საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექს-პრეზიდენტის თანაშემწემ განუცხადა.
მისი თქმით, ედუარდ შევარდნაძემ ხმა სასურველ კანდიდატს მისცა.
ყოფილმა პრეზიდენტმა ხმა კრწანისში საკუთარ სახლში მისცა.
დღეს საქართველოში მეექვსე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა მეოთხე პრეზიდენტს ირჩევს.