Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი და ვაჰაგან ჩახალიანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
მიხეილ სააკაშვილი და ვაჰაგან ჩახალიანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტსა და პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ ვა­ჰა­გან ჩა­ხა­ლი­ანს შო­რის ახალ­ქა­ლაქ­ში დღეს შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან შეხ­ვედ­რი­სას ჩა­ხა­ლი­ან­მა რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხზე უსაყ­ვე­დუ­რა. მისი თქმით, დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნას აფეთ­ქე­ბუ­ლი სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სია არ შეჰ­ფე­რის. ჩა­ხა­ლი­ან­მა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოთ­ქვა იმის გა­მოც, რომ სკო­ლებ­ში სომ­ხუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა აღარ ის­წავ­ლე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი უნდა გა­სა­მარ­თლდეს.

ჩა­ხა­ლი­ა­ნის ამ სი­ტყვებს პრე­ზი­დენ­ტის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა მოჰ­ყვა. "ცი­ხი­დან გა­მო­სულ­მა კრი­მი­ნალ­მა ჩა­ხა­ლი­ან­მა უნდა გა­მა­სა­მარ­თლოს სა­ა­კაშ­ვი­ლი?! არ ვა­პი­რებ თქვე­ნის­თა­ნა ადა­მი­ა­ნებ­მა მი­კი­თხონ მო­რა­ლი. მე ახალ­ქა­ლაქ­ში გა­ვა­კე­თე ის, რომ თქვე­ნის­თა­ნა სე­პა­რა­ტის­ტებს რე­გი­ონ­ში გა­მო­ვა­ცა­ლეთ სა­ფუძ­ვე­ლი, აშენ­და ევ­რო­პის მთა­ვა­რი რკი­ნიგ­ზა, გა­კეთ­და გზე­ბი, რომ­ლი­თაც თბი­ლის­ში და­დი­ხართ, კუ­რორ­ტი, შე­მო­ვი­და სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ტექ­ნი­კა, გაზი, სი­ნათ­ლე და გა­ვი­და რუ­სუ­ლი ბაზა. შე­ნის­თა­ნა სე­პა­რა­ტის­ტე­ბი, "გრუ"-ს გო­ში­ე­ბი მე მო­რალს ვერ წა­მი­კი­თხა­ვენ! ექ­ვსი მუხ­ლით იჯე­ქი ცი­ხე­ში და ძა­ლი­ან მიჰ­ქა­რა მან, ვინც ცი­ხი­დან გა­მო­გიშ­ვა", - მი­მარ­თა პრე­ზი­დენ­ტმა ჩა­ხა­ლი­ანს.

ჩა­ხა­ლი­ან­მა თან­მხლებ რამ­დე­ნი­მე პირ­თან ერ­თად ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვა შე­ძა­ხი­ლე­ბით "მიშა, წადი თურ­ქეთ­ში". სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა კი ჩა­ხა­ლი­ანს და მის თან­მხლებ პი­რებს "ლა­ჩა­რი სე­პა­რა­ტის­ტე­ბი" უწო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ ადრე ასე­თე­ბი ბევ­რად მეტ­ნი იყ­ვნენ. "დღეს მხო­ლოდ ხუთ­ნი დარ­ჩნენ, თუმ­ცა ბევ­რად მეტ­ნი იყ­ვნენ. მათი პატ­რო­ნი "გრუ"-ს ბაზა აღარ არის აქ და იმი­ტომ", - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მიხეილ სააკაშვილი და ვაჰაგან ჩახალიანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

მიხეილ სააკაშვილი და ვაჰაგან ჩახალიანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

საქართველოს პრეზიდენტსა და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ ვაჰაგან ჩახალიანს შორის ახალქალაქში დღეს შელაპარაკება მოხდა. მიხეილ სააკაშვილს ადგილობრივებთან შეხვედრისას ჩახალიანმა რამდენიმე საკითხზე უსაყვედურა. მისი თქმით, დემოკრატიულ ქვეყანას აფეთქებული სომხური ეკლესია არ შეჰფერის. ჩახალიანმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამოც, რომ სკოლებში სომხური ლიტერატურა აღარ ისწავლება და აღნიშნა, რომ სააკაშვილი უნდა გასამართლდეს.

ჩახალიანის ამ სიტყვებს პრეზიდენტის გაღიზიანება მოჰყვა. "ციხიდან გამოსულმა კრიმინალმა ჩახალიანმა უნდა გამასამართლოს სააკაშვილი?! არ ვაპირებ თქვენისთანა ადამიანებმა მიკითხონ მორალი. მე ახალქალაქში გავაკეთე ის, რომ თქვენისთანა სეპარატისტებს რეგიონში გამოვაცალეთ საფუძველი, აშენდა ევროპის მთავარი რკინიგზა, გაკეთდა გზები, რომლითაც თბილისში დადიხართ, კურორტი, შემოვიდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, გაზი, სინათლე და გავიდა რუსული ბაზა. შენისთანა სეპარატისტები, "გრუ"-ს გოშიები მე მორალს ვერ წამიკითხავენ! ექვსი მუხლით იჯექი ციხეში და ძალიან მიჰქარა მან, ვინც ციხიდან გამოგიშვა", - მიმართა პრეზიდენტმა ჩახალიანს.

ჩახალიანმა თანმხლებ რამდენიმე პირთან ერთად ტერიტორია დატოვა შეძახილებით "მიშა, წადი თურქეთში". საქართველოს პრეზიდენტმა კი ჩახალიანს და მის თანმხლებ პირებს "ლაჩარი სეპარატისტები" უწოდა და აღნიშნა, რომ ადრე ასეთები ბევრად მეტნი იყვნენ. "დღეს მხოლოდ ხუთნი დარჩნენ, თუმცა ბევრად მეტნი იყვნენ. მათი პატრონი "გრუ"-ს ბაზა აღარ არის აქ და იმიტომ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა