კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მცხოვრები 14 შვილის დედა 45 წლის მარგარიტა ზაპატა მორენო პოლიციამ დააკავა. მან ფულის გამო შვილები პროსტიტუციაში ჩართო.
14 ბავშვიდან 12 არასრულწლოვანი გოგონა დედამ ადვილად გაიმეტა და მამისტოლა მამაკაცებზე გაყიდა. სამართალდამცავების თქმით, კაცებმა ქალწული გოგონების სანაცვლოდ ფული გადაიხადეს. მარგარიტა შვილებს მაშინ რთავდა პროსტიტუციაში, როდესაც გოგონები 12 წლის ხდებოდნენ. კაცები ბავშვთან სექსუალური ურთიერთობის სანაცვლოდ 160-დან 212 დოლარამდე იხდიდნენ. ერთ-ერთი გოგონა 14 წლის ასაკში დაფეხმძიმდა.
ოჯახში პროსტიტუციაში ჩართვას მხოლოდ 2 ბავშვი გადაურჩა - სამართალდამცავებმა მარგარიტას შვილები 11 წლის ბიჭი და 9 წლის გოგონა ადგილობრივ ბავშვთა სახლში დააბინავეს. მარგარიტა დანაშაულს უარყოფს და აცხადებს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა.
მომზადებულია cnn.com-ის მიხედვით.