სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავაი" ახლა, ყველა არჩევნებზე!"
"დავაი" ახლა, ყველა არჩევნებზე!"

შე­მოდ­გო­მის ვირუ­სებ­მა მეც არ და­მინ­დო და ერთი კვი­რა კომ­პი­უ­ტერს არ გავ­კა­რე­ბი­ვარ. მთე­ლი დღე­ე­ბი ოჯა­ხის წევ­რებ­თან გა­ვა­ტა­რე და იცით, "არ ჩა­ნან ცუდი ხალ­ხი" (იცა­ნით ბოლო დროს "გა­ფე­ის­ბუკ­ჰი­ტე­ბუ­ლი" გა­მოთ­ქმა, "გუ­შინ ინ­ტერ­ნე­ტი გა­მო­მერ­თო, მთე­ლი დღე ოჯა­ხის წევ­რებ­თან გა­ვა­ტა­რე და მგო­ნი, არ ჩა­ნან ცუდი ხალ­ხი", - მთელ "ფე­ის­ბუკს" რომ აქვს გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი?!). ჰოდა, მეც ის ჩემს ბო­ლოდ­რო­ინ­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას მო­ვარ­გე და პა­ტა­რა შე­სა­ვა­ლი გა­ვა­კე­თე. ახლა კი საქ­მეს შე­ვუდ­გეთ.

"მო­მეხ­მა­რეთ რა. მიდი გა­და­ა­ყე­ნეთ ხალ­ხი. აბა, დატ­რი­ალ­დით მეგ­რე­ლე­ბო, რა მო­გი­ვი­დათ? და­ვაი, და­ვაი, ჩქა­რა მი­დით. გა­წიე ეს. ხომ არ გა­და­ვახ­ტე­ბი, არა? ესე იგი, ჩემ გა­რე­შე ესე­ნი ვე­რა­ფერს აკე­თე­ბენ. და­ვაი, მი­დით ახლა, მი­დით (სტი­ლი და­ცუ­ლია)".

არ გე­გო­ნოთ, ისევ სი­ცხე მაქვს, ან... ძილ­ში ვბო­დავ. ერთ-ერთი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის სი­ტყვე­ბით ვი­წყებ მა­სა­ლას, რო­მე­ლიც ბოლო დრო­ის "ფე­ის­ბუკ­ვი­დეო" პოს­ტე­ბის მე­ფეა. ქაჯ... უკაც­რა­ვად, ქა­ლიც ასე­თი უნდა, თა­ნაც, პრე­ზი­დენ­ტო­ბა მო­უნ­დო­მე­ბია. სა­სა­ცი­ლოა, სა­ტი­რა­ლი რომ არ იყოს თვი­თონ ბურ­ჯა­ნა­ძის­თვის ასე­თი მონ­დო­მე­ბა და "და­ვა­ის" ძა­ხი­ლი. წლე­ბის წინ დრო­ე­ბით პრე­ზი­დენ­ტო­ბის პოსტზე ყოფ­ნი­სას აუღო ალღო ამ საქ­მეს და დღემ­დე გა­მოჰ­ყვა. ჰოდა, ახლა ატ­რი­ა­ლებს და აბზრი­ა­ლებს მეგ­რე­ლებს, კა­ხე­ლებს, ქარ­თლე­ლებს და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს, ხან ერთ ღო­ბეს ახ­ტე­ბა და ხან - მე­ო­რეს. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სულ რამ­დე­ნი­მე დღე დარ­ჩა. ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე ერთ-ერ­თია ამ მა­რა­თონ­ში მო­ნა­წი­ლე­თა შო­რის. გა­ვამ­ხნე­ვოთ, მე­გობ­რე­ბო, აბა, მი­დით, "და­ვაი", "და­ვაი".

მოკ­ლედ, ჩემს არ­ყოფ­ნა­ში "ფე­ის­ბუკ­ში" კარ­გი მხი­ა­რუ­ლე­ბა გა­ჩა­ღე­ბუ­ლა. სიმ­ღე­რაც და­უ­წე­რი­ათ, "მე­ვი­და ბი­ძი­ნეო, ჭამე, სვი და იძი­ნეო". სიმ­ღე­რა ვინ­მე, რო­გორც თვი­თონ აცხა­დებს, ერთ სრუ­ლი­ად უპარ­ტიო, მაგ­რამ დარ­დი­მანდ ადა­მი­ანს, თა­მაზ მო­ნი­ა­ვას ეკუთ­ვნის. სიმ­ღე­რა ისეთ ქარ­თვე­ლებ­ზეა, რომ­ლე­ბიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ში თურ­მე სწო­რედ იმას ხე­და­ვენ, ვინც ყვე­ლა­ფერს მათ ნაც­ვლად გა­ა­კე­თებს, თა­ვად კი ჭამა-სმი­სა და ძი­ლის გარ­და, არა­ფერ­ზე ფიქ­რო­ბენ.

ნა­წყვე­ტი სიმ­ღე­რი­დან:

"ყვე­ლას მი­ლი­არ­დე­ბი ესიზ­მრე­ბა, ბი­ძია,

ფული უყ­ვართ, სამ­შობ­ლო სულ ფე­ხებ­ზე ჰკი­დი­ათ.

ასე, ჩემო ბი­ძი­ნა, ჩვენ­თან ასე იცი­ან,

სულ ეს არის, გახ­სოვ­დეს, შენი კო­ა­ლი­ცია".

მოკ­ლედ უამ­რა­ვი ასე­თი სტროფ-კუპ­ლე­ტით შემ­კო­ბი­ლი სიმ­ღე­რა, ერთი ძალ­ზე და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი ფრა­ზით - მერე რა გეშ­ვე­ლე­ბათ, ბი­ძი­ნე­იც რომ წა­ვაო? - სრულ­დე­ბა. ბი­ძი­ნაც პა­სუხს არ აყოვ­ნებს:

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი: "პო­ლი­ტი­კი­დან მივ­დი­ვარ, მაგ­რამ მივ­დი­ვარ ხალ­ხთან. გა­დავ­ლა­ხავთ ჩვენს ყვე­ლა­ზე დიდ პრობ­ლე­მებს და სი­ტყვას გაძ­ლევთ, რომ მი­ნი­მუმ ოცი წელი ვიქ­ნე­ბი თქვენ­თან ერ­თად და წლი­დან წლამ­დე უკე­თეს ცხოვ­რე­ბას შევ­ქმნით".

ვნა­ხოთ, რო­გორ შე­ას­რუ­ლებს ბა­ტო­ნი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და­ნა­პი­რებს. თუ არა და - "იგი წავა და სხვა მოვა ტურ­ფა­სა სა­ბაღ­ნა­რო­სა" ან კი­დევ - "არ მოხ­ვალ და სხვას­თან წა­ვალ, სხვა ან­გე­ლოზს მოვ­ნა­ხავ"... მოკ­ლედ, მუ­სი­კა­ლუ­რი ერი ვართ ქარ­თვე­ლე­ბი, გა­მო­სა­ვალ­სა და ამო­სა­ფა­რე­ბელ კალ­თას ყო­ველ­თვის ვი­პო­ვით. სულ ღი­ღი­ნი­თა და სიმ­ღერ-სიმ­ღე­რით. ამა­ში ეჭვი არა­ვის შე­ე­პა­როს. თა­ნაც (ჩვენ­და სა­მარ­ცხვი­ნოდ) ლუ­არ­სა­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბი არა ვართ?! ვი­ცხოვ­რებთ კი­დევ მრა­ვა­ლი ასე­უ­ლი და ათასე­უ­ლი წელი არ­ხე­ი­ნად, უდარ­დე­ლად, უშ­რომ­ლად. მაგ­რამ რო­დემ­დე? რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რო­მელ კალ­თას ამო­ვე­ფა­რე­ბით, ამას სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­ვი­გებთ, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ.

აი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის წნე­ვის აპა­რა­ტი ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მი თუ იყო და მით უმე­ტეს, გან­ცხა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბა შე­ეძ­ლო, ახლა გა­ვი­გე. რა თქმა უნდა, "ფე­ის­ბუ­კი­დან":

(სტი­ლი და­ცუ­ლია)

მაშ ასე - პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის წნე­ვის აპა­რა­ტი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს:

"იმის გამო, რომ ეთი­კას მო­უხ­მოთ და თქვე­ნი ად­გი­ლი იცო­დეთ, ცვლი­ლე­ბე­ბი შე­დის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან მე­დი­ის შე­კი­თხვის დას­მის წეს­ში. ამი­ე­რი­დან ნე­ბის­მი­ე­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, კი­თხვის დას­მამ­დე წარ­მოთ­ქვას: "ხოლო მომ­ძღვნელ­მან ჩვე­ნი პუ­რი­სა და სარ­ჩო­სი, მა­მან ჩვენ­მან, უსათ­ნო­ეს­მან და უკე­თი­ლეს­მან, რო­მელ არს არ­ქი­ფო, იცო­ცხლოს მა­რად­ჟამს, ახლა კი შე­კი­თხვა... გმად­ლობთ".

ავ­ტო­რი: ლაშა ბე­რუ­ლა­ვა (მე მგო­ნი, ეს ჟურ­ნა­ლის­ტი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ერთ-ერთ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მი­ი­ჯირ­ყვნა კი­დე­ვაც).

ქეთი ნი­კო­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

"დავაი" ახლა, ყველა არჩევნებზე!"

"დავაი" ახლა, ყველა არჩევნებზე!"

შემოდგომის ვირუსებმა მეც არ დამინდო და ერთი კვირა კომპიუტერს არ გავკარებივარ. მთელი დღეები ოჯახის წევრებთან გავატარე და იცით, "არ ჩანან ცუდი ხალხი" (იცანით ბოლო დროს "გაფეისბუკჰიტებული" გამოთქმა, "გუშინ ინტერნეტი გამომერთო, მთელი დღე ოჯახის წევრებთან გავატარე და მგონი, არ ჩანან ცუდი ხალხი", - მთელ "ფეისბუკს" რომ აქვს გაზიარებული?!). ჰოდა, მეც ის ჩემს ბოლოდროინდელ მდგომარეობას მოვარგე და პატარა შესავალი გავაკეთე. ახლა კი საქმეს შევუდგეთ.

"მომეხმარეთ რა. მიდი გადააყენეთ ხალხი. აბა, დატრიალდით მეგრელებო, რა მოგივიდათ? დავაი, დავაი, ჩქარა მიდით. გაწიე ეს. ხომ არ გადავახტები, არა? ესე იგი, ჩემ გარეშე ესენი ვერაფერს აკეთებენ. დავაი, მიდით ახლა, მიდით (სტილი დაცულია)".

არ გეგონოთ, ისევ სიცხე მაქვს, ან... ძილში ვბოდავ. ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის სიტყვებით ვიწყებ მასალას, რომელიც ბოლო დროის "ფეისბუკვიდეო" პოსტების მეფეა. ქაჯ... უკაცრავად, ქალიც ასეთი უნდა, თანაც, პრეზიდენტობა მოუნდომებია. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს თვითონ ბურჯანაძისთვის ასეთი მონდომება და "დავაის" ძახილი. წლების წინ დროებით პრეზიდენტობის პოსტზე ყოფნისას აუღო ალღო ამ საქმეს და დღემდე გამოჰყვა. ჰოდა, ახლა ატრიალებს და აბზრიალებს მეგრელებს, კახელებს, ქართლელებს და სრულიად საქართველოს, ხან ერთ ღობეს ახტება და ხან - მეორეს. საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. ნინო ბურჯანაძე ერთ-ერთია ამ მარათონში მონაწილეთა შორის. გავამხნევოთ, მეგობრებო, აბა, მიდით, "დავაი", "დავაი".

მოკლედ, ჩემს არყოფნაში "ფეისბუკში" კარგი მხიარულება გაჩაღებულა. სიმღერაც დაუწერიათ, "მევიდა ბიძინეო, ჭამე, სვი და იძინეო". სიმღერა ვინმე, როგორც თვითონ აცხადებს, ერთ სრულიად უპარტიო, მაგრამ დარდიმანდ ადამიანს, თამაზ მონიავას ეკუთვნის. სიმღერა ისეთ ქართველებზეა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილში თურმე სწორედ იმას ხედავენ, ვინც ყველაფერს მათ ნაცვლად გააკეთებს, თავად კი ჭამა-სმისა და ძილის გარდა, არაფერზე ფიქრობენ.

ნაწყვეტი სიმღერიდან:

"ყველას მილიარდები ესიზმრება, ბიძია,

ფული უყვართ, სამშობლო სულ ფეხებზე ჰკიდიათ.

ასე, ჩემო ბიძინა, ჩვენთან ასე იციან,

სულ ეს არის, გახსოვდეს, შენი კოალიცია".

მოკლედ უამრავი ასეთი სტროფ-კუპლეტით შემკობილი სიმღერა, ერთი ძალზე დამაფიქრებელი ფრაზით - მერე რა გეშველებათ, ბიძინეიც რომ წავაო? - სრულდება. ბიძინაც პასუხს არ აყოვნებს:

ბიძინა ივანიშვილი: "პოლიტიკიდან მივდივარ, მაგრამ მივდივარ ხალხთან. გადავლახავთ ჩვენს ყველაზე დიდ პრობლემებს და სიტყვას გაძლევთ, რომ მინიმუმ ოცი წელი ვიქნები თქვენთან ერთად და წლიდან წლამდე უკეთეს ცხოვრებას შევქმნით".

ვნახოთ, როგორ შეასრულებს ბატონი პრემიერ-მინისტრი დანაპირებს. თუ არა და - "იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა" ან კიდევ - "არ მოხვალ და სხვასთან წავალ, სხვა ანგელოზს მოვნახავ"... მოკლედ, მუსიკალური ერი ვართ ქართველები, გამოსავალსა და ამოსაფარებელ კალთას ყოველთვის ვიპოვით. სულ ღიღინითა და სიმღერ-სიმღერით. ამაში ეჭვი არავის შეეპაროს. თანაც (ჩვენდა სამარცხვინოდ) ლუარსაბის შთამომავლები არა ვართ?! ვიცხოვრებთ კიდევ მრავალი ასეული და ათასეული წელი არხეინად, უდარდელად, უშრომლად. მაგრამ როდემდე? რაც შეეხება იმას, თუ რომელ კალთას ამოვეფარებით, ამას სულ რამდენიმე დღეში გავიგებთ, არჩევნების შემდეგ.

აი, პრემიერ-მინისტრის წნევის აპარატი ცოცხალი ორგანიზმი თუ იყო და მით უმეტეს, განცხადებების გავრცელება შეეძლო, ახლა გავიგე. რა თქმა უნდა, "ფეისბუკიდან":

(სტილი დაცულია)

მაშ ასე - პრემიერ-მინისტრის წნევის აპარატი განცხადებას ავრცელებს:

"იმის გამო, რომ ეთიკას მოუხმოთ და თქვენი ადგილი იცოდეთ, ცვლილებები შედის პრემიერ-მინისტრთან მედიის შეკითხვის დასმის წესში. ამიერიდან ნებისმიერი მედიასაშუალების წარმომადგენელი ვალდებულია, კითხვის დასმამდე წარმოთქვას: "ხოლო მომძღვნელმან ჩვენი პურისა და სარჩოსი, მამან ჩვენმან, უსათნოესმან და უკეთილესმან, რომელ არს არქიფო, იცოცხლოს მარადჟამს, ახლა კი შეკითხვა... გმადლობთ".

ავტორი: ლაშა ბერულავა (მე მგონი, ეს ჟურნალისტი პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე მიიჯირყვნა კიდევაც).

ქეთი ნიკოლავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა