მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილმა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა
მიხეილ სააკაშვილმა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გე­ნე­რალ მაზ­ნი­აშ­ვილს, გრი­გოლ ფე­რა­ძეს, ამ­ბრო­სი ხე­ლა­ი­ას, მი­ხა­კო წე­რე­თელს, ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვილს, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ა­სა და მე­რაბ კოს­ტა­ვას ეროვ­ნუ­ლი გმი­რის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ზი­დენ­ტმა გან­ცხა­დე­ბა სო­ფელ ქვე­მო ალ­ვან­ში გა­ა­კე­თა.

"ყვე­ლა ეპო­ქას ჰყავ­და გმი­რე­ბი. დღეს მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ეროვ­ნუ­ლი გმი­რის წო­დე­ბა მი­ვა­ნი­ჭო გე­ნე­რალ მაზ­ნი­აშ­ვილს – მან შეკ­რი­ბა ის ქარ­თვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მზად იყ­ვნენ ბოლო წუ­თამ­დე საბ­რძოლ­ვე­ლად. რა თქმა უნდა, იმ წუთ­ში გე­ნე­რა­ლი მაზ­ნი­აშ­ვი­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო. მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ეროვ­ნუ­ლი გმი­რის წო­დე­ბა მი­ვა­ნი­ჭო გრი­გოლ ფე­რა­ძეს, - ის იყო თე­ო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი, მღვდე­ლი, მან ჩა­ა­ნაც­ვლა გა­ზის კა­მე­რა­ში პო­ლო­ნუ­რი ოჯა­ხი - პო­ლო­ნე­ლი ბავ­შვი. იმ წუთ­ში ის იყო სა­ქარ­თვე­ლო და სხვა­ნა­ი­რად არ შე­იძ­ლე­ბო­და მოქ­ცე­უ­ლი­ყო. მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ეროვ­ნუ­ლი გმი­რის წო­დე­ბა მი­ვა­ნი­ჭო ძა­ლი­ან დიდ პატ­რი­არ­ქს ამ­ბრო­სი ხე­ლა­ი­ას, რო­მე­ლიც იყო მე­ტე­ხის ცი­ხე­ში და ემუქ­რე­ბო­და გარ­და­უ­ვა­ლი სიკ­ვდი­ლი. თა­ვი­სი საკ­ნი­დან მო­ი­თხო­ვა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. იმ წუთ­ში ამ­ბრო­სი ხე­ლა­ია არ იყო მხო­ლოდ ცალ­კე აღე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი, ის იყო სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც არას­დროს და­უ­ჩო­ქებ­და რუ­სებს. მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ეროვ­ნუ­ლი გმი­რის წო­დე­ბა მი­ვა­ნი­ჭო მი­ხა­კო წე­რე­თელს, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი იდე­ის მა­ტა­რე­ბე­ლი იყო მა­შინ, როცა, პრაქ­ტი­კუ­ლად, ეროვ­ნუ­ლი იდეა გამ­ქრა­ლი იყო. მე ვა­მა­ყობ არა მხო­ლოდ იმით, რომ ის ჩემი წი­ნა­პა­რი იყო, არა­მედ იმით, რომ ის ქარ­თვე­ლი იყო. მე მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ეროვ­ნუ­ლი გმი­რის წო­დე­ბა მი­ვა­ნი­ჭო ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვილს, მან შიმ­ში­ლის ფა­სად შე­ი­ნა­ხა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გან­ძი. მის ად­გილ­ზე ამ განძს სხვა გა­ყიდ­და და საჭ­მელს მა­ინც შე­ჭამ­და, მაგ­რამ ის იყო სა­ქარ­თვე­ლო. მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ეროვ­ნუ­ლი გმი­რის წო­დე­ბა მი­ვა­ნი­ჭო პრე­ზი­დენტ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას – როცა არა­ვის ახ­სოვ­და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის იდეა, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია იყო ის, ვინც იყო ამ ეროვ­ნუ­ლი ჩი­რაღ­დნის მა­ტა­რე­ბე­ლი. ის იყო მა­შინ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სიმ­ბო­ლო, 90-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სის. მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ეროვ­ნუ­ლი გმი­რის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭოს მე­რაბ კოს­ტა­ვა­საც, რო­მე­ლიც ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას­თან ერ­თად იყო ამ იდე­ის მა­ტა­რე­ბე­ლი - ის ერთი წა­მით არ შე­ტო­კე­ბუ­ლა, ერთი წა­მით არ და­თან­ხმე­ბია არა­ნა­ირ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას მჩაგ­ვრე­ლებ­თან", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ამას­თან, პრე­ზი­დენ­ტმა ქვე­მო ალ­ვან­ში აგ­ვის­ტოს ომის დროს და­ღუ­პულ გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძე­ზეც ისა­უბ­რა და სო­ფელ­ში მისი მე­მო­რი­ა­ლი გახ­სნა.

"ყვე­ლა ეპო­ქას აქვს თა­ვი­სი სიმ­ბო­ლო. მე და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე არა­თა­ვი­სუ­ფალ სა­ქარ­თვე­ლო­ში. არა­თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სიმ­ბო­ლო იყო ვაჟა-ფშა­ვე­ლას "არ­წი­ვი" – გი­ორ­გი აწუ­ხე­ლი­ძე­ზეა ეს ლექ­სი. რო­დე­საც გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­რამ­დე­ნედ შე­მო­სულ­მა დამ­პყრო­ბელ­მა ტყვედ აიყ­ვა­ნა, ტე­ლე­კა­მე­რე­ბის წინ და­ა­ყე­ნეს და უთხრეს - თუ გინ­და გა­დარ­ჩე, და­იმ­ცი­რე თავი, აკო­ცე ჩვენს ჩექ­მებს, შე­ა­გი­ნე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს და მა­შინ იქ­ნე­ბი ცო­ცხა­ლიო. ეს არის დიდი არ­ჩე­ვა­ნი. მე რომ გი­ორ­გის გვერ­დზე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ვე­ტყო­დი, რამ­დე­ნიც გინ­და, მა­გი­ნე, თუ ეს გა­და­არ­ჩენ­და მის სი­ცო­ცხლეს, მაგ­რამ იმ წუთ­ში ის იყო სა­ქარ­თვე­ლო და სა­ქარ­თვე­ლო არ და­ი­ჩო­ქებს, არ აუ­ლო­კავს დამ­პყრო­ბელს ჩექ­მებს. იმ წუთ­ში ის იყო ქარ­თვე­ლო­ბის მთა­ვა­რი სიმ­ბო­ლო და გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა", - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

მიხეილ სააკაშვილმა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

მიხეილ სააკაშვილმა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გენერალ მაზნიაშვილს, გრიგოლ ფერაძეს, ამბროსი ხელაიას, მიხაკო წერეთელს, ექვთიმე თაყაიშვილს, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა განცხადება სოფელ ქვემო ალვანში გააკეთა.

"ყველა ეპოქას ჰყავდა გმირები. დღეს მივიღე გადაწყვეტილება, ეროვნული გმირის წოდება მივანიჭო გენერალ მაზნიაშვილს – მან შეკრიბა ის ქართველები, რომლებიც მზად იყვნენ ბოლო წუთამდე საბრძოლველად. რა თქმა უნდა, იმ წუთში გენერალი მაზნიაშვილი იყო საქართველო. მივიღე გადაწყვეტილება ეროვნული გმირის წოდება მივანიჭო გრიგოლ ფერაძეს, - ის იყო თეოლოგიის დოქტორი, მღვდელი, მან ჩაანაცვლა გაზის კამერაში პოლონური ოჯახი - პოლონელი ბავშვი. იმ წუთში ის იყო საქართველო და სხვანაირად არ შეიძლებოდა მოქცეულიყო. მივიღე გადაწყვეტილება, ეროვნული გმირის წოდება მივანიჭო ძალიან დიდ პატრიარქს ამბროსი ხელაიას, რომელიც იყო მეტეხის ციხეში და ემუქრებოდა გარდაუვალი სიკვდილი. თავისი საკნიდან მოითხოვა საქართველოს დამოუკიდებლობა. იმ წუთში ამბროსი ხელაია არ იყო მხოლოდ ცალკე აღებული ქართველი, ის იყო საქართველო, რომელიც არასდროს დაუჩოქებდა რუსებს. მივიღე გადაწყვეტილება, ეროვნული გმირის წოდება მივანიჭო მიხაკო წერეთელს, რომელიც ქართული ეროვნული იდეის მატარებელი იყო მაშინ, როცა, პრაქტიკულად, ეროვნული იდეა გამქრალი იყო. მე ვამაყობ არა მხოლოდ იმით, რომ ის ჩემი წინაპარი იყო, არამედ იმით, რომ ის ქართველი იყო. მე მივიღე გადაწყვეტილება, ეროვნული გმირის წოდება მივანიჭო ექვთიმე თაყაიშვილს, მან შიმშილის ფასად შეინახა საქართველოს ეროვნული განძი. მის ადგილზე ამ განძს სხვა გაყიდდა და საჭმელს მაინც შეჭამდა, მაგრამ ის იყო საქართველო. მივიღე გადაწყვეტილება, ეროვნული გმირის წოდება მივანიჭო პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას – როცა არავის ახსოვდა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა, ზვიად გამსახურდია იყო ის, ვინც იყო ამ ეროვნული ჩირაღდნის მატარებელი. ის იყო მაშინდელი საქართველოს სიმბოლო, 90-იანი წლების დასაწყისის. მივიღე გადაწყვეტილება, ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოს მერაბ კოსტავასაც, რომელიც ზვიად გამსახურდიასთან ერთად იყო ამ იდეის მატარებელი - ის ერთი წამით არ შეტოკებულა, ერთი წამით არ დათანხმებია არანაირ თანამშრომლობას მჩაგვრელებთან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა ქვემო ალვანში აგვისტოს ომის დროს დაღუპულ გიორგი ანწუხელიძეზეც ისაუბრა და სოფელში მისი მემორიალი გახსნა.

"ყველა ეპოქას აქვს თავისი სიმბოლო. მე დავიბადე და გავიზარდე არათავისუფალ საქართველოში. არათავისუფალი საქართველოს სიმბოლო იყო ვაჟა-ფშაველას "არწივი" – გიორგი აწუხელიძეზეა ეს ლექსი. როდესაც გიორგი ანწუხელიძე საქართველოში მერამდენედ შემოსულმა დამპყრობელმა ტყვედ აიყვანა, ტელეკამერების წინ დააყენეს და უთხრეს - თუ გინდა გადარჩე, დაიმცირე თავი, აკოცე ჩვენს ჩექმებს, შეაგინე საქართველოს პრეზიდენტს და მაშინ იქნები ცოცხალიო. ეს არის დიდი არჩევანი. მე რომ გიორგის გვერდზე ვყოფილიყავი, ვეტყოდი, რამდენიც გინდა, მაგინე, თუ ეს გადაარჩენდა მის სიცოცხლეს, მაგრამ იმ წუთში ის იყო საქართველო და საქართველო არ დაიჩოქებს, არ აულოკავს დამპყრობელს ჩექმებს. იმ წუთში ის იყო ქართველობის მთავარი სიმბოლო და გამოხატულება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა