Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - მომავალი პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრია
ბიძინა ივანიშვილი - მომავალი პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრია

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი პი­რო­ბას დებს, არ ეც­დე­ბა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­ა­პა­ტიმ­რონ", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს "რო­ი­ტე­რი" მარ­გა­რი­ტა ან­თი­ძი­სა და ტი­მო­თი ჰე­რი­თი­ჯის სტა­ტი­ას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ.

"რო­ი­ტე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ე­რი იმე­დოვ­ნებს, რომ შე­ამ­ცი­რებს არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ შიშს და აცხა­დებს, რომ არ შე­ეც­დე­ბა პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბას, როცა მისი მე­ტო­ქე თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ტო­ვებს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ.

"რო­ი­ტერ­თან" სა­უბ­რი­სას, პრე­მი­ერ­მა კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ტო­ვებს და შემ­ცვლე­ლად თა­ვი­სი მთავ­რო­ბის ერთ-ერთ წევ­რს და­ა­სა­ხე­ლებს, თუმ­ცა ვი­ნა­ო­ბა არ გა­უმ­ხე­ლია.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი ასე­ვე აღ­ნიშ­ნა­ვენ, ევ­რო­კავ­ში­რის მი­ნის­ტრებ­მა გა­მოთ­ქვეს შიში, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი რე­ვანშს აი­ღებს სა­ა­კაშ­ვილ­ზე თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის დაბ­ლოკ­ვის­თვის და მო­ახ­დენს ზე­წო­ლას, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცეს.

"ევ­რო­პე­ლე­ბი და ამე­რი­კე­ლე­ბი მე­გობ­რულ რჩე­ვას გვაძ­ლე­ვენ, რო­მელ­საც ვე­თან­ხმე­ბი, რომ პრე­ზი­დენ­ტის და­პა­ტიმ­რე­ბა ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებ­ში არ უნდა შე­დი­ო­დეს", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ბი­ძი­ნა ივა­ნი­ში­ლის კო­მენ­ტარს.

"რო­ი­ტერ­თან" სა­უბ­რი­სას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში 2003 წლის უსის­ხლო რე­ვო­ლუ­ცი­ის შე­დე­გად მო­ვი­და, შე­საძ­ლოა, საპ­რე­ზი­დენ­ტო იმუ­ნი­ტე­ტის და­კარ­გვის შემ­დეგ პო­ლი­ცი­ის მიერ და­ი­კი­თხოს. თუმ­ცა, ივა­ნიშ­ვი­ლის­ვე თქმით, ის და­ჟი­ნე­ბით არ მო­ი­თხოვს სა­ა­კაშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბას, რად­გან ცუდი იქ­ნე­ბა, თუ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი ცი­ხე­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა.

ამას­თან, "რო­ი­ტერ­თან" სა­უბ­რი­სას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, რაში შე­იძ­ლე­ბა და­ა­და­ნა­შა­უ­ლონ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

"თუმ­ცა, რო­გორც ამას წი­ნათ ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, შე­საძ­ლოა, სა­ა­კაშ­ვი­ლი ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას სიკ­ვდი­ლის გამო და­ი­კი­თხოს", -ნათ­ქვა­მია "რო­ი­ტე­რის" სტა­ტი­ა­ში.

"რო­ი­ტერ­თან" სა­უბ­რი­სას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ასე­ვე იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ხმე­ბის 60%-ით გა­ი­მარ­ჯვებს, რაც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა იმის­თვის, რომ თა­ვი­დან იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი მე­ო­რე ტური.

პრე­მი­ე­რის თქმით, გა­სუ­ლი წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ სა­ა­კაშ­ვი­ლის პარ­ტი­ის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, მის მთავ­რო­ბა ღირ­სე­უ­ლად უძღვე­ბა ქვე­ყა­ნას.

"არ­ჩევ­ნე­ბი ამის კარ­გი და­დას­ტუ­რე­ბა იქ­ნე­ბა", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კო­მენ­ტარს.

სტა­ტი­ა­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა უარი თქვა და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნა, ვინ იქ­ნე­ბა მო­მა­ვა­ლი პრე­მი­ე­რი – სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ფი­გუ­რა, მაგ­რამ გა­ნა­ცხა­და, რომ საპ­რე­მი­ე­რო კან­დი­და­ტის ვი­ნა­ო­ბას 2 ნო­ემ­ბერს და­ა­სა­ხე­ლებს.

"ეს იქ­ნე­ბა მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წევ­რი, ერთ-ერთი მი­ნის­ტრი, ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რი. 19 ან 20 ნო­ემ­ბერს, ჩვენ ახა­ლი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი და ახა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გვე­ყო­ლე­ბა. მე კი ამის მერე თა­ვი­სუ­ფა­ლი ვიქ­ნე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა "რო­ი­ტერ­თან" სა­უბ­რი­სას.

რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ოპო­ნენ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ, შე­იძ­ლე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა კუ­ლი­სე­ბი­დან გა­ნაგ­რძოს ქვეყ­ნის მარ­თვა, რაც არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი იქ­ნე­ბა.

"სა­კუ­თარ თავს იმის უფ­ლე­ბას არ მივ­ცემ, რომ გვერ­დი­დან დავ­სვა შე­კი­თხვე­ბი და ბრძა­ნე­ბე­ბი გავ­ცე. თუ მთავ­რო­ბას ამის სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა, და­მი­რე­კა­ვენ. სა­წყის ეტაპ­ზე, ეს ნორ­მა­ლუ­რი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ თან­და­თა­ნო­ბით ეს სულ უფრო ნაკ­ლე­ბად მოხ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა "რო­ი­ტერ­თან".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ბიძინა ივანიშვილი - მომავალი პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრია

ბიძინა ივანიშვილი - მომავალი პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრია

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირობას დებს, არ ეცდება, რომ სააკაშვილი დააპატიმრონ", - ამ სათაურით აქვეყნებს "როიტერი" მარგარიტა ანთიძისა და ტიმოთი ჰერითიჯის სტატიას ბიძინა ივანიშვილის შესახებ.

"როიტერის" ინფორმაციით, საქართველოს პრემიერი იმედოვნებს, რომ შეამცირებს არასტაბილურობასთან დაკავშირებულ შიშს და აცხადებს, რომ არ შეეცდება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას, როცა მისი მეტოქე თანამდებობას დატოვებს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

"როიტერთან" საუბრისას, პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არჩევნების შემდეგ თანამდებობას დატოვებს და შემცვლელად თავისი მთავრობის ერთ-ერთ წევრს დაასახელებს, თუმცა ვინაობა არ გაუმხელია.

სტატიის ავტორები ასევე აღნიშნავენ, ევროკავშირის მინისტრებმა გამოთქვეს შიში, რომ ივანიშვილი რევანშს აიღებს სააკაშვილზე თვეების განმავლობაში მთავრობის გადაწყვეტილებების დაბლოკვისთვის და მოახდენს ზეწოლას, რომ სააკაშვილი პასუხისგებაში მიეცეს.

"ევროპელები და ამერიკელები მეგობრულ რჩევას გვაძლევენ, რომელსაც ვეთანხმები, რომ პრეზიდენტის დაპატიმრება ქვეყნის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს", - ციტირებს სტატიის ავტორი ბიძინა ივანიშილის კომენტარს.

"როიტერთან" საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილი, რომელიც ხელისუფლებაში 2003 წლის უსისხლო რევოლუციის შედეგად მოვიდა, შესაძლოა, საპრეზიდენტო იმუნიტეტის დაკარგვის შემდეგ პოლიციის მიერ დაიკითხოს. თუმცა, ივანიშვილისვე თქმით, ის დაჟინებით არ მოითხოვს სააკაშვილის დაპატიმრებას, რადგან ცუდი იქნება, თუ ქვეყნის პრეზიდენტი ციხეში აღმოჩნდება.

ამასთან, "როიტერთან" საუბრისას ბიძინა ივანიშვილს არ დაუკონკრეტებია, რაში შეიძლება დაადანაშაულონ სააკაშვილი.

"თუმცა, როგორც ამას წინათ ივანიშვილმა განაცხადა, შესაძლოა, სააკაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას სიკვდილის გამო დაიკითხოს", -ნათქვამია "როიტერის" სტატიაში.

"როიტერთან" საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა ასევე იწინასწარმეტყველა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი ხმების 60%-ით გაიმარჯვებს, რაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მეორე ტური.

პრემიერის თქმით, გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" მიერ სააკაშვილის პარტიის დამარცხების შემდეგ, მის მთავრობა ღირსეულად უძღვება ქვეყანას.

"არჩევნები ამის კარგი დადასტურება იქნება", - ციტირებს სტატიის ავტორი ბიძინა ივანიშვილის კომენტარს.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა დაესახელებინა, ვინ იქნება მომავალი პრემიერი – საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, საქართველოში ყველაზე გავლენიანი ფიგურა, მაგრამ განაცხადა, რომ საპრემიერო კანდიდატის ვინაობას 2 ნოემბერს დაასახელებს.

"ეს იქნება მინისტრთა კაბინეტის წევრი, ერთ-ერთი მინისტრი, ჩვენი გუნდის წევრი. 19 ან 20 ნოემბერს, ჩვენ ახალი მინისტრთა კაბინეტი და ახალი პრემიერ-მინისტრი გვეყოლება. მე კი ამის მერე თავისუფალი ვიქნები", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა "როიტერთან" საუბრისას.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ოპონენტები ამბობენ, რომ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, შეიძლება ბიძინა ივანიშვილმა კულისებიდან განაგრძოს ქვეყნის მართვა, რაც არაკონსტიტუციური იქნება.

"საკუთარ თავს იმის უფლებას არ მივცემ, რომ გვერდიდან დავსვა შეკითხვები და ბრძანებები გავცე. თუ მთავრობას ამის სურვილი ექნება, დამირეკავენ. საწყის ეტაპზე, ეს ნორმალური იქნება, მაგრამ თანდათანობით ეს სულ უფრო ნაკლებად მოხდება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა "როიტერთან".

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა