Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების ელჩებმა გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს
აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების ელჩებმა გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის, დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ნი­დერ­ლან­დე­ბის ელ­ჩებ­მა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გი მი­უ­ლო­ცეს.

რი­ჩარდ ნორ­ლან­დი, ალექ­სან­დრა ჰოლ ჰოლი და ჰანს ჰორ­ბა­ხი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატს კო­ა­ლი­ცი­ის ოფის­ში შეხ­ვდნენ და რო­გორც შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან აღ­ნიშ­ნეს, ისი­ნი მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტის გეგ­მე­ბით და მთავ­რო­ბას­თან მისი შემ­დგო­მი ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხე­ბით და­ინ­ტე­რეს­დნენ.

დიდი ბრი­ტა­ნე­თის ელ­ჩის, ალექ­სან­დრა ჰოლ ჰო­ლის თქმით, სამი ელჩი გუ­შინ ერ­თობ­ლი­ვად აკ­ვირ­დე­ბო­და არ­ჩევ­ნე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას თბი­ლის­ში, ხოლო ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი იყო სამი სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრო­მელ­თა ჯგუ­ფი. მისი თქმით, ამ დაკ­ვირ­ვე­ბის მი­ზა­ნი იყო თვალ­ყუ­რი ედევ­ნე­ბი­ნა თუ რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით.

ამე­რი­კის ელჩმა რი­ჩარდ ნორ­ლან­დმა ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს შო­რის შემ­დგომ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ებ­მა ერ­თმა­ნეთს ხელი გა­უ­წო­დონ, ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბონ ურ­თი­ერ­თნ­დო­ბა და ღი­ა­ო­ბის პრინ­ცი­პით იმუ­შა­ონ მო­ქა­ლა­ქე­ე­ე­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ.

ნი­დერ­ლან­დე­ბის ელ­ჩის, ჰანს სორ­ბა­ხის თქმით კი, მი­სა­ლო­ცია არა მხო­ლოდ არ­ჩევ­ნებ­ში წარ­მა­ტე­ბის მი­ღე­ბა, ასე­ვე არ­ჩევ­ნე­ბის ის ფორ­მა, რომ­ლი­თაც გუ­შინ­დე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და. მისი თქმით, 27 ოქ­ტომ­ბრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­მა მი­ი­ზი­და მთე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ყუ­რა­დღე­ბა და ჰპო­ვა აღი­ა­რე­ბა. "ეს იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტია რე­ა­ლუ­რად მწიფ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ჰანს ჰორ­ბახ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების ელჩებმა გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების ელჩებმა გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს

ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების ელჩებმა გიორგი მარგველაშვილს წინასწარი მონაცემების მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებული შედეგი მიულოცეს.

რიჩარდ ნორლანდი, ალექსანდრა ჰოლ ჰოლი და ჰანს ჰორბახი "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატს კოალიციის ოფისში შეხვდნენ და როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნეს, ისინი მომავალი პრეზიდენტის გეგმებით და მთავრობასთან მისი შემდგომი ურთიერთობის საკითხებით დაინტერესდნენ.

დიდი ბრიტანეთის ელჩის, ალექსანდრა ჰოლ ჰოლის თქმით, სამი ელჩი გუშინ ერთობლივად აკვირდებოდა არჩევნების მიმდინარეობას თბილისში, ხოლო ქვეყნის მასშტაბით განაწილებული იყო სამი საელჩოს თანამშრომელთა ჯგუფი. მისი თქმით, ამ დაკვირვების მიზანი იყო თვალყური ედევნებინა თუ როგორ მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ყურადღება გაამახვილა პოლიტიკურ ძალებს შორის შემდგომ თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთს ხელი გაუწოდონ, ჩამოაყალიბონ ურთიერთნდობა და ღიაობის პრინციპით იმუშაონ მოქალაქეეების საკეთილდღეოდ.

ნიდერლანდების ელჩის, ჰანს სორბახის თქმით კი, მისალოცია არა მხოლოდ არჩევნებში წარმატების მიღება, ასევე არჩევნების ის ფორმა, რომლითაც გუშინდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. მისი თქმით, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებმა მიიზიდა მთელი საერთაშორისო ყურადღება და ჰპოვა აღიარება. "ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში დემოკრატია რეალურად მწიფდება", - აღნიშნა ჰანს ჰორბახმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა