პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვისი ვალის გამო ათენებდა ღამეებს მაშო მელქაძე
ვისი ვალის გამო ათენებდა ღამეებს მაშო მელქაძე

მაშო მელ­ქა­ძის გმი­რი სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ბრენ­დებ­ზე გა­და­რე­უ­ლი გო­გოა, თა­ვად მა­შო­საც ძა­ლი­ან უყ­ვარს შო­პინ­გი და ფულს იმ­დე­ნად სწრა­ფად ხარ­ჯავს, რომ სა­ფუ­ლე­ში ჩა­დე­ბა­საც კი ვერ ას­წრებს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მას შემ­დეგ, რაც დედა გახ­და, მის ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ველ ად­გილ­ზე შვი­ლი - კა­ტუ­შა დად­გა და ყვე­ლა­ფერს იმის მი­ხედ­ვით სა­ზღვრავს, თუ რა დას­ჭირ­დე­ბა პა­ტა­რას.

- თუ ფული მაქვს, ორ დღე­ში ვრჩე­ბი უფუ­ლოდ, რად­გან ძა­ლი­ან მხარ­ჯვე­ლი ვარ. მიყ­ვარს შო­პინ­გი და შე­მიძ­ლია, ბოლო კა­პი­კე­ბი ისე დავ­ხარ­ჯო, რომ მე­ო­რე დღე­ზე არ ვი­ფიქ­რო. იმ­დე­ნად მიყ­ვარს ახა­ლი ნივ­თე­ბი, თუ რამე მო­მე­წო­ნა, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ეს ფეხ­საც­მე­ლი იქ­ნე­ბა, ჩან­თა თუ სხვა რამ, მა­შინ­ვე ვყი­დუ­ლობ. თუმ­ცა, მას შემ­დეგ, რაც ბავ­შვი შე­მე­ძი­ნა, მას­ზე გა­და­ვერ­თე, კა­ტუ­შამ და­ი­კა­ვა ის ფი­ნან­სე­ბი, რა­საც სა­კუ­თარ თავს ვახ­მარ­დი.

- მხარ­ჯვე­ლი ყო­ფილ­ხარ და ფი­ნან­სუ­რად არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ აღ­მო­ჩე­ნილ­ხარ?

- არა. სა­ნამ ბავ­შვი მე­ყო­ლე­ბო­და, ვა­ხერ­ხებ­დი იმას, რომ გზის ფული ოჯახ­ში "მე­შო­ვა", ახლა კი, სი­მარ­თლე გი­თხრა, ამ­დენს ჩემი თა­ვის­თვის ვე­ღარ ვი­მე­ტებ.

- ფუ­ლის დაგ­რო­ვე­ბა თუ გჩ­ვე­ვია?

- არ შე­მიძ­ლია შეგ­რო­ვე­ბა. მით­ქვამს, მოდი, 100 თუ 200 ლარს არ დავ­ხარ­ჯავ და შე­ვი­ნა­ხავ-მეთ­ქი, მაგ­რამ ესეც არ გა­მომ­დის.

- შენი შე­მო­სავ­ლით რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გი­ყი­დია?

- რა­საც ვყი­დუ­ლობ, ის ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ რა­ი­მე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თი სახ­ლის­თვის, მა­გა­ლი­თად, ტე­ლე­ვი­ზო­რი, სა­რე­ცხის მან­ქა­ნა არ შე­მი­ძე­ნია, უბ­რა­ლოდ, ჩემი ხელ­ფა­სი ამას ვერ გას­წვდე­ბა.

- და­ბა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბის გამო საქ­მე­ზე უარი გით­ქვამს?

- თა­ვი­დან ანა­ზღა­უ­რე­ბას არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და. ვინც ამ პრო­ფე­სი­ას ირ­ჩევს, ამას ფუ­ლის გამო არ აკე­თებს. სხვა­თა შო­რის, დღემ­დე მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა ფულ­ზე და­ლა­პა­რა­კე­ბა, რო­დე­საც საქ­მეს მთა­ვა­ზო­ბენ, მაგ­რამ ოჯა­ხის შექ­მნის შემ­დეგ მეტი შე­მო­სა­ვა­ლი გინ­და და ამ სა­კი­თხი­სად­მი ყუ­რა­დღე­ბაც იზ­რდე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, და­ბა­ლი ჰო­ნო­რა­რის გამო არას­დროს ვი­ტყვი უარს კარგ როლ­ზე, უარი შე­მიძ­ლია, იმ შემ­თხვე­ვა­ში ვთქვა, თუ რო­ლია უინ­ტე­რე­სო. ზო­გა­დად კი, მსა­ხი­ო­ბო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ალ­ბათ, ერთ-ერთი და­ბა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი პრო­ფე­სი­აა.

- შე­გიძ­ლია, გა­იხ­სე­ნო შენი პირ­ვე­ლი ჰო­ნო­რა­რი?

- კი, 10-11 წლის ვიქ­ნე­ბო­დი, როცა გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ფილმში "ნუ გა­აღ­ვი­ძებ" მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, კლას­ში ერთ-ერთი მოს­წავ­ლის როლი გან­ვა­სა­ხი­ე­რე და ოცი ლარი გა­და­მი­ხა­დეს. ჩემი ასა­კის ბავ­შვის­თვის, ერ­თდღი­ან შრო­მა­ში აღე­ბუ­ლი ოცი ლარი ნორ­მა­ლუ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა იყო და ძა­ლი­ან მი­ხა­რო­და, ყვე­ლას ვუყ­ვე­ბო­დი ამის შე­სა­ხებ.

- შენი ცხოვ­რე­ბი­დან ფი­ნან­სუ­რად კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დი თუ გახ­სენ­დე­ბა?

- ჩემი ხელ­ფა­სის იმე­დად არ ვცხოვ­რობ, რად­გან არას­ტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი მაქვს. ჩემ­თვის ხელ­ფა­სი ბო­ნუ­სი­ვი­თაა, თვე­ში მაქ­სი­მუმ რაც ამი­ღია - 800 ლა­რია, სა­შუ­ა­ლოდ 400-500 ლა­რით კი ოჯა­ხის შე­ნახ­ვა, თქვენც იცით, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლია. მხო­ლოდ ჩემს ფი­ნან­სებ­ზე რომ იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩემი ოჯა­ხი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, კრი­ზი­სი მექ­ნე­ბო­და.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

ვისი ვალის გამო ათენებდა ღამეებს მაშო მელქაძე

ვისი ვალის გამო ათენებდა ღამეებს მაშო მელქაძე

მაშო მელქაძის გმირი სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ბრენდებზე გადარეული გოგოა, თავად მაშოსაც ძალიან უყვარს შოპინგი და ფულს იმდენად სწრაფად ხარჯავს, რომ საფულეში ჩადებასაც კი ვერ ასწრებს. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც დედა გახდა, მის ცხოვრებაში პირველ ადგილზე შვილი - კატუშა დადგა და ყველაფერს იმის მიხედვით საზღვრავს, თუ რა დასჭირდება პატარას.

- თუ ფული მაქვს, ორ დღეში ვრჩები უფულოდ, რადგან ძალიან მხარჯველი ვარ. მიყვარს შოპინგი და შემიძლია, ბოლო კაპიკები ისე დავხარჯო, რომ მეორე დღეზე არ ვიფიქრო. იმდენად მიყვარს ახალი ნივთები, თუ რამე მომეწონა, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ფეხსაცმელი იქნება, ჩანთა თუ სხვა რამ, მაშინვე ვყიდულობ. თუმცა, მას შემდეგ, რაც ბავშვი შემეძინა, მასზე გადავერთე, კატუშამ დაიკავა ის ფინანსები, რასაც საკუთარ თავს ვახმარდი.

- მხარჯველი ყოფილხარ და ფინანსურად არასახარბიელო მდგომარეობაში არ აღმოჩენილხარ?

- არა. სანამ ბავშვი მეყოლებოდა, ვახერხებდი იმას, რომ გზის ფული ოჯახში "მეშოვა", ახლა კი, სიმართლე გითხრა, ამდენს ჩემი თავისთვის ვეღარ ვიმეტებ.

- ფულის დაგროვება თუ გჩვევია?

- არ შემიძლია შეგროვება. მითქვამს, მოდი, 100 თუ 200 ლარს არ დავხარჯავ და შევინახავ-მეთქი, მაგრამ ესეც არ გამომდის.

- შენი შემოსავლით რაიმე მნიშვნელოვანი გიყიდია?

- რასაც ვყიდულობ, ის ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ რაიმე ძვირად ღირებული ნივთი სახლისთვის, მაგალითად, ტელევიზორი, სარეცხის მანქანა არ შემიძენია, უბრალოდ, ჩემი ხელფასი ამას ვერ გასწვდება.

- დაბალი ანაზღაურების გამო საქმეზე უარი გითქვამს?

- თავიდან ანაზღაურებას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ვინც ამ პროფესიას ირჩევს, ამას ფულის გამო არ აკეთებს. სხვათა შორის, დღემდე მეუხერხულება ფულზე დალაპარაკება, როდესაც საქმეს მთავაზობენ, მაგრამ ოჯახის შექმნის შემდეგ მეტი შემოსავალი გინდა და ამ საკითხისადმი ყურადღებაც იზრდება. მიუხედავად ამისა, დაბალი ჰონორარის გამო არასდროს ვიტყვი უარს კარგ როლზე, უარი შემიძლია, იმ შემთხვევაში ვთქვა, თუ როლია უინტერესო. ზოგადად კი, მსახიობობა საქართველოში, ალბათ, ერთ-ერთი დაბალანაზღაურებადი პროფესიაა.

- შეგიძლია, გაიხსენო შენი პირველი ჰონორარი?

- კი, 10-11 წლის ვიქნებოდი, როცა გიგა ლორთქიფანიძის ფილმში "ნუ გააღვიძებ" მივიღე მონაწილეობა, კლასში ერთ-ერთი მოსწავლის როლი განვასახიერე და ოცი ლარი გადამიხადეს. ჩემი ასაკის ბავშვისთვის, ერთდღიან შრომაში აღებული ოცი ლარი ნორმალური ანაზღაურება იყო და ძალიან მიხაროდა, ყველას ვუყვებოდი ამის შესახებ.

- შენი ცხოვრებიდან ფინანსურად კრიზისული პერიოდი თუ გახსენდება?

- ჩემი ხელფასის იმედად არ ვცხოვრობ, რადგან არასტაბილური შემოსავალი მაქვს. ჩემთვის ხელფასი ბონუსივითაა, თვეში მაქსიმუმ რაც ამიღია - 800 ლარია, საშუალოდ 400-500 ლარით კი ოჯახის შენახვა, თქვენც იცით, რომ ძალიან რთულია. მხოლოდ ჩემს ფინანსებზე რომ იყოს დამოკიდებული ჩემი ოჯახი, რასაკვირველია, კრიზისი მექნებოდა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება