შემიძლია სრული დარწმუნებით ვთქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა არ განხორციელდება, - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინული ტელეკომპანიის ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხით დაინტერესდა.
მისი თქმით, პრეზიდენტს არ გააჩნია არავითარი საპროკურორო უფლებამოსილება.
"პრეზიდენტს არ გააჩნია არავითარი საპროკურორო უფლებამოსილება. შემიძლია სრული დარწმუნებით ვთქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა არ განხორციელდება და ამის მორალური და პოლიტიკური გარანტი ვიქნები მე. რაც შეეხება სისხლის სამართლის დევნას, ეს არის თემები, რომელიც ჩემი უფლებების გარეთ არის. სამართლებრივი სახელმწიფო არის ის, რაზეც აშენდა ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა და ეს არის ფუნდამენტი ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის", - აცხადებს მარგველაშვილი.