ნინო ბურჯანაძის შტაბის ინფორმაციით, არჩევნების გაყალბება მზადდება

ნინო ბურჯანაძის შტაბის ინფორმაციით, არჩევნების გაყალბება მზადდება

პრეზიდენტობის კანდიდატ ნინო ბურჯანაძის შტაბის ინფორმაციით, არჩევნების გაყალბება მზადდება. როგორც ბურჯანაძის თანაგუნდელმა ირაკლი ბათიაშვილმა დღეს საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აშკარაა, მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა, რომ მეორე ტური გარდაუვალია და მეორე ტურში ერთმანეთს უნდა დაუპირისპირდნენ ნინო ბურჯანაძე და გიორგი მარგველაშვილი, მიდის სერიოზული მზადება "ნაციონალებისა" და "ქართული ოცნების" მხრიდან, რომ მასობრივი გაყალბება მოხდეს.

ბათიაშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთი მაგალითია ის, რომ ბოლნისის რაიონში შუქი გამორთეს, ჩააბნელეს უბნები, რაც ეჭვს აღძრავს, რომ სერიოზული გაყალბებაა მოსალოდნელი. მან მოუწოდა პრემიერ-მინისტრს, აღკვეთოს "ეს სამარცხვინო პროცესი" და არ დაუშვას არჩევნების გაყალბება.

ამასთან, ბათიაშვილმა მიმართა მოსახლეობას, არ აჰყვეს პროვოკაციებს, ასევე, არ ენდონ ეგზიტპოლების შედეგებს, რადგან 20.00 საათის შემდეგ თავად შტაბს ექნება ზუსტი ინფორმაცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

ბათიაშვილმა ასევე მოუწოდა მხარდამჭერებს და მათ წარმომადგენლებს სარჩევნო უბნებზე, რომ იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულები.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა