გიორგი მარგველაშვილი - ვილნიუსში მივდივართ საქართველოში ჩატარებული ევროპული ტიპის არჩევნებით

გიორგი მარგველაშვილი - ვილნიუსში მივდივართ საქართველოში ჩატარებული ევროპული ტიპის არჩევნებით

ვილნიუსში, პირველ რიგში, მივდივართ საქართველოში ჩატარებული ევროპული ტიპის არჩევნებით, - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, 27 ოქტომბრის არჩევნებით ქართული მხარე ვილნიუსშიც იამაყებს.

"ვილნიუსის შეხვედრა უაღრესად მნიშვნელოვანია. ესაა ჩვენი ევროპული არჩევანის დადასტურება. ის, რაც მოხდება ვილნიუსში და ეს იქნება ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების პარაფირება, იქნება მხოლოდ დასაწყისი, უაღრესად საინტერესო დასაწყისი ჩვენთვის, იმიტომ რომ რეალურად აქ ეყრება ინსტიტუციური საფუძველი საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის წევრი ქვეყნის სტატუსის განმტკიცებას. ვილნიუსში ჩვენ, პირველ რიგში, მივდივართ ევროპული ტიპის არჩევნებით, რომლის შესახებაც სიამაყით განვაცხადებთ იქ", - აღნიშნა მარგველაშვილმა, რომლის განმარტებითაც, ვილნიუსში იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ ორმხრივი ურთიერთობების ფორმატი გაღრმავდეს.

ამასთან, მარგველაშვილის თქმით,  ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების შემდეგ მის ხელმოწერამდე საქართველოს გასავლელი მინიმუმ ერთწლიანი პერიოდი აქვს.

"ვილნიუსის სამიტის შემდეგ არის დაახლოებით ერთწლიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც საქართველოს ბევრი საშინაო დავალება აქვს გასაკეთებული. ერთი წლის შემდეგ, იმედი გვაქვს, რომ შემოდგომისთვის გვექნება ხელმოწერა. ესაა ძალიან სწრაფი გზა, რომელსაც ჩვეულებრივ ორი წელი სჭირდება ხოლმე. მაგრამ, ჩვენ ვმუშაობთ შესაძლებლობაზე, რომ სწრაფი ტემპებით მივაღწიოთ გამარჯვებას", - აღნიშნა მარგველაშვილმა და იქვე დასძინა ისიც, რომ საქართველომ დაკარგული დროის "ამოქაჩვაც" უნდა შეძლოს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა