საჩხერის საარჩევნო ოლქში, გიორგი მარგველაშვილმა წინასწარი მონაცემებით, ხმათა 94,09% მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული. ამ დროისთვის, ეს გიორგი მარგველაშვილის ხმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ამასთან, ცესკო-ს მონაცემებით, საჩხერეში დავით ბაქრაძემ ამომრჩეველთა ხმების 2,86%, ხოლო ნინო ბურჯანაძემ - 1,91% მიიღო.
ამ მომენტისთვის ცესკო-ს მიერ საჩხერეში დათვლილია 53 უბნიდან 51 უბანი. სულ არჩევნებში 27,454 ათასი ამომრჩეველი ანუ 61,75% მივიდა.
ასევე იხილეთ:
ცესკო: გიორგი მარგველაშვილს
ხმათა 62,09% აქვს
ასევე დაგაინტერესებთ: