საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საოკუპაციო ზოლს მიღმა დარჩენილ ქართველებს რუსი სამხედროები არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევენ
საოკუპაციო ზოლს მიღმა დარჩენილ ქართველებს რუსი სამხედროები არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევენ

სა­ო­კუ­პა­ციო ზოლს მიღ­მა მყოფ ქარ­თვე­ლებს რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ჯარი არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ აძ­ლევს. ამის შე­სა­ხებ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი დამ­ცვე­ლის" თავ­მჯდო­მა­რემ ირი­ნა ფუტ­კა­რა­ძემ სა­არ­ჩევ­ნო მე­დი­ა­ცენ­ტრში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი დამ­ცვე­ლი" არ­ჩევ­ნებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში აწარ­მო­ებს. რო­გორც ირი­ნა ფუტ­კა­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, დღეს დი­ლი­დან, სა­ო­კუ­პა­ციო ზოლს მიღ­მა მყო­ფი ქარ­თვე­ლე­ბი, რომ­ლებ­საც არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა სურ­დათ, სო­ფელ გუ­გუ­ტი­ანთკა­რი­დან, დი­ცი­დან და თა­მა­რა­შე­ნი­დან სა­ო­კუ­პა­ციო ზო­ლის გად­მო­ლახ­ვას ვერ ახერ­ხე­ბენ, რად­გან რუ­სე­თის ჯარ­მა სა­ო­კუ­პა­ციო ზოლი გა­და­კე­ტა.

"ჩვენ გვინ­და მივ­მარ­თოთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნოს ყვე­ლა ბერ­კე­ტი, რო­მე­ლიც მათ ხელთ არ­სე­ბობს, რა­და­გან რო­გორ­მე მო­ახ­დი­ნონ გარ­ღვე­ვა და მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა მე­ო­რე მხა­რეს გად­მოს­ვლა მო­ა­ხერ­ხონ, რათა არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თონ", - გა­ნა­ცხა­და ირი­ნა ფუტ­კა­რა­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ ახალ­გორ­ში რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ჯარ­მა ტე­რი­ტო­რია გა­და­კე­ტა და მო­სახ­ლე­ო­ბას გად­მოს­ვლა შე­უ­ზღუ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტულ დარ­ღვე­ვებს, მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­რე­ლის №33 სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში # 41 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ში (მო­ხი­სი) დამ­კვირ­ვე­ბელს სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე არ უშ­ვებ­და. ასე­ვე, გო­რის № 32 სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში, მეჯვრის­ხე­ვის # 54 უბან­ზე დამ­კვირ­ვე­ბელ­მა და­ა­ფიქ­სი­რა, რომ მცდე­ლო­ბა იყო მარ­თვის მოწ­მო­ბის მეშ­ვე­ო­ბით ხმის მი­ცე­მის, დამ­კვირ­ვე­ბელ­მა გა­აპ­რო­ტეს­ტა და სი­ტყვი­ე­რი გაფრ­თხი­ლე­ბის შემ­დეგ აღ­მო­ი­ფხრვა პრობ­ლე­მა.

გო­რის № 32 სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქის № 66 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მარ­კი­რე­ბის პრო­ცე­დუ­რის გა­რე­შე იყო მცდე­ლო­ბა ამომ­რჩევ­ლის გა­ტა­რე­ბის, თუმ­ცა დამ­კვირ­ვებ­ლის სი­ტყვი­ე­რი შე­ნიშ­ვნის შემ­დეგ დარ­ღვე­ვა აღ­მო­ი­ფხვრა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

საოკუპაციო ზოლს მიღმა დარჩენილ ქართველებს რუსი სამხედროები არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევენ

საოკუპაციო ზოლს მიღმა დარჩენილ ქართველებს რუსი სამხედროები არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევენ

საოკუპაციო ზოლს მიღმა მყოფ ქართველებს რუსეთის საოკუპაციო ჯარი არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას არ აძლევს. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი დამცველის" თავმჯდომარემ ირინა ფუტკარაძემ საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, "საზოგადოებრივი დამცველი" არჩევნებზე დაკვირვებას კონფლიქტის ზონაში აწარმოებს. როგორც ირინა ფუტკარაძემ აღნიშნა, დღეს დილიდან, საოკუპაციო ზოლს მიღმა მყოფი ქართველები, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურდათ, სოფელ გუგუტიანთკარიდან, დიციდან და თამარაშენიდან საოკუპაციო ზოლის გადმოლახვას ვერ ახერხებენ, რადგან რუსეთის ჯარმა საოკუპაციო ზოლი გადაკეტა.

"ჩვენ გვინდა მივმართოთ ხელისუფლებას, მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რომელიც მათ ხელთ არსებობს, რადაგან როგორმე მოახდინონ გარღვევა და მოქალაქეებმა მეორე მხარეს გადმოსვლა მოახერხონ, რათა არჩევანი გააკეთონ", - განაცხადა ირინა ფუტკარაძემ.

მისივე ინფორმაციით, გუშინ ახალგორში რუსეთის საოკუპაციო ჯარმა ტერიტორია გადაკეტა და მოსახლეობას გადმოსვლა შეუზღუდა.

რაც შეეხება კონკრეტულ დარღვევებს, მისი ინფორმაციით, ქარელის №33 საარჩევნო ოლქში # 41 საარჩევნო უბანში (მოხისი) დამკვირვებელს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო უბანზე არ უშვებდა. ასევე, გორის № 32 საარჩევნო ოლქში, მეჯვრისხევის # 54 უბანზე დამკვირვებელმა დააფიქსირა, რომ მცდელობა იყო მართვის მოწმობის მეშვეობით ხმის მიცემის, დამკვირვებელმა გააპროტესტა და სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ აღმოიფხრვა პრობლემა.

გორის № 32 საარჩევნო ოლქის № 66 საარჩევნო უბანზე მარკირების პროცედურის გარეშე იყო მცდელობა ამომრჩევლის გატარების, თუმცა დამკვირვებლის სიტყვიერი შენიშვნის შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?