მე და პატრიარქმა საქართველოს მომავალზე ვისაუბრეთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებში ყოველთვის ჰქონდა უწმინდესთან ურთიერთობის საშუალება. "გამარჯვება კი ბევრად დიდი პასუხისმგებლობაა და მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს შევხვდი პატრიარქს. ჩვენ ვილაპარაკეთ საქართველოს მომავალზე", - აღნიშნა მარგველაშვილმა. საპრეზიდენტო კანდიდატთან ერთად საპატრიარქოში შეხვედრაზე იმყოფებოდა მაკა ჩიჩუაც და გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილი. კანდიდატს ილია მეორემ საჩუქრად ხატი და ტკბილეული გადასცა. "ინტერპრესნიუსი"