მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დაიკლო ზედმეტი 10 კილოგრამი ქეთი ორჯონიკიძემ
როგორ დაიკლო ზედმეტი 10 კილოგრამი ქეთი ორჯონიკიძემ

მომ­ღე­რა­ლი ქეთი ორ­ჯო­ნი­კი­ძე მზა­რე­უ­ლის დიდი ნი­ჭით ვერ და­იკ­ვეხ­ნის, თუმ­ცა, ამ­ბობს, რომ თუკი რამე მო­უმ­ზა­დე­ბია, გემ­რი­ე­ლი გა­მო­სუ­ლა. უყ­ვარს ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი, ეგ­ზო­ტი­კუ­რი კერ­ძე­ბი და შო­კო­ლა­დე­ბი. სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სი ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბი­დან და­უ­წყია. მათ­თვის, ვინც გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარ­და, ტორ­ტებ­საც კი აცხობ­და თურ­მე. რამ­დე­ნი­მე ოჯა­ხუ­რი კერ­ძი­სა და დე­სერ­ტის რე­ცეპ­ტი ქე­თიმ ჩვენც გაგ­ვან­დო.

- ქეთი, გურ­მა­ნი თუ ხარ და რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა შენი გურ­მა­ნო­ბა, მხო­ლოდ გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბი გიყ­ვარს თუ მომ­ზა­დე­ბაც გე­ხერ­ხე­ბა?

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს კარ­გად კვე­ბა, გემ­რი­ე­ლი საჭ­მე­ლე­ბი. ეგ­ზო­ტი­კუ­რი კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბა­ზეც არ ვამ­ბობ უარს.

- სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სი თუ გიყ­ვარს?

- რაც შე­ე­ხე­ბა კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბას, დიდი მზა­რე­უ­ლი არ ვარ, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ თუ ვამ­ზა­დებ, გემ­რი­ე­ლი გა­მომ­დის.

- გახ­სოვს პირ­ვე­ლი კერ­ძი, რო­მე­ლიც მო­ამ­ზა­დე?

- ბავ­შვო­ბა­ში ორ­ცხო­ბი­ლებს ვა­ცხობ­დით მე და ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი. რაც იყო სახ­ლში, ყვე­ლა­ფერს თას­ში ვყრი­დით. სხვა­თა შო­რის, გემ­რი­ე­ლი გა­მო­დი­ო­და, ან გულს არ გვი­ტეხ­დნენ უფ­რო­სე­ბი და მი­ირ­თმევ­დნენ (იცი­ნის).

- დედა სად იყო ამ დროს, არ გკარ­ნა­ხობ­და?

- დედა სამ­სა­ხურ­ში იყო და ჩვენ ფქვი­ლით "ვო­მობ­დით". ტორ­ტსაც ვა­ცხობ­დი ადრე მათ­თვის, ვინც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარ­და. თან სულ ღი­მი­ლით, რად­გან დღემ­დე მჯე­რა, რომ საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბის დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლია ღი­მი­ლი და კარ­გი გან­წყო­ბა.

- ეგ­ზო­ტი­კუ­რი კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბა მიყ­ვარ­სო, მი­თხა­რი, რა გა­გი­სინ­ჯავს ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი და რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში?

- დღეს, მგო­ნი, გვე­ლე­ბი და ბა­ყა­ყე­ბი აღა­რა­ვის უკ­ვირს, თუმ­ცა 14 წლის წინ, როცა მე გავ­სინ­ჯე, ეგ­ზო­ტი­კა იყო. მო­მე­წო­ნა. ძა­ლი­ან მინ­და ტა­ი­ლან­დში წას­ვლა და მათი უც­ნა­უ­რი გემ­რი­ე­ლო­ბე­ბის გა­სინ­ჯვა.

- შენი საყ­ვა­რე­ლი პრო­დუქ­ტი რო­მე­ლია?

- ხორ­ცი. მიყ­ვარს მწვა­დი, ხინ­კა­ლი, ოს­ტრი, ყვე­ლა­ფე­რი, რაც ხორ­ცით მზად­დე­ბა. ერ­თა­დერ­თი, კუ­პატ­ზე არ ვგიჟ­დე­ბი. მიყ­ვარს შემ­წვა­რი ქა­თა­მი ამე­რი­კუ­ლად, პუ­რის ორ­ცხო­ბი­ლა­ში. ასე­ვე მომ­წონს ჩი­ნუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო. რომ მკი­თხო, თევ­ზი არ მიყ­ვარს, მაგ­რამ ხი­ზი­ლა­ლა­ზე ვგიჟ­დე­ბი. მიყ­ვარს სუში და "ასატ­რი­ნა" . ალ­ბათ, მარ­ტო ცო­ცხა­ლი რომ ჰქვია, ის თევ­ზი არ მიყ­ვარს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

როგორ დაიკლო ზედმეტი 10 კილოგრამი ქეთი ორჯონიკიძემ

როგორ დაიკლო ზედმეტი 10 კილოგრამი ქეთი ორჯონიკიძემ

მომღერალი ქეთი ორჯონიკიძე მზარეულის დიდი ნიჭით ვერ დაიკვეხნის, თუმცა, ამბობს, რომ თუკი რამე მოუმზადებია, გემრიელი გამოსულა. უყვარს ექსპერიმენტები, ეგზოტიკური კერძები და შოკოლადები. სამზარეულოში ფუსფუსი ჯერ კიდევ ბავშვობიდან დაუწყია. მათთვის, ვინც განსაკუთრებით უყვარდა, ტორტებსაც კი აცხობდა თურმე. რამდენიმე ოჯახური კერძისა და დესერტის რეცეპტი ქეთიმ ჩვენც გაგვანდო.

- ქეთი, გურმანი თუ ხარ და რაში გამოიხატება შენი გურმანობა, მხოლოდ გემრიელი კერძები გიყვარს თუ მომზადებაც გეხერხება?

- ძალიან მიყვარს კარგად კვება, გემრიელი საჭმელები. ეგზოტიკური კერძების დაგემოვნებაზეც არ ვამბობ უარს.

- სამზარეულოში ფუსფუსი თუ გიყვარს?

- რაც შეეხება კერძების მომზადებას, დიდი მზარეული არ ვარ, თუმცა ამბობენ, რომ თუ ვამზადებ, გემრიელი გამომდის.

- გახსოვს პირველი კერძი, რომელიც მოამზადე?

- ბავშვობაში ორცხობილებს ვაცხობდით მე და ჩემი ბიძაშვილი. რაც იყო სახლში, ყველაფერს თასში ვყრიდით. სხვათა შორის, გემრიელი გამოდიოდა, ან გულს არ გვიტეხდნენ უფროსები და მიირთმევდნენ (იცინის).

- დედა სად იყო ამ დროს, არ გკარნახობდა?

- დედა სამსახურში იყო და ჩვენ ფქვილით "ვომობდით". ტორტსაც ვაცხობდი ადრე მათთვის, ვინც განსაკუთრებულად მიყვარდა. თან სულ ღიმილით, რადგან დღემდე მჯერა, რომ საკვების მომზადების დროს აუცილებელია ღიმილი და კარგი განწყობა.

- ეგზოტიკური კერძების დაგემოვნება მიყვარსო, მითხარი, რა გაგისინჯავს ყველაზე უცნაური და რომელ ქვეყანაში?

- დღეს, მგონი, გველები და ბაყაყები აღარავის უკვირს, თუმცა 14 წლის წინ, როცა მე გავსინჯე, ეგზოტიკა იყო. მომეწონა. ძალიან მინდა ტაილანდში წასვლა და მათი უცნაური გემრიელობების გასინჯვა.

- შენი საყვარელი პროდუქტი რომელია?

- ხორცი. მიყვარს მწვადი, ხინკალი, ოსტრი, ყველაფერი, რაც ხორცით მზადდება. ერთადერთი, კუპატზე არ ვგიჟდები. მიყვარს შემწვარი ქათამი ამერიკულად, პურის ორცხობილაში. ასევე მომწონს ჩინური სამზარეულო. რომ მკითხო, თევზი არ მიყვარს, მაგრამ ხიზილალაზე ვგიჟდები. მიყვარს სუში და "ასატრინა" . ალბათ, მარტო ცოცხალი რომ ჰქვია, ის თევზი არ მიყვარს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება