გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, გამოჩნდა, რომ ქართველი ამომრჩევლისთვის მისი ოჯახური მდგომარეობა გადამწყვეტი არ არის.
მარგველაშვილმა აღნიშნულ საკითხზე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, შესაბამის შეკითხვაზე კომენტირებისას ისაუბრა და დასძინა, რომ მის ოჯახურ მდგომარეობასთან დაკავშირებით საზოგადოების ინტერესი "ლეგიტიმურად" მიაჩნია.
"მესმის რომ არსებობს ინტერესი და ეს ლეგიტიმურია, მაგრამ ჩემი ოჯახური მდგომარეობა საზოგადოებამ იცოდა. როგორც გამოჩნდა, ის, რომ მე არ მყავს ოფიციალურად ხელმოწერილი მეუღლე, არ არის ქართველი ამომრჩევლისთვის გადამწყვეტი და ამას არ ექცევა სერიოზული ყურადღება", - განაცხადა მარგველაშვილმა და იქვე დასძინა, რომ შენიშვნა ბევრი მიუღია ცხოვრებაში, მაგრამ "ეგეთი ჯერჯერობით არა".
ჟურნალისტის კითხვაზე, როდის ეყოლება საქართველოს პირველი ლედი, გიორგი მარგველაშვილი პასუხობს: "მე მაქვს სერიოზული ურთიერთობები და არანაირიად არ ვგეგმავ ამ ურთიერთობების შეცვლას და არ ვგეგმავ რომ სხვა მიმართულებით წავიდე".