თანამედროვე ქართველი მწერალი, ფსევდონიმით გოთი კოპალა სოციალურ ქსელ Facebook-ზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს. მწერალი საარჩევნო პროცესებს ძველი ქართულითა და იუმორით აღწერს.
"ქორონიკოსსა დღევანდელ დღესა, დროსა 9:30 წუთსა, მართველობასა ბიძინა დიდისა(გულუხვად წოდებულსა, ჟამთააღმწერელთა მხრიდან, წოდებულთა ექსპერტად)
პროპაგანდის ქვეშა მყოფმა გადავწყვიტე ჩემი მოქალაქეობრივი უფლებისა, ვალისა, მოგდებულისა ძლიერთა ამა ქვეყნისა მხრიდან(ილუზიად წოდებულად) -აღსრულება!
გამოსულმან ჩემსა უბანსა შინა, ჭმუნვითა მივხვდი :პროპაგანდა შინა, ვიყავ მხოლოდ მე...
გავწიე საარჩევნო უბნისკენ ისე, როგორც ვაკელი აწვება ჩამქრალ ფაეტონსა(წოდებულად ავტომობილად დღესა):ანუ, გარშემო გარემოს ზვერვითა, ვითარცა მიმინო...
მისულმან უბანსა ნომერსა X-(იქს)-სა, ვიხილე სიცარიელე უბანსა შინა...
მომზირალნი გზირნი, მეტნი იყვნენ ვითარცა ქვიშა ზღვასა შინა, მაკვირდებოდნენ ვითარცა ხოხობსა დაგეშილი შევარდენნი...
მივიღე ჩემი ფურცელი ჭეშმარიტებისა(ბიულეტენი, ანუ)
დამასხეს ბეჭედი გამდნარი გონდორის ცეცხლში...
შევედი, საკუთარ თავთან საბაასო ოთახში...(რომელსაც, ჭვრიტინები აქვს ფარდებსა შინა)
და ჟამთააღმწერელთა, უტყვი კალმით, (მოწმესა ადრინდელი ცოდვებისა) მივეცი გზა ფართო, გრძნობასა, ყველა კანდიდატისა მიმართ, ჭეშმარიტების ფურცელზე.
გამოსულმან საბაასო ოთახიდან, იდუმალების ყუთთან მივედი, იდუმალი მზერითა...
დავლუქე ჭეშმარიტების ფურცელი, კონვერტითა და ყუთში ჩავუძახე... კმაყოფილმა, მზერა მომზირალ გზირთ შევავლე, უჩუმრად...
მათ ჩემი ქმედებისა უწყოდნენ, რათა, კალამი საბაასო ოთახში გამოსცემდა ხმასა ფურცელსა ზედა დიდხანს, მათ უწყოდნენ, გზირნი იყნენ ულმობელნი, ადრინდელ დღეთა.
უბნიდან გამოსულმან თავი ბედნიერად ვიგრძენი, ვითარცა მოვალეობის კაცმან.
ფრთების გაზრდა ვიგრძენი მხრებსა ზედა და შემეშინდა თავი "ზეცის ჭერზე" არ ამერტყა...
გინდა გამოსცადო, ეს გრძნობა უცნობო მკითხველო? თავადაც გასწიე უბანსა შინა......
პ.ს. ხალხი ძალიან მცირე რაოდენობით აქტიურობს, ადრე ვიყავი საპარლამენტო არჩევნებში და იქ მეექვსე ვიყავი რიგში, აქ მარტო მე ვიყავი. რაღაც ეჭვი მეპარება გამოცხდებული 60 %-ის ლიდერისა. თუ რა თქმა უნდა შუქი არ ჩაქრა, როგორც გუშინ მთელ თბილისში რამოდენიმე წუთით უბნის დახურვის დროს, ადიოს ფრენდენ", - წერს მწერალი.