - რას ნიშნავდა ეს ათი წლის წინათ, რას ნიშნავს ეს დღეს და რას უნდა ნიშნავდეს მომავალში", - განაცხადა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის თქმით, ყველანი საქართველოს შვილები ვართ, გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და გასაყოფი არაფერი გვაქვს.

"თუმცა საკმარისი არ არის სუფრასთან სადღეგრძელოების წარმოთქმა. ჩვენ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, რას ნიშნავს იყო ქართველი და რა ვალდებულებას გვაკისრებს სამშობლოს სიყვარული.

მას შემდეგ, რაც ზრდასრულ ასაკს მივაღწიე, დავიწყე ქართველობის ჩემეული ცნების ძიება, რას ნიშნავს ეკუთვნოდე ამ ერს; მინდოდა მომეძებნა ეროვნული იდენტურობის ისეთი განმარტება, რომელიც, ერთი მხრივ, ერთ მუშტად შეკრავდა ჩვენს ასე ხშირად დაქსაქსულ და ასე დაქუცმაცებულ ერს, ხოლო, მეორე მხრივ, იქნებოდა იმდენად პროგრესული, რომ გარდაუვალი გახდებოდა ჩვენს ოჯახში - თავისუფალი ერების ევროპულ ოჯახში დაბრუნება",-განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობილია, რომ ამ მიმართვის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. მიხეილ სააკაშვილი აეროპორტში ტელევიზიით გავრცელებული მისი მიმართვის შემდეგ მივიდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის დეტალებზე ისინი ინფორმაციას ხვალ დილით გაავრცელებენ. როგორც ადმინისტრაციაში აღნიშნეს, მიხეილ სააკაშვილი ევროპაში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტთან ერთად ევროპაში დედაქალაქის მერი, გიგი უგულავაც გაემგზავრა. თბილისის მერიის პრესსამსახურში აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა