პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთში ვახტანგ ბალავაძე თანამდებობას ტოვებს. ბალავაძის თქმით, იგი შესაძლოა, ხვალ პოსტზე აღარ იყოს.
"რა თქმა უნდა, წავალ თანამდებობიდან, რადგან არჩევნების შემდეგ იცვლება პოლიტიკური ვითარება. ამასთან, ახალი კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც მალე შევა ძალაში, გუბერნატორების დანიშვნის პრეროგატივა გადადის პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაში", - განაცხადა ვახტანგ ბალავაძემ.