ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ავღანეთში საარჩევნო უბან "ერედვზე" ჩატარებული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა.
ხმების დათვლის შედეგების მიხედვით, აღნიშნულ უბანზე ბაქრაძემ 318 ხმა მოიპოვა, გიორგი მარგველაშვილმა - 285, შალვა ნათელაშვილმა - 25, ნინო ბურჯანაძემ - 14, დანარჩენმა კანდიდატებმა კიდევ უფრო ნაკლები ხმები მიიღეს. ამ დროისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმების დათვლას განაგრძობს. კომისიამ უნდა დათვალოს ავღანეთის საარჩევნო უბან "ლეზერნეკზე" ჩატარებული კენჭისყრის შედეგები. "ინტერპრესნიუსი"