კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ამომრჩევლების ყველაზე მეტი ხმა საჩხერეში, ნაკლები კი სენაკში მიიღო. ამ დროისთვის, ცესკო-ს მონაცემებით, გიორგი მარგველაშვილმა საჩხერის ოლქში ხმების 94.09% მოიპოვა. კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა შემდეგ ოლქებში: დედოფლისწყარო - 79.39%, ჭიათურა - 76.97% და დუშეთი - 76.66%.
რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილის სასარგებლოდ არჩევნებზე დაფიქსირებულ ყველაზე დაბალ მაჩვენებლებს, ცესკო-ს ამ დროის მონაცემებით, კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა ყველაზე ნაკლები ხმა სენაკში მიიღო - 45.34%.
ამასთან, გიორგი მარგველაშვილის ამომრჩეველთა ნაკლები რაოდენობა დაფიქსირდა საზღვარგარეთ - 46.12%, აგრეთვე ზუგდიდში - 46.66% და დმანისში - 47.46%.
თბილისში გიორგი მარგველაშვილმა ყველაზე მეტი ხმა საბურთალოზე - 65.77%, ნაკლები კი ისანში - 59.43 მიიღო.
ასევე დაგაინტერესებთ: