სამართალი
პოლიტიკა

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცესკო - 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 17.15% შეადგენს
ცესკო - 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 17.15% შეადგენს

ამომ­რჩე­ველ­თა აქ­ტი­ვო­ბა 12:00 სა­ა­თის­თვის 17.15% შე­ად­გენს. ამის შე­სა­ხებ ცეს­კოს სპი­კერ­მა ეკა აზა­რაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უკვე 606 710 ამომ­რჩე­ველ­მა მი­ი­ღო. აზა­რაშვლის თქმით, პრო­ცენ­ტუ­ლად ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი აქ­ტი­ვო­ბა და­ფიქ­სირ­და რაჭა-ლე­ჩხუმ­ში - 29% და გუ­რი­ა­ში - 24%. ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი აქ­ტი­ვა­ბა კი ამ დრო­ი­სათ­ვის არის ქვე­მო ქარ­თლში, სა­დაც ამომ­რჩე­ველ­თა აქ­ტი­ვო­ბა 14.4%-ს შე­ად­გენს.

ეკა აზა­რაშ­ვილ­მა სხვა­დას­ხვა დარ­ღვე­ვებ­ზეც ისა­უბ­რა. მისი თქმით, სა­ზღვარ­გა­რეთ, ათენ­ში არის ყვე­ლა­ზე მეტი უბა­ნი, სა­დაც რე­გის­ტრა­ცი­ი­დან მოხ­სნილ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხეს ხმის მი­ცე­მა, რად­გა­ნაც შე­სა­ბა­მის დროს არ გა­ი­ა­რეს რე­გის­ტარ­ცია. ეკა აზა­რაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამან ათენ­ში მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია, თუმ­ცა ისი­ნი ვერ მო­ა­ხერ­ხე­ბენ ხმის მი­ცე­მას.

"არ­ჩე­ვე­ნე­ბი ზო­გა­დად მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ექ­სცე­სე­ბის გა­რე­შე, პრო­ცე­დუ­რუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი რაც და­ფიქ­სირ­და ად­გილ­ზე­ვე აღ­მო­ი­ფხვრა. კრწა­ნი­სის მე-5 უბან­ზე არა­უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რე­ბი იმ­ყო­ფენ­ბოდ­ნენ და კო­მი­სი­ამ მათ და­ა­ტო­ვე­ბი­ნა შე­ნო­ბა. კრწა­ნი­სის მე-12 უბან­ზე, სამ­მა ადა­მი­ან­მა პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის ხელ­მო­წე­რის გა­რე­შე წა­რად­გი­ნა, რის გა­მოც მათ ხმის მი­ცე­მა ვე­ღარ შეძ­ლეს. ახალ­ცი­ხის 35-ე უბან­თან მოხ­და შე­ლა­პა­რა­კე­ბა, მაგ­რამ შე­ლა­პა­რა­კე­ბა არ მომ­ხდა­რა უბან­ზე", - გა­ნა­ცხა­და აზა­რაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ცესკო - 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 17.15% შეადგენს

ცესკო - 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 17.15% შეადგენს

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათისთვის 17.15% შეადგენს. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა უკვე 606 710 ამომრჩეველმა მიიღო. აზარაშვლის თქმით, პროცენტულად ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში - 29% და გურიაში - 24%. ყველაზე დაბალი აქტივაბა კი ამ დროისათვის არის ქვემო ქართლში, სადაც ამომრჩეველთა აქტივობა 14.4%-ს შეადგენს.

ეკა აზარაშვილმა სხვადასხვა დარღვევებზეც ისაუბრა. მისი თქმით, საზღვარგარეთ, ათენში არის ყველაზე მეტი უბანი, სადაც რეგისტრაციიდან მოხსნილმა მოქალაქეებმა ვერ მოახერხეს ხმის მიცემა, რადგანაც შესაბამის დროს არ გაიარეს რეგისტარცია. ეკა აზარაშვილის ინფორმაციით, ამან ათენში მყოფ საქართველოს მოქალაქეებში პროტესტი გამოიწვია, თუმცა ისინი ვერ მოახერხებენ ხმის მიცემას.

"არჩევენები ზოგადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. განსაკუთრებული ექსცესების გარეშე, პროცედურული ხარვეზები რაც დაფიქსირდა ადგილზევე აღმოიფხვრა. კრწანისის მე-5 უბანზე არაუფლებამოსილი პირები იმყოფენბოდნენ და კომისიამ მათ დაატოვებინა შენობა. კრწანისის მე-12 უბანზე, სამმა ადამიანმა პირადობის მოწმობა უფლებამოსილი პირის ხელმოწერის გარეშე წარადგინა, რის გამოც მათ ხმის მიცემა ვეღარ შეძლეს. ახალციხის 35-ე უბანთან მოხდა შელაპარაკება, მაგრამ შელაპარაკება არ მომხდარა უბანზე", - განაცხადა აზარაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა