პოლიტიკა
სამხედრო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა პრივილეგიით სარგებლობდა ციხეში გიორგი მარგველაშვილი?
რა პრივილეგიით სარგებლობდა ციხეში გიორგი მარგველაშვილი?

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ერ­თა­დერ­თი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტია, ვინც ყვე­ლა­ზე დიდ სა­პა­ტიმ­რო­ში - გლ­და­ნის ცი­ხე­ში სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია ჩა­ა­ტა­რა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ცი­ხე­ებ­ში სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცესს დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის გარ­და, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც აკ­ვირ­დე­ბი­ან.

გლ­და­ნის ცი­ხე­ში შეს­ვლი­სას მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს თვალ­ში მოგ­ვხვდა ცი­ხის დე­რე­ფან­ში გაკ­რუ­ლი პლა­კა­ტე­ბი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით.

დე­რეფ­ნის ამ ნა­წილ­ში გა­და­ღე­ბის უფ­ლე­ბა არ მოგ­ვცეს, თუმ­ცა ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ერთ-ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის "პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე" პი­რად სა­უბ­რებ­ში გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა.

მისი თქმით, ცი­ხე­ში იმ პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პლა­კა­ტე­ბი გა­აკ­რეს, ვინც ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას სა­ა­გი­ტა­ციო მა­სა­ლა მი­ა­წო­და.

"ამ­ბე­ბი.ge" რამ­დე­ნი­მე პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის პრეს­სამ­სა­ხურს და­უ­კავ­შირ­და.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, გი­ორ­გი პა­ტა­რა­ი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ და­ვით ბაქ­რა­ძის სა­ა­გი­ტა­ციო მა­სა­ლა ცი­ხე­ში გაგ­ზავ­ნი­ლი იყო.

ნინო ბურ­ჯა­ნა­ძეს კი აზ­რად არ მოს­ვლია ცი­ხე­ში კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბა.

"სა­ა­გი­ტა­ციო მა­სა­ლა ცი­ხე­ებ­ში არ გაგ­ვიგ­ზავ­ნია და აზ­რა­დაც არ მოგ­ვსვლია, აგი­ტა­ცი­ის წარ­მო­ე­ბა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შიც თუ შე­იძ­ლე­ბო­და", - გა­ნა­ცხა­და "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის პრეს-სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ბა­კურ ბა­კუ­რა­ძემ.

ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის პრეს-სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლის, ნა­თია სვა­ნა­ძის თქმით, ეს შე­ტყო­ბი­ნე­ბა თარ­გა­მა­ძის პარ­ტი­ას ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ი­დან უნდა მი­ე­ღო, თუმ­ცა მათ მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცია არ მის­ვლი­ათ.

"არ ვი­ცო­დით თუ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბო­და კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბა. სხვებ­მა რო­გორც გა­ი­გეს, არ ვიცი", - გა­ნა­ცხა­და სვა­ნა­ძემ.

"ამ­ბე­ბი.ge" ცეს­კო-საც და­უ­კავ­შირ­და, სა­დაც გა­ნა­ცხა­დეს, რომ ყვე­ლა პარ­ტი­ას და მო­ნა­წი­ლეს, რო­გორც ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტით, ასე­ვე სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის მეშ­ვე­ო­ბით შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ ცი­ხე­ებ­ში სა­არ­ჩევ­ნო პლა­კა­ტე­ბის გაკ­ვრა შე­იძ­ლე­ბო­და.

რა­ტომ არ აქვს ზო­გი­ერთ პარ­ტი­ას ინ­ფორ­მა­ცია და რა­ტომ არ გა­მო­იკ­რა სხვა კან­დი­და­ტე­ბის პლა­კა­ტე­ბი ცი­ხე­ში, გა­უ­გე­ბა­რია.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ჯერ­ჯე­რო­ბით ამ ფაქ­ტზე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

ხა­თუ­ნა გაგ­ნი­ძე, "ამ­ბე­ბი.ge"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

რა პრივილეგიით სარგებლობდა ციხეში გიორგი მარგველაშვილი?

რა პრივილეგიით სარგებლობდა ციხეში გიორგი მარგველაშვილი?

გიორგი მარგველაშვილი ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატია, ვინც ყველაზე დიდ საპატიმროში - გლდანის ციხეში საარჩევნო კამპანია ჩაატარა.

როგორც ცნობილია, ციხეებში საარჩევნო პროცესს დამკვირვებლების გარდა, ჟურნალისტებიც აკვირდებიან.

გლდანის ციხეში შესვლისას მედიის წარმომადგენლებს თვალში მოგვხვდა ციხის დერეფანში გაკრული პლაკატები გიორგი მარგველაშვილის გამოსახულებით.

დერეფნის ამ ნაწილში გადაღების უფლება არ მოგვცეს, თუმცა ციხის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მარგველაშვილის "პრივილეგირებულ მდგომარეობაზე" პირად საუბრებში განმარტება გააკეთა.

მისი თქმით, ციხეში იმ პოლიტიკური ორგანიზაციის პლაკატები გააკრეს, ვინც ციხის ადმინისტრაციას სააგიტაციო მასალა  მიაწოდა.

"ამბები.ge" რამდენიმე პრეზიდენტობის კანდიდატის პრესსამსახურს დაუკავშირდა.

"ნაციონალური მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარაიამ აღნიშნა, რომ დავით ბაქრაძის სააგიტაციო მასალა ციხეში გაგზავნილი იყო.

ნინო ბურჯანაძეს კი აზრად არ მოსვლია ციხეში კამპანიის წარმოება.

"სააგიტაციო მასალა ციხეებში არ გაგვიგზავნია და აზრადაც არ მოგვსვლია, აგიტაციის წარმოება სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც თუ შეიძლებოდა", - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა, ბაკურ ბაკურაძემ.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის პრეს-სამსახურის წარმომადგენელის, ნათია სვანაძის თქმით, ეს შეტყობინება თარგამაძის პარტიას ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან უნდა მიეღო, თუმცა მათ მსგავსი ინფორმაცია არ მისვლიათ.

"არ ვიცოდით თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეიძლებოდა კამპანიის წარმოება. სხვებმა როგორც გაიგეს, არ ვიცი", - განაცხადა სვანაძემ.

"ამბები.ge" ცესკო-საც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ყველა პარტიას და მონაწილეს, როგორც ელექტრონული ფოსტით, ასევე სატელეფონო ზარის მეშვეობით შეატყობინეს, რომ ციხეებში საარჩევნო პლაკატების გაკვრა შეიძლებოდა.

რატომ არ აქვს ზოგიერთ პარტიას ინფორმაცია და რატომ არ გამოიკრა სხვა კანდიდატების პლაკატები ციხეში, გაუგებარია.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ჯერჯერობით ამ ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ხათუნა გაგნიძე, "ამბები.ge"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა