პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სოჭი - 2014" - პუტინის გარემოცვის მიერ მოპარული მილიარდები და რადიაქტიული დაბინძურების 2500-ზე მეტი კერა
"სოჭი - 2014" - პუტინის გარემოცვის მიერ მოპარული მილიარდები და რადიაქტიული დაბინძურების 2500-ზე მეტი კერა

ოლიმ­პი­ურ ის­ტო­რი­ა­ში "სოჭი-2014" ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. მას უკვე 51 მი­ლი­არდ დო­ლა­რად აფა­სე­ბენ და ხარჯს და­სას­რუ­ლი მა­ინც არ უჩანს. მსოფ­ლიო პრე­სა აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ მხრივ 2008 წლის ზა­ფხუ­ლის პე­კი­ნის ოლიმ­პი­ა­და­საც გა­უს­წრო, რო­მე­ლიც 43 მი­ლი­არ­დი დაჯ­და. დღეს პუ­ტი­ნი ცდი­ლობს, სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­არ­წმუ­ნოს, რომ ოლიმ­პი­უ­რი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი 214 მლრდ რუბ­ლი - 6,6 მლრდ დო­ლა­რი დაჯ­და, სა­ი­და­ნაც ნა­ხე­ვარ­ზე ოდ­ნავ მეტი კერ­ძო ინ­ვეს­ტო­რებ­მა გა­ი­ღეს. რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ინ­ფორ­მა­ცი­ის მკაც­რად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მშე­ნებ­ლო­ბე­ბის ხარ­ჯე­ბი­სა და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სკან­და­ლუ­რი ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი მა­ინც ჟო­ნავს.

რუ­სეთ­ში, სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და არ­ნა­ხუ­ლი მას­შტა­ბე­ბის კო­რუფ­ცი­ას და სა­ხელ­მწი­ფო სახ­სრე­ბის და­ტა­ცე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა, რომ­ლის სა­თა­ვე­ში ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნია. ამ თე­მა­ზე გა­მუდ­მე­ბით იწე­რე­ბა რუ­სულ და უცხო­ურ მე­დი­ა­ში, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა დარ­გის ექ­სპერ­ტე­ბის ცნო­ბებს ემ­ყა­რე­ბა. 2007 წელს პუ­ტინ­მა მსოფ­ლი­ოს ამ­ცნო, რომ რუ­სე­თი მზა­დაა, ოლიმ­პი­ა­დის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის 12 მი­ლი­არ­დი და­ხარ­ჯოს ანუ ოლიმ­პი­ა­დის მას­პინ­ძლო­ბის სხვა პრე­ტენ­დენ­ტებ­ზე – ავ­სტრი­ა­სა და სამ­ხრეთ კო­რე­ა­ზე გა­ცი­ლე­ბით მეტი. ალ­ბათ, პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბის გარ­და, ამ ფაქ­ტორ­მაც გა­ნა­პი­რო­ბა, რომ ოლიმ­პი­ა­და რუ­სეთ­ში გა­ი­მარ­თე­ბა, თუმ­ცა პუ­ტი­ნის მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ციფ­რი რამ­დენ­ჯერ­მე გა­ი­ზარ­და და, ძი­რი­თა­დად, ფა­სე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რი მა­ტე­ბი­სა და და­ტა­ცე­ბის ხარ­ჯზე. ფაქ­ტე­ბი, ციფ­რე­ბი პუ­ტი­ნი­სა და მისი გა­რე­მოც­ვის მა­და­ზე მე­ტყვე­ლებს. ხე­ლოვ­ნუ­რად გაძ­ვი­რე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ძალ­ზე ვრცე­ლია. და­ნა­შა­უ­ლის მას­შტა­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტის მოყ­ვა­ნაც კი საკ­მა­რი­სია.

მთა­ვა­რი ოლიმ­პი­უ­რი სტა­დი­ო­ნის მშე­ნებ­ლო­ბა, სა­დაც ოლიმ­პი­ა­დის გახ­სნი­სა და და­ხურ­ვის ცე­რე­მო­ნი­ე­ბი უნდა გა­ი­მარ­თოს, 780 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი დაჯ­და მა­შინ, როცა თა­ვი­დან მისი მე­სა­მე­დი იყო ნა­ვა­რა­უ­დე­ვი. გა­მო­დის, ერთი მა­ყუ­რებ­ლის მი­სა­ღე­ბად 19 500 დო­ლა­რი გა­მო­ი­ყო და ეს იმ დროს, როცა მსოფ­ლი­ო­ში ოლიმ­პი­ა­დის ცენ­ტრა­ლურ სტა­დი­ო­ნებ­ზე ერთ მა­ყუ­რე­ბელ­ზე 6000 იხარ­ჯე­ბა. ჰო­კე­ის სტა­დი­ონ "ბოლ­შო­ის" მშე­ნებ­ლო­ბა­ზე, 200-ის ნაც­ვლად, 300 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი წა­ვი­და ანუ ერთ მა­ყუ­რე­ბელ­ზე 25 000, ფი­გუ­რუ­ლი სრი­ა­ლის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სა­სახ­ლე "აის­ბერ­გიც", 100-ის ნაც­ვლად, 278 მი­ლი­ო­ნი დაჯ­და – 23 000 დო­ლა­რი ერთ მა­ყუ­რე­ბელ­ზე. ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში და­ნა­ხარ­ჯი სხვა ქვეყ­ნე­ბის ანა­ლო­გი­ებს მი­ნი­მუმ ორ­ჯერ აჭარ­ბებს, თუმ­ცა და­ტა­ცე­ბი­სა და კო­რუფ­ცი­ის მხრივ, რე­კორ­დი მოხ­სნა ტრამ­პლინ­მა "რუს­კიე გორ­კი" - მის აგე­ბას 270 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი მოხ­მარ­და, რაც თავ­და­პირ­ველ ბი­უ­ჯეტ­ზე სულ ცოტა 6.5-ჯერ მე­ტია. შე­სა­ბა­მი­სად, ერთი მა­ყუ­რებ­ლის მომ­სა­ხუ­რე­ბის ფას­მა 36 000 დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა და ეს მა­შინ, როცა მსოფ­ლი­ო­ში იგი სულ 3 400 დო­ლა­რია. სპორ­ტუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის გარ­და, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბა­ზეც არ­ნა­ხუ­ლი თან­ხე­ბი იხარ­ჯე­ბა. 2014 წლის თე­ბერ­ვლამ­დე სო­ჭის შე­მო­გა­რენ­ში 3 ოლიმ­პი­უ­რი სო­ფე­ლი უნდა აშენ­დეს. მთა­ვა­რი იქ­ნე­ბა იმე­რე­თის დაბ­ლობ­ზე, რო­მე­ლიც 1500 აპარ­ტა­მენ­ტის­გან შედ­გე­ბა და 3000 ადა­მი­ანს მი­ი­ღებს. ობი­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ერთ სტუ­მარ­ზე 363 ათა­სი დო­ლა­რია.

სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის­თვის სა­ხელ­მწი­ფო სახ­სრე­ბის მით­ვი­სე­ბის კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მა ყვე­ლა­ზე დე­ტა­ლუ­რად "სა­ხალ­ხო თა­ვი­სუფ­ლე­ბის პარ­ტი­ის" თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე ბო­რის ნემ­ცოვ­მა და მოძ­რა­ო­ბა "სო­ლი­დარ­ნოს­ტის" პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რმა ლე­ო­ნიდ მარ­ტი­ნი­უკ­მა გა­შიფ­რეს.

"და­ტა­ცე­ბის მას­შტა­ბე­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად ავი­ღოთ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ციფ­რი - პუ­ტი­ნუ­რი ობი­ექ­ტე­ბი მსოფ­ლი­ო­სა­ზე, 2,5-ჯერ ძვი­რია. აქე­დან ად­ვი­ლია სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის გა­უ­ქურ­და­ვი ფა­სის გა­მოთ­ვლა - 20 მლრდ დო­ლა­რი. გა­მო­დის, 30 მი­ლი­არ­დი მო­ი­პა­რეს", - აცხა­დე­ბენ ნემ­ცო­ვი და მარ­ტი­ნი­უ­კი და დას­ძე­ნენ: "ოლიმ­პი­უ­რი ბი­უ­ჯე­ტის მით­ვი­სე­ბის მას­შტა­ბი გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლია, მაგ­რამ აი, რა არის სა­ინ­ტე­რე­სო: თაღ­ლი­თო­ბა­ზე, და­ტა­ცე­ბა­ზე, ქრთამ­სა და "ატ­კა­ტებ­ზე" არც ერთი საქ­მე სა­სა­მარ­თლომ­დე არ მი­ვი­და. პუ­ტი­ნუ­რი ოლიმ­პი­ა­დის ზღაპ­რუ­ლი ქურ­დო­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი - ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ხუ­რუ­ლო­ბა და პუ­ტინ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის და­უს­ჯე­ლო­ბაა".

ოლიმ­პი­ა­დის­თვის სა­ხელ­მწი­ფო დაკ­ვე­თებს პუ­ტინ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბი იღებ­დნენ

რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აცხა­დებს, რომ ოლიმ­პი­უ­რი ობი­ექ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა კერ­ძო ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ღო­ნის­ძი­ე­ბას მხო­ლოდ 2 კერ­ძო "მო­ხა­ლი­სე" ინ­ვეს­ტო­რი ჰყავს, სხვე­ბი კი ისევ და ისევ სა­ხელ­მწი­ფო კორ­პო­რა­ცი­ე­ბი არი­ან. უმ­სხვი­ლე­სია სა­ხელ­მწი­ფო კორ­პო­რა­ცია "ოლიმპსტროი" - სპე­ცი­ა­ლუ­რად ოლიმ­პი­ა­დის­თვის შე­იქ­მნა 2007 წელს და 8 მი­ლი­არდს ით­ვი­სებს, მას მთა­ვა­რი ოლიმ­პი­უ­რი სოფ­ლი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მშე­ნებ­ლო­ბა აბა­რია. "ოლიმპსტროი" ოლიმ­პი­ა­დის­თვის მზა­დე­ბა­საც უწევს კო­ორ­დი­ნა­ცი­ას. რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კორ­პო­რა­ცი­ამ ოთხი დი­რექ­ტო­რი გა­მო­იც­ვა­ლა და, თაღ­ლი­თო­ბი­სა და კო­რუფ­ცი­ის ბრალ­დე­ბით, 27 საქ­მე აღიძ­რა, თუმ­ცა ყვე­ლა მათ­გა­ნი მა­ლე­ვე ჩა­ი­ფარ­ცხა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოლიმ­პი­ურ მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე კონ­ტრო­ლი, წე­სით, გოს­დუ­მამ უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, მმარ­თველ­მა პარ­ტია "ედი­ნა­ია რო­სი­ამ" "ოლიმპსტრო­ის" სა­პარ­ლა­მენ­ტო კუ­რა­ტო­რო­ბა­ში გა­დას­ვლას მხა­რი არ და­უ­ჭი­რა.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის­კენ მი­მა­ვა­ლი კვა­ლი უკეთ ჩანს სხვა მა­გა­ლი­თებ­ზე: 7-მი­ლი­არ­დი­ა­ნი პრო­ექ­ტე­ბი მი­ი­ღეს პუ­ტი­ნის ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბის – არ­კა­დი და ბო­რის რო­ტენ­ბერ­გე­ბის კომ­პა­ნი­ებ­მა. ისი­ნი აშე­ნებ­დნენ გაზ­სა­დენს, გზებს, აე­რო­პორ­ტს, ად­ლე­რის ელექტრო­სად­გურს, პორ­ტსა და სხვა ობი­ექ­ტებს.

"გა­ზპ­რომ­მა", რო­მელ­საც ასე­ვე პუ­ტი­ნის მე­გო­ბა­რი ალექ­სეი მი­ლე­რი ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ოლიმ­პი­ა­და თით­ქმის 4 მი­ლი­არ­დით და­ა­ფი­ნან­სა, სა­ი­და­ნაც დიდი ნა­წი­ლი რო­ტენ­ბერ­გებ­მა აით­ვი­სეს. პუ­ტი­ნის მე­გობ­რე­ბის: მი­ლე­რი­სა და რო­ტენ­ბერ­გე­ბის შე­თან­ხმე­ბულ და სა­ეჭ­ვო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს თუნ­დაც 2009 წელს მომ­ხდა­რი ფაქ­ტი, როცა "გა­ზპ­რომ­მა" მა­ნამ­დე 10 მლრდ რუბ­ლად შე­ფა­სე­ბუ­ლი ჯუბ­გა-სო­ჭის გაზ­სა­დე­ნის მშე­ნებ­ლო­ბის შე­კე­თე­ბა რო­ტენ­ბერ­გებს უკონ­კურ­სოდ და­უთ­მო და სამ­ჯერ მე­ტიც გა­და­უ­ხა­და. რო­ტენ­ბერ­გებ­მა ასე­ვე სა­ეჭ­ვო მა­ქი­ნა­ცი­ე­ბით ჩა­იგ­დეს ხელთ კუ­რორ­ტის მთა­ვა­რი პროს­პექ­ტის დუბ­ლი­ო­რის მშე­ნებ­ლო­ბის შეკ­ვე­თაც. ძმებს საქ­მე­ში ამ­ჯე­რა­დაც სა­შუ­ა­ლო­ზე ბევ­რად მეტი გა­და­უ­ხა­დეს, მაგ­რამ მიმ­დი­ნა­რე წლის გა­ზა­ფხულ­ზე მათ მიერ აშე­ნე­ბულ გზა­ზე ერთ-ერთი გვი­რა­ბი ჩა­ინ­გრა, რა­მაც დიდი სკან­და­ლი გა­მო­იწ­ვია.

მიმ­დი­ნა­რე წლის და­სა­წყის­ში ძმე­ბი ერთ-ერთი თა­ვი­ან­თი კომ­პა­ნი­ის "ინ­ჟტრანსტრო­ის" წი­ლი­დან სას­წრა­ფოდ გა­ვიდ­ნენ, რად­გან ობი­ექ­ტე­ბის ჩა­ბა­რე­ბის გრა­ფიკ­ში ვერ ეტე­ვი­ან, თუმ­ცა მათ ხელ­ში სოჭ­ში კი­დევ მრა­ვა­ლი სხვა შეკ­ვე­თა რჩე­ბა.

ასე­ვე, და­ახ­ლო­ე­ბით, 8 მი­ლი­არ­დის მშე­ნებ­ლო­ბე­ბი პუ­ტი­ნის მე­გო­ბარ ვლა­დი­მერ ია­კუ­ნი­ნის სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნია "რუ­სე­თის რკი­ნიგ­ზას" ჩა­უ­ვარ­და ხელთ. იგი ამ თან­ხით, ძი­რი­თა­დად, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზებ­სა და რკი­ნიგ­ზას აშე­ნებ­და. ია­კუ­ნი­ნის ერთ-ერთი მსხვი­ლი აფე­რა იყო ად­ლე­რი-კრას­ნა­ია პო­ლი­ა­ნას 48-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი გზის მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც პუ­ტინ­მა ჩა­ა­ბა­რა. იგი ბი­უ­ჯეტს 9,4 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი და­უჯ­და ანუ 1 კვ.მ. 10 000 დო­ლა­რი.

რაღა თქმა უნდა, სო­ჭის ოლიმ­პი­უ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ფუ­ლა­დი სახ­სრე­ბის მით­ვი­სე­ბით, მხო­ლოდ პუ­ტინ­მა და მის­მა გა­რე­მოც­ვამ როდი მო­ით­ბო ხელი. თაფ­ლის კას­რში ხელს იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი და ახ­ლან­დე­ლი პრე­მი­ე­რი დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვიც აფა­თუ­რებ­და, და­ტა­ცე­ბის რე­კორდსმე­ნი კი "კრას­ნა­ია პო­ლი­ა­ნას" ხელ­მძღვა­ნე­ლი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წევ­რი და მედ­ვე­დე­ვის მე­გო­ბა­რი ახ­მედ ბი­ლა­ლო­ვი იყო. რუ­სუ­ლი პრე­სის ცნო­ბით, თავ­და­პირ­ვე­ლად, ბი­ლა­ლო­ვი ცდი­ლობ­და, მშე­ნებ­ლო­ბე­ბი­დან კო­მერ­ცი­უ­ლი მო­გე­ბაც ენა­ხა და ხე­ლიც მო­ეთ­ბო. მან სას­ტუმ­როს, გოლფ-კლუ­ბის, სამ­თო კა­რუ­სე­ლი­სა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სის მშე­ნებ­ლო­ბა იტ­ვირ­თა.

შემ­დეგ, მის საქ­მე­ში უფრო გავ­ლე­ნი­ა­ნი პი­რე­ბი ჩა­ე­რივ­ნენ და ახალ-ახა­ლი ვლა­დე­ბუ­ლე­ბე­ბით დატ­ვირ­თეს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის მო­თხოვ­ნით კი, ტრამ­პლი­ნის, ტრი­ბუ­ნი­სა და სხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მშე­ნებ­ლო­ბაც და­ა­ვა­ლეს. პრო­ექ­ტის ბი­უ­ჯე­ტი 8-ჯერ გა­ი­ზარ­და და ფულ­მაც მხო­ლოდ მის ჯი­ბე­ში კი არა, მის­თვის უც­ნო­ბი მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ი­წყო დენა. სა­ბო­ლო­ოდ, ისე გა­მო­ვი­და, რომ ბი­ლა­ლოვ­მა ვერც ერთი საქ­მე ბო­ლომ­დე ვერ მი­იყ­ვა­ნა. პრო­ექ­ტი ჩა­ვარ­დნის საფრ­თხის­ქვეშ დად­გა და ვი­თა­რე­ბა უკი­დუ­რე­სად და­ი­ძა­ბა. ბი­ლა­ლოვს ისევ მედ­ვე­დევ­მა უშ­ვე­ლა და სხვა სამ­სა­ხურ­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

2010 წელს ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის - "მოს­კონ­ვერ­სპრო­მის" ხელ­მძღდვა­ნელ­მა ვა­ლე­რი მო­რო­ზოვ­მა გა­ბე­და და "ნო­ვა­ია გა­ზე­ტას" გა­მო­ტუყ­და, რომ თა­ვი­სი შეკ­ვე­თის 12% - 4 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტი, ქრთა­მის სა­ხით, ვლა­დი­მერ ლეშ­ჩევ­სკის გა­და­უ­ხა­და, რო­მელ­საც იმ დროს პრე­ზი­დენტ მედ­ვე­დე­ვის კა­პი­ტა­ლუ­რი მშე­ნებ­ლო­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის სა­ვარ­ძე­ლი ეკა­ვა. მედ­ვე­დე­ვის გან­კარ­გუ­ლე­ბით, მის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე აღიძ­რა, მაგ­რამ მა­ლე­ვე და­ი­ხუ­რა. სწო­რედ ამ­გვა­რი ფაქ­ტე­ბის წყა­ლო­ბით, სოჭ­ში წა­მო­წყე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი ობი­ექ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბა დღემ­დე ვერ ხერ­ხდე­ბა. დად­გე­ნილ გრა­ფიკს 200-ზე მეტი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია ჩა­მორ­ჩე­ბა. თე­ბერ­ვლამ­დე ცო­ტა­ღა დარ­ჩა და, რუ­სე­თის გარ­და, უცხო­ეთ­შიც ში­შო­ბენ, რომ ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­და უსი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზე­ბის გა­რე­შე არ ჩა­ივ­ლის.

"მშე­ნებ­ლო­ბის ცუდი ხა­რი­ხი და მზარ­დი ხარ­ჯე­ბი ოლიმ­პი­ურ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას ვნებს. სა­თხი­ლა­მუ­რო ტრამ­პლი­ნის რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­კე­თე­ბა გახ­და სა­ჭი­რო და მისი ფასი 24,8-დან 165 მლნ ფუნ­ტამ­დე გა­ი­ზარ­და", - წერს Iნდე­პენ­დენტ.

ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფა

სო­ჭის ირ­გვლივ მი­მი­ნა­რე მას­შტა­ბურ­მა მშე­ნებ­ლო­ბებ­მა ად­გი­ლობ­რივ ეკო­ლო­გი­ას გა­ნუ­ზო­მე­ლი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა. ხში­რად მშე­ნებ­ლო­ბე­ბი ეკო­ლო­გი­ე­ბი­სა და ბუ­ნე­ბის დამ­ცველ­თა შე­ფა­სე­ბე­ბი­სა და ნე­ბარ­თვის გა­რე­შე, სპონ­ტა­ნუ­რად და ბარ­ბა­რო­სუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და; გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ზი­ა­ნი იუ­ნეს­კოს დაც­ვის ქვეშ მყოფ ნაკ­რძალ "ზა­პად­ნი კავ­კაზ­სა" და მას­ზე გა­მა­ვალ მდი­ნა­რე მზიმ­თას მი­ად­გა. ბო­ლოს და ბო­ლოს, ეს რუ­სე­თის გა­რე­მოს დაც­ვის მი­ნის­ტრმაც აღი­ა­რა, თუმ­ცა მის სი­ტყვებს ფასი არ აქვს, რად­გან თე­ბერ­ვლამ­დე ყვე­ლა მშე­ნებ­ლო­ბა უპი­რო­ბოდ უნდა დას­რულ­დეს; კი­დევ იმი­ტო­მაც, რომ ოლიმ­პი­უ­რი მშე­ნებ­ლო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, პუ­ტინ­მა ზედ ნაკ­რძალ­ში მი­ლი­არ­დი­ა­ნი საპ­რე­ზი­დენ­ტო აგა­რა­კი "ლუნ­ნა­ია პო­ლი­ა­ნა" მო­ი­წყო.

ოლიმ­პი­უ­რი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი ად­გი­ლობ­რივ­თა და ეკო­ლო­გე­ბის პერ­მა­ნენ­ტუ­ლი აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ მათ ყუ­რა­დღე­ბას არა­ვინ აქ­ცევს.

დღეს უკვე და­ი­ვი­წყეს 2009 წელს გამ­ჟღავ­ნე­ბუ­ლი შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ფაქ­ტი, რომ სოჭ­ში რა­დი­აქ­ტი­უ­ლი და­ბინ­ძუ­რე­ბის 2500-ზე მეტი კერა აღ­მოჩ­ნდა. ყვე­ლა­ზე მე­ტად კი, რა­დი­ა­ცი­უ­ლი ფონი ოლიმ­პი­უ­რი შე­ჯიბ­რე­ბე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფილ უბ­ნებ­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და. "ცე­ზი­უმ 137"-ის რა­დი­ა­ცი­უ­ლი ლა­ქე­ბი რამ­დე­ნი­მე კვად­რა­ტუ­ლი­დან რამ­დე­ნი­მე ასე­ულ კვად­რა­ტულ მეტ­რამ­დე აღ­წევ­და. რა­დი­ა­ცი­უ­ლი და­ბინ­ძუ­რე­ბის წყა­რო როს­ტო­ვის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი და სხვა ენერ­გო­ო­ბი­ექ­ტე­ბი აღ­მოჩ­ნდა.

თუმ­ცა საფრ­თხის უმ­თავ­რეს მი­ზე­ზად ჩერ­ნო­ბი­ლის კა­ტას­ტრო­ფა და­სა­ხელ­და. იმა­ვე წელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­მო­ა­ცხა­დეს, რომ 2000-მდე კერა გა­იწ­მინ­და და საფრ­თხე აღარ არ­სე­ბობს. დღეს სოჭ­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რია ოლიმ­პი­უ­რი მშე­ნებ­ლო­ბე­ბის უსი­ა­მოვ­ნო შე­დე­გე­ბი. მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის გამო, მთე­ლი ზა­ფხუ­ლი ქა­ლაქ­ში ფე­კა­ლი­ე­ბის სუნი ტრი­ა­ლებ­და. დად­გა გვი­ა­ნი შე­მოდ­გო­მა, მაგ­რამ ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია კვლავ შეძრწუ­ნე­ბუ­ლი იუ­წყე­ბა, რომ კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის სიმ­ყრა­ლე ქა­ლაქს მოს­ვე­ნე­ბას მა­ინც არ აძ­ლევს. ად­გი­ლობ­რივ ფო­რუ­მებ­ზე ხუმ­რო­ბენ, რომ სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დას ზამ­თრის სი­ცი­ვე თუ გა­და­არ­ჩენს, რო­მე­ლიც ოლიმ­პი­ურ სურ­ნე­ლე­ბას გა­ფან­ტავს, თუმ­ცა ესეც დიდი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგას.

რა სი­ურპრიზს ამ­ზა­დებს ბუ­ნე­ბა?

დღეს სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის ირ­გვლივ ორი მთა­ვა­რი კი­თხვაა: მო­ეს­წრე­ბა თუ არა და ეცი­ე­ბა თუ არა. რო­გო­რი საკ­ვირ­ვე­ლიც უნდა იყოს, "სოჭი-2014"-ს ყვე­ლა­ზე დიდ საფრ­თხეს არა მისი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მტა­ცებ­ლო­ბა, არა­მედ ბუ­ნე­ბა უქ­მნის. ოლიმ­პი­ა­დის ნა­წი­ლი რუ­სე­თის ყვე­ლა­ზე თბილ წერ­ტილ­ში - იმე­რე­თის დაბ­ლობ­სა და დიდ სოჭ­ში უნდა გა­ი­მარ­თოს. თე­ბერ­ვლის შუა ხა­ნებ­ში, როცა ოლიმ­პი­ა­და იგეგ­მე­ბა, იქ ტემ­პე­რა­ტუ­რა ხში­რად +10 გრა­დუს­საც აჭარ­ბებს.

რუსი სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ 2014 წლის ზამ­თა­რი ნორ­მის ფარ­გლებ­ში იქ­ნე­ბა. კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში რუ­სებს ზამ­თა­რი სწყა­ლობს, მაგ­რამ ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის, მა­ინც შე­ი­ძი­ნეს თოვ­ლის 400 ქვე­მე­ხი, რომ­ლე­ბიც, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 500 ათას კუ­ბო­მეტრ თოვლს და­ამ­ზა­დებს, მაგ­რამ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, თუკი ზამ­თა­რი თბი­ლი იქ­ნე­ბა თოვ­ლის ქვე­მე­ხე­ბი საქ­მეს ვერ უშ­ვე­ლის.

ოლიმ­პი­უ­რი კომ­პლექ­სის ბუ­რუ­სით­მო­ცუ­ლი მო­მა­ვა­ლი

თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ქა­ლა­ქი სოჭი ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ მო­სახ­ლეს ით­ვლის, ხოლო ოლიმ­პი­უ­რი კომ­პლექ­სე­ბის სტა­დი­ო­ნე­ბი 200 000-ზე მეტ მა­ყუ­რე­ბელს იტევს, იოლი წარ­მო­სად­გე­ნია, რომ ოლიმ­პი­ა­დის შემ­დეგ მათი დატ­ვირ­თვა დიდი კი­თხვის ქვეშ დგას; მით უმე­ტეს, რომ რე­გი­ონ­ში სპორ­ტის ზამ­თრის სა­ხე­ო­ბე­ბი პო­პუ­ლა­რო­ბით არ სარ­გებ­ლობს. გარ­და ამი­სა, კომ­პლექ­სის შე­ნახ­ვა მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რი დაჯ­დე­ბა. ოლიმ­პი­ა­დის პე­რი­ოდ­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას დღე­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, ერთი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი დას­ჭირ­დე­ბა. ოლიმ­პი­ა­დის შემ­დეგ ხარ­ჯე­ბის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცი­რე­ბის შემ­თხვვა­შიც კი, მის გა­ძღო­ლას ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­უ­ჯე­ტი ვერ შეძ­ლებს. დღეს რუ­სეთ­ში ექ­სპერ­ტე­ბი და­ნა­ნე­ბით სა­უბ­რო­ბენ, რომ კომ­პლექ­სი, რო­მე­ლიც ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი დაჯ­და, არა­რენ­ტა­ბე­ლუ­რი იქ­ნე­ბა და რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში გა­ვე­რა­ნე­ბა უწე­რია.

რაში სჭირ­დე­ბა?

უკვე 6 წე­ლია, ამო­უხ­სნელ კი­თხვად რჩე­ბა, რაში სჭირ­დე­ბო­და ვლა­დი­მერ პუ­ტინს ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­დის მა­ინ­ცდა­მა­ინც სოჭ­ში გა­მარ­თვა. ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე მე­ტად, რუ­სებ­თან ერ­თად, ეს კი­თხვა სა­ქარ­თვე­ლო­ში აინ­ტე­რე­სებთ. რა ჩა­ი­ფიქ­რა, ვე­ლო­დეთ თუ არა საფრ­თხეს? პა­სუ­ხი პო­ლი­ტი­კუ­რია თუ საქ­მე მხო­ლოდ და მხო­ლოდ დიქ­ტა­ტო­რის ახი­რე­ბას­თან გვაქვს?

ორი ქვეყ­ნის მტრო­ბის გამო ძვე­ლი და ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მტკი­ცე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლო ოლიმ­პი­ა­დის მშვი­დო­ბი­ა­ნად ჩა­ტა­რე­ბის­თვის ძა­ლის­ხმე­ვას არ და­ი­შუ­რებს, პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბის ელ­ფე­რი დაკ­რავს, თუმ­ცა ამ სა­კი­თხში სა­ი­დუმ­ლო არ­ხე­ბით თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­მო­რი­ცხვაც არ შე­იძ­ლე­ბა. რამ­დე­ნი­მე ხნის წინ, ბა­თუმ­ში, რუ­სე­ბის მიერ ძებ­ნი­ლი ჩე­ჩე­ნი ლა­კა­ე­ვის და­კა­ვე­ბა სწო­რედ ასეთ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას წა­ა­გავს. ბოლო დროს, შიდა ქარ­თლში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე, არა­სე­რი­ო­ზუ­ლად ჩანს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის იმე­დი, რომ ოლიმ­პი­ა­და­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დათ­ბო­ბას შე­უ­წყობს ხელს. მხო­ლოდ ერთი რამ არის ფაქ­ტი: პრე­მი­ერ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის ცივი გო­ნე­ბით მი­ღე­ბა გვირ­ჩია და არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლის მო­თხოვ­ნა, ოკუ­პან­ტი სა­ხელ­მწი­ფოს მას­პინ­ძლო­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოლიმ­პი­ა­დის ბო­ი­კო­ტი­რე­ბის შე­სა­ხებ.

"ბლუმ­ბერ­გის" ცნო­ბით, პუ­ტი­ნი ობა­მას ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­დის ის­ლა­მის­ტე­ბის­გან დაც­ვა­ში თა­ნად­გო­მას სთხოვს. ფე­ეს­ბე-ს დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, სერ­გეი სმირ­ნო­ვის გან­ცხა­დე­ბით, სი­რი­ა­ში რუ­სე­თის 400 მო­ქა­ლა­ქე იბ­რძვის და მათი რა­დი­კა­ლუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს. ბო­ბო­ქა­რი ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის მე­ზობ­ლად ოლიმ­პი­ა­დის მო­წყო­ბა რის­კებ­თან რო­მაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ამას მოს­კოვ­ში უთუ­ოდ იმ­თა­ვით­ვე ხვდე­ბოდ­ნენ, ამი­ტომ კი­დევ უფრო მწვა­ვედ დგას ეჭვი კრემ­ლის სა­ი­დუმ­ლო ზრახ­ვე­ბის შე­სა­ხებ და მა­გა­ლი­თად ჩეჩ­ნე­თის მე­ო­რე ომის წი­ნა­პი­რო­ბაც გა­მოდ­გე­ბა. ან რით შე­ეც­დე­ბა პუ­ტი­ნი თა­ვის დაძ­ვრე­ნას, თუკი ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­და, კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი­სა ან უხა­რის­ხო და და­უს­რუ­ლე­ბე­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბის გამო ჩაფ­ლავ­დე­ბა?! არც ისაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, მას, მარ­თლაც, მხო­ლოდ და მხო­ლოდ რუ­სე­თის შა­ვი­ზღვის­პი­რა კუ­რორ­ტე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია სურ­დეს.

მი­რი­ან ლე­ბა­ნი­ძე

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

"სოჭი - 2014" - პუტინის გარემოცვის მიერ მოპარული მილიარდები და რადიაქტიული დაბინძურების 2500-ზე მეტი კერა

"სოჭი - 2014" - პუტინის გარემოცვის მიერ მოპარული მილიარდები და რადიაქტიული დაბინძურების 2500-ზე მეტი კერა

ოლიმპიურ ისტორიაში "სოჭი-2014" ყველაზე ძვირადღირებული იქნება. მას უკვე 51 მილიარდ დოლარად აფასებენ და ხარჯს დასასრული მაინც არ უჩანს. მსოფლიო პრესა აღნიშნავს, რომ ამ მხრივ 2008 წლის ზაფხულის პეკინის ოლიმპიადასაც გაუსწრო, რომელიც 43 მილიარდი დაჯდა. დღეს პუტინი ცდილობს, საკუთარი მოქალაქეები დაარწმუნოს, რომ ოლიმპიური მშენებლობები 214 მლრდ რუბლი - 6,6 მლრდ დოლარი დაჯდა, საიდანაც ნახევარზე ოდნავ მეტი კერძო ინვესტორებმა გაიღეს. რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ინფორმაციის მკაცრად გასაიდუმლოების მცდელობის მიუხედავად, მშენებლობების ხარჯებისა და მათთან დაკავშირებული სკანდალური ფაქტების შესახებ ცნობები მაინც ჟონავს.

რუსეთში, სოჭის ოლიმპიადა არნახული მასშტაბების კორუფციას და სახელმწიფო სახსრების დატაცებასთან ასოცირდება, რომლის სათავეში ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია. ამ თემაზე გამუდმებით იწერება რუსულ და უცხოურ მედიაში, რომლებიც სხვადასხვა დარგის ექსპერტების ცნობებს ემყარება. 2007 წელს პუტინმა მსოფლიოს ამცნო, რომ რუსეთი მზადაა, ოლიმპიადის ორგანიზებისთვის 12 მილიარდი დახარჯოს ანუ ოლიმპიადის მასპინძლობის სხვა პრეტენდენტებზე – ავსტრიასა და სამხრეთ კორეაზე გაცილებით მეტი. ალბათ, პოლიტიკური მიზეზების გარდა, ამ ფაქტორმაც განაპირობა, რომ ოლიმპიადა რუსეთში გაიმართება, თუმცა პუტინის მიერ დასახელებული ციფრი რამდენჯერმე გაიზარდა და, ძირითადად, ფასების ხელოვნური მატებისა და დატაცების ხარჯზე. ფაქტები, ციფრები პუტინისა და მისი გარემოცვის მადაზე მეტყველებს. ხელოვნურად გაძვირებული მშენებლობების ჩამონათვალი ძალზე ვრცელია. დანაშაულის მასშტაბის შესაფასებლად რამდენიმე ფაქტის მოყვანაც კი საკმარისია.

მთავარი ოლიმპიური სტადიონის მშენებლობა, სადაც ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის ცერემონიები უნდა გაიმართოს, 780 მილიონი დოლარი დაჯდა მაშინ, როცა თავიდან მისი მესამედი იყო ნავარაუდევი. გამოდის, ერთი მაყურებლის მისაღებად 19 500 დოლარი გამოიყო და ეს იმ დროს, როცა მსოფლიოში ოლიმპიადის ცენტრალურ სტადიონებზე ერთ მაყურებელზე 6000 იხარჯება. ჰოკეის სტადიონ "ბოლშოის" მშენებლობაზე, 200-ის ნაცვლად, 300 მილიონი დოლარი წავიდა ანუ ერთ მაყურებელზე 25 000, ფიგურული სრიალისთვის განკუთვნილი სასახლე "აისბერგიც", 100-ის ნაცვლად, 278 მილიონი დაჯდა – 23 000 დოლარი ერთ მაყურებელზე. ყველა შემთხვევაში დანახარჯი სხვა ქვეყნების ანალოგიებს მინიმუმ ორჯერ აჭარბებს, თუმცა დატაცებისა და კორუფციის მხრივ, რეკორდი მოხსნა ტრამპლინმა "რუსკიე გორკი" - მის აგებას 270 მილიონი დოლარი მოხმარდა, რაც თავდაპირველ ბიუჯეტზე სულ ცოტა 6.5-ჯერ მეტია. შესაბამისად, ერთი მაყურებლის მომსახურების ფასმა 36 000 დოლარი შეადგინა და ეს მაშინ, როცა მსოფლიოში იგი სულ 3 400 დოლარია. სპორტული ობიექტების გარდა, ინფრასტრუქტურის მოწყობაზეც არნახული თანხები იხარჯება. 2014 წლის თებერვლამდე სოჭის შემოგარენში 3 ოლიმპიური სოფელი უნდა აშენდეს. მთავარი იქნება იმერეთის დაბლობზე, რომელიც 1500 აპარტამენტისგან შედგება და 3000 ადამიანს მიიღებს. ობიექტის ღირებულება ერთ სტუმარზე 363 ათასი დოლარია.

სოჭის ოლიმპიადისთვის სახელმწიფო სახსრების მითვისების კორუფციული სქემა ყველაზე დეტალურად "სახალხო თავისუფლების პარტიის" თანათავმჯდომარე ბორის ნემცოვმა და მოძრაობა "სოლიდარნოსტის" პოლიტსაბჭოს წევრმა ლეონიდ მარტინიუკმა გაშიფრეს.

"დატაცების მასშტაბების შესაფასებლად ავიღოთ მოკრძალებული ციფრი - პუტინური ობიექტები მსოფლიოსაზე, 2,5-ჯერ ძვირია. აქედან ადვილია სოჭის ოლიმპიადის გაუქურდავი ფასის გამოთვლა - 20 მლრდ დოლარი. გამოდის, 30 მილიარდი მოიპარეს", - აცხადებენ ნემცოვი და მარტინიუკი და დასძენენ: "ოლიმპიური ბიუჯეტის მითვისების მასშტაბი გამაოგნებელია, მაგრამ აი, რა არის საინტერესო: თაღლითობაზე, დატაცებაზე, ქრთამსა და "ატკატებზე" არც ერთი საქმე სასამართლომდე არ მივიდა. პუტინური ოლიმპიადის ზღაპრული ქურდობის მთავარი მიზეზი - ხელისუფლების დახურულობა და პუტინთან დაახლოებული დამნაშავეების დაუსჯელობაა".

ოლიმპიადისთვის სახელმწიფო დაკვეთებს პუტინთან დაახლოებული პირები იღებდნენ

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ოლიმპიური ობიექტების მშენებლობა კერძო ინვესტიციებით მიმდინარეობს. სინამდვილეში, ღონისძიებას მხოლოდ 2 კერძო "მოხალისე" ინვესტორი ჰყავს, სხვები კი ისევ და ისევ სახელმწიფო კორპორაციები არიან. უმსხვილესია სახელმწიფო კორპორაცია "ოლიმპსტროი" - სპეციალურად ოლიმპიადისთვის შეიქმნა 2007 წელს და 8 მილიარდს ითვისებს, მას მთავარი ოლიმპიური სოფლისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობა აბარია. "ოლიმპსტროი" ოლიმპიადისთვის მზადებასაც უწევს კოორდინაციას. რამდენიმე წლის განმავლობაში კორპორაციამ ოთხი დირექტორი გამოიცვალა და, თაღლითობისა და კორუფციის ბრალდებით, 27 საქმე აღიძრა, თუმცა ყველა მათგანი მალევე ჩაიფარცხა. მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიურ მშენებლობებზე კონტროლი, წესით, გოსდუმამ უნდა განახორციელოს, მმართველმა პარტია "ედინაია როსიამ" "ოლიმპსტროის" საპარლამენტო კურატორობაში გადასვლას მხარი არ დაუჭირა.

რუსეთის პრეზიდენტისკენ მიმავალი კვალი უკეთ ჩანს სხვა მაგალითებზე: 7-მილიარდიანი პროექტები მიიღეს პუტინის ბავშვობის მეგობრების – არკადი და ბორის როტენბერგების კომპანიებმა. ისინი აშენებდნენ გაზსადენს, გზებს, აეროპორტს, ადლერის ელექტროსადგურს, პორტსა და სხვა ობიექტებს.

"გაზპრომმა", რომელსაც ასევე პუტინის მეგობარი ალექსეი მილერი ხელმძღვანელობს, ოლიმპიადა თითქმის 4 მილიარდით დააფინანსა, საიდანაც დიდი ნაწილი როტენბერგებმა აითვისეს. პუტინის მეგობრების: მილერისა და როტენბერგების შეთანხმებულ და საეჭვო საქმიანობაზე მეტყველებს თუნდაც 2009 წელს მომხდარი ფაქტი, როცა "გაზპრომმა" მანამდე 10 მლრდ რუბლად შეფასებული ჯუბგა-სოჭის გაზსადენის მშენებლობის შეკეთება როტენბერგებს უკონკურსოდ დაუთმო და სამჯერ მეტიც გადაუხადა. როტენბერგებმა ასევე საეჭვო მაქინაციებით ჩაიგდეს ხელთ კურორტის მთავარი პროსპექტის დუბლიორის მშენებლობის შეკვეთაც. ძმებს საქმეში ამჯერადაც საშუალოზე ბევრად მეტი გადაუხადეს, მაგრამ მიმდინარე წლის გაზაფხულზე მათ მიერ აშენებულ გზაზე ერთ-ერთი გვირაბი ჩაინგრა, რამაც დიდი სკანდალი გამოიწვია.

მიმდინარე წლის დასაწყისში ძმები ერთ-ერთი თავიანთი კომპანიის "ინჟტრანსტროის" წილიდან სასწრაფოდ გავიდნენ, რადგან ობიექტების ჩაბარების გრაფიკში ვერ ეტევიან, თუმცა მათ ხელში სოჭში კიდევ მრავალი სხვა შეკვეთა რჩება.

ასევე, დაახლოებით, 8 მილიარდის მშენებლობები პუტინის მეგობარ ვლადიმერ იაკუნინის სახელმწიფო კომპანია "რუსეთის რკინიგზას" ჩაუვარდა ხელთ. იგი ამ თანხით, ძირითადად, საავტომობილო გზებსა და რკინიგზას აშენებდა. იაკუნინის ერთ-ერთი მსხვილი აფერა იყო ადლერი-კრასნაია პოლიანას 48-კილომეტრიანი გზის მშენებლობა, რომელიც პუტინმა ჩააბარა. იგი ბიუჯეტს 9,4 მილიარდი დოლარი დაუჯდა ანუ 1 კვ.მ. 10 000 დოლარი.

რაღა თქმა უნდა, სოჭის ოლიმპიური ინფრასტრუქტურის ფულადი სახსრების მითვისებით, მხოლოდ პუტინმა და მისმა გარემოცვამ როდი მოითბო ხელი. თაფლის კასრში ხელს იმჟამინდელი პრეზიდენტი და ახლანდელი პრემიერი დიმიტრი მედვედევიც აფათურებდა, დატაცების რეკორდსმენი კი "კრასნაია პოლიანას" ხელმძღვანელი მმართველი პარტიის წევრი და მედვედევის მეგობარი ახმედ ბილალოვი იყო. რუსული პრესის ცნობით, თავდაპირველად, ბილალოვი ცდილობდა, მშენებლობებიდან კომერციული მოგებაც ენახა და ხელიც მოეთბო. მან სასტუმროს, გოლფ-კლუბის, სამთო კარუსელისა და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იტვირთა.

შემდეგ, მის საქმეში უფრო გავლენიანი პირები ჩაერივნენ და ახალ-ახალი ვლადებულებებით დატვირთეს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მოთხოვნით კი, ტრამპლინის, ტრიბუნისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობაც დაავალეს. პროექტის ბიუჯეტი 8-ჯერ გაიზარდა და ფულმაც მხოლოდ მის ჯიბეში კი არა, მისთვის უცნობი მიმართულებით დაიწყო დენა. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ბილალოვმა ვერც ერთი საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. პროექტი ჩავარდნის საფრთხისქვეშ დადგა და ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ბილალოვს ისევ მედვედევმა უშველა და სხვა სამსახურში გადაიყვანა.

2010 წელს ერთ-ერთი კომპანიის - "მოსკონვერსპრომის" ხელმძღდვანელმა ვალერი მოროზოვმა გაბედა და "ნოვაია გაზეტას" გამოტუყდა, რომ თავისი შეკვეთის 12% - 4 მილიონი ფუნტი, ქრთამის სახით, ვლადიმერ ლეშჩევსკის გადაუხადა, რომელსაც იმ დროს პრეზიდენტ მედვედევის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსის მოადგილის სავარძელი ეკავა. მედვედევის განკარგულებით, მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, მაგრამ მალევე დაიხურა. სწორედ ამგვარი ფაქტების წყალობით, სოჭში წამოწყებული მრავალი ობიექტის მშენებლობის დასრულება დღემდე ვერ ხერხდება. დადგენილ გრაფიკს 200-ზე მეტი სამშენებლო კომპანია ჩამორჩება. თებერვლამდე ცოტაღა დარჩა და, რუსეთის გარდა, უცხოეთშიც შიშობენ, რომ ზამთრის ოლიმპიადა უსიამოვნო სიურპრიზების გარეშე არ ჩაივლის.

"მშენებლობის ცუდი ხარიხი და მზარდი ხარჯები ოლიმპიურ ინფრასტრუქტურას ვნებს. სათხილამურო ტრამპლინის რამდენჯერმე გადაკეთება გახდა საჭირო და მისი ფასი 24,8-დან 165 მლნ ფუნტამდე გაიზარდა", - წერს Iნდეპენდენტ.

ეკოლოგიური კატასტროფა

სოჭის ირგვლივ მიმინარე მასშტაბურმა მშენებლობებმა ადგილობრივ ეკოლოგიას განუზომელი დარტყმა მიაყენა. ხშირად მშენებლობები ეკოლოგიებისა და ბუნების დამცველთა შეფასებებისა და ნებართვის გარეშე, სპონტანურად და ბარბაროსულად მიმდინარეობდა; განსაკუთრებით დიდი ზიანი იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფ ნაკრძალ "ზაპადნი კავკაზსა" და მასზე გამავალ მდინარე მზიმთას მიადგა. ბოლოს და ბოლოს, ეს რუსეთის გარემოს დაცვის მინისტრმაც აღიარა, თუმცა მის სიტყვებს ფასი არ აქვს, რადგან თებერვლამდე ყველა მშენებლობა უპირობოდ უნდა დასრულდეს; კიდევ იმიტომაც, რომ ოლიმპიური მშენებლობის პარალელურად, პუტინმა ზედ ნაკრძალში მილიარდიანი საპრეზიდენტო აგარაკი "ლუნნაია პოლიანა" მოიწყო.

ოლიმპიური მშენებლობები ადგილობრივთა და ეკოლოგების პერმანენტული აქციების ფონზე მიმდინარეობს, მაგრამ მათ ყურადღებას არავინ აქცევს.

დღეს უკვე დაივიწყეს 2009 წელს გამჟღავნებული შემაშფოთებელი ფაქტი, რომ სოჭში რადიაქტიული დაბინძურების 2500-ზე მეტი კერა აღმოჩნდა. ყველაზე მეტად კი, რადიაციული ფონი ოლიმპიური შეჯიბრებებისთვის გამოყოფილ უბნებში შეინიშნებოდა. "ცეზიუმ 137"-ის რადიაციული ლაქები რამდენიმე კვადრატულიდან რამდენიმე ასეულ კვადრატულ მეტრამდე აღწევდა. რადიაციული დაბინძურების წყარო როსტოვის ატომური ელექტროსადგური და სხვა ენერგოობიექტები აღმოჩნდა.

თუმცა საფრთხის უმთავრეს მიზეზად ჩერნობილის კატასტროფა დასახელდა. იმავე წელს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ 2000-მდე კერა გაიწმინდა და საფრთხე აღარ არსებობს. დღეს სოჭში აქტუალურია ოლიმპიური მშენებლობების უსიამოვნო შედეგები. მიწისქვეშა კომუნიკაციების დაზიანების გამო, მთელი ზაფხული ქალაქში ფეკალიების სუნი ტრიალებდა. დადგა გვიანი შემოდგომა, მაგრამ ადგილობრივი მედია კვლავ შეძრწუნებული იუწყება, რომ კანალიზაციის სიმყრალე ქალაქს მოსვენებას მაინც არ აძლევს. ადგილობრივ ფორუმებზე ხუმრობენ, რომ სოჭის ოლიმპიადას ზამთრის სიცივე თუ გადაარჩენს, რომელიც ოლიმპიურ სურნელებას გაფანტავს, თუმცა ესეც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

რა სიურპრიზს ამზადებს ბუნება?

დღეს სოჭის ოლიმპიადის ირგვლივ ორი მთავარი კითხვაა: მოესწრება თუ არა და ეციება თუ არა. როგორი საკვირველიც უნდა იყოს, "სოჭი-2014"-ს ყველაზე დიდ საფრთხეს არა მისი ორგანიზატორების მტაცებლობა, არამედ ბუნება უქმნის. ოლიმპიადის ნაწილი რუსეთის ყველაზე თბილ წერტილში - იმერეთის დაბლობსა და დიდ სოჭში უნდა გაიმართოს. თებერვლის შუა ხანებში, როცა ოლიმპიადა იგეგმება, იქ ტემპერატურა ხშირად +10 გრადუსსაც აჭარბებს.

რუსი სინოპტიკოსები ირწმუნებიან, რომ 2014 წლის ზამთარი ნორმის ფარგლებში იქნება. კრიტიკულ სიტუაციებში რუსებს ზამთარი სწყალობს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, მაინც შეიძინეს თოვლის 400 ქვემეხი, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, 500 ათას კუბომეტრ თოვლს დაამზადებს, მაგრამ სპეციალისტების შეფასებით, თუკი ზამთარი თბილი იქნება თოვლის ქვემეხები საქმეს ვერ უშველის.

ოლიმპიური კომპლექსის ბურუსითმოცული მომავალი

თუ გავითვალისწინებთ, რომ ქალაქი სოჭი ნახევარ მილიონ მოსახლეს ითვლის, ხოლო ოლიმპიური კომპლექსების სტადიონები 200 000-ზე მეტ მაყურებელს იტევს, იოლი წარმოსადგენია, რომ ოლიმპიადის შემდეგ მათი დატვირთვა დიდი კითხვის ქვეშ დგას; მით უმეტეს, რომ რეგიონში სპორტის ზამთრის სახეობები პოპულარობით არ სარგებლობს. გარდა ამისა, კომპლექსის შენახვა მილიონობით დოლარი დაჯდება. ოლიმპიადის პერიოდში ელექტროენერგიით უზრუნველყოფას დღეში, დაახლოებით, ერთი მილიონი დოლარი დასჭირდება. ოლიმპიადის შემდეგ ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირების შემთხვვაშიც კი, მის გაძღოლას ადგილობრივი ბიუჯეტი ვერ შეძლებს. დღეს რუსეთში ექსპერტები დანანებით საუბრობენ, რომ კომპლექსი, რომელიც ათეულობით მილიარდი დოლარი დაჯდა, არარენტაბელური იქნება და რამდენიმე წელიწადში გავერანება უწერია.

რაში სჭირდება?

უკვე 6 წელია, ამოუხსნელ კითხვად რჩება, რაში სჭირდებოდა ვლადიმერ პუტინს ზამთრის ოლიმპიადის მაინცდამაინც სოჭში გამართვა. ალბათ, ყველაზე მეტად, რუსებთან ერთად, ეს კითხვა საქართველოში აინტერესებთ. რა ჩაიფიქრა, ველოდეთ თუ არა საფრთხეს? პასუხი პოლიტიკურია თუ საქმე მხოლოდ და მხოლოდ დიქტატორის ახირებასთან გვაქვს?

ორი ქვეყნის მტრობის გამო ძველი და ახალი ხელისუფლების მტკიცებას, რომ საქართველო ოლიმპიადის მშვიდობიანად ჩატარებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს, პოლიტიკური განცხადების ელფერი დაკრავს, თუმცა ამ საკითხში საიდუმლო არხებით თანამშრომლობის გამორიცხვაც არ შეიძლება. რამდენიმე ხნის წინ, ბათუმში, რუსების მიერ ძებნილი ჩეჩენი ლაკაევის დაკავება სწორედ ასეთ სპეცოპერაციას წააგავს. ბოლო დროს, შიდა ქართლში განვითარებული მოვლენების ფონზე, არასერიოზულად ჩანს ხელისუფლების იმედი, რომ ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობა რუსეთთან ურთიერთობის დათბობას შეუწყობს ხელს. მხოლოდ ერთი რამ არის ფაქტი: პრემიერმა გადაწყვეტილებების ცივი გონებით მიღება გვირჩია და არ გაითვალისწინა მოსახლეობის დიდი ნაწილის მოთხოვნა, ოკუპანტი სახელმწიფოს მასპინძლობით ჩატარებული ოლიმპიადის ბოიკოტირების შესახებ.

"ბლუმბერგის" ცნობით, პუტინი ობამას ზამთრის ოლიმპიადის ისლამისტებისგან დაცვაში თანადგომას სთხოვს. ფეესბე-ს დირექტორის მოადგილის, სერგეი სმირნოვის განცხადებით, სირიაში რუსეთის 400 მოქალაქე იბრძვის და მათი რადიკალური შეხედულებები საფრთხეს წარმოადგენს. ბობოქარი ჩრდილოეთ კავკასიის მეზობლად ოლიმპიადის მოწყობა რისკებთან რომაა დაკავშირებული, ამას მოსკოვში უთუოდ იმთავითვე ხვდებოდნენ, ამიტომ კიდევ უფრო მწვავედ დგას ეჭვი კრემლის საიდუმლო ზრახვების შესახებ და მაგალითად ჩეჩნეთის მეორე ომის წინაპირობაც გამოდგება. ან რით შეეცდება პუტინი თავის დაძვრენას, თუკი ზამთრის ოლიმპიადა, კლიმატური პირობებისა ან უხარისხო და დაუსრულებელი მშენებლობების გამო ჩაფლავდება?! არც ისაა გამორიცხული, მას, მართლაც, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის შავიზღვისპირა კურორტების პოპულარიზაცია სურდეს.

მირიან ლებანიძე

გაზეთი "ვერსია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია