სოფელ ყარაჯალაში N38 საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლების ნაწილი არ არის ინფორმირებული, რომ დღეს საქართველოს პრეზდენტს ირჩევს.
"არ ვიცი რა არჩევნებია, რომ შევალ ვინმეს შემოვხაზავ" - ამბობს ერთ-ერთი ამომრჩეველი 40 წლის იასიფი.
ყარაჯალის საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის, ლეილა აბდულაევას თქმით, უბანზე ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია, უკვე დაფიქსირებულ ამომრჩევლებში კი ქალები ჭარბობენ.