სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Комсомольская правда - როგორ ავაგოთ ხელახლა ურთიერთობები საქართველოსთან
Комсомольская правда - როგორ ავაგოთ ხელახლა ურთიერთობები საქართველოსთან

რო­გორ ავა­გოთ ხე­ლახ­ლა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თან სა­ა­კაშ­ვი­ლის წას­ვლის შემ­დეგ? – ამ კი­თხვით მი­მარ­თავს რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა Комсомольская правда სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, პო­ლი­ტი­კო­სებ­სა და ექ­სპერ­ტებს.

რო­გორც რუ­სულ გა­მო­ცე­მას ქარ­თველ­მა ოპე­რის მომ­ღე­რალ­მა, ტე­ნორ­მა ზუ­რაბ სოტ­კი­ლა­ვამ გა­ნუ­ცხა­და, ყო­ველ­თვის მი­აჩ­ნდა, რომ რუ­სე­თი და სა­ქარ­თვე­ლო ერ­თად უნდა იყ­ვნენ. თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, ასე­თი მო­საზ­რე­ბა ჰქონ­და სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­შიც, რის გა­მოც სა­ქარ­თვე­ლო­ში ზო­გი­ერ­თე­ბი კი­ცხავ­დნენ.

"ყო­ველ­თვის მი­მაჩ­ნდა, რომ რუ­სე­თი და სა­ქარ­თვე­ლო ერ­თად უნდა იყ­ვნენ. ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბა არც სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს შე­მიც­ვლია, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ამის გამო მკი­ცხავ­დნენ. სა­ა­კაშ­ვილ­მა მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას და­სავ­ლე­თის­კენ სწრაფ­ვა ჩა­უ­ნერ­გა და ამის გამო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში სირ­თუ­ლე­ე­ბი არ­სე­ბობს. თუმ­ცა, ამ სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა და მე­გობ­რო­ბის დაბ­რუ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც გა­დად­გა­ვენ შემ­ხვედრ ნა­ბი­ჯებს სა­ქარ­თვე­ლოს­კენ", - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ სოტ­კი­ლა­ვამ.

დუ­მის დსთ-ს კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის ოლეგ ლე­ბე­დე­ვის თქმით, რუ­სე­თი უკვე აყა­ლი­ბებს სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბებს და კარ­გა ხა­ნია, მო­ლა­პა­რა­კე­ბებს მარ­თავს ევ­რო­პულ დო­ნე­ზე.

"დსთ-ს ამას­წი­ნან­დელ სა­მიტ­ზე კი ით­ქვა, რომ და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­თა თა­ნა­მე­გობ­რო­ბა მზად არის, სა­ქარ­თვე­ლო კვლავ თა­ვის ოჯახ­ში იხი­ლოს. ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ ამის­თვის", - აღ­ნიშ­ნა რუს­მა პო­ლი­ტი­კოს­მა.

რო­გორც Комсомольская правда –ს სტრა­ტე­გი­უ­ლი ანა­ლი­ზის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ­მა, იგორ ნი­კო­ლა­ევ­მა გა­ნუ­ცხა­და, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ხე­ლა­ხა­ლი აგე­ბის­თვის ეკო­ნო­მი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მი­ნი­მუ­მამ­დე უნდა და­ვი­დეს პო­ლი­ტი­კა. მი­სი­ვე თქმით, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ეს მო­ხერ­ხდე­ბა, ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბით კი ორი­ვე მხა­რე მო­გე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა.

ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის, სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლის თქმით კი, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნა ეკო­ნო­მი­კა­ში, კულ­ტუ­რა­სა და სპორ­ტში ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბით უნდა და­ი­წყოს.

"და­უშ­ვე­ბე­ლია ერ­თმა­ნეთ­თან გა­ჯიბ­რე­ბა და თა­ვის მო­წო­ნე­ბა, ვინ უფრო მა­გა­რია, ჭკვი­ა­ნი, მდი­და­რია და ვინ ვის მი­ჭირხნის. ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნა ეკო­ნო­მი­კა­ში, კულ­ტუ­რა­სა და სპორ­ტში ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბით უნდა და­ვი­წყოთ. ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლა­ფე­რი ეს ბავ­შვებ­შიც გან­ვა­ვი­თა­როთ, რად­გან მერ­წმუ­ნეთ, ჩვენ შვი­ლებ­ში კარ­გა ხა­ნია და­სა­მარ­და ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის მე­გობ­რო­ბის იდეა", - გა­ნა­ცხა­და სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­მა.

აფხა­ზეთ­ში, მორ­წმუ­ნე სამ­ხედ­რო­ებ­თან მუ­შა­ო­ბის კუ­თხით მე-7 რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზის მე­თა­უ­რის მო­ად­გი­ლის, დე­კა­ნო­ზი იგორ ალექ­სე­ენ­კოს მი­აჩ­ნია, რომ რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა ერ­თსუ­ლო­ვა­ნი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი რწმე­ნი­თა და სა­ერ­თო გმი­რუ­ლი წარ­სუ­ლის შეხ­სე­ნე­ბით უნდა მოხ­დეს. მი­სი­ვე თქმით, და­ვი­წყე­ბას არ უნდა მი­ე­ცეს, რომ რა­იხსტაგ­ზე გა­მარ­ჯვე­ბის დრო­შა რუს­მა ეგო­როვ­მა და ქარ­თველ­მა ქან­თა­რი­ამ ააფ­რი­ა­ლეს.

"ჯერ კი­დევ ცოტა ხნის წინ ჩვენ ერთ დიად სა­ხელ­მწი­ფო­ში ვცხოვ­რობ­დით, რო­მელ­მაც სამ­წუ­ხა­როდ 1991 წელს არ­სე­ბო­ბა შე­წყვი­ტა. რწმე­ნა და სა­ერ­თო წარ­სუ­ლი ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ფორ­მი­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნოზ­მა იგორ ალექ­სე­ენ­კომ.

რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მის ერთ-ერთი მკი­თხვე­ლის აზ­რით კი, ორი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლომ რუ­სე­თი­დან ჯერ ის ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი უნდა წა­იყ­ვა­ნოს, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვილ­მა რუ­სეთ­ში გა­უშ­ვა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

Комсомольская правда - როგორ ავაგოთ ხელახლა ურთიერთობები საქართველოსთან

Комсомольская правда - როგორ ავაგოთ ხელახლა ურთიერთობები საქართველოსთან

როგორ ავაგოთ ხელახლა ურთიერთობები საქართველოსთან სააკაშვილის წასვლის შემდეგ? – ამ კითხვით მიმართავს რუსული გამოცემა Комсомольская правда საზოგადოების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს.

როგორც რუსულ გამოცემას ქართველმა ოპერის მომღერალმა, ტენორმა ზურაბ სოტკილავამ განუცხადა, ყოველთვის მიაჩნდა, რომ რუსეთი და საქართველო ერთად უნდა იყვნენ. თუმცა, მისივე თქმით, ასეთი მოსაზრება ჰქონდა სააკაშვილის მმართველობის პერიოდშიც, რის გამოც საქართველოში ზოგიერთები კიცხავდნენ.

"ყოველთვის მიმაჩნდა, რომ რუსეთი და საქართველო ერთად უნდა იყვნენ. ჩემი შეხედულება არც სააკაშვილის დროს შემიცვლია, თუმცა ზოგიერთები საქართველოში ამის გამო მკიცხავდნენ. სააკაშვილმა მოსახლეობის უმრავლესობას დასავლეთისკენ სწრაფვა ჩაუნერგა და ამის გამო ურთიერთობებში სირთულეები არსებობს. თუმცა, ამ სირთულეების გადალახვა და მეგობრობის დაბრუნება შესაძლებელია, თუ რუსეთის მოქალაქეებიც გადადგავენ შემხვედრ ნაბიჯებს საქართველოსკენ", - განაცხადა ზურაბ სოტკილავამ.

დუმის დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ოლეგ ლებედევის თქმით, რუსეთი უკვე აყალიბებს საქართველოსთან ურთიერთობებს და კარგა ხანია, მოლაპარაკებებს მართავს ევროპულ დონეზე.

"დსთ-ს ამასწინანდელ სამიტზე კი ითქვა, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა მზად არის, საქართველო კვლავ თავის ოჯახში იხილოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის", - აღნიშნა რუსმა პოლიტიკოსმა.

როგორც Комсомольская правда –ს სტრატეგიული ანალიზის ინსტიტუტის დირექტორმა, იგორ ნიკოლაევმა განუცხადა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ხელახალი აგებისთვის ეკონომიკურ ურთიერთობაში მინიმუმამდე უნდა დავიდეს პოლიტიკა. მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ ეს მოხერხდება, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებით კი ორივე მხარე მოგებული დარჩება.

ქართველი მომღერლის, სოსო პავლიაშვილის თქმით კი, ურთიერთობების აღდგენა ეკონომიკაში, კულტურასა და სპორტში ურთიერთობის დამყარებით უნდა დაიწყოს.

"დაუშვებელია ერთმანეთთან გაჯიბრება და თავის მოწონება, ვინ უფრო მაგარია, ჭკვიანი, მდიდარია და ვინ ვის მიჭირხნის. ურთიერთობების აღდგენა ეკონომიკაში, კულტურასა და სპორტში ურთიერთობის დამყარებით უნდა დავიწყოთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი ეს ბავშვებშიც განვავითაროთ, რადგან მერწმუნეთ, ჩვენ შვილებში კარგა ხანია დასამარდა ჩვენი ქვეყნების მეგობრობის იდეა", - განაცხადა სოსო პავლიაშვილმა.

აფხაზეთში, მორწმუნე სამხედროებთან მუშაობის კუთხით მე-7 რუსული სამხედრო ბაზის მეთაურის მოადგილის, დეკანოზი იგორ ალექსეენკოს მიაჩნია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის აღდგენა ერთსულოვანი მართლმადიდებლური რწმენითა და საერთო გმირული წარსულის შეხსენებით უნდა მოხდეს. მისივე თქმით, დავიწყებას არ უნდა მიეცეს, რომ რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა რუსმა ეგოროვმა და ქართველმა ქანთარიამ ააფრიალეს.

"ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ჩვენ ერთ დიად სახელმწიფოში ვცხოვრობდით, რომელმაც სამწუხაროდ 1991 წელს არსებობა შეწყვიტა. რწმენა და საერთო წარსული ჩვენი მომავალი ურთიერთობის ფორმირების საფუძველი იქნება", - განაცხადა დეკანოზმა იგორ ალექსეენკომ.

რუსული გამოცემის ერთ-ერთი მკითხველის აზრით კი, ორი ქვეყნის ურთიერთობის დალაგებისთვის საქართველომ რუსეთიდან ჯერ ის ე.წ. კანონიერი ქურდები უნდა წაიყვანოს, რომელიც სააკაშვილმა რუსეთში გაუშვა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა