მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"Bye, Bye, მიშა" - ევროპარლამენტარი სააკაშვილს ემშვიდობება
"Bye, Bye, მიშა" - ევროპარლამენტარი სააკაშვილს ემშვიდობება

"Bye, Bye, მიშა", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს "ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის" წევ­რის, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ კშიშ­ტოფ ლი­სე­კის სტა­ტი­ას სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ევ­რო­პუ­ლი გა­მო­ცე­მა EuroActiv.

რო­გორც პო­ლო­ნე­ლი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი აღ­ნიშ­ნავს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ათწ­ლი­ა­ნი პრე­ზი­დენ­ტო­ბა კვი­რას, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­სა­მარ­თი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად დას­რულ­დე­ბა.

"სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ვის მემ­კვიდ­რეს უტო­ვებს ქვე­ყა­ნას, რო­მე­ლიც ისე შე­იც­ვა­ლა, ვერც კი იც­ნობ, რო­მელ­შიც შემ­ცირ­და კო­რუფ­ცია, მოხ­და ლან­დშაფ­ტი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­დერ­ნი­ზა­ცია. თუმ­ცა, ამ გზა­ზე რამ­დე­ნი­მე უხე­ში შეც­დო­მაც იქნა დაშ­ვე­ბუ­ლი", - წერს კშიშ­ტოფ ლი­სე­კი.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­სულ წლამ­დე, მმარ­თვე­ლი პარ­ტია მისი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" იყო, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში გამ­დიდ­რე­ბულ­მა, მის­ტი­კუ­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შექ­მნილ­მა კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" შარ­შან, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში და­ა­მარ­ცხა.

"ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის" წევ­რი ასე­ვე წერს, რომ რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ერთ-ერ­თმა ახალ­გაზ­რდა ქარ­თველ­მა "ფე­ის­ბუ­ქით" წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა. ახალ­გაზ­რდა წერ­და, რომ სა­ა­კაშ­ვილ­ზე იმის მი­ხედ­ვით უნდა ესა­უბ­რათ, რაც ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­კეთ­და.

"მახ­სოვს, ათი წლის წინ არც სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი არ­სე­ბობ­და და არც სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, ქვე­ყა­ნა ფუნ­და­მენ­ტუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გა­რე­შე იყო. მას­წავ­ლებ­ლის ხელ­ფა­სი 15 დო­ლა­რი იყო, პენ­სი­ე­ბი კი ხში­რად არ გა­ი­ცე­მო­და. კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი იყო პო­ლი­ცია, სა­სა­მარ­თლო, ად­მი­ნის­ტრა­ცია", - ცი­ტი­რებს კშიშ­ტოფ ლი­სე­კი ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდის მიერ მის­თვის გაგ­ზავ­ნილ წე­რილს.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ა­კაშ­ვილს ჰქონ­და ხედ­ვა და ამ ხედ­ვას მიჰ­ყვა. მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გარ­შე­მორ­ტმუ­ლი იყო ახალ­გაზ­რდე­ბის ჯგუ­ფით, პროდსავ­ლუ­რი, ამე­რი­კი­სა და ბრი­ტა­ნე­თის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში გა­ნათ­ლე­ბა­მი­ღე­ბუ­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი­თა და პო­ლი­ტი­კო­სე­ბით, რა­მაც სა­ა­კაშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი კურ­სით სვლის და აშშ-სთან, და­სავ­ლეთ ევ­რო­პას­თან, ნატო-სა და ევ­რო­კავ­შირ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა. მის­მა გუ­ლი­თა­დო­ბამ და ქა­რიზ­მამ შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და კარ­გი სა­მუ­შაო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბა ამე­რი­კას­თან, აზერ­ბა­ი­ჯან­თან, თურ­ქეთ­თან და არა­ბულ ქვეყ­ნებ­თან.

"სა­ბო­ლო­ოდ, პუ­ტი­ნი­სა და მისი პო­ლი­ტი­კის სი­ძულ­ვი­ლის­თვის მძი­მე სა­ფა­სუ­რის გა­ღე­ბა მო­უხ­და რუ­სეთ­თან 2008 წელს ომის და­წყე­ბით. შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლომ თა­ვი­სი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20% და­კარ­გა", - წერს კშიშ­ტოფ ლი­სე­კი.

პო­ლო­ნე­ლი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ ქვეყ­ნის შიდა პო­ლი­ტი­კა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი კო­რუფ­ცი­ი­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­და.

"პირ­ვე­ლად თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა თავი უსაფრ­თხოდ იგ­რძნეს. იმა­საც კი ამ­ბობ­დნენ, რომ პო­ლი­ცი­ის შუ­შის შე­ნო­ბე­ბი ქვე­ყა­ნა­ში რე­ფორ­მე­ბი­სა და გამჭვირ­ვა­ლო­ბის სიმ­ბო­ლოდ იქცა. თუმ­ცა, მექ­რთა­მე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მის შე­უ­პო­ვარ ბრძო­ლას თა­ვი­სი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვა. ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ ამ­ნის­ტი­ამ­დე, სა­ქარ­თვე­ლოს (რუ­სე­თის შემ­დეგ) ევ­რო­პა­ში 1000 მო­სახ­ლე­ზე ყვე­ლა­ზე მეტი პა­ტი­მა­რი ჰყავ­და. შე­დე­გად, ქვე­ყა­ნა­ში თით­ქმის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე ჩარ­თუ­ლი იყო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ში, რა­მაც პრე­ზი­დენ­ტის პო­პუ­ლა­რო­ბა­ზეც იქო­ნია გავ­ლე­ნა", - წერს კშიშ­ტოტ ლი­სე­რი.

რო­გორც წე­რი­ლის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბევ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია და ინ­სტი­ტუ­ტი პა­ტივს სცემ­და სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ ქვეყ­ნის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის სა­კი­თხში მიღ­წე­ულ შე­დე­გებს. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი ხაზს უს­ვამს, რომ სა­ქარ­თვე­ლომ წამ­ყვა­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი მო­ი­პო­ვა მსოფ­ლიო ბან­კი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბის რე­ი­ტინ­გებ­ში, რო­გორც ნაკ­ლე­ბად კო­რუმ­პი­რე­ბულ­მა ქვე­ყა­ნამ, სა­დაც კარ­გი გა­რე­მოა ინ­ვეს­ტი­რე­ბის­თვის.

კშიშ­ტოფ ლი­სე­კი აღ­ნიშ­ნავს, რომ ბოლო ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა სა­ა­კაშ­ვი­ლის წყა­ლო­ბით წარ­მო­უდ­გენ­ლად შე­იც­ვა­ლა. მი­სი­ვე თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­უ­კე­თე­სო არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი და­ი­ქი­რა­ვა ახა­ლი შთამ­ბეჭ­და­ვი შე­ნო­ბე­ბის ასა­შე­ნებ­ლად. მან ასე­ვე კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ამ­ყა­რა ეროვ­ნულ უმ­ცი­რე­სო­ბებ­თან და შემ­თხვე­ვი­თი არ იყო, რომ ბოლო სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს პრე­ზი­დენ­ტის პარ­ტი­ამ ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა მო­ი­პო­ვა აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი­თა და სომ­ხე­ბით და­სახ­ლე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში. ლი­სე­კი წერს, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა ასე­ვე იზ­რუ­ნა ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლე­ბის მო­მა­ვალ­ზე და უამ­რა­ვი ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი და­ი­ქი­რა­ვა მათ­თვის ინ­გლი­სუ­რის სწავ­ლე­ბის მიზ­ნით.

"მე­ო­რე მხრივ, სა­ა­კაშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე შეც­დო­მა და­უშ­ვა. პრე­ზი­დენ­ტი და მისი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" შე­უც­ვლე­ლად მარ­თავ­დნენ ქვე­ყა­ნას. ბოლო ორი ვა­დის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცია, რო­მე­ლიც მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წევ­რის­გან შედ­გე­ბო­და, ისეთ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ­და, რომ მხო­ლოდ და­სავ­ლე­თის დე­ლე­გა­ცი­ის ვი­ზი­ტე­ბის­თვის შე­იქ­მნა", - წერს კშიშ­ტოფ ლი­სე­კი.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­მო­ქალ­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა კვლა­ვაც ჩა­სახ­ვის მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და ქვე­ყა­ნა­ში მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის სა­ელ­ჩო­ე­ბი­სა და აშშ-სგან ფი­ნანსდე­ბი­ან და არა მთავ­რო­ბის­გან.

"სა­ა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ქვეყ­ნის ელი­ტა ძი­რი­თა­დად საბ­ჭო­უ­რი სის­ტე­მის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის­გან შედ­გე­ბო­და და მათ მიერ სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კის მხარ­და­ჭე­რის­გან თავ­შე­კა­ვე­ბა, რუ­სე­თის­კენ ლტოლ­ვის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იყო. სა­ა­კაშ­ვი­ლი ასე­ვე იგ­ნო­რი­რებ­და მო­წო­დე­ბებს, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გა­ე­მარ­თა ეკ­ლე­სი­ას­თან. ივა­ნიშ­ვი­ლი კი გუ­ლუხ­ვად ას­პონ­სო­რებ­და ეკ­ლე­სი­ე­ბი­სა და მო­ნას­ტრე­ბის გა­ნახ­ლე­ბას და შე­დე­გად 2012 წლის არ­ჩევ­ნებ­ში ეკ­ლე­სი­ამ თით­ქმის სა­ჯა­როდ და­უ­ჭი­რა მხა­რი ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რე­მოც­ვას, რა­მაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა", - წერს "ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის" წევ­რი.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევ­და ცი­ხე­ებ­ში წა­მე­ბი­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის შე­სა­ხებ ან­გა­რი­შებს. არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მას ასე­ვე ჩრდი­ლი მი­ად­გა თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის მი­მართ გა­მო­ჩე­ნი­ლი და­უნ­დობ­ლო­ბის გამო.

"ივა­ნიშ­ვილ­მა მო­ხერ­ხე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნა სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭერ­თა შემ­ცი­რე­ბა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", რო­მელ­შიც სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან თა­ვი­დან მო­შო­რე­ბულ­მა რამ­დე­ნი­მე დაჯ­გუ­ფე­ბამ, პო­ლი­ტი­კოს­მა და დიპ­ლო­მატ­მა მო­ი­ყა­რა თავი, ერ­თმა სა­ერ­თო საქ­მემ გა­ა­ერ­თი­ა­ნა: სა­ა­კაშ­ვი­ლის და­უ­ფა­რავ­მა სი­ძულ­ვილ­მა. ახლა მხო­ლოდ ერ­თია სა­კი­თხა­ვი – სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა თუ არა ეს კო­ლი­ცი­ის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად?", - წერს კშიშ­ტოფ ლი­სე­კი.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ გა­სულ წელს, სა­ა­კაშ­ვი­ლი პრე­მი­ერ ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბას და­უ­პი­რის­პირ­და. პრე­ზი­დენ­ტის­თვის, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტურ ძა­ლა­უფ­ლე­ბას იყო შეჩ­ვე­უ­ლი, რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ახალ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან შე­გუ­ე­ბა. სა­ა­კაშ­ვილს სა­სა­მარ­თლო დევ­ნი­თა და გა­მო­ძი­ე­ბით, და­პა­ტიმ­რე­ბი­თაც კი და­ე­მუქრნენ.

"ის და­თან­ხმდა სა­კუ­თა­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვას და სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს, რი­თაც სა­ქარ­თვე­ლო სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­მოკ­რა­ტი­ის მო­დელს მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა. ის შე­უ­ჩე­რებ­ლად მოქ­მე­დებ­და ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის – ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის მო­მავ­ლის და­სა­ცა­ვად. უდა­ვოა, მისი წვლი­ლი ქვეყ­ნი­სად­მი. მას და­ი­მახ­სოვ­რე­ბენ, რო­გორც ენერ­გი­ულ ლი­დერს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლუ­რი სამ­ყა­როს თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­მწი­ფოდ ხე­დავ­და. რაც არ უნდა იყოს, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ დღეს, ვილ­ნი­უს­ში გა­სა­მართ აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რი­ო­ბის სა­მი­ტამ­დე, ქარ­თვე­ლე­ბის 80% მის ამ ხედ­ვას მხარს უჭერს", - წერს კშიშ­ტოფ ლი­სე­კი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"Bye, Bye, მიშა" - ევროპარლამენტარი სააკაშვილს ემშვიდობება

"Bye, Bye, მიშა" - ევროპარლამენტარი სააკაშვილს ემშვიდობება

"Bye, Bye, მიშა", - ამ სათაურით აქვეყნებს "ევროპის სახალხო პარტიის" წევრის, ევროპარლამენტარ კშიშტოფ ლისეკის სტატიას საქართველოს შესახებ ევროპული გამოცემა EuroActiv.

როგორც პოლონელი ევროპარლამენტარი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის ათწლიანი პრეზიდენტობა კვირას, საქართველოში გასამართი არჩევნების შედეგად დასრულდება.

"სააკაშვილი თავის მემკვიდრეს უტოვებს ქვეყანას, რომელიც ისე შეიცვალა, ვერც კი იცნობ, რომელშიც შემცირდა კორუფცია, მოხდა ლანდშაფტისა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია. თუმცა, ამ გზაზე რამდენიმე უხეში შეცდომაც იქნა დაშვებული", - წერს კშიშტოფ ლისეკი.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პარალელურად, გასულ წლამდე, მმართველი პარტია მისი "ნაციონალური მოძრაობა" იყო, რომელიც რუსეთში გამდიდრებულმა, მისტიკური ბიძინა ივანიშვილის შექმნილმა კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" შარშან, საპარლამენტო არჩევნებში დაამარცხა.

"ევროპის სახალხო პარტიის" წევრი ასევე წერს, რომ რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთმა ახალგაზრდა ქართველმა "ფეისბუქით" წერილი გაუგზავნა. ახალგაზრდა წერდა, რომ სააკაშვილზე იმის მიხედვით უნდა ესაუბრათ, რაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში გაკეთდა.

"მახსოვს, ათი წლის წინ არც სახელმწიფო ბიუჯეტი არსებობდა და არც სოციალური უზრუნველყოფა, ქვეყანა ფუნდამენტური ინსტიტუტების გარეშე იყო. მასწავლებლის ხელფასი 15 დოლარი იყო, პენსიები კი ხშირად არ გაიცემოდა. კორუმპირებული იყო პოლიცია, სასამართლო, ადმინისტრაცია", - ციტირებს კშიშტოფ ლისეკი ქართველი ახალგაზრდის მიერ მისთვის გაგზავნილ წერილს.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ სააკაშვილს ჰქონდა ხედვა და ამ ხედვას მიჰყვა. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი გარშემორტმული იყო ახალგაზრდების ჯგუფით, პროდსავლური, ამერიკისა და ბრიტანეთის უნივერსიტეტებში განათლებამიღებული ჩინოვნიკებითა და პოლიტიკოსებით, რამაც სააკაშვილს საქართველოს ახალი კურსით სვლის და აშშ-სთან, დასავლეთ ევროპასთან, ნატო-სა და ევროკავშირთან ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა მისცა. მისმა გულითადობამ და ქარიზმამ შესაძლებელი გახადა კარგი სამუშაო ურთიერთობების დამყარება ამერიკასთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან და არაბულ ქვეყნებთან.

"საბოლოოდ, პუტინისა და მისი პოლიტიკის სიძულვილისთვის მძიმე საფასურის გაღება მოუხდა რუსეთთან 2008 წელს ომის დაწყებით. შედეგად საქართველომ თავისი ტერიტორიების 20% დაკარგა", - წერს კშიშტოფ ლისეკი.

პოლონელი ევროპარლამენტარი ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილი კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ იბრძოდა.

"პირველად თბილისის ქუჩებში მოქალაქეებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნეს. იმასაც კი ამბობდნენ, რომ პოლიციის შუშის შენობები ქვეყანაში რეფორმებისა და გამჭვირვალობის სიმბოლოდ იქცა. თუმცა, მექრთამეობის წინააღმდეგ მის შეუპოვარ ბრძოლას თავისი შედეგები მოჰყვა. ივანიშვილის მთავრობის მიერ გამოცხადებულ ამნისტიამდე, საქართველოს (რუსეთის შემდეგ) ევროპაში 1000 მოსახლეზე ყველაზე მეტი პატიმარი ჰყავდა. შედეგად, ქვეყანაში თითქმის ყველა მოქალაქე ჩართული იყო სასამართლო პროცესებში, რამაც პრეზიდენტის პოპულარობაზეც იქონია გავლენა", - წერს კშიშტოტ ლისერი.

როგორც წერილის ავტორი აღნიშნავს, მიუხედავად ამისა, ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია და ინსტიტუტი პატივს სცემდა სააკაშვილის მიერ ქვეყნის მოდერნიზაციის საკითხში მიღწეულ შედეგებს. ევროპარლამენტარი ხაზს უსვამს, რომ საქართველომ წამყვანი პოზიციები მოიპოვა მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის რეიტინგებში, როგორც ნაკლებად კორუმპირებულმა ქვეყანამ, სადაც კარგი გარემოა ინვესტირებისთვის.

კშიშტოფ ლისეკი აღნიშნავს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანა სააკაშვილის წყალობით წარმოუდგენლად შეიცვალა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საუკეთესო არქიტექტორები დაიქირავა ახალი შთამბეჭდავი შენობების ასაშენებლად. მან ასევე კარგი ურთიერთობები დაამყარა ეროვნულ უმცირესობებთან და შემთხვევითი არ იყო, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს პრეზიდენტის პარტიამ ხმათა უმრავლესობა მოიპოვა აზერბაიჯანელებითა და სომხებით დასახლებულ რეგიონებში. ლისეკი წერს, რომ სააკაშვილმა ასევე იზრუნა ახალგაზრდა ქართველების მომავალზე და უამრავი ინგლისურენოვანი მასწავლებლები დაიქირავა მათთვის ინგლისურის სწავლების მიზნით.

"მეორე მხრივ, სააკაშვილმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა. პრეზიდენტი და მისი "ნაციონალური მოძრაობა" შეუცვლელად მართავდნენ ქვეყანას. ბოლო ორი ვადის განმავლობაში საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც მხოლოდ რამდენიმე წევრისგან შედგებოდა, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ მხოლოდ დასავლეთის დელეგაციის ვიზიტებისთვის შეიქმნა", - წერს კშიშტოფ ლისეკი.

ევროპარლამენტარი ასევე აღნიშნავს, რომ სამოქალქო საზოგადოება კვლავაც ჩასახვის მდგომარეობაშია და ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ევროკავშირის საელჩოებისა და აშშ-სგან ფინანსდებიან და არა მთავრობისგან.

"საააკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის ელიტა ძირითადად საბჭოური სისტემის მხარდამჭერებისგან შედგებოდა და მათ მიერ სააკაშვილის პოლიტიკის მხარდაჭერისგან თავშეკავება, რუსეთისკენ ლტოლვის გამოხატულება იყო. სააკაშვილი ასევე იგნორირებდა მოწოდებებს, მოლაპარაკებები გაემართა ეკლესიასთან. ივანიშვილი კი გულუხვად ასპონსორებდა ეკლესიებისა და მონასტრების განახლებას და შედეგად 2012 წლის არჩევნებში ეკლესიამ თითქმის საჯაროდ დაუჭირა მხარი ივანიშვილის გარემოცვას, რამაც "ქართული ოცნების" საბოლოო გამარჯვება განაპირობა", - წერს "ევროპის სახალხო პარტიის" წევრი.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ სააკაშვილი ყურადღებას არ აქცევდა ციხეებში წამებისა და გაუპატიურების შესახებ ანგარიშებს. არჩევნებამდე მას ასევე ჩრდილი მიადგა თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ გამოჩენილი დაუნდობლობის გამო.

"ივანიშვილმა მოხერხებულად გამოიყენა სააკაშვილის მხარდამჭერთა შემცირება. "ქართული ოცნება", რომელშიც სააკაშვილისგან თავიდან მოშორებულმა რამდენიმე დაჯგუფებამ, პოლიტიკოსმა და დიპლომატმა მოიყარა თავი, ერთმა საერთო საქმემ გააერთიანა: სააკაშვილის დაუფარავმა სიძულვილმა. ახლა მხოლოდ ერთია საკითხავი – სააკაშვილის პრეზიდენტობის დასრულების შემდეგ საკმარისი იქნება თუ არა ეს კოლიციის შესანარჩუნებლად?", - წერს კშიშტოფ ლისეკი.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ გასულ წელს, სააკაშვილი პრემიერ ივანიშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობას დაუპირისპირდა. პრეზიდენტისთვის, რომელიც აბსოლუტურ ძალაუფლებას იყო შეჩვეული, რთული აღმოჩნდა ახალ მდგომარეობასთან შეგუება. სააკაშვილს სასამართლო დევნითა და გამოძიებით, დაპატიმრებითაც კი დაემუქრნენ.

"ის დათანხმდა საკუთარი ძალაუფლების შეზღუდვას და საკონსტიტუციო ცვლილებებს, რითაც საქართველო საპარლამენტო დემოკრატიის მოდელს მიუახლოვდება. ის შეუჩერებლად მოქმედებდა ქვეყნის სტრატეგიული არჩევანის – ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავლის დასაცავად. უდავოა, მისი წვლილი ქვეყნისადმი. მას დაიმახსოვრებენ, როგორც ენერგიულ ლიდერს, რომელიც საქართველოს დასავლური სამყაროს თანამედროვე სახელმწიფოდ ხედავდა. რაც არ უნდა იყოს, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დღეს, ვილნიუსში გასამართ აღმოსავლეთ პარტნიორიობის სამიტამდე, ქართველების 80% მის ამ ხედვას მხარს უჭერს", - წერს კშიშტოფ ლისეკი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა