სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოწყენილობა უბნებზე და მანდარინი, როგორც ხმის მიცემისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი
მოწყენილობა უბნებზე და მანდარინი, როგორც ხმის მიცემისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი

ეს იყო ყვე­ლა­ზე წყნა­რი არ­ჩევ­ნე­ბი, ცო­ტა­თი მო­სა­წყე­ნიც კი, რო­დე­საც რე­გი­ო­ნებ­ში სხვა წინა არ­ჩევ­ნე­ბის მსგავ­სად არც რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ყალ­ბე­ბა და არც შეხ­ლა-შე­მოხ­ლა არ მომ­ხდა­რა.

სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე სი­ხალ­ვა­თე­სა და სი­წყნა­რეს თითო-ორო­ლა დარ­ღვე­ვა თუ აფხიზ­ლებ­და, თუმ­ცა, რო­გორც არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი აცხა­დე­ბენ, ძი­რი­თა­დად არა­მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გა­ყალ­ბე­ბის ფაქ­ტებს, არა­მედ არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბით გა­მოწ­ვე­ულ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­დუ­რე­ბის დარ­ღვე­ვას ჰქონ­და ად­გი­ლი.

"ვინც სკან­და­ლებს ელო­და, მათ­თვის დღეს ცოტა მო­წყე­ნი­ლო­ბაა, მხო­ლოდ ელე­მენ­ტა­რუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი", - ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე ცოტა ადრე გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის შტა­ბის უფ­როს­მა და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ.

იმე­რეთ­ში სა­პა­ტარ­ძლო კა­ბით მი­სუ­ლი ამომ­რჩე­ვე­ლი

იმე­რე­თის სხვა­დას­ხვა რა­ი­ო­ნის სა­არ­ჩევ­ნო დღე მშვი­დი იყო, თუმ­ცა, არა­სამ­თავ­რო­ბო­ებ­სა თუ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს დარ­ღვე­ვებ­ზე გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მა­ინც მი­ე­ცათ.

ქუ­თა­ი­სი - პირ­ვე­ლი სა­ჩი­ვა­რი დი­ლის 9 სა­ათ­ზე 39-ე უბან­ზე და­ი­წე­რა, რო­დე­საც გა­და­სა­ტა­ნი ყუთი წუ­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­და. ამა­ვე უბან­ზე ბა­თი­ლად ცნეს ერთი ბი­უ­ლე­ტე­ნი. კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის ნინო კოს­ტა­ვას თქმით, ამომ­რჩე­ველს კან­დი­და­ტის შე­მო­ხაზ­ვა შე­ე­შა­ლა.

#120-ე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე, #4 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, ამომ­რჩე­ველ­მა ხმა პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბის ას­ლით მის­ცა.

"ამომ­რჩე­ვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი მო­ვი­და. საკ­მა­ოდ ხან­ში­შე­სუ­ლი, წარ­მო­ად­გი­ნა დო­კუ­მენ­ტე­ბი პი­რა­დო­ბის ასლი, სა­პენ­სიო მოწ­მო­ბა, ყველ­გან ეწე­რა ერთი და იგი­ვე სა­ხე­ლი და გვა­რი, ასე­ვე მი­სა­მარ­თი. ჩვენ სა­ოლ­ქომ მოგ­ვცა პლან­შე­ტი, შე­ვი­ტა­ნეთ ეს მი­სა­მარ­თე­ბი და და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია იმ მი­სა­მარ­თზე, რაც პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის ასლში იყო. ქალ­ბა­ტონს პი­რა­დო­ბა და­კარ­გუ­ლი ჰქონ­და "კას­ტი­ლე­ბით" იყო ადა­მი­ა­ნი მო­სუ­ლი და უკან ვე­ღარ გა­ვუშ­ვით", - "მთელ კვი­რას­თან" სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე კარ­ლო მა­ჭა­რაშ­ვილ­მა.

პარ­ტია "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა" ქუ­თა­ი­სის შტაბ­ში სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გი ქუ­თა­ი­სის 6 უბან­ზე გა­მოვ­ლე­ნი­ლი "კა­რუ­სე­ლის" მცდე­ლო­ბის ფაქტს მი­უ­ძღვნეს. შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის ივ­ლი­ა­ნე ნა­ჭყე­ბი­ას თქმით, კა­რუ­სე­ლის მცდე­ლო­ბა ბურ­ჯა­ნა­ძის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა 6 უბან­ზე და­ა­ფიქ­სი­რეს.

"40-ე უბან­ზე ანრი თევ­დო­რა­ძე, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი და ამა­ვე დროს ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლია, გან­მე­ო­რე­ბით ცდი­ლობ­და ხმის მი­ცე­მას. მას უკვე გა­კე­თე­ბუ­ლი ჰქონ­და მარ­კი­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­დეს ბრი­ფინგზე.

პარ­ტია "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" მსგავ­სად "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ქუ­თა­ი­სის ოფის­შიც დარ­ღვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი შე­ა­ფა­სეს.

"არ­ჩევ­ნე­ბი დი­ლით მშვი­დად ტარ­დე­ბო­და, თუმ­ცა ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, გახ­ში­რე­ბუ­ლია ხმის მი­ცე­მის გან­მე­ო­რე­ბი­თი მცდე­ლო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, რაც მარ­კი­რე­ბის პრო­ცე­დუ­რის გავ­ლის შემ­დეგ გა­მოვ­ლინ­და. ე.წ. "სომ­ხუ­რი კა­რუ­სე­ლის" მცდე­ლო­ბა და­ფიქ­სირ­და, რაც გუ­ლის­ხმობს იმას, რომ ერთ-ერ­თმა ამომ­რჩე­ველ­მა ცა­რი­ე­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნი გა­რეთ გა­ი­ტა­ნა," - გა­ნა­ცხა­და საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ და­ვით ბაქ­რა­ძის შტა­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა გი­ორ­გი თევ­დო­რა­ძემ.

პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე ისა­უბ­რა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ქუ­თა­ი­სის სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის უფ­როს­მა ზაზა მა­რუ­აშ­ვილ­მა.

"კა­რუ­სე­ლე­ბის მცდე­ლო­ბის ფაქტს ჰქონ­და ად­გი­ლი, ვი­ცით კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გვა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც უბ­ნებ­ზე პრო­ვო­კა­ცი­ას აწყობ­დნენ. იყო ხალ­ხის და­ში­ნე­ბის მცდე­ლო­ბა. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ისი­ნი არ წარ­მო­ად­გე­ნენ რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ას. რამ­დე­ნი­მე უბან­ზე სა­კონ­ტრო­ლო ფურ­ცლის გა­რე­შე და­ი­წყო სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი, სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ კი სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­დუ­რა არ შე­წყვი­ტა... რო­გორც კუ­ლი­სე­ბი­დან ვიცი, ამომ­რჩე­ველს, მოს­ყიდ­ვის მიზ­ნით, სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ე­ბი გარ­კვე­ულ თან­ხას უხ­დი­ან", - აღ­ნიშ­ნა ზაზა მა­რუ­აშ­ვილ­მა.

51-ე უბან­ზე კი უჩ­ვე­უ­ლო ფაქ­ტი მოხ­და - სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ახ­ლად­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი წყვი­ლი სა­ქორ­წი­ნოდ გა­მო­წყო­ბი­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ. რო­გორც სიძე-პა­ტარ­ძალ­მა ზუ­რაბ ჭრე­ლაშ­ვილ­მა და ნინო კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­დეს ჯვრის­წე­რამ­დე მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ვალი მო­ი­ხა­დეს და ხმა მის­ცეს სა­სურ­ველ კან­დი­დატს.

29-ე უბან­ში სა­უბ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რს ხმის მი­ცე­მის უფ­ლე­ბა მარ­კი­რე­ბის ნიშ­ნის აღ­მო­ჩე­ნის გამო არ მის­ცეს. რო­გორც კო­მი­სი­ის წევ­რი რე­ვაზ აი­რიშ­ვი­ლი ამ­ბობს, ხმა არ­სად მი­უ­ცია, მარ­კი­რე­ბა­გავ­ლილ­მა ახ­ლო­ბელ­მა ჩა­მო­არ­თვა ხელი და სი­თხე ალ­ბათ ასე გა­და­ე­დო. ზეს­ტა­ფონ­ში #9 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და - ერთ-ერ­თმა ამომ­რჩე­ველ­მა სა­არ­ჩევ­ნო ყუთი და­ა­ზი­ა­ნა, რის გა­მოც დრო­ე­ბით კენ­ჭისყ­რის პრო­ცე­სი შე­ჩერ­და.

წყალ­ტუ­ბო­ში ერთ დევ­ნილ ამომ­რჩე­ველს დევ­ნი­ლის მოწ­მო­ბის გა­რე­შე მი­ა­ღე­ბი­ნეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

თერ­ჯო­ლა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, არ­ჩევ­ნებ­ში მათი პრობ­ლე­მა სოფ­ლე­ბის ტრან­სპორ­ტით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის არარ­სე­ბო­ბა გახ­და. გა­სულ წელს სოფ­ლებ­ში მცხოვ­რებ­ლებს პარ­ტი­ე­ბის, ძი­რი­თა­დად "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვის­ტე­ბის ტრან­სპორ­ტი, უფა­სოდ ემ­სა­ხუ­რებ­და. მათ ამომ­რჩევ­ლე­ბი ხმის მი­ცე­მის და­პი­რე­ბით სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნამ­დე მი­ყავ­დათ. წელს მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

"მო­ხუ­ცი ადა­მი­ა­ნის­თვის ძა­ლი­ან ძნე­ლია ამ­ხე­ლა მან­ძი­ლის გავ­ლა. ჩემი შვი­ლი სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და, ადრე სხვა არ­ჩევ­ნებ­ზე ყო­ველ­თვის მო­დი­ო­და ხოლ­მე, უბან­ზე მივ­ყავ­დი და ხმას, რა თქმა უნდა, სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო კან­დი­დატს ვაძ­ლევ­დი. ახ­ლაც მუ­შა­ობს, მაგ­რამ წელს არ მო­სუ­ლა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, გა­და­წყვე­ტი­ლიც არ მქონ­და ვის­თვის მი­მე­ცა ხმა", - გა­ნა­ცხა­და თერ­ჯო­ლა­ში მცხოვ­რებ­მა ლი­ა­ნა კვა­რა­ცხე­ლი­ამ "მთელ კვი­რას­თან" სა­უ­ბარ­ში.

"შარ­შან "მარ­შრუტ­კა" ჰქონ­დათ გა­მო­ყო­ფი­ლი და ხალ­ხი მი­ყავ­დათ, კი გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ - ხმა ჩემს კან­დი­დატს მი­ე­ცი­თო, თავს ვუქ­ნევ­დი - კი-მეთ­ქი, მაგ­რამ ჩემი ნება არ იყო ვის შე­მოვ­ხა­ზავ­დი?! წელს შვი­ლიშ­ვილ­მა მო­მა­კი­თხა მან­ქა­ნით და გა­მი­ყო­ლა. ის რომ არ მო­სუ­ლი­ყო, ნამ­დვი­ლად ვერ მი­ვი­ღებ­დი არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, - ამ­ბობს ოთარ ნო­სე­ლი­ძე.

გარ­დაც­ვლი­ლი დე­დამ­თი­ლი ჩო­ხა­ტა­უ­რის სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში

ამომ­რჩე­ველ­თა აქ­ტი­ვო­ბა გუ­რი­ა­შიც გა­სუ­ლი წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­თან შე­და­რე­ბით და­ბა­ლი იყო. სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ რამ­დე­ნი­მე დარ­ღვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ძი­რი­თა­დად, შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და რწმუ­ნე­ბუ­ლე­ბი უბ­ნე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. კი­თხვა­ზე, რა­ტომ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ისი­ნი სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­თან ახ­ლოს, გვპა­სუ­ხობ­დნენ, რომ ეს დარ­ღვე­ვა არ იყო და მათ ჰქონ­დათ უბ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყოფ­ნის უფ­ლე­ბა.

ლან­ჩხუ­თის #7 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე დი­ლი­დან კენ­ჭისყ­რის პრო­ცე­დუ­რა ერთ-ერთ ბე­ჭედ­ზე ნაკ­ვე­თუ­რის გა­რე­შე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. დარ­ღვე­ვა და­ფიქ­სირ­და ასე­ვე ლან­ჩხუ­თის #6 უბან­ზე, სა­დაც გა­და­სა­ტან ყუთს კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ორი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გაყ­ვა. საია-ს სა­ჩივ­რის შემ­დეგ სა­ოლ­ქო კო­მი­სი­ამ გა­და­სა­ტა­ნი ყუ­თით მი­ცე­მუ­ლი ხმა, 36 ბი­უ­ლე­ტე­ნი ბა­თი­ლად სცნო.

ჩო­ხა­ტა­ურ­ში ა/ო "ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ცენ­ტრის" წარ­მო­მად­გე­ნელს ერთ-ერთი პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის სა­სარ­გებ­ლოდ აგი­ტა­ცი­ი­სათ­ვის კო­მი­სი­ამ უბა­ნი და­ა­ტო­ვე­ბი­ნა. იმა­ვე უბან­ზე აგი­ტა­ცი­ას რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ცი­ე­ლი ეწე­ო­და.

ოზურ­გეთ­ში კი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ტი­ვის­ტებ­მა და­ვით ბაქ­რა­ძის ბილ­ბორ­დზე ცო­ცხე­ბი ჩა­მო­კი­დეს.

ინ­ცი­დენ­ტი კა­ხეთ­ში

გურ­ჯა­ან­ში პირ­და­პირ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე ხდე­ბა სა­ა­გი­ტა­ციო მა­სა­ლე­ბის და­რი­გე­ბა. "სა­მარ­თლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს" გან­ცხა­დე­ბით "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა" და "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" მხრი­დან და­ფიქ­სირ­და ამომ­რჩევ­ლის მოს­ყიდ­ვა, კერ­ძოდ მათ ამომ­რჩევ­ლებს 200-200 ლარი და­უ­რიგ­დათ.

თე­ლა­ვის სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლა­ში ერთ-ერთი ამომ­რჩე­ვე­ლი ხმის მი­ცე­მას სხვი­სი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბით ცდი­ლობ­და. 35-ე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ში გა­და­სა­ტან სა­არ­ჩევ­ნო ყუთს თან გა­ა­ყო­ლეს ამ ყუ­თის სი­ა­ში მყო­ფი ხუთი ამომ­რჩევ­ლის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა.

ყვა­რელ­ში, სო­ფელ ჭი­კა­ან­ში კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელს, ჟურ­ნა­ლისტ გელა მთივ­ლიშ­ვილს #14 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით და მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­და­ღე­ბა აუკ­რძა­ლეს და შე­ნო­ბა ფი­ზი­კუ­რი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს.

ამ ფაქტს ცეს­კო-ს პრესს­პი­კე­რი ეკა აზა­რაშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი სა­მა­გი­დო სი­ებს იღებ­და, რის გა­მოც მას შე­ნიშ­ვნა მის­ცეს, რაც და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. თუმ­ცა, და­პი­რის­პი­რე­ბა სა­არ­ჩევ­ნო შე­ნო­ბის გა­რეთ მოხ­და და ცეს­კო რე­ა­გი­რე­ბას ვერ მო­ახ­დენს.

ლა­გო­დე­ხის სო­ფელ კა­ბალ­ში, არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის ცნო­ბით, სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე 14 სა­ა­თის­თვის მი­სუ­ლი 65 ამომ­რჩე­ვე­ლი­დან 10-მა, მათ შო­რის, ახალ­გაზ­რდა­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ მხედ­ვე­ლო­ბა უჭირს და კა­ბი­ნა­ში სხვას­თან ერ­თად შე­ვი­და.

თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი დარ­ღვე­ვე­ბის ქრო­ნი­კა

სო­ფელ ხურ­ვა­ლეთ­თან "მა­ესტროს" გა­დამ­ღებ ჯგუფს, პირ­და­პირ ეთერ­ში, ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან ოსი ეროვ­ნე­ბის პი­რებ­მა სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. ოსი ეროვ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აგ­რე­სი­ით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ და სრო­ლი­თა და და­პა­ტიმ­რე­ბით ემუქ­რე­ბოდ­ნენ. ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა, რო­მე­ლიც ლურ­ჯი ფე­რის სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში იყო ჩაც­მუ­ლი, მავ­თულხლარ­თებ­ზე გად­მოს­ვლა სცა­და, რა დრო­საც ქარ­თველ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა თავს გაქ­ცე­ვით უშ­ვე­ლეს.

ზუგ­დი­დი - აქ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ მის­ცა ხმა.

კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კო­ორ­დი­ნა­ტორს ორი ავ­ტო­მან­ქა­ნა და­უმტვრი­ეს. და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის აქ­ტი­ვის­ტებ­მა და­ა­ზი­ა­ნეს. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კო­ორ­დი­ნა­ტო­რის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ მო­ბი­ლი­ზე­ბულ­ნი.

მარ­ტვი­ლის მე-2 სა­არ­ჩე­ვო უბან­ზე მარ­ტვი­ლის სა­ოლ­ქო სა­არ­ჩენ­ვო კო­მი­სი­ის 2 წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მარ­კი­რე­ბა არ გა­ი­ა­რა და არ და­ე­მორ­ჩილ­ნენ კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის მი­თი­თე­ბას და ხმა მარ­კი­რე­ბის გა­რე­შე მის­ცეს.

აბა­შა­ში რამ­დე­ნი­მე უბანს და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თის მან­ძილ­ზე ელექ­ტო­რო­ე­ნერ­გია არ მი­ე­წო­დე­ბო­და.

ჩხო­რო­წყუს 21-ე უბან­ზე კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა შე­მა­ჯა­მე­ბელ ოქმს უკვე დი­ლის 10 სა­ა­თი­სათ­ვის მო­ა­წე­რეს ხელი.

გო­რის 32-ე სა­არ­ჩევ­ნო უბან­სა და მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ნინო ბურ­ჯა­ნა­ძი­სა და ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის სა­სარ­გებ­ლო აგი­ტა­ცია. დამ­კვირ­ვებ­ლის ცნო­ბით, რამ­დე­ნი­მე ქალი შე­ვი­და სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე და მო­უ­წო­დებ­და ამომ­რჩევ­ლებს ხმა მი­ე­ცათ ან ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის­თვის, ან კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტის­თვის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის­თვის.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გი­ორ­გი ვა­შა­ძე აცხა­დებს, რომ გო­რის სო­ფელ კირ­ბალ­ში ვინ­მე ლერი აბა­ლა­კი და მა­რი­ამ დო­თი­აშ­ვი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­და­ჭე­რის სა­ნაც­ვლოდ ამომ­რჩევ­ლებს 200-ლა­რი­ან დახ­მა­რე­ბას ჰპირ­დე­ბი­ან. და­ფიქ­სირ­და სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­ში ზედ­მე­ტი ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის ჩაყ­რის ფაქ­ტი და წი­ნას­წარ შე­მო­ხა­ზუ­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი.

ახალ­ცი­ხის 1-ლ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე და­ფიქ­სირ­და შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ამომ­რჩე­ველ­თა სი­ა­ში წი­ნას­წარ გა­კე­თე­ბუ­ლი იყო ხელ­მო­წე­რე­ბი ამომ­რჩე­ველ­თა გრა­ფის გას­წვრივ. 10-ვე სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის კე­დელ­ზე გაკ­რულ ხმის მი­ცე­მის ნი­მუშ­ში შე­მო­ხა­ზუ­ლი იყო #41.

მარ­ნე­ულ­ში ერთ ამომ­რჩე­ველს ხმა მარ­თვის მოწ­მო­ბით მი­ა­ცე­მი­ნეს. 56-ე, 54-ე, 40-ე, 64-ე უბ­ნებ­ზე ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი პირ­და­პირ ჩა­ა­ბა­რეს სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­ში. სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქის #42 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დამ­კვირ­ვე­ბელ­მა და­ა­ფიქ­სი­რა რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი, როცა რე­გის­ტრა­ტორ­მა ამომ­რჩე­ველს 41 ნომ­რი­ა­ნი უკვე შე­მო­ხა­ზუ­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნი გა­დას­ცა. რო­გორც დამ­კვირ­ვე­ბე­ლი აცხა­დებს, არ­სე­ბობს ამ ფაქ­ტის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რიც. ამის შემ­დეგ კი უბან­ზე ვი­დე­ო­გა­და­ღე­ბა სა­ერ­თოდ აკ­რძა­ლეს.

სა­ხა­ლი­სო ფაქ­ტე­ბი

სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში იყო ცო­ტა­თი სა­ხა­ლი­სო შემ­თხვე­ვე­ბიც. ბოლ­ნი­სის რა­ი­ონ­ში სოფ­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლი გუმ­ბათ თუ­ხა­ნო­ვი უბან­ზე ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­დუ­რას მუ­სი­კო­სე­ბის თან­ხლე­ბით ატა­რებ­და.

ქუ­თა­ი­სის 89-ე უბან­ზე მან­და­რინ­ნა­ჭამ მო­ქა­ლა­ქეს სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა ხმის მი­ცე­მის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს. მო­ქა­ლა­ქე ამ­ტკი­ცებ­და, რომ ის სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე პირ­და­პირ სახ­ლი­დან მო­ვი­და და შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო მის თით­ზე მარ­კი­რე­ბის სი­თხე ყო­ფი­ლი­ყო.

"ახ­ლა­ხან ავ­დე­ქი სა­წო­ლი­დან და აქ ხმის მი­სა­ცე­მად მო­ვე­დი. მე რისი გამ­ყალ­ბე­ბე­ლი ვარო?! - გა­ნა­ცხა­დეს უბან­ზე მყოფ­მა დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა.

სა­ბო­ლო­ოდ მო­ქა­ლა­ქეს სახ­ლში წას­ვლა, ხე­ლე­ბის და­ბა­ნა და ისევ უკან დაბ­რუ­ნე­ბა ურ­ჩი­ეს, რის შემ­დე­გაც მან მარ­კი­რე­ბის პრო­ცე­დუ­რის გავ­ლა და ხმის მი­ცე­მა შეძ­ლო. არა­სამ­თავ­რო­ბო­თა ნა­წი­ლის ცნო­ბით, მან­და­რი­ნის წვე­ნი ამ მხრივ მარ­თლაც ქმნის პრობ­ლე­მას - იგი ხელ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი­ვე კვალს ტო­ვებს, რო­გორც მარ­კი­რე­ბის სი­თხე.

ქე­თე­ვან ლე­ბა­ნი­ძე

ნინო მშვი­დო­ბა­ძე

თამ­თა ვირ­სა­ლა­ძე

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მოწყენილობა უბნებზე და მანდარინი, როგორც ხმის მიცემისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი

მოწყენილობა უბნებზე და მანდარინი, როგორც ხმის მიცემისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი

ეს იყო ყველაზე წყნარი არჩევნები, ცოტათი მოსაწყენიც კი, როდესაც რეგიონებში სხვა წინა არჩევნების მსგავსად არც რაიმე სერიოზული გაყალბება და არც შეხლა-შემოხლა არ მომხდარა.

საარჩევნო უბნებზე სიხალვათესა და სიწყნარეს თითო-ოროლა დარღვევა თუ აფხიზლებდა, თუმცა, როგორც არასამთავრობოები აცხადებენ, ძირითადად არამიზანმიმართული გაყალბების ფაქტებს, არამედ არაკომპეტენტურობით გამოწვეულ საარჩევნო პროცედურების დარღვევას ჰქონდა ადგილი.

"ვინც სკანდალებს ელოდა, მათთვის დღეს ცოტა მოწყენილობაა, მხოლოდ ელემენტარული ხარვეზებია დაფიქსირებული", - ეგზიტპოლების გამოცხადებამდე ცოტა ადრე განაცხადა გიორგი მარგველაშვილის შტაბის უფროსმა დავით საგანელიძემ.

იმერეთში საპატარძლო კაბით მისული ამომრჩეველი

იმერეთის სხვადასხვა რაიონის საარჩევნო დღე მშვიდი იყო, თუმცა, არასამთავრობოებსა თუ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს დარღვევებზე განცხადების გაკეთების საშუალება მაინც მიეცათ.

ქუთაისი - პირველი საჩივარი დილის 9 საათზე 39-ე უბანზე დაიწერა, როდესაც გადასატანი ყუთი წუთის დაგვიანებით გავიდა. ამავე უბანზე ბათილად ცნეს ერთი ბიულეტენი. კომისიის თავმჯდომარის ნინო კოსტავას თქმით, ამომრჩეველს კანდიდატის შემოხაზვა შეეშალა.

#120-ე საარჩევნო უბანზე, #4 საჯარო სკოლაში, ამომრჩეველმა ხმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლით მისცა.

"ამომრჩეველი ქალბატონი მოვიდა. საკმაოდ ხანშიშესული, წარმოადგინა დოკუმენტები პირადობის ასლი, საპენსიო მოწმობა, ყველგან ეწერა ერთი და იგივე სახელი და გვარი, ასევე მისამართი. ჩვენ საოლქომ მოგვცა პლანშეტი, შევიტანეთ ეს მისამართები და დაფიქსირებულია იმ მისამართზე, რაც პირადობის მოწმობის ასლში იყო. ქალბატონს პირადობა დაკარგული ჰქონდა "კასტილებით" იყო ადამიანი მოსული და უკან ვეღარ გავუშვით", - "მთელ კვირასთან" საუბრისას განაცხადა კომისიის თავმჯდომარე კარლო მაჭარაშვილმა.

პარტია "დემოკრატიული მოძრაობა" ქუთაისის შტაბში საგანგებო ბრიფინგი ქუთაისის 6 უბანზე გამოვლენილი "კარუსელის" მცდელობის ფაქტს მიუძღვნეს. შტაბის ხელმძღვანელის ივლიანე ნაჭყებიას თქმით, კარუსელის მცდელობა ბურჯანაძის წარმომადგენლებმა 6 უბანზე დააფიქსირეს.

"40-ე უბანზე ანრი თევდორაძე, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და ამავე დროს ქუთაისის მერიის თანამშრომელია, განმეორებით ცდილობდა ხმის მიცემას. მას უკვე გაკეთებული ჰქონდა მარკირება", - განაცხადეს ბრიფინგზე.

პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" მსგავსად "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოფისშიც დარღვევებთან დაკავშირებით არსებული მონაცემები შეაფასეს.

"არჩევნები დილით მშვიდად ტარდებოდა, თუმცა ბოლო მონაცემებით, გახშირებულია ხმის მიცემის განმეორებითი მცდელობის შემთხვევები, რაც მარკირების პროცედურის გავლის შემდეგ გამოვლინდა. ე.წ. "სომხური კარუსელის" მცდელობა დაფიქსირდა, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ცარიელი ბიულეტენი გარეთ გაიტანა," - განაცხადა საპრეზიდენტო კანდიდატ დავით ბაქრაძის შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი თევდორაძემ.

პროვოკაციაზე ისაუბრა გიორგი მარგველაშვილის ქუთაისის საარჩევნო შტაბის უფროსმა ზაზა მარუაშვილმა.

"კარუსელების მცდელობის ფაქტს ჰქონდა ადგილი, ვიცით კონკრეტული ადამიანების გვარები, რომლებიც უბნებზე პროვოკაციას აწყობდნენ. იყო ხალხის დაშინების მცდელობა. ვიმედოვნებთ, რომ ისინი არ წარმოადგენენ რომელიმე პარტიას. რამდენიმე უბანზე საკონტროლო ფურცლის გარეშე დაიწყო საარჩევნო პროცესი, საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ კი საარჩევნო პროცედურა არ შეწყვიტა... როგორც კულისებიდან ვიცი, ამომრჩეველს, მოსყიდვის მიზნით, სხვადასხვა პარტიები გარკვეულ თანხას უხდიან", - აღნიშნა ზაზა მარუაშვილმა.

51-ე უბანზე კი უჩვეულო ფაქტი მოხდა - საარჩევნო უბანზე ახლადდაქორწინებული წყვილი საქორწინოდ გამოწყობილები მივიდნენ. როგორც სიძე-პატარძალმა ზურაბ ჭრელაშვილმა და ნინო კალანდარიშვილმა განაცხადეს ჯვრისწერამდე მოქალაქეობრივი ვალი მოიხადეს და ხმა მისცეს სასურველ კანდიდატს.

29-ე უბანში საუბნო კომისიის წევრს ხმის მიცემის უფლება მარკირების ნიშნის აღმოჩენის გამო არ მისცეს. როგორც კომისიის წევრი რევაზ აირიშვილი ამბობს, ხმა არსად მიუცია, მარკირებაგავლილმა ახლობელმა ჩამოართვა ხელი და სითხე ალბათ ასე გადაედო. ზესტაფონში #9 საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა - ერთ-ერთმა ამომრჩეველმა საარჩევნო ყუთი დააზიანა, რის გამოც დროებით კენჭისყრის პროცესი შეჩერდა.

წყალტუბოში ერთ დევნილ ამომრჩეველს დევნილის მოწმობის გარეშე მიაღებინეს მონაწილეობა.

თერჯოლაში მოსახლეობის თქმით, არჩევნებში მათი პრობლემა სოფლების ტრანსპორტით უზრუნველყოფის არარსებობა გახდა. გასულ წელს სოფლებში მცხოვრებლებს პარტიების, ძირითადად "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების ტრანსპორტი, უფასოდ ემსახურებდა. მათ ამომრჩევლები ხმის მიცემის დაპირებით საარჩევნო უბნამდე მიყავდათ. წელს მსგავსი ფაქტები არ დაფიქსირებულა.

"მოხუცი ადამიანისთვის ძალიან ძნელია ამხელა მანძილის გავლა. ჩემი შვილი სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა, ადრე სხვა არჩევნებზე ყოველთვის მოდიოდა ხოლმე, უბანზე მივყავდი და ხმას, რა თქმა უნდა, სახელისუფლებო კანდიდატს ვაძლევდი. ახლაც მუშაობს, მაგრამ წელს არ მოსულა. სიმართლე გითხრათ, გადაწყვეტილიც არ მქონდა ვისთვის მიმეცა ხმა", - განაცხადა თერჯოლაში მცხოვრებმა ლიანა კვარაცხელიამ "მთელ კვირასთან" საუბარში.

"შარშან "მარშრუტკა" ჰქონდათ გამოყოფილი და ხალხი მიყავდათ, კი გვეუბნებოდნენ - ხმა ჩემს კანდიდატს მიეცითო, თავს ვუქნევდი - კი-მეთქი, მაგრამ ჩემი ნება არ იყო ვის შემოვხაზავდი?! წელს შვილიშვილმა მომაკითხა მანქანით და გამიყოლა. ის რომ არ მოსულიყო, ნამდვილად ვერ მივიღებდი არჩევნებში მონაწილეობას, - ამბობს ოთარ ნოსელიძე.

გარდაცვლილი დედამთილი ჩოხატაურის საარჩევნო სიაში

ამომრჩეველთა აქტივობა გურიაშიც გასული წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით დაბალი იყო. სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა. ძირითადად, შეინიშნებოდა რწმუნებულები უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე. კითხვაზე, რატომ იმყოფებოდნენ ისინი საარჩევნო უბნებთან ახლოს, გვპასუხობდნენ, რომ ეს დარღვევა არ იყო და მათ ჰქონდათ უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის უფლება.

ლანჩხუთის #7 საარჩევნო უბანზე დილიდან კენჭისყრის პროცედურა ერთ-ერთ ბეჭედზე ნაკვეთურის გარეშე მიმდინარეობდა. დარღვევა დაფიქსირდა ასევე ლანჩხუთის #6 უბანზე, სადაც გადასატან ყუთს კოალიცია "ქართული ოცნების" ორი წარმომადგენელი გაყვა. საია-ს საჩივრის შემდეგ საოლქო კომისიამ გადასატანი ყუთით მიცემული ხმა, 36 ბიულეტენი ბათილად სცნო.

ჩოხატაურში ა/ო "ადამიანთა უფლებების დაცვის ცენტრის" წარმომადგენელს ერთ-ერთი პრეზიდენტობის კანდიდატის სასარგებლოდ აგიტაციისათვის კომისიამ უბანი დაატოვებინა. იმავე უბანზე აგიტაციას რამდენიმე პოლიციელი ეწეოდა.

ოზურგეთში კი "ქართული ოცნების" აქტივისტებმა დავით ბაქრაძის ბილბორდზე ცოცხები ჩამოკიდეს.

ინციდენტი კახეთში

გურჯაანში პირდაპირ საარჩევნო უბნებზე ხდება სააგიტაციო მასალების დარიგება. "სამართლიანი საქართველოს" განცხადებით "ნაციონალური მოძრაობისა" და "დემოკრატიული მოძრაობის" მხრიდან დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვა, კერძოდ მათ ამომრჩევლებს 200-200 ლარი დაურიგდათ.

თელავის სოფელ ყარაჯალაში ერთ-ერთი ამომრჩეველი ხმის მიცემას სხვისი პირადობის მოწმობით ცდილობდა. 35-ე საარჩევნო უბანში გადასატან საარჩევნო ყუთს თან გააყოლეს ამ ყუთის სიაში მყოფი ხუთი ამომრჩევლის პირადობის მოწმობა.

ყვარელში, სოფელ ჭიკაანში კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს #14 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარის ინიციატივით და მონაწილეობით გადაღება აუკრძალეს და შენობა ფიზიკური ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

ამ ფაქტს ცესკო-ს პრესსპიკერი ეკა აზარაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტი სამაგიდო სიებს იღებდა, რის გამოც მას შენიშვნა მისცეს, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა. თუმცა, დაპირისპირება საარჩევნო შენობის გარეთ მოხდა და ცესკო რეაგირებას ვერ მოახდენს.

ლაგოდეხის სოფელ კაბალში, არასამთავრობოების ცნობით, საარჩევნო უბანზე 14 საათისთვის მისული 65 ამომრჩეველიდან 10-მა, მათ შორის, ახალგაზრდამაც განაცხადა, რომ მხედველობა უჭირს და კაბინაში სხვასთან ერთად შევიდა.

თითზე ჩამოსათვლელი დარღვევების ქრონიკა

სოფელ ხურვალეთთან "მაესტროს" გადამღებ ჯგუფს, პირდაპირ ეთერში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტომანქანიდან ოსი ეროვნების პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ოსი ეროვნების მოქალაქეები ჟურნალისტების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ და სროლითა და დაპატიმრებით ემუქრებოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც ლურჯი ფერის სამხედრო ფორმაში იყო ჩაცმული, მავთულხლართებზე გადმოსვლა სცადა, რა დროსაც ქართველმა ჟურნალისტებმა თავს გაქცევით უშველეს.

ზუგდიდი - აქ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მისცა ხმა.

კოალიცია "ქართული ოცნების" კოორდინატორს ორი ავტომანქანა დაუმტვრიეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ავტომანქანები ნინო ბურჯანაძის აქტივისტებმა დააზიანეს. "ქართული ოცნების" კოორდინატორის საცხოვრებელ სახლთან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებულნი.

მარტვილის მე-2 საარჩევო უბანზე მარტვილის საოლქო საარჩენვო კომისიის 2 წარმომადგენელმა მარკირება არ გაიარა და არ დაემორჩილნენ კომისიის თავმჯდომარის მითითებას და ხმა მარკირების გარეშე მისცეს.

აბაშაში რამდენიმე უბანს დაახლოებით ერთი საათის მანძილზე ელექტოროენერგია არ მიეწოდებოდა.

ჩხოროწყუს 21-ე უბანზე კომისიის წევრებმა შემაჯამებელ ოქმს უკვე დილის 10 საათისათვის მოაწერეს ხელი.

გორის 32-ე საარჩევნო უბანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ნინო ბურჯანაძისა და ქართული ოცნების სასარგებლო აგიტაცია. დამკვირვებლის ცნობით, რამდენიმე ქალი შევიდა საარჩევნო უბანზე და მოუწოდებდა ამომრჩევლებს ხმა მიეცათ ან ნინო ბურჯანაძისთვის, ან კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატისთვის, გიორგი მარგველაშვილისთვის.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ გორის სოფელ კირბალში ვინმე ლერი აბალაკი და მარიამ დოთიაშვილი "ქართული ოცნების" მხარდაჭერის სანაცვლოდ ამომრჩევლებს 200-ლარიან დახმარებას ჰპირდებიან. დაფიქსირდა საარჩევნო ყუთში ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი და წინასწარ შემოხაზული ბიულეტენები.

ახალციხის 1-ლ საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ამომრჩეველთა სიაში წინასწარ გაკეთებული იყო ხელმოწერები ამომრჩეველთა გრაფის გასწვრივ. 10-ვე საარჩევნო უბნის კედელზე გაკრულ ხმის მიცემის ნიმუშში შემოხაზული იყო #41.

მარნეულში ერთ ამომრჩეველს ხმა მართვის მოწმობით მიაცემინეს. 56-ე, 54-ე, 40-ე, 64-ე უბნებზე ბიულეტენები პირდაპირ ჩააბარეს საარჩევნო ყუთში. საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანზე ორგანიზაციის დამკვირვებელმა დააფიქსირა რამდენიმე ფაქტი, როცა რეგისტრატორმა ამომრჩეველს 41 ნომრიანი უკვე შემოხაზული ბიულეტენი გადასცა. როგორც დამკვირვებელი აცხადებს, არსებობს ამ ფაქტის ვიდეოჩანაწერიც. ამის შემდეგ კი უბანზე ვიდეოგადაღება საერთოდ აკრძალეს.

სახალისო ფაქტები

საარჩევნო პროცესში იყო ცოტათი სახალისო შემთხვევებიც. ბოლნისის რაიონში სოფლის რწმუნებული გუმბათ თუხანოვი უბანზე ხმის მიცემის პროცედურას მუსიკოსების თანხლებით ატარებდა.

ქუთაისის 89-ე უბანზე მანდარინნაჭამ მოქალაქეს საარჩევნო კომისიის წევრებმა ხმის მიცემის უფლება არ მისცეს. მოქალაქე ამტკიცებდა, რომ ის საარჩევნო უბანზე პირდაპირ სახლიდან მოვიდა და შეუძლებელი იყო მის თითზე მარკირების სითხე ყოფილიყო.

"ახლახან ავდექი საწოლიდან და აქ ხმის მისაცემად მოვედი. მე რისი გამყალბებელი ვარო?! - განაცხადეს უბანზე მყოფმა დამკვირვებლებმა.

საბოლოოდ მოქალაქეს სახლში წასვლა, ხელების დაბანა და ისევ უკან დაბრუნება ურჩიეს, რის შემდეგაც მან მარკირების პროცედურის გავლა და ხმის მიცემა შეძლო. არასამთავრობოთა ნაწილის ცნობით, მანდარინის წვენი ამ მხრივ მართლაც ქმნის პრობლემას - იგი ხელზე დაახლოებით ისეთივე კვალს ტოვებს, როგორც მარკირების სითხე.

ქეთევან ლებანიძე

ნინო მშვიდობაძე

თამთა ვირსალაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა