მონრეალის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა კვლევა ჩაატარეს, რომელმაც დაამტკიცა, რომ ექიმის სქესი მისი სამუშაოს ეფექტურობაზე გავლენას ახდენს.
870 საშუალო ასაკის ექიმის (ქალები და კაცები თანაბრად) მუშაობის ანალიზმა, რომლებიც კანადის პროვინცია კვებეკში პრაქტიკას გადიან, აჩვენა, რომ ქალი ექიმები მკურნალობასა და დიაგნოსტიკასთან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას გულდასმით იცავენ, ვიდრე მათი კოლეგა მამაკაცები.
ასე, მაგალითად, დიაბეტის დროს თვალების გამოკვლევას ქალების 75% ნიშნავს, მაშინ როცა ექიმი მამაკაცები ამას 70% შემთხვევაში აკეთებენ. სამკურნალო წამლებს დადგენილი წესით ქალი ექიმების 71% და მამაკაცი-ექიმების მხოლოდ 67% ნიშნავს.
ამასთან, მამაკაცი ექიმები წელიწადში 1000 პროცედურით მეტს ატარებენ ვიდრე მათი კოლეგა ქალები. ეს იმას მოწმობს, რომ ქალი ექიმები პაციენტებს ბევრად მეტ დროს უთმობენ,- ამტკიცებენ მკვლევარები.
მომზადებულია Time-ის მიხედვით.