ცესკო: გიორგი მარგველაშვილს ხმათა 62,09% აქვს

ცესკო: გიორგი მარგველაშვილს ხმათა 62,09% აქვს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, უბნების 90, 99% დათვლილია. როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა, დათვლილია 3376 ძირითადი, ასევე 28 ე.წ. სპეციალური უბანი.

შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში 62,09%-ით კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს.

მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა, რომელსაც მხარი ამომრჩევლის 21,09 %-მა დაუჭირა, შემდეგ პოზიციას კი – 10,06%-ით "დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე იკავებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა