პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შორენა ბეგაშვილის ბრილიანტის ექსკლუზიური ნაკეთობა
 შორენა ბეგაშვილის ბრილიანტის ექსკლუზიური ნაკეთობა

"მინ­და, მცი­რე დახ­მა­რე­ბა გა­ვუ­წიო თბი­ლი­სის ხან­დაზ­მულ­თა პან­სი­ო­ნატს, თემ­ქა­ზე. აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლია ჩემი და ჩემი შვი­ლის საყ­ვა­რე­ლი ნივ­თე­ბის ნა­წი­ლი, რო­მელ­თა გა­ყიდ­ვი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა მთლი­ა­ნად გა­და­ი­რი­ცხე­ბა აღ­ნიშ­ნულ მო­ხუც­თა სახ­ლში. გთხოვთ, და­მი­ჭი­როთ მხა­რი, შე­ი­ძი­ნეთ ნივ­თე­ბი, ერ­თად და­ვეხ­მა­როთ მათ", - ეს პოს­ტი მსა­ხი­ობ­მა შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილ­მა გა­სულ კვი­რას, "ფე­ის­ბუ­კის" სა­კუ­თარ გვერ­დზე და­წე­რა და მის­თვის საყ­ვა­რე­ლი 64 ნივ­თის ფო­ტოც და­ურ­თო. ქველ­მოქ­მე­დე­ბის ასეთ ფორ­მას ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ ხში­რად მი­მარ­თა­ვენ, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ეს ნამ­დვი­ლად სი­ახ­ლეა.

- შო­რე­ნა, შენი წი­ნა­და­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რო­გორ მი­ი­ღო?

- ქი­ლი­კი და­ი­წყეს, - ესეც მა­დო­ნა არ გვყავ­დე­სო. ამას იმი­ტომ ვა­კე­თებ, რომ მინ­და, ადა­მი­ა­ნებს და­ვეხ­მა­რო. იდეა ერთ-ერთი რუ­სუ­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სი­უ­ჟე­ტის ნახ­ვის შემ­დეგ გა­მიჩ­ნდა და მო­ხუც­თა და­სახ­მა­რებ­ლად ქველ­მოქ­მე­დე­ბის ეს ფორ­მა შე­ვარ­ჩიე. კომ­პი­უ­ტერ­თან სულ ზის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას - ესა თუ ის ნივ­თი რო­გორ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, რო­გორ შე­უძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნონ და ა.შ. იმე­დი მაქვს, იდეა გა­ა­მარ­თლებს. მი­ხა­რია, რამ­დე­ნი­მე ნივ­თი უკვე გა­ი­ყი­და. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ჩემ­თვის მარ­თლა ძვირ­ფა­სია და მათ მო­მა­ვალ­შიც გა­მო­ვი­ყე­ნებ­დი.

- ნივ­თებს მი­ა­მა­ტებ? გარ­კვე­უ­ლი ხნის შემ­დეგ ხომ არ გა­ი­მე­ო­რებ ქველ­მოქ­მე­დე­ბას?

- არ ვიცი, ვნა­ხოთ, რამ­დე­ნად გა­ა­მარ­თლებს და შე­საძ­ლოა, გა­ვი­მე­ო­რო კი­დეც.

- თემ­ქის მო­ხუ­ცე­ბულ­თა პან­სი­ო­ნა­ტი რა ნიშ­ნით შე­არ­ჩიე?

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მით არ შე­მი­ფა­სე­ბია. ამ პან­სი­ო­ნატ­ში არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ კარ­გად ვიცი, იქ რო­გო­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა. მო­ხუ­ცებს ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა და მზრუნ­ვე­ლო­ბა სჭირ­დე­ბათ. მინ­და, ეს ზამ­თა­რი თბი­ლად გა­ა­ტა­რონ.

- აქამ­დე ვინ­მეს დახ­მა­რე­ბი­ხარ?

- რა თქმა უნდა, ეს ჩემი პირ­ვე­ლი აქ­ტი­უ­რო­ბა არ არის, მაგ­რამ სი­კე­თე­ზე ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რა­კი არ მიყ­ვარს. აქამ­დე ამას ჩუ­მად, ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბის სა­ხით ვა­კე­თებ­დი და აფი­ში­რე­ბის­გან ყო­ველ­თვის თავს ვი­კა­ვებ­დი... ახლა, როცა დახ­მა­რე­ბის ფორ­მა შევ­ცვა­ლე, ცუდ კო­მენ­ტა­რებს მწე­რენ. ვერ გა­მი­გია, რა­ტომ მლან­ძღა­ვენ? რა, ცუდ საქ­მეს ვა­კე­თებ?

- არ მახ­სენ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მსგავ­სი რამ მომ­ხდა­რი­ყოს. რო­გორ ფიქ­რობ, სხვა ცნო­ბი­ლე­ბი მოგ­ბა­ძა­ვენ?

- ეს ჩემი ძა­ლი­ან დიდი სურ­ვი­ლია. ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში რაც უფრო ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ჩა­ერ­თვე­ბა, უკე­თე­სი იქ­ნე­ბა.

- შენი კო­ლე­გე­ბი­დან, მე­გობ­რე­ბი­დან ვინ­მე გა­მო­გეხ­მა­უ­რა?

- მი­თხრეს, რომ რო­მე­ლი­მე ნივთს შე­ი­ძე­ნენ და ამით მხარ­ში ამო­მიდ­გე­ბი­ან.

- ფა­სე­ბი გა­დახ­დილ თან­ხას­თან შე­და­რე­ბით და­ბა­ლია?

- ძა­ლი­ან და­ბა­ლია. თი­თო­ე­ულ ნივთში გა­ცი­ლე­ბით მე­ტია გა­დახ­დი­ლი. ზო­გი­ერ­თი ნივ­თი ექ­სკლუ­ზი­ვია, ზო­გი­ერ­თი სას­ცე­ნო კაბა კი ჩემი გე­მოვ­ნე­ბით არის შე­კე­რი­ლი. ტან­საც­მლის ფასი 50-დან 150 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს.

- ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ბრი­ლი­ან­ტის სა­მე­უ­ლია. ეს სამ­კა­უ­ლი 7.000 დო­ლა­რად გაქვს შე­ფა­სე­ბუ­ლი.

- ეს ექ­სკლუ­ზი­უ­რი ნა­კე­თო­ბაა, სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩემ­თვის არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ჯერ მყიდ­ვე­ლი არ გა­მო­უჩ­ნდა.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რეს, რო­მე­ლი­მე თაყ­ვა­ნის­მცემ­ლის­გან ექ­ნე­ბა ნა­ჩუ­ქა­რი და ახლა, მას­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, ყი­დი­სო.

- ათას სი­სუ­ლე­ლეს წე­რენ და ყვე­ლას პა­სუხს ვერ გავ­ცემ. ბრი­ლი­ან­ტი ზედ­მე­ტი არა­ვის­თვის არის. მისი თა­ვი­დან მო­შო­რე­ბა რომ მნდო­მო­და, ამას ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად მო­ვა­ხერ­ხებ­დი, ნე­ბის­მი­ერ წუთს გავ­ყიდ­დი. არც "ჰერ­მე­სის" ჩან­თაა ჩემ­თვის ზედ­მე­ტი, მაგ­რამ ვყი­დი.

- 10.000 დო­ლა­რად.

- ამ იდე­ის გამო, ბევ­რი და­ცინ­ვაც მი­ვი­ღე. ზოგი მწერს: მე­ო­რა­დი ტან­საც­მლის მა­ღა­ზია გახ­სე­ნი? თან­ხის რა ნა­წილს და­ი­ტო­ვე­ბო? მინ­და, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­სა­გო­ნად ვთქვა: თი­თო­ე­ულ ნივთს აწე­რია ღი­რე­ბუ­ლე­ბა და თუ ასე ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებთ, შეკ­რი­ბონ და იმ თან­ხას შე­ა­და­რონ, რო­მელ­საც მე მო­ხუ­ცებს გა­და­ვუ­რი­ცხავ. გა­ყი­დულ ნივ­თებს ეწე­რე­ბა, რომ გა­ყი­დუ­ლია. უსაქ­მუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის კრი­ტი­კა­ზე არ ვნერ­ვი­უ­ლობ. მათ­თვის დრო­ის და­კარ­გვა არ ღირს. არ მომ­წონს, რომ ბოღ­მა­ში იხ­რჩო­ბი­ან. მე მა­ინც, ყვე­ლას ბედ­ნი­ე­რე­ბას ვუ­სურ­ვებ! მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­ყი­დოს და მო­ხუ­ცე­ბი გა­ვა­ხა­რო. თა­ვად ეს ამ­ბა­ვი იცი­ან და სულ­მო­უთ­ქმე­ლად ელო­დე­ბი­ან.

- გა­სა­ყი­დად გა­მო­ტა­ნი­ლი ნივ­თე­ბის ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა რამ­დე­ნია?

- 20.000 დო­ლა­რი.

- აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას არ კარ­გავ. შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზეც მით­ქმა-მოთ­ქმა არ წყდე­ბა. ახლა შენი და ბიზ­ნეს­მენ ირაკ­ლი ნა­ნა­ძის რო­მან­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ. ამ­ბო­ბენ, რომ მის­მა მე­უღ­ლემ მან­ქა­ნის მინა ჩა­გიმ­სხვრია.

- ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი არ მინ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი ამ­ბე­ბი უფრო მე­ტად აინ­ტე­რე­სებთ, ვიდ­რე მის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე. იმა­საც ამ­ბობ­დნენ, შო­რე­ნა ფეხ­მძი­მედ არი­სო. მინ­და, ამ ქველ­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ისე სწრა­ფად გავ­რცელ­დეს ინ­ფორ­მა­ცია, რო­გორც ჩემი ფეხ­მძი­მო­ბის ამ­ბა­ვი გავ­რცელ­და. ეს ნივ­თე­ბი რაც უფრო მალე გა­ი­ყი­დე­ბა, მო­ხუ­ცე­ბის­თვის უკე­თე­სი იქ­ნე­ბა.

- შენს შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში სი­ახ­ლე არ არის?

- გა­სულ ზა­ფხულს რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი­დან მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! და უარი ვთქვი. ჩემი გა­და­ღე­ბა 2 სე­რი­ალ­ში უნ­დო­დათ: ერთი ქარ­თუ­ლი იყო, მე­ო­რე - უცხო­უ­რი.

- უარი რა­ტომ თქვი? სა­ქარ­თვე­ლო­ში მსა­ხი­ო­ბე­ბი რო­ლე­ბით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან.

- ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ. დას­ვე­ნე­ბის დღე სა­ერ­თოდ არ მქონ­და, ძა­ლი­ან გა­და­ვი­ღა­ლე და სა­ჭი­როდ ჩავ­თვა­ლე, გან­ტვირ­თვა მო­მე­წყო - შვილ­თან ერ­თად და­ვის­ვე­ნე. ახლა სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! თუ მექ­ნე­ბა, სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდე­ბი.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

შორენა ბეგაშვილის ბრილიანტის ექსკლუზიური ნაკეთობა

 შორენა ბეგაშვილის ბრილიანტის ექსკლუზიური ნაკეთობა

"მინდა, მცირე დახმარება გავუწიო თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატს, თემქაზე. აქ წარმოდგენილია ჩემი და ჩემი შვილის საყვარელი ნივთების ნაწილი, რომელთა გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება აღნიშნულ მოხუცთა სახლში. გთხოვთ, დამიჭიროთ მხარი, შეიძინეთ ნივთები, ერთად დავეხმაროთ მათ", - ეს პოსტი მსახიობმა შორენა ბეგაშვილმა გასულ კვირას, "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დაწერა და მისთვის საყვარელი 64 ნივთის ფოტოც დაურთო. ქველმოქმედების ასეთ ფორმას ცნობილი ადამიანები საზღვარგარეთ ხშირად მიმართავენ, საქართველოში კი ეს ნამდვილად სიახლეა.

- შორენა, შენი წინადადება საზოგადოებამ როგორ მიიღო?

- ქილიკი დაიწყეს, - ესეც მადონა არ გვყავდესო. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მინდა, ადამიანებს დავეხმარო. იდეა ერთ-ერთი რუსული სატელევიზიო სიუჟეტის ნახვის შემდეგ გამიჩნდა და მოხუცთა დასახმარებლად ქველმოქმედების ეს ფორმა შევარჩიე. კომპიუტერთან სულ ზის ადამიანი, რომელიც დაინტერესებულ პირებს აწვდის ინფორმაციას - ესა თუ ის ნივთი როგორ მდგომარეობაშია, როგორ შეუძლიათ შეიძინონ და ა.შ. იმედი მაქვს, იდეა გაამართლებს. მიხარია, რამდენიმე ნივთი უკვე გაიყიდა. თითოეული მათგანი ჩემთვის მართლა ძვირფასია და მათ მომავალშიც გამოვიყენებდი.

- ნივთებს მიამატებ? გარკვეული ხნის შემდეგ ხომ არ გაიმეორებ ქველმოქმედებას?

- არ ვიცი, ვნახოთ, რამდენად გაამართლებს და შესაძლოა, გავიმეორო კიდეც.

- თემქის მოხუცებულთა პანსიონატი რა ნიშნით შეარჩიე?

- განსაკუთრებული კრიტერიუმით არ შემიფასებია. ამ პანსიონატში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ კარგად ვიცი, იქ როგორი მდგომარეობაა. მოხუცებს ჩვენი დახმარება და მზრუნველობა სჭირდებათ. მინდა, ეს ზამთარი თბილად გაატარონ.

- აქამდე ვინმეს დახმარებიხარ?

- რა თქმა უნდა, ეს ჩემი პირველი აქტიურობა არ არის, მაგრამ სიკეთეზე ხმამაღლა ლაპარაკი არ მიყვარს. აქამდე ამას ჩუმად, ფულადი დახმარების სახით ვაკეთებდი და აფიშირებისგან ყოველთვის თავს ვიკავებდი... ახლა, როცა დახმარების ფორმა შევცვალე, ცუდ კომენტარებს მწერენ. ვერ გამიგია, რატომ მლანძღავენ? რა, ცუდ საქმეს ვაკეთებ?

- არ მახსენდება, საქართველოში მსგავსი რამ მომხდარიყოს. როგორ ფიქრობ, სხვა ცნობილები მოგბაძავენ?

- ეს ჩემი ძალიან დიდი სურვილია. ქველმოქმედებაში რაც უფრო ბევრი ადამიანი ჩაერთვება, უკეთესი იქნება.

- შენი კოლეგებიდან, მეგობრებიდან ვინმე გამოგეხმაურა?

- მითხრეს, რომ რომელიმე ნივთს შეიძენენ და ამით მხარში ამომიდგებიან.

- ფასები გადახდილ თანხასთან შედარებით დაბალია?

- ძალიან დაბალია. თითოეულ ნივთში გაცილებით მეტია გადახდილი. ზოგიერთი ნივთი ექსკლუზივია, ზოგიერთი სასცენო კაბა კი ჩემი გემოვნებით არის შეკერილი. ტანსაცმლის ფასი 50-დან 150 ლარამდე მერყეობს.

- ყველაზე ძვირად ღირებული ბრილიანტის სამეულია. ეს სამკაული 7.000 დოლარად გაქვს შეფასებული.

- ეს ექსკლუზიური ნაკეთობაა, სპეციალურად ჩემთვის არის დამზადებული. ჯერ მყიდველი არ გამოუჩნდა.

- სოციალურ ქსელში დაწერეს, რომელიმე თაყვანისმცემლისგან ექნება ნაჩუქარი და ახლა, მასზე გაბრაზებული, ყიდისო.

- ათას სისულელეს წერენ და ყველას პასუხს ვერ გავცემ. ბრილიანტი ზედმეტი არავისთვის არის. მისი თავიდან მოშორება რომ მნდომოდა, ამას ძალიან მარტივად მოვახერხებდი, ნებისმიერ წუთს გავყიდდი. არც "ჰერმესის" ჩანთაა ჩემთვის ზედმეტი, მაგრამ ვყიდი.

- 10.000 დოლარად.

- ამ იდეის გამო, ბევრი დაცინვაც მივიღე. ზოგი მწერს: მეორადი ტანსაცმლის მაღაზია გახსენი? თანხის რა ნაწილს დაიტოვებო? მინდა, ამ ადამიანების გასაგონად ვთქვა: თითოეულ ნივთს აწერია ღირებულება და თუ ასე ძალიან აინტერესებთ, შეკრიბონ და იმ თანხას შეადარონ, რომელსაც მე მოხუცებს გადავურიცხავ. გაყიდულ ნივთებს ეწერება, რომ გაყიდულია. უსაქმური ადამიანების კრიტიკაზე არ ვნერვიულობ. მათთვის დროის დაკარგვა არ ღირს. არ მომწონს, რომ ბოღმაში იხრჩობიან. მე მაინც, ყველას ბედნიერებას ვუსურვებ! მთავარია, ყველაფერი გაიყიდოს და მოხუცები გავახარო. თავად ეს ამბავი იციან და სულმოუთქმელად ელოდებიან.

- გასაყიდად გამოტანილი ნივთების ჯამური ღირებულება რამდენია?

- 20.000 დოლარი.

- აქტუალურობას არ კარგავ. შენს პირად ცხოვრებაზეც მითქმა-მოთქმა არ წყდება. ახლა შენი და ბიზნესმენ ირაკლი ნანაძის რომანზე ლაპარაკობენ. ამბობენ, რომ მისმა მეუღლემ მანქანის მინა ჩაგიმსხვრია.

- ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა. საქართველოში ცნობილი ადამიანის პირადი ამბები უფრო მეტად აინტერესებთ, ვიდრე მის მიერ გაკეთებული საქმე. იმასაც ამბობდნენ, შორენა ფეხმძიმედ არისო. მინდა, ამ ქველმოქმედების შესახებ ისე სწრაფად გავრცელდეს ინფორმაცია, როგორც ჩემი ფეხმძიმობის ამბავი გავრცელდა. ეს ნივთები რაც უფრო მალე გაიყიდება, მოხუცებისთვის უკეთესი იქნება.

- შენს შემოქმედებით საქმიანობაში სიახლე არ არის?

- გასულ ზაფხულს რამდენიმე პროექტიდან მქონდა შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! და უარი ვთქვი. ჩემი გადაღება 2 სერიალში უნდოდათ: ერთი ქართული იყო, მეორე - უცხოური.

- უარი რატომ თქვი? საქართველოში მსახიობები როლებით განებივრებულები არ არიან.

- ბოლო რამდენიმე წელია, აქტიურად ვმუშაობ. დასვენების დღე საერთოდ არ მქონდა, ძალიან გადავიღალე და საჭიროდ ჩავთვალე, განტვირთვა მომეწყო - შვილთან ერთად დავისვენე. ახლა საინტერესო შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! თუ მექნება, სიამოვნებით დავთანხმდები.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება