პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილის წარმატება და მარცხი - პრეზიდენტის 9 წლიანი მმართველობის ანალიზი
სააკაშვილის წარმატება და მარცხი - პრეზიდენტის 9 წლიანი მმართველობის ანალიზი

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ცხრაწ­ლი­ან საპ­რე­ზი­დენ­ტო პე­რი­ოდს ბევ­რი წარ­მა­ტე­ბაც ახ­სოვს და მარ­ცხიც. მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში წარ­მა­ტე­ბა და მარ­ცხი, ძმე­ბი სუ­ლაც არ არი­ან, რად­გან, წარ­მა­ტე­ბე­ბის კვალ­დაკ­ვალ ბევ­რია უპა­ტი­ე­ბე­ლი შეც­დო­მაც. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი პრე­ზი­დენ­ტის უპი­რო­ბო ღვაწლ­საც აღ­ნიშ­ნა­ვენ - ეს ქვეყ­ნის ახა­ლი მო­დე­ლის შექ­მნაა.

თენ­გიზ ფხა­ლა­ძე - გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი კვლე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი: "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა და მისი ხელ­მძღვა­ნე­ლის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ყვე­ლა­ზე დიდი მარ­ცხი იყო იმ 9-წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის ისე დამ­თავ­რე­ბა, რო­გორც მათ და­ამ­თავ­რეს. შე­იძ­ლე­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სად მომ­ხდა­რი­ყო. რაც შე­ე­ხე­ბა ყვე­ლა­ზე დიდ წარ­მა­ტე­ბას, დღეს სა­ქარ­თვე­ლო თვი­სობ­რი­ვად ახა­ლი ტი­პის სა­ხელ­მწი­ფოა.

პრე­ზი­დენ­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბაა ის, რომ დღეს და­წყე­ბუ­ლია და­სავ­ლუ­რი ტი­პის ქვეყ­ნის მშე­ნებ­ლო­ბა. ის ნამ­დვი­ლად არის ევ­რო­პის­კენ მი­მა­ვა­ლი სა­ხელ­მწი­ფო. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლუ­რად მდგრა­დი სა­ხელ­მწი­ფოა და გან­ვი­თა­რე­ბის რე­ა­ლუ­რი მო­დე­ლი აქვს არ­ჩე­უ­ლი, ესეც არის იმ პე­რი­ო­დის დამ­სა­ხუ­რე­ბა, იმ რე­ფორ­მე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა, რაც 2003 წლი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. თუმ­ცა ხაზი მინ­და გა­ვუს­ვა აქვე, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბო­და უფრო ეფექ­ტუ­რი, ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას ისე რომ არ და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა მოღ­ვა­წე­ო­ბა, რო­გორც დღეს და­ას­რუ­ლა."

ბექა ნაც­ვლიშ­ვი­ლი - ექ­სპერ­ტი: "სა­ა­კაშ­ვი­ლის ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა და მარ­ცხი იყო არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის ფორ­მა და ძა­ლა­უფ­ლე­ბის ვერ­ტი­კა­ლის შექ­მნა - ამის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ერ­თოდ არ ხდე­ბო­და ძა­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა არც ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რად და არც ვერ­ტი­კა­ლუ­რად. გარ­და ამი­სა, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის ავან­ტი­უ­რა, რა­შიც გა­ეხ­ვა სა­ქარ­თვე­ლო და უაზ­რო, რა­ცი­ო­ნა­ლურ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ფორ­მა, რო­მე­ლიც მან გა­ა­ტა­რა. რაც შე­ე­ხე­ბა წარ­მა­ტე­ბას, მან ასე თუ ისე მო­ა­ხერ­ხა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა. ასე­ვე გა­მოვ­ყოფ პატ­რუ­ლის რე­ფორ­მას. და­ნარ­ჩე­ნი - არც სო­ცი­ა­ლურ პო­ლი­ტი­კა­ში და არც გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა­ში, ჩვენ მიღ­წე­ვე­ბი არ გვქო­ნია. ცალ­კე სა­სა­უბ­როა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც მის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას უს­ვამს ხაზს. გარ­და ამი­სა, შე­იძ­ლე­ბა ვი­სა­უბ­როთ მის წარ­მა­ტე­ბა­ზე ეფექ­ტუ­რი ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი აპა­რა­ტის შექ­მნით, თუმ­ცა პრე­ზი­დენ­ტი ხში­რად მას ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად იყე­ნებ­და. შე­სა­ბა­მი­სად, მი­უ­ხე­და­ვად ამ რე­ფორ­მის ეფექ­ტუ­რო­ბი­სა, ის ხში­რად ხდე­ბო­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხელ­ში, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ია­რა­ღი."

სოსო ცის­კა­რიშ­ვი­ლი - პო­ლი­ტო­ლო­გი: "მისი ყვე­ლა­ზე დიდი წარ­მა­ტე­ბაა მყა­რი სა­ფუძ­ვლის შექ­მნა ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სივ­რცე­ე­ბის­კენ ქვეყ­ნის სწარფვის­თვის. რაც შე­ე­ხე­ბა, მის ყვე­ლა­ზე სა­მარ­ცხვი­ნო ქმე­დე­ბას, ეს არის ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტო­ბით შე­მო­ტა­ნი­ლი უკი­დე­გა­ნო უსა­მარ­თლო­ბა და სამ­წუ­ხა­როდ, ფუ­ლის მი­მართ უსა­ზღვო სწრაფ­ვა. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ნე­გა­ტი­ვი გა­და­წო­ნის. გარ­და ამი­სა, შე­საძ­ლე­ბე­ლია არ და­ვუ­ვი­წყოთ მად­ლი, - მან შეც­ვა­ლა ბევ­რი ქა­ლა­ქის: თბი­ლი­სის, ბა­თუ­მის, ქუ­თა­ი­სის, თე­ლა­ვის, სიღ­ნა­ღის, მეს­ტი­ის და სხვა ქა­ლა­ქე­ბის იერ­სა­ხე, მაგ­რამ ის, რომ სა­კუ­თარ ჯი­ბეს სა­ხელ­მწი­ფო ჯი­ბის­გან ვერ არ­ჩევ­და, აბა­თი­ლებს ყვე­ლა იმ კე­თილ საქ­მეს, რაც მან გა­ა­კე­თა."

2007 წლის 7 ნო­ემ­ბე­რი, 2008 წლის 5 ინ­ვა­რი და 2008 წლის 8 აგ­ვის­ტო - პრე­ზი­დენ­ტის ყვე­ლა­ზე დიდ მარ­ცხს ეს სამი თა­რი­ღი გა­მო­ხა­ტავს. თუმ­ცა კურ­სი, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვილ­მა ქვეყ­ნის­თვის სა­მო­მავ­ლოდ აიღო, თით­ქმის ყვე­ლა ექ­სპერ­ტის­თვის მი­სა­ღე­ბი აღ­მოჩ­ნდა.

ნა­თია ოსა­ნა­ძე, "ამ­ბე­ბი.ge"

სააკაშვილის წარმატება და მარცხი - პრეზიდენტის 9 წლიანი მმართველობის ანალიზი

სააკაშვილის წარმატება და მარცხი - პრეზიდენტის 9 წლიანი მმართველობის ანალიზი

მიხეილ სააკაშვილის ცხრაწლიან საპრეზიდენტო პერიოდს ბევრი წარმატებაც ახსოვს და მარცხიც. მაგრამ ამ შემთხვევაში წარმატება და მარცხი, ძმები სულაც არ არიან, რადგან, წარმატებების კვალდაკვალ ბევრია უპატიებელი შეცდომაც. მიუხედავად ამისა, პოლიტოლოგები პრეზიდენტის უპირობო ღვაწლსაც აღნიშნავენ - ეს ქვეყნის ახალი მოდელის შექმნაა.

თენგიზ ფხალაძე - გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი: "ნაციონალური მოძრაობისა და მისი ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის ყველაზე დიდი მარცხი იყო იმ 9-წლიანი მმართველობის ისე დამთავრება, როგორც მათ დაამთავრეს. შეიძლებოდა ეს ყველაფერი გაცილებით უკეთესად მომხდარიყო. რაც შეეხება ყველაზე დიდ წარმატებას, დღეს საქართველო თვისობრივად ახალი ტიპის სახელმწიფოა.

პრეზიდენტის დამსახურებაა ის, რომ დღეს დაწყებულია დასავლური ტიპის ქვეყნის მშენებლობა. ის ნამდვილად არის ევროპისკენ მიმავალი სახელმწიფო. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ინსტიტუციონალურად მდგრადი სახელმწიფოა და განვითარების რეალური მოდელი აქვს არჩეული, ესეც არის იმ პერიოდის დამსახურება, იმ რეფორმების დამსახურება, რაც 2003 წლიდან განხორციელდა საქართველოში. თუმცა ხაზი მინდა გავუსვა აქვე, რომ ეს ყველაფერი იქნებოდა უფრო ეფექტური, ნაციონალურ მოძრაობას ისე რომ არ დაესრულებინა მოღვაწეობა, როგორც დღეს დაასრულა."

ბექა ნაცვლიშვილი - ექსპერტი: "სააკაშვილის ყველაზე დიდი შეცდომა და მარცხი იყო არადემოკრატიული მმართველობის ფორმა და ძალაუფლების ვერტიკალის შექმნა - ამის საფუძველზე საერთოდ არ ხდებოდა ძალების გადანაწილება არც ჰორიზონტალურად და არც ვერტიკალურად. გარდა ამისა, რუსეთ-საქართველოს ომის ავანტიურა, რაშიც გაეხვა საქართველო და უაზრო, რაციონალურ საფუძველს მოკლებული სოციალური და პოლიტიკური რეფორმა, რომელიც მან გაატარა. რაც შეეხება წარმატებას, მან ასე თუ ისე მოახერხა სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტურობის გაძლიერება. ასევე გამოვყოფ პატრულის რეფორმას. დანარჩენი - არც სოციალურ პოლიტიკაში და არც განათლების პოლიტიკაში, ჩვენ მიღწევები არ გვქონია. ცალკე სასაუბროა სოფლის მეურნეობის პოლიტიკა, რომელიც მის წარუმატებლობას უსვამს ხაზს. გარდა ამისა, შეიძლება ვისაუბროთ მის წარმატებაზე ეფექტური ბიუროკრატიული აპარატის შექმნით, თუმცა პრეზიდენტი ხშირად მას ანტისახელმწიფოებრივად იყენებდა. შესაბამისად, მიუხედავად ამ რეფორმის ეფექტურობისა, ის ხშირად ხდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" ხელში, როგორც პოლიტიკური იარაღი."

სოსო ცისკარიშვილი - პოლიტოლოგი: "მისი ყველაზე დიდი წარმატებაა მყარი საფუძვლის შექმნა ევროპული და ევროატლანტიკური სივრცეებისკენ ქვეყნის სწარფვისთვის. რაც შეეხება, მის ყველაზე სამარცხვინო ქმედებას, ეს არის ნულოვანი ტოლერანტობით შემოტანილი უკიდეგანო უსამართლობა და სამწუხაროდ, ფულის მიმართ უსაზღვო სწრაფვა. ამ შემთხვევაში, ნეგატივი გადაწონის. გარდა ამისა, შესაძლებელია არ დავუვიწყოთ მადლი, - მან შეცვალა ბევრი ქალაქის: თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, თელავის, სიღნაღის, მესტიის და სხვა ქალაქების იერსახე, მაგრამ ის, რომ საკუთარ ჯიბეს სახელმწიფო ჯიბისგან ვერ არჩევდა, აბათილებს ყველა იმ კეთილ საქმეს, რაც მან გააკეთა."

2007 წლის 7 ნოემბერი, 2008 წლის 5 ინვარი და 2008 წლის 8 აგვისტო - პრეზიდენტის ყველაზე დიდ მარცხს ეს სამი თარიღი გამოხატავს.  თუმცა კურსი, რომელიც სააკაშვილმა ქვეყნისთვის სამომავლოდ აიღო, თითქმის ყველა ექსპერტისთვის მისაღები აღმოჩნდა.

ნათია ოსანაძე, "ამბები.ge"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა