ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათისთვის 32,05 %- შეადგენს. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო მილიონ 133 753-მა ამომრჩეველმა.
რაც შეეხება აქტივობის მაჩვენებელს ოლქების მიხედვით; ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში 46,7% დაფიქსირდა , მცხეთა-მთიანეთში -34,3%, გურიაში 39,9%, სამცხე-ჯავახეთში -34,2%, იმერეთში -33,9 %, აჭარაში -33,3%, თბილისში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ამომრჩეველთა აქტივობა 31-დან 32% მდე მერყეობს, ყველაზე დაბალი აქტივობა 26% კი ქვემო ქართლის საარჩევნო ოლქშია.
ამასთან, ეკა აზარაშვილის ინფორმაციით, შარშან საპარლამენტო არჩევნებზე 15:00 საათისთვის აქტივობა 45 %-ს შეადგენდა.