ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან, აქცია - "ნაციონალური მოძრაობის ქელეხი" გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მემედ აბაშიძის ქუჩის ნაწილი გადაკეტეს , პარტიის ოფისთან კუბო და ცოცხები მიიტანეს, სუფრა გაშალეს და "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დასრულების აღსანიშნავად სადღეგრძელოები წარმოთქვეს. კუბოზე საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ბარამიძის და აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის ლევან ვარშალომიძის ფოტოები დაალაგეს.
პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა პირებმა აქციაზე მუსიკის თანხლებით აჭარული ცეკვა შეასრულეს.
აქციას სამართალდამცველები ადევნებდნენ თვალს.
იხილეთ ფოტორეპორტაჟი