ჟურნალისტი სოფო შევარდნაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ბაბუის, ედუარდ შევარდნაძისა და ძმიშვილის, პატარა ედუარდის ფოტოს აქვეყნებს, წარწერით: ჩემი ორი ფავორიტი მამაკაცი - ედუარდ უფროსი და ედუარდ უმცროსი.
სამი წლის ედუარდი ლაშა შევარდნაძისა და პიანისტ თათია შარანგიას პირველი ვაჟია. წყვილს კიდევ ერთი შვილი, წლინახევრის ალექსანდრე ჰყავს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შვილიშვილი ცოლს 2013 წლის მარტის დასაწყისში დაშორდა. შევარდნაძეების ყოფილი რძალი კი ამ ზაფხულს ამერიკაში გათხოვდა.